ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 6 » ლევან ბუთხუზი: "მინდა, ლეოპარდს ვგავდე"    

03:17:12
ლევან ბუთხუზი: "მინდა, ლეოპარდს ვგავდე"
ლევან ბუთხუზი: "მინდა, ლეოპარდს ვგავდე"
ცხოველები ბავშვობიდან უყვარს. ახსოვს, მამას ზოოპარკში სასეირნოდ ხშირად დაჰყავდა. თან ეზოიან სახლში იზრდებოდა; კატა და ძაღლი ყოველთვის ჰყავდა. პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრია. ბიოლოგიურზე ჩააბარა და მისი დიდი თავგადასავალიც იმ დღიდან დაიწყო. პირველი გასვლა ველურ ბუნებაში და მიღებული შთაბეჭდილება, რომელიც 36 ქვეყანაში მოგზაურობამ ვერ გადაფარა; ვარსკვლავებთან "მიახლოება"; დაკვირვება გორილებზე, აფთრებზე, მგლებზე და სპილოებისგან ბედად გადარჩენა - ამ ყველაფერზე ლევან ბუთხუზი ისეთი აღტაცებით საუბრობს, შეუძლებელია, ველური ბუნებისადმი ინტერესი არ გაგიჩნდეს. მე კი მასთან ერთად საინტერესო "მოგზაურობაში" გეპატიჟებით.

- ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარების შემდეგ, ჩვენი ოჯახის ახლობლის - გამოჩენილი მეცნიერის, იასონ ბადრიძისგან მივიღე შეთავაზება, მასთან ერთად მემუშავა, ველურ ცხოველებზე დაკვირვება მეწარმოებინა. ბუნებრივია, დავთანხმდი. მალე ზურა გურიელიძესთან, გიგი თევზაძესთან, გია თოდუასთან ერთად "ნაკრესი" ჩამოვაყალიბეთ. ორგანიზაცია ველური ბუნების სამეცნიერო კვლევაზე იყო ორიენტირებული. ამ დღიდან 20 წელზე მეტი გავიდა. გავიარე გზა რიგითი მოხალისიდან ორგანიზაციის დირექტორობამდე. ერთი პერიოდი, ზოოპარკში მტაცებლების განყოფილების დამლაგებელიც ვიყავი. ცხოველებს ვუვლიდი, ვოლიერებს ვალაგებდი - ზიზღი არ მიგრძნია...

- რამდენ ხანს იმუშავეთ?
- 3 წელზე მეტი. ეს სტუდენტობის წლებში იყო. დილით ადრიანად ვდგებოდი, ზოოპარკში მივდიოდი, ვალაგებდი; მერე შინ ვბრუნდებოდი, მოვწესრიგდებოდი და ლექციებზე მივდიოდი. საღამოს ისევ ზოოპარკში ვბრუნდებოდი. შუადღეს სხვა დამლაგებელი მცვლიდა. პარალელურად, ბატონი იასონის სამეცნიერო საქმეებშიც ვიყავი ჩაბმული. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ "ნაკრესში" უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად დავიწყე მუშაობა. მერე დირექტორი გავხდი და ეს თანამდებობა 2 წლის წინ დავტოვე. ამ 20 წლის მანძილზე სულ ვმოგზაურობ. ხან ამერიკაში ვარ, ხან - აფრიკაში, აზიაში... 

- ველურ ბუნებაში პირველი გასვლა გაიხსენეთ.

- იასონ ბადრიძესთან ერთად, ლაგოდეხის ნაკრძალში წავედი. ბუნებრივ პირობებში მგელი, ირემი, დათვი პირველად ვნახე. იმ პერიოდში ბრაკონიერობა ასეთი გავრცელებული არ იყო. ლაგოდეხის ნაკრძალში გამოუსვლელად 4 თვე გავატარეთ, იქაურობამ ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. ვაწარმოებდით დაკვირვებას, რაც თავისთავად, ძალზე საინტერესო პროცესი იყო.

- ყველაზე მეტად ამ დღეებიდან რა დაგამახსოვრდათ?
- ვარსკვლავები. მას შემდეგ 36 ქვეყანა მოვიარე და დავრწმუნდი - არსად ისე ახლოს არ არიან ვარსკვლავები, როგორც ლაგოდეხის ნაკრძალში. საოცრებაა!.. ლაგოდეხის ნაკრძალიდან დანახული ცის მსგავსი სამყარო არ არსებობს. იმ დღეებიდან კიდევ ერთი "კადრი" ჩამრჩა მეხსიერებაში. იასონთან სტუმრად იტალიელი კოლეგა იყო ჩამოსული. ერთ დღეს გარიჟრაჟზე ავდექით და დაკვირვების საწარმოებლად გავედით. ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრზე ვიყავით. ერთ ადგილზე შესასვენებლად ჩამოვსხედით; მზე ამოსვლას იწყებდა. დავინახე, მოპირდაპირე კლდის ქიმზე მგელი იდგა. ასწია თავი და ყმუილი დაიწყო, მაგრამ საზარელ ხმას კი არ გამოსცემდა, მისი ყმუილი ბეთჰოვენის მუსიკას ჰგავდა. გავირინდეთ... თითქოს სიცოცხლეს "ესალმებოდა". მგლის ყმუილი ამომავალი მზის ჰიმნი იყო. ვარსკვლავებიანი ცა და ეს "კადრი" ალბათ არასდროს დამავიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ მერე ცხოვრებაში ბევრი ლამაზი რამ ვნახე.

- ეს ყველაფერი უნდა მიამბოთ.

- უდაბნო, ტროპიკული ტყეები, სტეპები, ტუნდრა, ტაიგა - ყველგან ვარ ნამყოფი. ჯგუფთან ერთად დავდიოდი და ცხოველებზე დაკვირვებას ვაწარმოებდით. დამყარებული გვქონდა ურთიერთობა უცხოელ კოლეგებთან - მათთან გაფორმებული კონტრაქტების მიხედვით, ხან ისინი ჩამოდიოდნენ საქართველოში, ხან ჩვენ ჩავდიოდით და ერთობლივ კვლევებს ვატარებდით. ჩემი მოგზაურობების 90% ასე შედგა. 36 ქვეყნიდან ცხადია, უმრავლესობა განვითარებადი იყო.

- თქვენი პროფესიის ადამიანისთვის ყველაზე საინტერესო რომელი რეგიონია?
- აღმოსავლეთ აფრიკა - კენია, ტანზანია, ზიმბაბვე... არც ერთ სხვა ადგილას ცხოველი ისე კარგად არ ჩანს, როგორც იქ. დაკვირვება ადვილია, დროც გეზოგება.

- როგორც ვიცი, ყოველი ექსპედიციის დროს რაღაც რიტუალს ასრულებთ.
- დიახ (იცინის): მანქანიდან გადავდივარ თუ არა, მიწაზე გულაღმა ვწვები. ამას ემოციური დატვირთვა აქვს: ველური ბუნება სულ მენატრება, მუდმივად "მეძახის". რომ ჩავდივარ, უნდა ვიგრძნო; როგორ უნდა ვიგრძნო? მთელი სხეულით უნდა შევეხო. "შეხვედრის" ასეთი ფორმა მე გამოვიგონე; მსიამოვნებს.

- მეგობრები რას გეუბნებიან?
- დამცინიან, მაგრამ მათაც ჩემნაირი განცდა აქვთ.

- ერთ-ერთი ცხოველის მაგალითზე გვიამბეთ, როგორ აწარმოებთ დაკვირვებას?
- უგანდაში, ერთ-ერთ ეროვნულ პარკში მთის გორილები ბინადრობენ; იშვიათ სახეობას განეკუთვნებიან. მათ ზურგზე ვერცხლისფერი ბეწვი დაჰყვება, რის გამოც "ვერცხლისზურგას" ეძახიან. ძალიან დიდები არიან. ადამიანის არ ეშინიათ და არც შენ გეშინია (თუმცა უნდა გეშინოდეს). გორილების ოჯახი დღის დიდ ნაწილს ერთად ატარებს.

- ოჯახი რამდენი წევრისგან შედგება?
- მამრი წინამძღოლია; ძალიან დიდია - ფეხზე მდგარი 2 მეტრს აღწევს და ძალიან ძლიერია. მას რამდენიმე "ცოლი" და შვილი ჰყავს. ეს გორილები ქვეყანაში ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს. იქ მაიმუნები რომ არ ბინადრობდნენ, უგანდა დიდ ფულს დაკარგავდა... დაკვირვების საწარმოებლად გარიჟრაჟზე წასვლა საჭირო არ არის. მაიმუნები ადამიანებივით ზარმაცები არიან და დილით ძილი უყვართ, ხვრინავენ. მზე რომ ამოვა, მერე აქტიურდებიან. ადგება, ჭამს, გაივლის, სასიყვარულო აქტს ჩაატარებს, "შვილს" მიეფერება... მათ ნებისმიერ მოქმედებას ვიწერთ. თითოეულ დეტალს მნიშვნელობა აქვს. ეს რუტინული შრომაა. მაიმუნების ცხოვრება ადამიანების ცხოვრებას ჰგავს. თანდათან ეცნობი მათი ქცევის წესებს და ადგენ: როდის ბრაზობს დედა, რაზე ღიზიანდება მამა, როგორ ზრდის შვილებს, რას უშლის, რისთვის ახალისებს, როგორ ასწავლის მტრებისგან თავდაცვას, ერთმანეთთან ურთიერთობას, ვისთან მეგობრობს და ა.შ. ისინი გარკვეულ ტერიტორიას არ სცდებიან. მკვლევრის დაკვირვება მთავრობისთვისაც მნიშვნელოვანია: ამით ადგენენ, რომელია ყველაზე საინტერესო ადგილი ტურისტებისთვის. ეს ადგილი ბრაკონიერებისგან უნდა დაიცვა. მთავრობა ამას ითვალისწინებს.

- დაკვირვების პროცესი, შრომატევადთან ერთად, სახალისოც იქნება, არა?
- რა თქმა უნდა. შეიძლება, საათობით იჯდე და არაფერი მოიმოქმედონ, რომ ჩანაწერი გააკეთო. ტროპიკულ წვიმაში მათგან 10 მეტრის დაშორებით, ქოლგით, ხელში ფანქრით (კალამს ვერ ვიყენებთ) და ფურცლით ზიხარ, წერ. ისინიც ფოთლებს აფარებენ თავს; მოწყენილები არიან.

- ახლოს არ მოდიან, არ გეხებიან?
- კი, ასე პატარები იქცევიან. თავიდან მათ დედა არ უშვებს, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში რომ გხედავს, ხვდება, რომ მის შვილს შენგან საფრთხე არ ემუქრება. მერე მოახლოებას აღარ უშლის... მკვლევრებს ცხოველებთან შეხება და მოფერება აკრძალული გვაქვს. არსებობს საშიშროება, რომ ვირუსი გადავდოთ. პატარა გორილა ხელისკვრით და უხეშად არ უნდა მოიცილო, ამას დედამისი არ გაპატიებს - ეგონება, რომ ურტყამ და ვერ გადაურჩები. ამიტომ, თავად უნდა გაერიდო, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხიო და მერე თავისით ჩამოგშორდება. რაც უნდა პატარა და საყვარელი იყოს, ხელით არ უნდა შეეხო. დიდი გორილები არ მოდიან - მათ ბევრი დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ შეგეჩვიონ და მოახლოება გაბედონ. მერე მაისურზე "ხელს" გკიდებენ, გაკვირდებიან, მაგრამ ჯობია, არ მოვიდნენ. თუ თვალებში ჩახედე, ის ამას გამოწვევად აღიქვამს.

- გორილებს რა თავისებურებები ახასიათებთ?

- დავიწყოთ იმით, რომ ძალიან ინტელექტუალური ცხოველია. მათი ოჯახური ცხოვრება ადამიანების ოჯახურ სისტემას ჰგავს - ურთიერთობებიდან დაწყებული, "ბოზობით" დამთავრებული.

- ეს მათთანაც ცუდ საქციელად ითვლება?
- აბა, რა. ამას ჩუმად აკეთებენ. ახალგაზრდა მამრი, რომელიც "გოგონას" ოჯახის წევრი არ არის, თვალს ჩაუკრავს - ისე, როგორც ადამიანებში ხდება, - ან "გოგო" გაეპრანჭება. მერე ოჯახებიდან იპარებიან და ბუჩქებში იმალებიან... ამ ამბავს უფროსმა თუ წაასწრო, იქ დიდი ამბავი ხდება (იცინის).

- პატარა გორილები მშობლებთან რა ასაკამდე რჩებიან? ოჯახში საკვების მოპოვებაზე რომელი ზრუნავს?

- რამდენიმე წელს ერთად ცხოვრობენ. ისინი ფოთლებით, ბოლქვებით, ძირხვენებით იკვებებიან, ყველა თავად მოიპოვებს.

- გამორჩეულად რომელი ცხოველი გიყვართ?

- ლეოპარდი. ამ ცხოველთან პირველი შეხვედრა ზოოპარკში მქონდა. არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ხელით ვეხებოდი, მივიჩვიე და თავადაც მეფერებოდა. 10-12 წლის რომ ვიყავი, გაზეთში გვანჯი მანიას წერილი წავიკითხე, წერდა - საქართველოში ბოლო ლეოპარდი 1980-იანი წლების დასაწყისში მოკლესო. ჩემი ოკრობოკრო ხელით გვანჯი მანიას სახელზე წერილი დავწერე და გავუგზავნე. ვთხოვდი, იქნებ მოეწყოს ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობას თავადაც მივიღებ და შეიძლება, ლეოპარდი ვიპოვოთ-მეთქი. რედაქციიდან მაცნობეს, - წერილი ბატონ გვანჯის გადავეცითო, მაგრამ მას შემდეგ აღარავინ დამკავშირებია. მერე ცხოველებზე ლიტერატურის კითხვა დავიწყე. აღმოვაჩინე, რომ ლეოპარდს და მე ბევრი საერთო თვისება გვაქვს.

- რა მსგავსებას ხედავთ?
- "ღამის ადამიანი" ვარ - ჩემი ტვინი ღამით უფრო კარგად მუშაობს; ლეოპარდიც ღამით აქტიურდება. ბავშვობიდან კარგი მხედველობით გამოვირჩევი, ლეოპარდს ამითაც ვგავარ. ხიფათიანი და მოქნილი ვიყავი, სულ ხეებზე დავძვრებოდი. თანატოლებთან თამაშის დროს ბავშვები სხვადასხვა ცხოველს განასახიერებდნენ, მე ყოველთვის ლეოპარდი ვიყავი. სკოლას რომ ვამთავრებდი, ბორხესი წავიკითხე და მისი მაგიური რეალიზმი, სადაც გამუდმებით ლეოპარდები და ვეფხვები ფიგურირებენ, ძალიან მომეწონა. ლეოპარდი ჩემი ტოტემია. არც ერთი წამით არ დამიკარგავს იმის იმედი, რომ ეს ცხოველი საქართველოში აღმოჩნდებოდა. ასეც მოხდა. 2003 წლის ნოემბერში გაირკვა, რომ ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ბინადრობს. ჯერჯერობით ერთია, მაგრამ მისი "ოჯახი" საქართველოში არ ცხოვრობს - აზერბაიჯანში ჰყავს "გოგონა", მასთან დადის. მოგეხსენებათ, ჩვენი ძალისხმევითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დაფინანსებით, ნაკრძალებში ფოტოხაფანგები დავდგით, რომლებიც ფოტოებს ავტომატურად იღებს და ეს მკვლევრებს ბევრ რამეში გვეხმარება. 

- ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლის პრობლემა არასდროს შეგქმნიათ?
- როგორ არა; მე და ჩემს მეგობარს კენიაში არ გვიშვებდნენ, რადგან ტერორისტული და განუვითარებელი ქვეყნის მოქალაქეები ვიყავით. ეს 1990-იან წლებში იყო. იქ ჩასულები უკან გამოგვაბრუნეს. ორთვიანი წვალების შემდეგ, ამ ქვეყანაში ბრიტანეთის საელჩოს დახმარებით შევედით. მას შემდეგ არაერთხელ ვიყავი კენიაში.

- კენიაში დაკვირვებას რომელ ცხოველზე აწარმოებდით?
- აფთრებზე. ჩვენი პარტნიორი - კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი იყო. ზოლიანი აფთარი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართანაც ბინადრობს. საჭირო იყო, გვენახა, როგორ აკვირდებოდნენ ამ ცხოველს, გამოცდილება მიგვეღო და მერე ჩვენთან შეგვესწავლა. აფთარი ძაღლს ჰგავს და გენეტიკურად კატასთან უფრო ახლოს არის. ფასდაუდებელი "სანიტარია". ეს ცხოველი ბოლომდე შესწავლილი არ არის.

- სახიფათო სიტუაციაშიც ალბათ არაერთხელ მოხვედრიხართ.

- რა თქმა უნდა. ერთხელ სპილოებს ძლივს გადავურჩით. მათგან რამდენიმე მეტრში მანქანის ძრავა ჩაგვიქრა... სპილოებს ცოტა აკლდათ, რომ იერიშზე წამოსულიყვნენ, მაგრამ როგორც ფილმებში ხდება, რამდენიმე ცდის შემდეგ, მანქანა დაიქოქა და გამოვასწარით. 

- ამ დროს შიშის განცდა არ გაქვთ?
- ეჩვევი. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ მოქმედების დროს შიშის გრძნობა არა მაქვს; ეს განცდა მერე მოდის, როცა ყველაფერი ჩავლილია. ცივი გონებით ვგრძნობ, რომ ეს ცუდია. 

- ყველაზე სახიფათო, დაუნდობელ ცხოველად რომელს თვლით?

- აფრიკაში ყველა ცხოველი სახიფათოა, მაგრამ მაინც დათვს დავასახელებ. ბუნებაში არც ერთი არ გესხმის თავს, ურჩევნია გაიქცეს. ცხოველებს მიმიკა აქვთ; როცა გალიაში უვლი, მის მიმიკას აკვირდები, კუდის მოძრაობასაც კი მნიშვნელობა აქვს. ამ ყველაფრით მის განწყობილებას სწვდები, შეგიძლია, პროგნოზი გააკეთო, გაგექცევა თუ - თავს დაგესხმება. დათვი ერთადერთი ცხოველია, რომელსაც მიმიკა საერთოდ არ გააჩნია; ვერაფერს გაიგებ, რას მოიმოქმედებს, ვერ მიხვდები. ეს გატყუებს, გათამამებს - გგონია, ძალიან საყვარელია, მაგრამ ტორი თუ მოგიქნია, ვეღარავინ გიშველის.

- მგელთან, აფთართან, სხვა ცხოველებთან არაერთი ფოტო გაქვთ გადაღებული. 
- ზოგიერთი ფოტო თბილისის ზოოპარკშია გადაღებული. გარდა ამისა, აფრიკაში არსებობს მიტოვებული ცხოველების ცენტრი, სადაც ადამიანებს ლეკვები მიჰყავთ. იქ ძიძები ზრდიან, ამიტომ ადამიანს ეჩვევიან და არ გარბიან. ველური ცხოველი არ ჩაგეხუტება.

- ლევან, ახლახან ქართული National geographic მთავარ რედაქტორად დაინიშნეთ. მოსალოცი ამბავია.
- დიახ, ჩემთვის ეს ძალიან სერიოზული შემოთავაზებაა. არც გადაწყვეტილების მიღების დროს მიყოყმანია. ამერიკაში ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ. ძალიან გვეხმარება ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი, ბატონი დავით ლორთქიფანიძე. მას ამ გამოცემასთან კავშირი მანამდეც ჰქონდა. ბატონი დავითის 3 სტატია უკვე დაიბეჭდა, მათ შორის ერთი გარეკანზე მოხვდა. ეს დიდი წარმატებაა. ჩვენი ოფისი სავარაუდოდ, მუზეუმში იქნება. ახლა რედაქციის დაკომპლექტების ეტაპია. პირველი ნომერი ოქტომბერში უნდა გამოვიდეს; პრეზენტაციაზე აუცილებლად მოგიწვევთ. ლიცენზიის პირობებით, პირველ ნომერში 70% უცხოური მასალები უნდა დაიბეჭდოს, რაც საერთაშორისო გამოცემებში ქვეყნდება; დანარჩენ 30%-ს ჩვენი შეხედულებისამებრ გამოვიყენებთ. ჩვენი წილი ნელ-ნელა გაიზრდება. საქართველო 44-ე ქვეყანაა, სადაც ეს ჟურნალი გამოვა.

- აბა, წარმატებას გისურვებთ!

- გმადლობთ.

თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/55351-levan-buthkhuzi-qminda-leopards-vgavdeq.html#ixzz2E7yXeQHV


წყაროhttp://www.ambebi.ge/sazogadoeba/55351-levan-buthkhuzi-qminda-leopards-vgavdeq.html
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2457 | დაამატა: Admin | ტეგები: ლევან, ბუთხუზი, მინდა, ვგავდე, ლეოპარდს | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 giohunt1982   (06.12.2012 15:06:00) [მასალა]
კარგია 166 10

-1   Spam
1 rekvaa   (06.12.2012 15:04:06) [მასალა]
ეს ბლანჟე რაპონტია???რას გევხარ ბიჯოოოოოოოო

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика