რატომ დავიწყე? _ 30-40 წლის ასაკში ამას ბევრი ეკითხება საკუთარ თავს. პირველმა რომანტიკამ გაიარა და ადამიანი ჩინებულად ხვდება, რამხელა დარტყმას აყენებს სიგარეტი მის ჯანმრთელობასა და ჯიბეს, არადა თამბაქომ ისე მყარად მოიკიდა ფეხი მის ცხოვრებაში, ისე მჭიდროდ მოუჭირა მონობის ბორკილი, რომ საკუთარ თავთან ბრძოლის დაწყებაც კი ეზარება.
ჩვენს მეგობარს,ჩვენი საიტის წევრს "
giorgparkauli " -ს
თბილისში დაეკარგა შავარდენი. შავარდენს ორივე ფეხზე აქვს ეჟვანი (ზარი რომელიც წკრიალებს), ტყავები რომელიც კარაბინითაა ბოლოში შეკრული. შავარდენი დაგეშილია. თუ ვინმემ იპოვა ან თუნდაც დაინახა სადმე შემოგვეხმიანოს.ყოველი ინფორმაცია ამ დროს ჩვენთვის ფასდაუდებელია.წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისთვის.
თუ თქვენ პატარა არ ხართ და საბჭოთა პერიოდში გიცხოვრიათ, მაშინ ეს ნივთები თქვენთვის კარგად ნაცნობი იქნება. იყო პერიოდი, როცა სახლში ყველას მხოლოდ რუსული წარმოების, ნაკლებად ხარისხიანი ტექნიკა გვქონდა. აბა გადახედეთ სურათებს და გაიხსენეთ ძველი დრო, ბავშვობის გახსენება ხომ ყოველთვის სასიამოვნოა , როგორიც არ უნდა იყოს იგი :)
დარწმუნებული ვარ ყველამ იცით თუ რას წარმოადგენს ეს იარაღი, მაგრამ მოდით უფრო კონკრეტულად და კარგად გავეცნოთ ამ ტექნოლოგიურ მონსტრს, რომელმაც კაცობრიობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
1952 წლის 1 ნოემბერს ამერიკელებმა ააფეთქეს პირველი თერმობირთვული ბომბი. ერთი წლის მოგვიანებით 12 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა ააფეთქა წყალბადის ბომბი РДС-6.
ზოგიერთ ცხოველთან შეხვედრა შეიძლება ძალიან საშიში და მომაკვდინებელი აღმოჩნდეს ადამიანისათვის. რომელია ის ცხოველები, რომელთაც ყველაზე უფრო უნდა მოვერიდოთ? მაშ ასე ჩამოგითვლით იმ ცხოველების ათეულს რომლებიც ყველაზე უფრო საფრთხის შემცველია ადამაინებისთვის
სინოპტიკოსები მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის ვარდნას და ყინვებს ვარაუდობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვა დღესაც შენარჩუნდება. თოვს თბილისშიც.
უკანასკნელი საუკუნე-ნახევრის მანძილზე პლანეტის მოსახლეობა უსწრაფესი ტემპით გაიზარდა. თუ 1850 წელს დედამიწაზე 1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა, 1930 წელს რაოდენობამ 2 მილიარდს მიაღწია, ანუ სულ რაღაც 80 წლის განმავლობაში პლანეტის მოსახლეობა გაორმაგდა მაშინ, როდესაც დედამიწის მოსახლეობის გაორმაგებას 500 მილიონიდან (1650 წელს) 1 მილიარდამდე (1850 წელს) მთელი 200 წელი დასჭირდა.
საქართველო და თურქეთი მდინარე მტკვარზე ტრანს-სასაზღვრო ჰესების კასკადი აშენდება
რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, თურქეთის ტერიტორიაზე მდინარე მტკვრის სათავეში „ბეშიქ ჰაიას" პროექტი აღარ აშენდება და მდინარე მტკვარი კალაპოტს არ შეიცვლის.
ზოგჯერ ყოველ ჩვენთაგანს გვიჩნდება სურვილი მივატოვოთ ყველაფერი და სადმე უკაცრიელ კუნძულზე გავეშუროთ. მაგრამ რა ვქნათ, თუკი ეს იდეა არამარტო ჩვენ, არამედ რამოდენიმე ათას ადამიანს ერთად გაუჩნდა? მაშინ ეს უკაცრიელი კუნძულია კიარა, არამედ მჭიდროდ დასახლებული და ასევე ისტორიული ქალაქი-კუნძული იქნება, რომელიც ევროპაში არცთუ ისე ცოტაა. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს…
"გრაფი მონტეკრისტოს" კუნძულს ვირთხები შეესივნენ. ალექსანდრე დიუმას ნაწარმოებში აღწერილი ცნობილი იტალიური კუნძული მღრღნელებმა მთლიანად დაიკავეს და იმდენად გამრავლდნენ, რომ თითო კვადრატულ მეტრზე მინიმუმ ერთი ვირთხა მოდის.
თურქეთიდან შესაძლოა ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს
თურქეთის რესპუბლიკიდან შესაძლოა ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს თურქეთის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო, რომელიც ძალაში 1 თებერვალს შედის.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის მიერ მდინარე მტკვრის სათავეში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების კასკადის "ბეშიქ ჰაიას" პროექტის შესახებ ქართული მხარისთვის ცნობილია.
პირველი ადამიანი სამხრეთ პოლუსზე იყო ნორვეგიელი როალდ ამუნდსენი . ინგლისელი რობერტ სკოტი , რომელმაც სამხრეთ პოლუსს მიაღწია 1 თვის დაგვიანებით ვიდრე ამუნდსენმა , დაიღუპა პოლუსიდან გემისკენ გზაზე . და მაინც , რობერტ სკოტი აღიარებულია გმირად .
კანადა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. ყინულის დნობის შედეგად, ჩვილი სელაპების 80% დაიღუპა. კანადის თევზჭერისა და ოკეანის რესპურსების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცხოველების დახოცვის მიზეზი გლობალური დათბობაა.
"მწვანე ალტერნატივა” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მიერ გამოქვეყნებულ 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტების შესახებ ინფორმაციას, ყალბ მონაცემებად მიიჩნევს.
კანადელმა, პროფესიით დიეტოლოგმა მელანი ჰესკეტმა ყველაფერი იღონა, რათა საკუთარი თინეიჯერი შვილები ”მაკდონალდსის” საკვებისგან დაეცვა.
მელანიმ, რომელიც ონტარიოს პროვინციიდანაა, ექსპერიმენტი ჩაატარა: სწრაფი კვების რესტორნის ჩისბურგერი სამზარეულოში ერთი წლით შეინახა. აღმოჩნდა, რომ ერთი წლის წინანდელი ჩისბურგერი კვლავაც ისე გამოიყურება, როგორც ახალი.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ნადირობა–თევზჭერის სეზონის დაწყების ვადები და კვოტები დაამტკიცა.
შესაბამისი ცვლილებები რამდენიმე ბრძანებაში შევიდა. კერძოდ, „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 და „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებებში.
მაღალმთიან სოფელში ვცხოვრობ და ავტომანქანაც შესაფერისი მყავდა ყოველთვის. ამ რამდენიმე წლის წინ, "ნისანის" ჯიპი ვიყიდე, აი, ისეთი, გაეროს წარმომადგენლები რომ დადიან. ჰოდა, სახლში რომ მოვიყვანე, საბარგულში სამშენებლო ბლოკი დავინახე. ძალიან არ მიყვარს მანქანაში ზედმეტი ნივთები.
20 ივლისს კენიაში ბრაკონიერობისა და კონტრაბანდის საწინააღმდეგო აქცია ჩატარდა - მთავრობამ საჯაროდ დაწვა 5 ტონა სპილოს ძვალი: 335 ეშვი და 40 ნაკეთობა, რისი საბაზრო ფასიც 16 მლნ დოლარს აღწევდა.
ცნობილ ბრიტანელ ტელეწამყვანს, 53 წლის ჯერემი უეიდს არხებზე - "დისკავერი" და "ცხოველთა პლანეტა", მიჰყავს პროგრამა, სახელწოდებით "მდინარის მონსტრები".ჯერემი ადრე ჩვეულებრივ ზვიგენებსა და პირანიებს იჭერდა, თუმცა ამას წინათ ბუენოს-აირესის მახლობლად 137 კგ-იანი გიგანტურ სკაროსთან მოუხდა 4-საათიანი ბრძოლა და გაიმარჯვა.
ახალი წელი კარს მოგვადგა, მთელი ქვეყანა ახალ 2012 წელს იმედის თვალით შეცქერის და მოდით წელი სახალისო და საინტერესო თემებით გავაცილოთ, ახალ წელს კი აგრეთვე მხიარულად შევხვდეთ. ჩვენთან უცნაურობისა რა მოგახსენოთ მაგრამ გოზინაყი და საცივი ნამდვილად ბლომად იქნება, აგრეთვე ღვინო, კვლავ ღვინო, დილით ნაბხუსევი და საღამოს მთვრალი ხალხი.
ზოგადად ახალი წელი კარგი საშუალებაა "ძველის დასავიწყებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად” პირობითი ზღვარი რომ გაავლო. ამიტომ ყველა ცდილობს, ახალი წლის დღეებში ცუდზე ნაკლები იფიქროს და კამპანიისთვის ისეთი ადამიანები შეარჩიოს, ვისთანაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობს.
სულ მალე ახალი წელი დაგვიდგება.ყველამ იცით,რომ ახალ წელს თავისი განსაკუთრებული ტრადიციები აქვს.მაგალითად,საქართველოში საახალწლო ტრადიციაა მეკვლეობა,სუფრის დამშვენება საცივით,გოზინაყით,ჩურჩხელებით,ბევრგან ჩიჩილაკის დადგმა ნაძვის ხის ნაცვლად და ა.შ. რასაკვირველია,ასევე აქვთ საახალწლო ტრადიციები სხვა ქვეყნებში და ყველგან თავისებურად ხვდებიან ამ დღესასწაულს. მოდით,გადავავლოთ თვალი,რა ხდება საახალწლოდ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.
ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მამაკაცების სარაგბო გუნდმა "Nude Blacks"-მა ესპანეთის ქალთა გუნდს უმასპინძლა და 20:25 დამარცხდა.
გუნდმა "Nude Blacks"-ის სახელი ელიტური გუნდის "All Blacks" პატივსაცემად დაირქვა. სახელიდან გამომდინარე ალბათ მიხვდით, რომ მამაკაცები სრულიად შიშვლები თამაშობდნენ, ხოლო ესპანელ ქალთა გუნდი ჩაცმული იყო.
არგენტინაში, ბუენოს-აირესის აეროპორტში ჩეხეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქვეყნიდან ეგზოტიკური ცხოველების დიდი პარტიის გაყვანას ცდილობდა. ჩხრეკისას პოლიციამ მის ჩემოდანში 247 იშვიათი რეპტილია და მოლუსკი აღმოაჩინა.
რამდენიმე წლის წინ სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდა კაცმა მინდორში იპოვა მოზრდილი ბუ, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო ფრენა აღარ შეეძლო. მან ბუ შინ წაიყვანა, ყუთში მოუწყო რბილი ბუდე და დაუძლურებულს ცოლთან ერთად ორ თვეს უვლიდა. ბუ გარდაუვალ დაღუპვას გადაურჩა. მადლიერ ფრინველს კეთილისმყოფელები აღარ მიუტოვებია.
ზამბიის ეროვნული პარკის - "კაპანა ლაგუნის" ტერიტორიაზე, სახიფათო ტალახის ველზე, სპილოების მცირე ჯოგი მიდიოდა. დედა სპილო, რომელსაც გვერდით სპლიყვი მიჰყვებოდა, არასწორი გზით წავიდა. დედა-შვილი ტალახის ორმოში ჩავარდა, საიდანაც დამოუკიდებლად ამოსვლა შეუძლებელი იყო.
სინამდვილეში თევზებს შორის ყველაზე დიდი არა 15 მ სიგრძის "ვეშაპისებრი ზვიგენია", რომელიც პლანქტონით იკვებება, არამედ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის მკვიდრი უზარმაზარი "გრენლანდიური ზვიგენი"
Facebook-ზე გამოქვეყნებული ფოტოსურათის მიხედვით შესაძლებელია ქუჩაში ნებისმიერი ადამიანის იდენტიფიცირება და მის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც გამოქვეყნებულია ინტერნეტში. ეს დაამტკიცეს გამოკვლევის, "Facebook-ის სახეები: პირადი ცხოვრება დამატებითი რეალობის ეპოქაში” (Faces of Facebook: Privacy in the Age of Augmented Reality) ავტორებმა.
გამომგონებლები წლებს ხარჯავენ თავიანთ გამოგონებებზე; მანამდე ავითარებენ და სრულყოფენ სანამ ისინი ფართო მასებისთვის წარსადგენად არ გამოდგებიან. ხოლო მათი ცხოვრების დანარჩენი ნაწილი ხალხისთვის ბუნდოვანია. თუმცა არიან ისინის ვისდამი ყურადღებაც მარტო მათმა გამოგონებამ კი არა არამედ მათმა ცხოვრებამაც მიიპყრო, რომელიც ასე თუ ისე მათივე გამოგონების მსხვერპლი გახდა.
შავ ზღვას ექვსი მთავრობა ჰყავს. ექვსივესთვის მისი მთავარი ხიბლი საპორტო გასასვლელია. ექვსივე ქვეყნის მედია წერს, რომ "შავ ზღვაში სიცოცხლე კვდება" და ამის საილუსტრაციოდ ათასობით დაღუპული თევზისა თუ დანაგვიანებული სანაპიროების ამსახველ ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შავი ზღვის კვლევის ცენტრში ამტკიცებენ, რომ "შავ ზღვას საგანგაშო არაფერი სჭირს". კვლევის შედეგების გაცნობაზე კი უარს მხოლოდ ერთი მიზეზით ხსნიან: "არ შეიძლება".
1920-იანი წლების ბოლოს, პროფესორი ილია ივანოვი ატარებდა ცდებს, ადამიანისა და შიმპანზეს შეჯვარებაზე, თუმცა რაიმე შედეგს ამ ჰიპოთეზაში ვერ მიაღწია. ცდები უნდა ჩატარებულიყო სოხუმის ზოოპარკში. გამოჩნდნენ ქალები, რომლებიც დათანხმდნენ დაფეხმძიმებულიყვნენ მაიმუნის სპერმისაგან, თუმცა ივანოვის დაპატიმრებამ 1930 წელს და მისმა სიკვდილმა ეს უნიკალური ექსპერიმენტი შეაჩერა.
სამხრეთ კორეაში , მდინარე ბუქხანგანზე შედგა მორიგი «Sancheoneo»-ს ყინულის ფესტივალის მონაწილეების ყინულქვეშა თევზაობა . ყოველ წელს ზამთარში, მილიონზე მეტი ადამიანი მოდის აქ, რათა მონაწილეობა მიიღოს ამ გრანდიოზულ ღონისძიებაში- მთის კალმახის დაჭერა ყინულის ქვეშ
ცნობილმა გამოცემამ National Geographic-მა, გასული წლის ფოტოკონკურსის შედეგები შეაჯამა. ჟურნალის წლის ფოტოს ტიტული ცნობილი ფოტოგრაფის, შეხეი გოხის "შხეფები" გახდა. მასზე წვიმაში მოყოლილი ჭრიჭინაა აღბეჭდილ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!