ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

მთავარი » მონადირის მასალა [Admin (930)]
« 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 18 19 »
შვეიცარიის სუპერლიგის მატჩში, ციურიხისა და თუნის საფეხბურთო კლუბების შეხვედრისას, მოედანზე მოულოდნელად კვერნა შეიჭრა და მატჩი რამდენიმე წუთით შეაჩერა. ნახევარი მოედნის გარბენის შემდეგ ცხოველი თვალთახედვის არედან გაუჩინარდა და მსაჯმა თამაში განაახლა, თუმცა სანახაობის "მთავარი გმირი" კვლავ გამოჩნდა მოედანზე
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 1932 | დაამატა: Admin | დრო: 12.03.2013 | კომენტარი (5)

20 წელს გრძელდებოდა ადამიანისა და ალიგატორის ეს საოცარი მეგობრობა. ხოლო შოუ "პონჩო და ჩიტო" იმდენად პოპულარული იყო კოსტა-რიკაში, რომ ალიგატორი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. უკანასკნელ გზაზე კი დიდი პატივით - ყვავილებით, ლითონის კუბოზე დასვენებული გააცილეს. 
ალიგატორის პირობაზე პონჩო უზარმაზარი იყო - 78-კბილიანი აგრესიული ქვეწარმავლის სიგრძე 5 მ-ს, წონა კი 250 კგ-ს აღწევდა. 
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 2171 | დაამატა: Admin | დრო: 02.03.2013 | კომენტარი (0)

იუტას შტატში მდებარე კანიონზე თავგადასავლების მოყვარულთა ჯგუფმა თავისი გიჟური გართობა გადაიღო. ახალგაზრდები 120 მეტრის სიგრძის ბაგირით გასაოცარ ნახტომებს ახორციელებენ.

ვიდეორგოლი თითქმის 4-წუთიანია და უკვე მილიონზე მეტი მომხმარებლის გაოცება მოახერხა.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2835 | დაამატა: Admin | დრო: 02.03.2013 | კომენტარი (8)

გასული წლის სექტემბერში, თბილისში ჩატარებული გარემოსდაცვითი საერთაშორისო კონფერენციისთვის გაწეული ხარჯების მართლზომიერებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის. შესაბამისი მასალები გარემოს დაცვის სამინისტრომ საგამოძიებო სამსახურს უკვე გადაუგზავნა.

საქმე 2012 წლის 5-8 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციას "თბილისი+35" ეხება, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ეგიდით და დაფინანსებით გაიმართა და, რომლისთვისაც უწყების ბიუჯეტიდან 1 მილიონ 623 ათასი ლარი დაიხარჯა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1427 | დაამატა: Admin | დრო: 28.02.2013 | კომენტარი (11)

ტურისტული იახტის მგზავრები სან-დიეგოს სანაპიროზე იშვიათი სანახაობის  თვითმხილველები გახდნენ  - ათიათასობით დელფინმა წყალში "შეკრება" მოაწყო. მასობრივი "შეკრების" სიგრძე 11 კილომეტრს უტოლდებოდა, სიგანე კი - 8 კილომეტრს. მოგვიანებით, წყალქვეშა სამყაროს ექსპერტების თქმით, მსგავსი თავმოყრის მიზეზი სარდინების, კალმარების და სხვა თევზების მასობრივი მიგრაციაა, რაც დელფინთა საკვებს წარმოადგენს.
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 1609 | დაამატა: Admin | დრო: 28.02.2013 | კომენტარი (0)

2013 წლის 20 აპრილს შტუტგარტში ანიმაციური ფილმების ფესტივალი ჩატარდება. ანიმაციური ფილმების მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, 6 დღის განმავლობაში დატკბნენ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვით.

ფესტივალი 1982 წელს გერმანიაში დაფუძნდა და ანიმაციური ფილმების ყველაზე დიდი და პრესტიჟული ფესტივალია.

წარმოგიდგენთ ფესტივალზე წარდგენილ ერთ-ერთ ანიმაციას, სახელწოდებით "Rollin’ Safari", რომელიც ინტერნეტში სათაურით - "როგორები იქნებოდნენ ცხოველები, სწრაფი კვების პროდუქტებით რომ ეკვებათ" გავრცელდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 2932 | დაამატა: Admin | დრო: 27.02.2013 | კომენტარი (13)

ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესები იცვლება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ხე-ტყის დამზადების,ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესებში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში 2013 წლის 25 თებერვლიდან სავალდებულოა: „ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის" გამოწერა; მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშით; 2013 წლის 25 თებერვლიდან აკრძალულია არამარკირებული, უფირნიშო ხე-ტყის ტრანსპორტირება და სახერხ საამქროში შეტანა-გადამუშავება.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2858 | დაამატა: Admin | დრო: 23.02.2013 | კომენტარი (0)


ყველაზე მძვინვარე მხეცი?!
მთელ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მობინადრე ეს მომცრო, ერთი შეხედვით მოუქნელი და ბაჯაჯგუნა ცხოველი - "რატელი" ერთდროულად კვერნას, მაჩვსა და სამურავს წააგავს. სხვადასხვა ქვეყანაში მას "ძაღლის დათვს", "მელოტ მაჩვს", უფრო ხშირად "მეთაფლე მაჩვს", ან უბრალოდ, "თაფლიჭამიას" უწოდებენ. მაგრამ მისმა სახელწოდებამ არავინ უნდა შეაცდინოს, რადგან ეს უცნაური არსება ოფიციალურად დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე მძვინვარე და უშიშარი მხეცია, რომლის გულსაც აფრიკულ ტომებში "ვაჟკაცობის მოსამატებლად" მიირთმევდნენ!
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 5230 | დაამატა: Admin | დრო: 23.02.2013 | კომენტარი (7)

დამეკარგა ლაბრადორის ჯიშის ძაღლი , მპოვნელი დასაჩუქრდება.
598 27 78 78 მამუკა უკლება
დაწვრილებით...
კატეგორია: მოიპარეს-დაიკარგა | დათვალიერებულია: 3694 | დაამატა: Admin | დრო: 22.02.2013 | კომენტარი (5)

დავკარგე ძუ კურჰაარი, ყავუსფერი თეთრი ლაქებით, მუხიანის ტერიტორიაზე. საკონტაქტო ნომერი 557006202, 598408056 ბაჩო. წინასწარ დიდი მადლობა

დაწვრილებით...
კატეგორია: მოიპარეს-დაიკარგა | დათვალიერებულია: 1920 | დაამატა: Admin | დრო: 19.02.2013 | კომენტარი (4)

მოგესალმებით, თბილისში, ქავთარაძის ტერიტორიაზე ნაპოვნია დაახლოებით 2-3 წლის მამალი კურჰაარი, კარგი ტანის ყელსაბამიც უკეტია. პატრონი გამომეხმაუროს. ძაღლი რამდენიმე დღეა დარბის უგზო-უკვლოთ და ცოდოა. ხან ვაჟაზე ჩამოირბენს და ხან ისევ იქ ამოდის პატრონი გამომეხმაუროს 551003562
დაწვრილებით...
კატეგორია: მოიპარეს-დაიკარგა | დათვალიერებულია: 2358 | დაამატა: Admin | დრო: 18.02.2013 | კომენტარი (2)

საიტის ზოგიერთ წევრს აქვს საიტზე შემოსვლის პრობლემა.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ საიტი წერს ასეთ ტექსტს:
Your IP was temporary blocked due to high requests flow
ამ დროს ხდება აიპი მისამართის დროებითი დაბლოკვა  (2-3 საათით) და მომხმარებლისთვის საიტი იბლოკება.
ამ მიზეზის აღმოსაფხვრელად გვჭირდება ზოგადი ინფორმაცია,იმ მომხმარებელთა რაოდენობის დასადგენად, ვისაც აქვს ეს პრობლემა ჩვენს საიტზე.
გთხოვთ არ დაიზაროთ და კომენტარებში დაწეროთ თუკი ასეთი პრობლემა გაქვთ.
წინასწარ დიდი მადლობა. ადმინისტრაცია.
დაწვრილებით...
კატეგორია: საიტის ამბები | დათვალიერებულია: 3364 | დაამატა: Admin | დრო: 16.02.2013 | კომენტარი (16)

ჩინური კვარტალი ჩინური წარმოშობის ადამიანების საცხოვრებელი ადგილია, რომელიც როგორც წესი უცხო ქვეყნის დიდ ქალაქებში მდებარეობს. ჩინური კვარტლების მსოფლიოს ყველა კონტინენტზე გვხვდება, გარდა ანტარქტიდისა. ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მილიონობით ადამიანი ტოვებს ჩინეთს უკეთესი მომავლის იმედით.
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 2339 | დაამატა: Admin | დრო: 12.02.2013 | კომენტარი (0)


ეპოქა, სახელად რამაზ ჩხიკვაძე!
08-02-2013
მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნად აღარ არის, კიდევ უფრო მეტად შევიგრძენით, რომ მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე ქართული კულტურის ბურჯი იყო. მისი უსაზღვრო ნიჭიერება სცდებოდა უბრალოდ ნიჭიერი მსახიობობის ფარგლებს, იყო დიდი ხელოვანი, რომელმაც ეპოქა შექმნა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო თეატრის ისტორიაში. ეპოქა, სახელად რამაზ ჩხიკვაძე!
გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს დიდი არტისტის ცხოვრებიდან, რომელიც 81 წლის ასაკში გაიხსენა და ჩამაწერინა:
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2259 | დაამატა: Admin | დრო: 08.02.2013 | კომენტარი (0)


"მახინჯი" იხვის ჭუჭული
04-02-2013
ეს იხვი სიმწრის ცრემლებს ღვრის. გასაკვირიც არაფერია - მას ხომ თავში არბალეტის ისარი აქვს გარჭობილი.

გაგიკვირდებათ და სიცოცხლეს მაინც აგრძელებს - სვამს, ჭამს, დაფრინავს. ქალაქ ბარნსლის საგანგებო სიტუაციების სამსახური რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობს მის დაჭერას.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 4005 | დაამატა: Admin | დრო: 08.02.2013 | კომენტარი (14)

ანგელოზის ძიებაში...
04-02-2013
როდესაც დაუნ მოუს ჩემპიონი პოინტერი დღისით, მზისით, შუა ქუჩაში გაიტაცეს, პატრონმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, საყვარელი ცხოველი უკან დაებრუნებინა.

უკვე 8 კვირა გავიდა და ენჯელი ჯერ კიდევ არ ჩანს, მასზე და მის თავდადებულ პატრონზე კი მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ენჯელის მოსაძებნად მოუმ თავი გადადო - 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 5563 | დაამატა: Admin | დრო: 08.02.2013 | კომენტარი (5)

ამერიკული გამოცემა Huffington Post-ი 2012 წელს აშშ-ში ჩადენილი ყველაზე სულელური დანაშაულებისა და ბრიყვი დამნაშავეების რეიტინგს აქვეყნებს. "გენიოს" კრიმინალთა ვრცელი, 105-კაციანი სიიდან "კვირის პალიტრა" მხოლოდ "განსაკუთრებულად ნიჭიერებზე" მოგითხრობთ.
დაწვრილებით...
კატეგორია: სახუმარო ამბები | დათვალიერებულია: 3001 | დაამატა: Admin | დრო: 31.01.2013 | კომენტარი (6)

ქართულიქართული ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა – სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თეატრალიზებული სინთეზური სანახაობის – სახიობის წიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა – ქალთათვის – სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის – მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხვდება ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’,

დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 5437 | დაამატა: Admin | დრო: 31.01.2013 | კომენტარი (1)

  • დამსაქმებელი
  • სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:...


დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 3377 | დაამატა: Admin | დრო: 31.01.2013 | კომენტარი (0)

2 და 3 თებერვალს ''საქართველოს პოინტერ კლუბი'' აწყობს მეძებრების საველე გამოყვანა-დათვალიერებას FCI წესებით.(გაშვებულ ხოხობზე) ღონისძიების სტატუსი-არაოფიციალური. 

გამოყვანა-დათვალერებაზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის მეძებარს. 
FCI ფორმის საგვარეულოს ქონა სავალდებულო არ არის. 
ბრიტანული და კონტინენტალური მეძებრების გამოყვანა-დათვალერება ტარდება ცალ-ცალკე. 
თითოეულ დღეს გამოყვანა-დათვალერება ჩატარდება ფორმატით: 1-სოლო, 2-წყვილები. 
ექსპონენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ორივე დისციპლინაში სურვილისამებრ. 
წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულო არაა. კენჭისყრა ჩატარდება ადგილზე. 
თითოეულ მონაწილეზე გადასახადი შეადგენს 30 დან 50 ლარამდე (ხოხბის ფასის შესაბამისად)-გამოსვლების რაოდენობის მიუხედავად 
გამოყვანა-დათვალერების ზუსტი ადგილი,დრო და დანარჩენი დეტალები დადგინდება შემდეგი კვირის დასაწყისში. 

იმსაჯებს ბ-ნი ს.შაგინოვი. 

საკონტაქტო პირი: გიორგი კუხალეიშვილი მობ. 5 93 60 30 40
 
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 2640 | დაამატა: Admin | დრო: 29.01.2013 | კომენტარი (4)


სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2009 წელს ცოცხალი და ნედლი თევზის იმპორტმა 26 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო 2010 წელს ქვეყანამ თევზის 30 მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტი განახორციელა.


დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 4847 | დაამატა: Admin | დრო: 19.01.2013 | კომენტარი (6)


დედალი გედის დაღუპვის შემდეგ მამალმა გედმა მეწყვილის ბარტყები გამოჩეკა. ასეთი მოვლენა ბუნებრივ ინსტინქტებს ეწინააღმდეგება. ულამაზესი შავი გედების წყვილი - ჩარლზი და დიანა - სოჭში აჩიგაევის ტბასთან რამდენიმე წლის განმავლობაში ბინადრობდა. ამ დროის მანძილზე ფრინველებმა რამდენიმე თაობა გამოზარდეს. ტრაგედია მორიგი თაობის გამოჩეკამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა - დედალ გედს თავს მაწანწალა ძაღლები დაესხნენ. ის დაიღუპა, კვერცხებზე კი მამალი გედი დაჯდა.

დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 2086 | დაამატა: Admin | დრო: 16.01.2013 | კომენტარი (5)


KvirisPalitra.Geსოხუმი ეცემა. მეხთატეხასა და ცეცხლის ალს ოთხფეხაც ვეღარ უძლებს და გზას დაადგება. ივლის ტყე-ტყე, ხან ზღვის სანაპიროთი და დაღლილ-დაქანცული მიადგება ენგურის ნაპირს. გაღმა პატრონის მამისეული სახლია, სადაც არდადეგებზე, ბავშვებთან ერთად ცუგაც მიჰყავდათ. ამ სოფლისკენ ეშურება, რომ პატრონის დაღუპვის ამბავი ჩაიტანოს.

მოხდება სასწაული და ენგურზე, ფონით გამობობღებული ცუგა, ზუგდიდთან მიმდებარე ერთ-ერთ სოფელში ნაცნობი სახლის ჭიშკართან აღმოჩნდება.
ენგურგაღმა, მამისეულ სახლში მის პატრონს ელიან! ქალაქში, ნაცნობ აფხაზთან შეფარებული ეგულებათ, ხან ტყვედ აყვანილად წარმოიდგენენ... სჯერათ, რომ სასწაულები ისევ ხდება, რომ ომიდან დიდი ხნის შემდეგაც ბრუნდებიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები...

დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 2885 | დაამატა: Admin | დრო: 15.01.2013 | კომენტარი (5)


ეგვიპტეში მოკლეს გიგანტური ზვიგენი. ნამდვილი მონსტრი, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს. მის ლიკვიდაციაში მონაწილეობა მიიღეს, (გაგიკვირდებათ და) სამხედრო დანაყოფებმა და საჰაერო ავიაციამ, მაგრამ შედეგი არ გამოუღია ყველაფერ ამას.

დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 3177 | დაამატა: Admin | დრო: 14.01.2013 | კომენტარი (13)


მენის შტატში, ნიუირაში ჩატარდა ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონატი ცოლების გადაყვანაში. რბოლა ტარდება 250 მეტრ მანძილის დაფარვაში; მამაკაცებს კი სხეულით გადაქვთ თავიანთი მეორე ნახევრები. შეჯიბრების მთავარი პრიზია ლუდი, უფრო ზუსტად, იმდენი ლუდი, რამდენსაც იწონის მისი მეუღლე

დაწვრილებით...
კატეგორია: სახუმარო ამბები | დათვალიერებულია: 2878 | დაამატა: Admin | დრო: 14.01.2013 | კომენტარი (2)



გამოცემა National Geographic საბოლოოდ გამოაცხადა გამარჯვებულები მისი წლიური ფოტოკონკურსის. პრიზიკი კი არის $10 000 და ასევე მოგზაურობა აშშ-ს დედაქალაქში. იხილეთ სურათები.

დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 2047 | დაამატა: Admin | დრო: 14.01.2013 | კომენტარი (4)


ყველაზე დიდი მგელი

კანადაში , ქალაქ მანიტობ-იდან 25 კილომეტრის მოშორებით , კანადელმა მონადირემ დაიჭირა (მოკლა) გიგანტური მგელი,რომელიც იწონიდან 89 კილოს.

იხილეთ სურათები.


დაწვრილებით...
კატეგორია: მგლები და ტურები | დათვალიერებულია: 9388 | დაამატა: Admin | დრო: 09.01.2013 | კომენტარი (23)


ცნობილი ავსტრალიელი ნატურალისტი და ტელეჟურნალისტი სტივ ირვინი გადაცემის გადაღების დროს გულის არეში "სტინგრეის” ნემსის მიერ სასიკვდილო დარტყმის შედეგად დაიღუპა.
მისი სიტყვებია: "თუ შენ არ შეგიძლია საკუთარ თავს დასცინო, ესე იგი შენი სიცოცხლე ძალიან მოსაწყენია”, – ამბობდა ირვინი. მისი სერიალი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელს მსოფლიოში და Discovery-ს არხზე გადიოდა.
მას ორი შვილი დარჩა, ხოლო
მისი მეუღლე ტერი ტელეჟურნალისტს გადაღებებისას დახმარებას უწევდა.

დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 3303 | დაამატა: Admin | დრო: 09.01.2013 | კომენტარი (4)


ამ პოსტში წარმოგიდგენთ მეთევზე-აკრობატს… ფოტოგრაფმა სტივენ დუკანდასმა (Stephane Ducandas) დააფიქსირა ეს წარმოუდგენელი მომენტი, როდესაც სასროლი შუბით შეიარაღებულმა მეთევზემ, გააკეთა ნახტომი, რომ დაეჭირა თევზი. მეთევზე, რომელიც მეტწილად იკვებება თევზით და ზღვის სხვა ბინადრებით, გვიჩვენებს თავის გასაოცარ უნარს და ოსტატობას ულამაზეს ტროპიკულ სამოთხეში ლოიალთიზე (Loyalty Island), წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით კუნძულთა მცირე ჯგუფზე, რომელიც არის ახალი კალედონიას ნაწილი;
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 2844 | დაამატა: Admin | დრო: 09.01.2013 | კომენტარი (3)


მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რომ ამ წლის ბოლო სვეტში უბრალოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი ის მომენტები ჩამოვთვალო, რომლებიც მე ძალიან მიყვარს და რომლებიც ჩემი აზრით, დანარჩენმა მსოფლიომ უნდა გადაიღოს. მოკლედ, ამ სვეტში მე დავივიწყებ „ერთი მხრივ... მეორე მხრივ" სტილს.
მე ძალიან მსიამოვნებს ის, თუ რა როლს ასრულებენ ხანშიშესულები საზოგადოებაში. მათ პატივს სცემენ. ისინი ოჯახისა თუ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ამერიკაში ხალხი თავიანთი ოჯახების ხანშიშესულ წევრებს მთლად კარგად არ ექცევა. ბავშვების აღზრდაში ხანშიშესულების მონაწილეობა ამერიკაში ფაქტობრივად მონაგონია. ამერიკელი ხალხი ბევრს კარგავს იმის გამო, რომ ქართველი ბავშვებივით მჭიდრო ურთიერთობა არა აქვთ ბებია-ბაბუებთან და ზოგადად ხანშიშესულებთან.

საქართველო ძალიან ინტელექტუალური საზოგადოებაა. ჩემი დაკვირვებით, ხალხის უმრავლესობას (ყველას არა, რა თქმა უნდა) მრავალმხრივი ინტერესი აქვს და გულისყურით გისმენს. ამერიკაში ეს ნაკლებად ხდება. იდეებისა და საგნების მოქმედების პრინციპების შესახებ ღრმა ცოდნას საქართველოში ძალიან აფასებენ.
დაწვრილებით...
კატეგორია: მიმოხილვა | დათვალიერებულია: 2414 | დაამატა: Admin | დრო: 02.01.2013 | კომენტარი (9)


დათო ევგენიძე, კომპოზიტორი, მუსიკოსი : - საქართველოს ყველა კუთხეში ძალიან ბევრი საახალწლო ჰიმნი გვაქვს! ჩვენი საშობაო საგალობლები, ეს იგივე საახალწლოებია... შეიძლება ჰიმნად ძნელია რომელიმე აღვიქვათ, რადგან ჩვენი საშობაო სიმღერები საგალობლის ფორმის და შინაარსის არის, მაგრამ რატომ არ შეიძლება? _ პირიქით, მიმაჩნია რომ ჩვენი ჰიმნი სწორედ რომ საგალობელია _ "ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო და.. ო ჰო ჰოი ჰოი ალილო"

_ ეს საშობაო არ არის?

_ ახალი წელი აბა რას ნიშნავს?! ეს ამ დღის ქრისტეს შობიდან განახლებას ვზეიმობთ.


კომპოზიტორთა კავშირის თავჯდომარე, კახა ცაბაძე:

- ქრისტეშობა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ახალი წელი ზოგს

დაწვრილებით...
კატეგორია: მიმოხილვა | დათვალიერებულია: 2550 | დაამატა: Admin | დრო: 31.12.2012 | კომენტარი (1)

1

მსოფლიო. გველის წელი (1905, 1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013) აქტიური და ენერგიული მოქმედებების წელიწადია. თუმცა მოსალოდნელი შეცდომების მინიმუმამდე შესამცირებლად წინდახედულებისა და სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ამ წელს რიგ ქვეყნებს შორის დიდი იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური კავშირის გაწყვეტისა და პროვოკაციების, არამედ შეიარაღებული დაპირისპირების ალბათობა.

დაწვრილებით...
კატეგორია: მიმოხილვა | დათვალიერებულია: 2257 | დაამატა: Admin | დრო: 31.12.2012 | კომენტარი (1)

2013 წლისთვის მზადდება ქართულ-უკრაინული ექსპედიცია "ლაზისტანი 2013", რომლის ერთერთი ძირითადი მიზანი თურქეთის ტერიტორიაზე ჩაქირას მოძიებაა. თუმცა ჯერჯერობით ინფორმაციის სიმწირე იგრძნობა.თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობთ ამ თემასთან დაკავშირებით,თუნდაც მცირედს დაწერეთ. არ იქნება ურიგო, მოვიკითხოთ ჩვენ-ჩვენ ნათესავებში,მეგობრებში,ახლობლებში,ნაცნობებში თუ ... ამ ძაღლის შესახებ ინფორმაცია. უფრო გურია-აჭარის რეგონში, თურქეთშიც.
შეიძლება ჯერ კიდევ არის შანსი რომ გადარჩეს ეს ჯიში. ამ ძაღლის შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში, უკვე ძალიან ბევრმა მონადირემ გამოთქვა სურვილი იყოლიოს ჩაქირას ლეკვი, თუნდაც მარტო იმისთვის რომ საქართველოს მომავალ თაობას გადავურჩინოთ ეს უნიკალური ჯიშის მონადირე ძაღლი.
დაწვრილებითი ინფორმაცია ფორუმში http://www.bazieri.ge/forum/15-525-1


დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 9088 | დაამატა: Admin | დრო: 30.12.2012 | კომენტარი (37)


სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი", ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) და საერთაშორისო ორგანიზაცია „ფაუნა და ფლორასთან" (FFI) ერთად, აგრძელებს ლეოპარდისა და ფოცხვრის კვლევას ფოტოხაფანგების მეშვეობით. კვლევა მიმდინარეობს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებსა და ჭაჭუნას აღკვეთილის მიმდებარედ. ჩვენი ძირითადი მიზანია ლეოპარდის ახალი ფოტოს გადაღება და ფოცხვრის აღრიცხვა სემიარიდულ ეკოსისტემაში. ამა წლის მარტში საკვლევ ტერიტორიაზე 50 ფოტოხაფანგი დავაყენეთ და უკვე პირველი შედეგებიც გვაქვს.
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 6668 | დაამატა: Admin | დრო: 26.12.2012 | კომენტარი (13)


"ნაკრესმა", WWF-მა და დაცული ტერიტორიების სააგენტომ წამოიწყეს ერთობლივი კვლევა თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. კვლევის მიზანი ამ ტერიტორიაზე ლეოპარდის არსებობის დამადასტურებელი ფაქტების მოძიებაა. პირველი საველე სამუშაოები ზაფხულში ჩატარდა. ივლისის თვეში თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე 11 ხაფანგი დავამონტაჟეთ. სექტემბერში ფოტოხაფანგები შევამოწმეთ და ასეთი შედეგი მივიღეთ:

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 5781 | დაამატა: Admin | დრო: 26.12.2012 | კომენტარი (12)


90-იან წლებამდე საქართველოში მაჩვზღარბის არსებობის შესახებ არავითარი ცნობები არ არსებობდა. ითვლებოდა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ეს ცხოველი არ ბინადრობდა. ივრის ზეგანზე "ნაკრესის" მიერ 1999-2000 წლებში ჩატარებულმა კვლევებმა პირველად დააფიქსირა ამ ცხოველის არსებობის კვალი (თათის ანაბეჭდი, ეკლები და ექსკრემენტი).

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 3940 | დაამატა: Admin | დრო: 26.12.2012 | კომენტარი (3)


19 დეკემბერს გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო) ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კონსტანტინე ხაჭაპურიძემ წინასაახალწლოდ ნაძვის ხეებზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთეს. მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ნაძვის ხეების მოჭრისა და რეალიზაციისგან, აგრეთვე...
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1705 | დაამატა: Admin | დრო: 21.12.2012 | კომენტარი (7)


თურმე სამყაროს არ ვიცნობთ! ეს ფიქრი არ მშორდებოდა, როცა ილიას უნივერსიტეტში ასოცირებულ ეკომკვლევარ ზურაბ ჯავახიშვილს ვუსმენდი - გარშემომყოფ ცოცხალ სამყაროზე ვსაუბრობდით. თურმე ევოლუცია მხოლოდ ადამიანის აზროვნებაში კი არა, ფლორასა და ფაუნაშიც ხდება. რაც უფრო ღრმად სწავლობ ამ სამყაროს, მეტ სიახლეებსა და სიურპრიზებს აწყდები. ეს სიახლეები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გარშემო ყოველივეს განგების უხილავი ხელი მართავს.
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 1998 | დაამატა: Admin | დრო: 20.12.2012 | კომენტარი (1)



მონრეალის ერთ-ერთ დასასვენებელ პარკში ოჯახი 1 წლის შვილთან ერთად ბუნებითა და სუფთა ჰაერით ტკბებოდა, როდესაც მათი იდილია მოულოდნელად შემოჭრილმა მტაცებელმა ფრინველმა დაარღვია. არწივი დიდხანს ტრიალებდა პარკის თავზე, სწრაფად დაეშვა და ბალახზე მჯდომი ბიჭუნა გაიტაცა. არავინ იცის,
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 2560 | დაამატა: Admin | დრო: 20.12.2012 | კომენტარი (9)


1812 წლის 7 სექტემბერს (ძვ. სტილით 26 აგვისტოს), მოსკოვის დასავლეთით 124 კილომეტრში მდებარე სოფელ ბოროდინოსთან, დილის 5 საათსა და 30 წუთზე გაისმა ზარბაზნის გრუხუნი. მას მოჰყვა მეორე, მესამე... ასე დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებიდან ყველაზე გააფთრებული, ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა რუსებსა და ფრანგებს შორის, რომელიც დაღამებამდე გაგრძელდა. ბოროდინოსთან ორი გიგანტის _ საფრანგეთისა და რუსეთის იმპერიების შერკინება ჩვენ, ქართველებს, გვაინტერესებს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მასში ბევრი ჩვენი თანამემამულე მონაწილეობდა, მათ შორის _ 12 გენერალი. ვესაუბრები საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, საქართველოს გენერალიტეტის მემატიანეს, ღირსების ორდენის კავალერს, მრავალი პრემიის ლაურეატს _ ლევან დოლიძეს.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2534 | დაამატა: Admin | დრო: 18.12.2012 | კომენტარი (4)


ვახუშტი კოტეტიშვილზე ვსაუბრობთ. მასპინძლებს - ნანა კოტეტიშვილსა და გიგი ხორნაულს მაგიდაზე ფოტოები აქვთ გაშლილი. თითოეულ მათგანზე შეიძლება ამბავს მოჰყვნენ... ქალბატონი ნანა ვახუშტი კოტეტიშვილის ბიძაშვილია, ერთად გაიზარდნენ, ერთ დიდ ოჯახში... მერე ის გიგი ხორნაულს გაჰყვა ცოლად... ვახუშტისთვის რომ უთქვამს, ესა და ეს ხევსური ბიჭი მიყვარსო, გახარებია, - ძალიან კარგი ვაჟკაციაო!

იქნებ იმანაც გაახარა განსაკუთრებულად, რომ მისი სისხლი და ხორცი, უსაყვარლესი ბიძაშვილი ნანა საქართველოს უმშვენიერეს კუთხეს - ფშავ-ხევსურეთს დაუკავშირდებოდა-მეთქი, - გავიფიქრე ხმამაღლა... დიდი ვახტანგ კოტეტიშვილის ვაჟმა ცხადია, იცოდა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულის ფასი...
- თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ არ იცნობდა კარგად ხევსურეთს, - მეუბნება ბატონი გიგი, - ჩვენ რომ ვიქორწინეთ, მერე უფრო დაუახლოვდა...

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2369 | დაამატა: Admin | დრო: 17.12.2012 | კომენტარი (4)

1999 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოში ყოველწლიურად $1 მილიარდზე მეტი ღირებულების შოკოლადის კვერცხი "კინდერ-სიურპრიზი" იყიდება.
ევროპაში უკვე სამი თაობა გაიზარდა, რომელიც დილას ჭიქა ყავითა და "ნუტელას" ტკბილი კრემით იწყებდა. ყოველდღე მილიონობით ქმარი და მამა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყიდულობს საყვარელი ქალისთვის "რაფაელოს" კანფეტების კოლოფს, ბავშვებისთვის კი მაცდუნებელ შოკოლადის კვერცხებს, "კინდერ-სიურპრიზს". ხოლო "ტიკ-ტაკში" რომ მხოლოდ ორი კალორიაა, ეს იცის ყველამ, ვინც თავის წონას აკონტროლებს... კომპანია "ფერეროს" მფლობელი, 84 წლის მიკელე ფერერო და მისი ოჯახი, "ფორბსის" მსოფლიოს უმდიდრესთა რეიტინგში 2011 წელს 32-ე ადგილზე აღმოჩნდა $18 მილიარდით. ბიზნესიმპერიის ისტორია 1941 წლიდან იწყება, ციცქნა საკონდიტროდან იტალიის პიემონტის ოლქში.
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 1650 | დაამატა: Admin | დრო: 17.12.2012 | კომენტარი (12)


ორიგინალური ფაუნით გამორჩეულ ჩრდილოეთ ავსტრალიაში ბინადრობენ ე.წ. "ტალავერის" ფრინველები. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა "ტალავერის დიდი ფრინველი" (ანუ ქლამიდერა).
მამალი ქლამიდერას მთავარი სიამაყე მისი  კეფაზე წამოფოფრილი ვარდისფერი ქოჩორია, რითაც იგი მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას იპყრობს.

დედალი ქლამიდერები ცალკე ცხოვრობენ, ბუდეები კარგად აქვთ შენიღბული და "ახალგაზრდების აღზრდით" არიან დაკავებული, მამლები კი მათ მოსახიბლად, მთელი წელიწადი "ფართო აპარტამენტებს" -  ტალავერებს აშენებენ დაცულ და თვალს მიფარებულ ადგილზე.
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 1539 | დაამატა: Admin | დრო: 17.12.2012 | კომენტარი (1)

სახელი პითონი ბერძნული წარმოშობისაა. ასე ერქვა უზარმაზარ გველს, რომელიც ბერძნული მითოლოგიის თანახმად ღმერთმა აპოლონმა მოკლა.
პითონები — გველების ქვეოჯახი მახრჩობელასებრთა ოჯახისაა და გავრცელებულია აღმოსავლეთ , ნაწილობრივ, დასავლეთ (ცენტრალური ამერიკა) ნახევარსფეროებში, უფრო მეტად გავრცელებულია აფრიკაში, მალაის არქიპელაგზე, ახალ გვინეაში და ავსტრალიაში. ზედა ტუჩზე აღენიშნებათ 2-4 ღრმული, რაც თერმორეცეპტორს წარმოადგენს.
დაწვრილებით...
კატეგორია: ქვეწარმავლები | დათვალიერებულია: 6909 | დაამატა: Admin | დრო: 15.12.2012 | კომენტარი (5)

მედი- ეს არის ბრიტანული მონადირე , რომელსაც აქვს ბალანსის საოცარი უნარი. ფოტოგრაფი ტერონ ჰამფრი აკვირდებოდა ძაღლის ამ სახეობას და გადაწყვიტა ატლანტაში შეექმნა ამ ჯიშზე საინტერესო,სასაციოლო და ამავდროულად განსაცვიფრებელი ფოტოები. ჰამფრის ამ პროექტის გამო მეგობრებთან ჩხუბი მოუვიდა: მათ ძაღლის ამ უნარის არ სჯეროდათ. ინტერვიუში ფოტოგრაფი აცხადება :მე მედის ინტერესისი გამო ვუღებდი ფოტოებს, რაც ასევე ჩემი ძირითადი სამუშაოს სტრესისიგან განთავისუფლებაში მეხმარებოდა. მეგობარმა შემომთავაზა, რომ მედი დამდგარიყო დაკონსერვებული სუპის კონსერვებეზე- თითოზე თითო კიდურით … საოცარია, მაგრამ ედის ეს გამოუვიდა პირველივე ცდიდან! აი , უკვე აქედანვე ვიცოდი 
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 2045 | დაამატა: Admin | დრო: 15.12.2012 | კომენტარი (6)

სალუკი ანუ როგორც ევროპელები მოიხსენიებენ "სპარსული მწევარი” ძაღლის უძველესი ჯიშია.ამ ძაღლის შესახებ ცნობები უძველეს ისტორიულ წყაროებში გვხვდება.

მისი ბინადრობის არეალი ძირითადად გადაჭიმულია კასპიის ზღვიდან საჰარის უდაბნომდე.ამ ჯიშის სახელის წარმოშობაზე ორი ვერსია არსებობს.ერთ-ერთის თანახმად არაბული ქალაქის სალუკის საპატივცემულოდ დაერქვა,ხოლო მეორე ვერსიით კი ეს სახელწოდება წარმოიშვა სიტყვა სალაკა, რაც ტყავის გაცლას ნიშნავს.შუა აზიაში კი "საკის” ტაზისს უწოდებენ რაც სწრაფს,მოხერხებულს ნიშნავს.

დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 3308 | დაამატა: Admin | დრო: 11.12.2012 | კომენტარი (2)

1. ნორვეგია ფანტასტიური ქვეყანაა-ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით, ენერგორესურსების უზარმაზარი მარაგისა და მათი გონივრული ათვისების გამო ნორვეგიელები არიან ძალიან უზრუნველყოფილი ერი.

2. მოსახლეობა არ აღემატება 5 მილიონს, უფრო მეტიც 1,5 მილიონი ნორვეგიელების ცხოვრობს დედაქალაქში – ოსლოში და მის შემოგარენში. ნებისმიერი ქალაქი , რომლის მოსსახლეობა აღემატება 30 000 ითვლება დიდ ქალაქად.

დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 3447 | დაამატა: Admin | დრო: 11.12.2012 | კომენტარი (2)

გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის აზრით ბრაკონიერობის გახშირებული ფაქტები გარემოს დაცვის ინსპექციის პრაქტიკულად გაუქმებას უკავშირედება

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2427 | დაამატა: Admin | დრო: 11.12.2012 | კომენტარი (4)

ცხოველები ბავშვობიდან უყვარს. ახსოვს, მამას ზოოპარკში სასეირნოდ ხშირად დაჰყავდა. თან ეზოიან სახლში იზრდებოდა; კატა და ძაღლი ყოველთვის ჰყავდა. პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრია. ბიოლოგიურზე ჩააბარა და მისი დიდი თავგადასავალიც იმ დღიდან დაიწყო. პირველი გასვლა ველურ ბუნებაში და მიღებული შთაბეჭდილება, რომელიც 36 ქვეყანაში მოგზაურობამ ვერ გადაფარა; ვარსკვლავებთან "მიახლოება"; დაკვირვება გორილებზე, აფთრებზე, მგლებზე და სპილოებისგან ბედად გადარჩენა - ამ ყველაფერზე ლევან ბუთხუზი ისეთი აღტაცებით საუბრობს, შეუძლებელია, ველური ბუნებისადმი ინტერესი არ გაგიჩნდეს. მე კი მასთან ერთად საინტერესო "მოგზაურობაში" გეპატიჟებით.

- ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარების შემდეგ, ჩვენი ოჯახის ახლობლის - გამოჩენილი მეცნიერის, იასონ ბადრიძისგან მივიღე შეთავაზება, მასთან ერთად მემუშავა, ველურ ცხოველებზე დაკვირვება მეწარმოებინა. ბუნებრივია, დავთანხმდი. მალე ზურა გურიელიძესთან, გიგი თევზაძესთან, გია თოდუასთან ერთად 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2568 | დაამატა: Admin | დრო: 06.12.2012 | კომენტარი (2)


კალიფორნიაში მცხოვრები კულჯიანების ოჯახის მცდელობა, საკუთარი ოთხფეხა მეგობარი სიკვდილისგან ეხსნათ, ტრაგიკულად დასრულდა. ოჯახი ღრუბლიან დილას სანაპიროზე სეირნობდა, როდესაც მათი ძაღლი, ფრანი ტალღებში გაუჩინარდა. ფრანის გადასარჩენად ჯერ კულჯიანების უფროსმა შვილმა, გრეგორიმ შეცურა, მოგვიანებით კი მას მშობლებიც მიყვნენ. ზღვის უეცარი მომძლავრება და 10 ფუტიანი ტალღები მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1622 | დაამატა: Admin | დრო: 29.11.2012 | კომენტარი (5)

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 16
    სტუმარი: 16
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика