ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » იანვარი » 2 » “ზემოდან” დანახულ საქართველოზე    

16:09:28
“ზემოდან” დანახულ საქართველოზე
"ზემოდან” დანახულ საქართველოზე
27-12-2012
მას შემდეგ, რაც ამ სვეტის წერა დავიწყე, სხვადასხვა ფორუმში ხშირად მდებენ ბრალს ქვეყნისადმი ქედმაღლურ დამოკიდებულებაში, იმაში, რომ მსაჯულივით და უპირატესობის გრძნობით ვიწერები. აი, ჩემით უკმაყოფილო ერთ-ერთი ფორუმელის სიტყვები:

"მარკ მალენი არ მევასება. არ მომწონს მისი დამოკიდებულება... თითქოს ზემოდან იყურება... ცდებს და ექსპერიმენტებს ატარებს... რაღაცებს თავისთვის ინიშნავს.. მისთვის ერთი განვითარებადი, მესამე მსოფლიოს ხალხი ვართ, რომელზეც დაკვირვებებს აწარმოებს... შემდეგ დაგვცინის თავის კოლეგებთან..."
ჩემი ნაწერების მიმართ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად გასაგებია. კი, მე - უცხოელი - საქართველოზე კრიტიკულად ვწერ ხოლმე და სულ რაღაცებს ვინიშნავ. ხშირად ვამბობ - „ერთი მხრივ... მეორე მხრივ". აქ დიდი ხანია, რაც ვცხოვრობ და ბევრ სხვა უცხოელზე უკეთ მესმის ესა თუ ის საკითხი. ვრისკავ და ვწერ რაღაცას იმ იმედით, რომ ეს ვინმესთვის საინტერესო იქნება. ცხადია, მე კარგად ვხედავ, რომ ზოგიერთისთვის ასეთი დამოკიდებულება გამაღიზიანებელია.

მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რომ ამ წლის ბოლო სვეტში უბრალოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი ის მომენტები ჩამოვთვალო, რომლებიც მე ძალიან მიყვარს და რომლებიც ჩემი აზრით, დანარჩენმა მსოფლიომ უნდა გადაიღოს. მოკლედ, ამ სვეტში მე დავივიწყებ „ერთი მხრივ... მეორე მხრივ" სტილს.
მე ძალიან მსიამოვნებს ის, თუ რა როლს ასრულებენ ხანშიშესულები საზოგადოებაში. მათ პატივს სცემენ. ისინი ოჯახისა თუ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ამერიკაში ხალხი თავიანთი ოჯახების ხანშიშესულ წევრებს მთლად კარგად არ ექცევა. ბავშვების აღზრდაში ხანშიშესულების მონაწილეობა ამერიკაში ფაქტობრივად მონაგონია. ამერიკელი ხალხი ბევრს კარგავს იმის გამო, რომ ქართველი ბავშვებივით მჭიდრო ურთიერთობა არა აქვთ ბებია-ბაბუებთან და ზოგადად ხანშიშესულებთან.

საქართველო ძალიან ინტელექტუალური საზოგადოებაა. ჩემი დაკვირვებით, ხალხის უმრავლესობას (ყველას არა, რა თქმა უნდა) მრავალმხრივი ინტერესი აქვს და გულისყურით გისმენს. ამერიკაში ეს ნაკლებად ხდება. იდეებისა და საგნების მოქმედების პრინციპების შესახებ ღრმა ცოდნას საქართველოში ძალიან აფასებენ. გონებაგამჭრიახ და აზრის დალაგებულად გამომხატველ ადამიანებს მოწიწებით უყურებენ, იქნება ეს პატარა სოფელი თუ დედაქალაქი. ის ხალხი კი, რომელსაც არაფერი აინტერესებს ან ფიქრობს, რომ ყველა კითხვაზე გააჩნია პასუხი და ამის გამო მოსაწყენია, საქართველოში ცოტა გვხვდება. საქართველოში ხალხი აღიარებს, რომ იდეებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება ხოლმე.

საქართველოში მეგობრობა ძალიან ძლიერი იციან. ხალხს ერთმანეთზე დაყრდნობა შეუძლია. თუ სიძნელეს გადააწყდი, ხალხი დაგეხმარება, მათ უნდათ, რომ დაგეხმარონ და ამას ბუნებრივად მიიჩნევენ. ამიტომ ძალიან იშვიათია, რომ ვინმე მარტოდ გრძნობდეს თავს. ძმაკაცობა-დაქალობის ინსტიტუტი მშვენიერი რამაა და მჭიდროდაა გადახლართული ქართველობის განცდასთან.

ქართველებს ძლიერი ესთეტიკის გრძნობა აქვთ. სილამაზე არსებით როლს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში. უფულოსაც კი კოხტად აცვია. ხალხი მართლა ძალიან ცდილობს, რომ სილამაზე მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ სახლებში და ყველაფერ იმაში შეიტანონ, რასაც კი აკეთებენ და რაშიც წარმატებული არიან. ქართველებს მუსიკისა და ცეკვის ძალიან კარგი ცოდნა და ძალიან კარგი გემოვნება აქვთ. კარგ გემოვნებასა და გალამაზების საფუძვლიან მცდელობას შედეგი ყოველთვის მოჰყვება ხოლმე. ამერიკაში ამ ცნებებს პრიორიტეტს არ ანიჭებენ. ამერიკელთა უმრავლესობა მათზე იმდენად არც კი ფიქრობს და ვერც კი აფიქსირებს, თუ რას კარგავს.

მე მიყვარს, თუ რა ძლიერ უყვართ საქართველო ქართველებს. ეს გრძნობა ზოგჯერ მომაჯადოებელიც კია. აქ მცხოვრები უცხოელები ხშირად აღნიშნავენ ამას. ოღონდ თავიდან ისინი ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ უყვართ აქ ცხოვრება ადგილობრივ უცხოელებს (ანუ ე.წ. ექს-პატებს), მერე კი თვითონვე უყვარდებათ ეს ქვეყანა. თუმცა, ყოველივე ამას თვითონ საქართველოსადმი ქართველების სიყვარული ამოძრავებს.
გამორჩეული ადგილი უკავიათ პანაშვიდებსა და გასვენებებს. სიკვდილთან დაკავშირებული რიტუალები საქართველოში უფრო უკეთესია, ვიდრე ამერიკაში. როცა ახლობელი გარდაიცვლება, მთავარი პრობლემაა მის წასვლასთან შეგუება. ქართული რიტუალები სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში გეხმარება და ძალიან ეფექტურადაც. ამერიკულ კულტურაში მსგავსი არაფერია. შესაბამისად, არა მგონია, რომ ამერიკელები ასეთი ეფექტურები არიან ახლობლის სიკვდილის გადატანაში. ბევრ ქართულ ტრადიციას ბრილიანტის ლოგიკა აქვს და ხალხს ცხოვრების აზრისა და ყოველივე იმის გარკვევაში ეხმარება, რაც გარშემო ხდება.

ფაქტობრივად, ყველა დღესასწაული ოჯახის, ერთიანობის იდეებს ეფუძნება. ეს თავის მხრივ ერთად ჭამა-სმაში გამოიხატება. მშვენიერია. ამერიკაში დღესასწაულების უმრავლესობა თანდათან კომერციული გახდა და ახლა ამა თუ იმ საგნის ყიდვისა თუ ტელევიზორის ყურების იდეების გარშემო ტრიალებს. შეიძლება ვამარტივებ, მაგრამ ძირითადად ასეა. საქართველო ასეთი კომერციალიზებული არაა, რაც ყველას უნდა გვიხაროდეს.
საქართველო დინამიკურია. რაღაც იცვლება სულ. მართალია, ესაა ძველი, ძალიან ძველი საზოგადოება და კულტურა, საკუთარი თვალით შეიძლება იხილო, თუ როგორ სწავლობს ქვეყანა წარსულის გაკვეთილებზე და თუ როგორ ატანს ამ ცოდნას ახალი სისტემის საძირკველში. ამერიკაში ამჟამინდელი სისტემა საკმაოდ დიდი ხანია, რაც არსებობს და ისეთი ინერცია აქვს, რომ ხალხი მგონი მის შეცვლას იოლად ვერ შეძლებს. ამის გამო, ბევრი იმედგაცრუებულია პოლიტიკით. საქართველოში ცვლილებების მისაღებად ბევრი ძალიან აქტიურად მუშაობს და ამ პროცესშივე ხედავს, თუ როგორ ხორციელდება ეს ცვლილებები სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში.

საქართველოში ყველას უყვარს ბავშვები. უხეში ადამიანებიც კი დნებიან. ნებისმიერი ქართველისთვის ბავშვი ძალიან საყვარელია. სხვა ქვეყნებში მსგავს რამეს იოლად ვერ ნახავთ. ზოგან არც კი იციან, თუ როგორ მოეპყრონ ახალგაზრდებს. საქართველოში ბავშვების ყოვლისმომცველი სიყვარული ღრმა ადამიანობაზე მეტყველებს.
ქვეყანას არა მარტო მდიდარი ისტორია, არამედ წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა აქვს. საქართველოში თუ ცხოვრობ, ასე გგონია, მსოფლიოს ცენტრში ხარ: მარჯვნიდან და მარცხნიდან მსოფლიოს მთავარი სტაბილიზატორები - ევროკავშირი და აზია, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მსოფლიოს მთავარი დესტაბილიზატორები - ნავთობდოლარებით სავსე მუსლიმანური სამყარო და რუსეთი. ალბათ, სხვა ქვეყნებშიც ფიქრობს ბევრი, რომ მსოფლიოს ცენტრში ცხოვრობს. თუმცა, საქართველოში ეს განსაკუთრებით ძლიერ შეიგრძნობა. ამერიკა კი კაცობრიობის კულტურული და ისტორიული ცენტრისგან ნამდვილად შორსაა.

მიყვარს ასევე, თუ როგორ პატივს სცემენ ქართველები თავიანთ ენას. ეს მათთვის საიდუმლო კოდია, რომელზეც თითქმის ვერც ერთი უცხოელი ვერ მეტყველებს. ენასთან კავშირშია უძველესი ლიტერატურა და ლამაზი ანბანი, რაც საქართველოს საიდუმლო კლუბად აქცევს. ამ ენაზე ცოტა ლაპარაკობს, მაგრამ მდიდარი ლიტერატურაა დაწერილი, რაც უნიკალური სიტუაციაა მსოფლიოში. თუ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ენა უბრალოდ ინსტრუმენტია, რომლითაც სათქმელს ამბობ, საქართველოში ის თაყვანისცემის ობიექტია. მართლაცდა, რატომ არ უნდა ვცემდეთ თაყვანს ენას, რომლითაც ვიზრდებით? რა გვაქცევს იმაზე უფრო ადამიანურად, თუ არა საკუთარი ენა?
ქართული საჭმელი ფანტასტიკურია, საკუთარ რეპუტაციაზევე უკეთესი. ჭამის სტილი და საჭმლის როლი ქართულ საზოგადოებაში უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ამერიკაში. ამერიკელები ისე რომ ეპყრობოდნენ საჭმელს, როგორც ქართველები, უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები იქნებოდნენ. საჭმელი უშუალოდ უკავშირდება ქართულ სტუმარმასპინძლობას. საქართველო ნამდვილად ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა დედამიწის ზურგზე. ერთად ჭამა-სმაში სტუმრები და მასპინძელი ყოველთვის აზრს აქსოვენ.

ალბათ აქ უნდა შევჩერდე, თორემ უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელო. მოკლედ, პატიებას ვითხოვ იმისათვის, რომ ვზივარ ჩემთვის კუთხეში, ვინიშნავ რაღაცებს და აზრებს აქეთ-იქით ვაფრქვევ. გთხოვთ, რომ ყოველივე ეს სათანადო სულისკვეთებით მიიღოთ. მე ძალიან მიყვარს საქართველო და მის შემადგენელ ნაწილად ვთვლი თავს. ყოველდღიურად ვგრძნობ ამ ქვეყნის მიმართ ჩემი სიყვარულის ზრდას და იმ ბედნიერებას, რომ ცხოვრების დინებამ აქ მომიყვანა და საშუალება მომეცა, დავრჩენილიყავი და სწორედ აქ მეცხოვრა. ვიცი, რომ ჩემზე, როგორც უცხოელზე ისე ფიქრობენ. როცა მესმის, თუ როგორ აკრიტიკებენ საქართველოს უცხოელები, რომლებიც კარგად არ არიან ინფორმირებული ქვეყნის შესახებ, მე ვღიზიანდები და ვგრძნობ იმის ინსტიქტურ საჭიროებას, რომ სამშობლო დავიცვა. ალბათ ასეთივე განცდა ეუფლებათ, როცა ჩემს ნაწერებს კითხულობენ. მაგრამ ქართველების მიერ სამშობლოს ასეთი დაცვა მე თვითონაც ძალიან მიყვარს, დიდ პატივს ვცემ და ვიზიარებ.


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/mullen/14963-zemodan-danakhul-saqarthveloze.html
კატეგორია: მიმოხილვა | ნანახია: 2285 | დაამატა: Admin | ტეგები: “ზემოდან”, საქართველოზე, დანახულ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 9
0   Spam
9 terminatori   (08.01.2013 00:09:37) [მასალა]
მე საკმაოდ დიდ ხანს ვადევნებდი თვალს ამ კაცის მოღვაწეობას საქართველოში....საინტერესოა რის შემდეგ გადაწყვიტა მან ეგეთი კომენტარის გაკეთება?

0   Spam
8 terminatori   (08.01.2013 00:06:35) [მასალა]
მე საკმაოდ დიდი ხანია ვადევნებ თვალს ამ კაცის მოღვაწეობას საქართველოში, როგორც ესეთი მისი არ მჯერა, ხშირად იშიფრება......საინტერესოა რის მერე გადაწყვიტა მან ამ სტატიის დაწერა?

0   Spam
7 beso-1   (03.01.2013 00:47:31) [მასალა]
ჯიგარი ხარ )

0   Spam
6 ზურა333   (02.01.2013 23:00:11) [მასალა]
ეს კაცი ენ დი აის წარმომადგენელი იყო, დიდი ხნის წინ ტრენინგებს გვიტარებდა პი არ ტექნოლოგიებზე. როგორც ჩანს თვითონ მეტი ისწავლა ჩვენგან 39

0   Spam
5 vepxo   (02.01.2013 22:30:39) [მასალა]
39 39 39

0   Spam
4 ogafa   (02.01.2013 21:55:13) [მასალა]
კარგი ადამიანი. 166 166 166

+1   Spam
3 monadire777(temo)   (02.01.2013 20:20:17) [მასალა]
მართლა კარგი ადამიანიააა... გავიცანი 90-იანი წლების ბოლოს, ქუთაისში, თუ არ ვცდები ტეხასელია, ძალიან უყვარს ჩვენი ტრადიციები, ქართულ სუფრაზე კი საერთოდ ჭკუა ეკეტებოდა.
ასეთი უცხოელი არ შემხვედრია 166 166 166

0   Spam
2 marsi   (02.01.2013 16:39:49) [მასალა]
ას ერომ ძმებო ჯერ ჩვენ უნდა დავაფასოთ ჩვენი მადლიანი ქვეყანა და მერე სხვაც დაგვაფასებს

0   Spam
1 marsi   (02.01.2013 16:38:23) [მასალა]
რმერთმა გაახაროს ეს ადამიანი, ნამდვილად კარგად შეუცვნია საქართველო და ქართველობა.''' ღვთივ კურთხეული ქართველი ერი დღეგრძელი იყავ მრავალი წელი''' ეს ბოლო სტროფი ჩემი უსაყვარლესი საგალობელია, რომლის მოსმენის დროსაც ეკლესიაში თვალებზე სულ ცრემლები მადგება

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика