ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 17 » დათვის გამშვები კაცები    

02:46:16
დათვის გამშვები კაცები
დათვის გამშვები კაცები
დათვის გამშვები კაცები
19-11-2012
ვახუშტი კოტეტიშვილზე ვსაუბრობთ. მასპინძლებს - ნანა კოტეტიშვილსა და გიგი ხორნაულს მაგიდაზე ფოტოები აქვთ გაშლილი. თითოეულ მათგანზე შეიძლება ამბავს მოჰყვნენ... ქალბატონი ნანა ვახუშტი კოტეტიშვილის ბიძაშვილია, ერთად გაიზარდნენ, ერთ დიდ ოჯახში... მერე ის გიგი ხორნაულს გაჰყვა ცოლად... ვახუშტისთვის რომ უთქვამს, ესა და ეს ხევსური ბიჭი მიყვარსო, გახარებია, - ძალიან კარგი ვაჟკაციაო!

იქნებ იმანაც გაახარა განსაკუთრებულად, რომ მისი სისხლი და ხორცი, უსაყვარლესი ბიძაშვილი ნანა საქართველოს უმშვენიერეს კუთხეს - ფშავ-ხევსურეთს დაუკავშირდებოდა-მეთქი, - გავიფიქრე ხმამაღლა... დიდი ვახტანგ კოტეტიშვილის ვაჟმა ცხადია, იცოდა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულის ფასი...
- თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ არ იცნობდა კარგად ხევსურეთს, - მეუბნება ბატონი გიგი, - ჩვენ რომ ვიქორწინეთ, მერე უფრო დაუახლოვდა...

შეიძლება ზედმიწევნით არ იცნობდა, მაგრამ კაფიაობა ისეთი სცოდნია, რომ კაწალხევში ბიძაშვილის ქორწილში ასულს ხევსურები გადაურევია: - ეს რა კაცი გაგვაცანი, ასეთი კაფიაობა აქაც კი არ მოგვისმენიაო...
მართალია, თავიდან ბევრი რამ არ იცოდა, მაგრამ მერე ისე გაითავისა ხევსურეთი, რომ სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე სონეტი მიუძღვნა, სადაც ეს სიტყვები დაწერა: 

"აქ ყოველივე მიგემნია: ტკბილი თუ
მწუთხე,
გულზე ლექსების გუთნეული გამდევს
ხნულებად.
ვყოფილვარ ბევრგან, მაგრამ ქვეყნად
არც ერთი კუთხე,
ჩემი სულისთვის უფრო ახლო
არ მეგულება.
ჩემი სამზეო, საიქიო,
შავ-ხევ-სულეთი,
აკლდამა ჩემთა ოცნებათა -
ფშავ-ხევსურეთი!"


ამ ციტატასაც მასპინძელი მახსენებს და ხევსურეთში გადაღებულ ფოტოს მაჩვენებს, სადაც ვახუშტი მეგობრებთან ერთად დგას. როგორც ჩანს, სანადიროდ მიდიან, იარაღი აქვს სამივეს... ვახუშტის თოფი მიწაზე დაუყრდნია და ალბათ ხუმრობს, იცინის...
- ვახუშტი სულ ხუმრობდაო, - ამბობს მისი ბიძაშვილი...
- ეს ფოტო მე გადავუღე, ღრუბლებს ზემოთ ვიყავით თითქოს, რადგან ქვემოთ ნისლები ჩანდა, ცალკე დავაყენე ბეჟან სიორიძე, თამაზ თაბაგარი და ვახუშტი კოტეტიშვილი. ბეჟანი და თამაზი ექიმები არიან, ვახუშტის ახლო

მეგობრები იყვნენ. მერე მეც დამიმეგობრეს...
- სანადიროდ ხშირად დადიოდნენ მთაში? - ვეკითხები.
- ერთხელ დათვებზე სანადიროდ წავიყვანე. სტუმრები მაინც ვერ ივლიდნენ მიუვალ ადგილებში, ამიტომ მათ გამოვეყავით და მე და რამდენიმე კაცი მაღლა ავედით, რომ ხმაურით დათვი დაგვეფრთხო და ქვემოთ გამოგვერეკა. ჩემს თანასოფლელებს გზები უნდა შეეკრათ ნადირისთვის, თან გავაფრთხილე, - ეს თბილისელები სულ ბოლოში დატოვეთ, ქვემოთ რომ ხელი არ შეგიშალონ-მეთქი.
გამომექცა დათვი და წავიდა გეზზე, ვიცოდი, ვინც უნდა დახვედროდა იქ ჩასაფრებული. ველოდები, - საცაა, თოფი გავარდება-მეთქი. არ გავარდა.  არადა, მესმის რაღაც უცნაური ხმა... მისი ექო გაღმა ტყეებს ედება. ვერ ვხვდები, რა შეიძლება ხდებოდეს.

გადმოვიარე ტყიანი გორი, გადმოვედი ზვერებში, ჩავიხედე ქვევით და რას ვხედავ, ვახუშტი დგას ქვევით, ფერდობზე, წინ მონადირეები დაუსხამს, რაღაცას უყვება. დროდადრო ისეთი სიცილი დაიქუხებს, კლდეები ბანს გამოსცემენ. ვის ახსოვს დათვი!
მომივიდა ბრაზი. დავეშვი აჩქარებული, რომ მივუახლოვდი, შორიდანვე დაუძახე, - რას შვრებით, კაცო, რატომ დატოვეთ საფრები, დათვი როგორ გაუშვით-მეთქი.
ვახუშტი მეძახის:

- გიგი, ერთი, აქ მოდი, რა დროს დათვია!
ისეთი ნაწყენი ვარ, სახეზეც მეტყობა, სულ არ მინდა იმათ სიცილ-ხარხარს შევუერთდე. მიდიხარ სანადიროდ და დათვს უშვებ ცოცხალს, ეგ დანაშაულია მთიელის გაგებით. სამარცხვინო ამბავია.
- კაცო, შენ ნუ ხარ სისხლისმსმელი, - მიცინის ვახუშტი, - ასეთ ბუნებაში კაცი დათვს მოჰკლავს?! მოდი და ეს სასმისი დაგვიცალე, თანაც დაილოცე...

ამათ თურმე საგზლად წამოღებული პურმარილი გაუშლიათ, სასმელიც ამოუღიათ და მოლხენაში არიან. მივედი. ახლა ჩემზე დაიწყო შაყირი, იხოცებიან სიცილით მონადირეები... რაღა იქნებოდა, გავიცინე მეც. ასე ჩაგვიშალა ნადირობა... ეგეთი მონადირე იყო ვახუშტი კოტეტიშვილი...
არც ერთი მონადირე არ იყო... ეგენი დათვის გამშვები კაცები იყვნენ - სიყვარულით სავსე, უსისხლოდ საქმის დამთავრების მოსურნე, საქართველოს სილამაზით დამთვრალი მონადირეები.


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/history/14489-dathvis-gamshvebi-kacebi.html
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 2246 | დაამატა: Admin | ტეგები: ვახუშტი, კოტეტიშვილი, დათვის გამშვები კაცები | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 neo   (17.12.2012 21:17:56) [მასალა]
მაგარია

0   Spam
3 gio90   (17.12.2012 12:41:36) [მასალა]
10

0   Spam
2 giohunt1982   (17.12.2012 12:11:44) [მასალა]
166 10 23_30_126

0   Spam
1 მონადირე   (17.12.2012 12:04:05) [მასალა]
166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика