ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 31 » როგორი იქნება 2013 წელი    

17:29:27
როგორი იქნება 2013 წელი
როგორი იქნება 2013 წელი
მსოფლიო. გველის წელი (1905, 1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013) აქტიური და ენერგიული მოქმედებების წელიწადია. თუმცა მოსალოდნელი შეცდომების მინიმუმამდე შესამცირებლად წინდახედულებისა და სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ამ წელს რიგ ქვეყნებს შორის დიდი იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური კავშირის გაწყვეტისა და პროვოკაციების, არამედ შეიარაღებული დაპირისპირების ალბათობა.

საზოგადოდ, გველის წელიწადი ყოველთვის ხასიათდება მოულოდნელი ცვლილებებით და წყლის სტიქიის გავლენისას (2013 წლის სტიქია სწორედ წყალია) პროცესები ისე სწრაფად და მოულოდნელად იწყება და ვითარდება, რომ ბევრი გაცნობიერებასაც ვერ ასწრებს.

2013 წელს მოვლენები, ერთი შეხედვით, უჩუმრად, პასიურად განვითარდება, რაც ბევრს დაუკარგავს საფრთხის რეალურად შეფასების უნარს და გაზრდის დანაკარგების ალბათობას. პროცესების კონტროლი და მართვა - ეს ის უნარებია, რომლებიც 2013 წელს ბევრ ადამიანს მიზნის მიღწევაში დაეხმარება.
2013 წელს ის ქვეყნები მიაღწევენ წარმატებას, რომლებიც ეფექტიანად შეძლებენ წინა წელს დაწყებული ცვლილებების გაგრძელებას. მსოფლიო ეკონომიკა უფრო მერყევი და ნაკლებად სტაბილური გახდება, ეს შეეხება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებს. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან ის სახელმწიფოები, რომელთა მმართველები მოულოდნელად შეცვლილ ვითარებას ალღოს ვერ აუღებენ.

საქართველო. გაგრძელდება ყველა ის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილება, რომლებიც 2012 წლის ბოლოს დაიწყო. მწვავე დაპირისპირება ნაკლებად არის მოსალოდნელი, ამას უფრო ინტრიგების, ფარული მტრობის ფორმა ექნება.

2013 წელს მოსალოდნელია ახალი ურთიერთობების დაწყება და ძველი კავშირების აღდგენა როგორც პირად, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე. აქამდე აქტიური ბევრი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწე ჩრდილში მოექცევა და გამოჩნდებიან ახალი "სახეები". თუმცა შესაძლოა აქტიური მოღვაწეები ახალ ამპლუაში ვიხილოთ, რადგან 2013 წელს ადამიანები გველის მსგავსად "ტყავს შეიცვლიან" და ახალი იმიჯით წარუდგებიან საზოგადოებას.

პოლიტიკა. პოლიტიკურ სპექტრში (როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში) მოსალოდნელია ბევრი ცვლილება, ამიტომ საჭიროა გველის წლისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებების გამოვლენა - გამჭრიახობა, ინტუიციურობა და ლავირება.

სახელმწიფოებრივ დონეზე გველის წელიწადი აღსავსე იქნება ერთი შეხედვით გაუგებარი და უსიამოვნო სიურპრიზებითაც. არ არის გამორიცხული, მიიღონ პარადოქსული კანონები და გაიცეს ბუნდოვანი დაპირებები, რაც ხალხში უკმაყოფილებას გაზრდის. თუმცა, თუ ხელისუფლება საჭირო ცვლილებებს სწრაფად განახორციელებს, შეძლებს მოსახლეობის გულის მოგებას.
საქართველოს ხელისუფლება უნდა შეეცადოს, წინ აღუდგეს მისკენ მიმართულ ინტრიგებსა და ფარულ მტრობას, რაც 2013 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.

საზოგადოება. 2013 წელს საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდება, რადგან მოიმატებს სამართლიანობის განცდა, ჩრდილში მოექცევიან ის ადამიანები, რომლებიც ვერ გააცნობიერებენ, რომ პირდაპირი და აქტიური წინააღმდეგობა უპერსპექტივოა და საჭიროა მეტი დიპლომატიურობა. არ არის გამორიცხული, გააქტიურდნენ რელიგიური სექტები, საიდუმლო ორგანიზაციები თუ ორდენები, რაც გარკვეულწილად გაზრდის დაპირისპირების ალბათობას.

კრიმინოგენური ვითარება. 2013 წელს კრიმინალის შემთხვევები მოიმატებს და ეს უკვე მარტსა და აპრილში იქნება თვალსაჩინო.

არ არის გამორიცხული, ვიხილოთ მთელი რიგი დაკავებებისა, რომლებიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან ან სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან იქნება დაკავშირებული. მოიმატებს­ ორგანიზებული დანაშაულის რიცხვიც, ეს განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში იქნება შესამჩნევი, თუმცა გამკაცრდება კანონმდებლობა საზოგადოებრივი წესრიგის
დამრღვევთა მიმართ.
2013 წელს მოიმატებს ფინანსური თაღლითობისა და კომპიუტერული დანაშაულის რაოდენობაც, ამიტომ, საჭირო იქნება საქმიანი ინფორმაციის (პაროლების, პლასტიკური ბარათების, პინ-კოდების) საგულდაგულოდ შენახვა.

ეკონომიკა. საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მოსალოდნელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების შემოსვლა. მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება სოფლის მეურნეობაში, რაც ადამიანებს უფრო გაუადვილებს პერიფერიებში ცხოვრებას. დადებითი ძვრებია მოსალოდნელი სამშენებლო საკითხებში, განსაკუთრებით დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული პროექტების მიმართ.

წარმატებას მიაღწევენ შემოქმედი ადამიანები - პოეტები, მწერლები, მხატვრები და მუსიკოსები (გველს დახვეწილი გემოვნება "აქვს" და ამიტომ, ნიჭიერ ადამიანებს­ "მფარველობს"), აგრეთვე, ისინი, ვინც დაკავებულია ანალიზით, სოციოლოგიითა და ახალი სწავლების დანერგვით.

ფინანსები. გველი ძალზე ფრთხილად უდგება ფინანსურ საკითხებს. მას არ მოსწონს, როცა დიდი თანხები იხარჯება გართობისა და ფუფუნებისთვის, ამიტომ, უმჯობესია, მოხდეს ყველა ხარჯის საგულდაგულოდ გათვალისწინება. მართალია, ფინანსური შემოსავლები შეიძლება მაღალი არ იყოს, მაგრამ მათ სტაბილური ფორმა ექნება, რაც ადამიანებს თანხის დაზოგვის საშუალებას მისცემს.

შოუბიზნესი, მოდა. 2013 წელს პომპეზური ღონისძიებების რიცხვი მკვეთრად შემცირდება. ამ მხრივ გველს არ უყვარს თავის გამოჩენა - სიმშვიდე ურჩევნია. ამიტომ 2013 წელს შოუებს და დღესასწაულებს არ უნდა ველოდოთ.

თუმცა მოდა 2013 წელს საკმაოდ აქტიური და დატვირთული იქნება ახალი სიახლეებითა და საინტერესო გადაწყვეტებით.

ჯანმრთელობა. 2013 წელს ადამიანებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ნერვულ სისტემაზე, რადგან მოიმატებს ნერვული, აგრეთვე, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების რიცხვი.

რამაზ გიგაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"


წყაროhttp://www.ambebi.ge/mozaika/68475-rogori-iqneba-2013-tseli.html
კატეგორია: მიმოხილვა | ნანახია: 2138 | დაამატა: Admin | ტეგები: როგორი იქნება 2013 წელი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 ogafa   (02.01.2013 22:04:34) [მასალა]
gimili

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика