ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები კანონმდებლობაზე [23]
ჩემი აზრით ეს კანონები და წესები ყველა მონადირეს წაკითხული მაინც უნდა ჰქონდეს.

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სამონადირეო კანონმდებლობაზე » სტატიები კანონმდებლობაზე    

კანონი ნადირობის შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №95
2013 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი
 
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
 
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
 
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრი                                               ხათუნა გოგალაძე
 
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ
 
თავი I
ზოგადი დებულებები
 
მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა თევზისა), მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.
 
მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი
1. თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, აგრეთვე კიბოსნაირები და მოლუსკები.
2. სამინისტრო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
 
თავი II
ნადირობის საშუალებები და წესები
 
მუხლი 3. ნადირობის წესები

1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია:

ა) ნადირობამდე გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი, ასევე გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში თან იქონიოს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით;

ბ) ნადირობისას თან იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის წლის აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო მოსაკრებლის წლის დასაწყისში (იანვარი ან თებერვალი) გადახდის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია ინადიროს მოსაკრებლის გადახდის წლის პირველ მარტამდე პერიოდში.

3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) - კანონით დადგენილ შემთხვევებში.
4. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, განისაზღვრება ამ დებულების დანართით.
5. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.
 6. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.
7. ნადირობა აკრძალულია საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. ნადირობა ასევე აკრძალულია სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.
8. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) მცენარეული საფარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების გარემოდან ამოღება ხორციელდება ტყვეობაში გამრავლების მიზნით; ცხოველების მოპოვება ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ან ხორციელდება გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულებით დადგენილი ქმედებები), სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ზ) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
თ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.
9. მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა).
10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების გამოყენება.
11. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისათვის დაშვებულ ტერიტორიებზე. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.
12. ნადირობისას დაშვებულია სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადსტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.
13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს.
 
მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღი 
აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში.
 
მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა 
ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.
 
მუხლი 6. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის
ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
 
მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით.


 
ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით:
(სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ)
 

ლათინური დასახელება

ქართული დასახელება

ვადები

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები

 

სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ

 

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და  დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა

1

Anser anser

რუხი ბატი

01.11 – 01.03

5 ცალი

2

Mareca strepera (Anas strepera)

რუხი იხვი

01.11 – 01.03

3 ცალი

3

Anas crecca

ჭიკვარა (სტვენია იხვი)

01.11 – 01.03

5 ცალი

4

Anas platyrhynchos

გარეული იხვი

01.11 – 01.03

6 ცალი

5

Spatula querquedula (Anas querquedula)

იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)

01.11 – 01.03

3 ცალი

6

Spatula clypeata

(Anas clypeata)

ფართოცხვირა

(განიერნისკარტა) იხვი

01.11 – 01.03

3 ცალი

7

Fulica atra

მელოტა

01.11 – 01.03

6 ცალი

8

Anas acuta

კუდსადგისა

(ბოლოსადგისა) იხვი

01.11 – 01.03

3 ცალი

9

Mareca penelope (Anas penelope)

თეთრშუბლა იხვი

01.11 – 01.03

6 ცალი

10

Anser albifrons

დიდი თეთრშუბლა ბატი

01.11 – 01.03

5 ცალი

11

Aythya ferina

წითელთავა ყვინთია

01.11 – 01.03

3 ცალი

12

Aythya fuligula

ქოჩორა ყვინთია

01.11 – 01.03

5 ცალი

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით,  ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე

1

Anser anser

რუხი ბატი

10.09 – 31.12

3 ცალი

2

Mareca strepera (Anas strepera)

რუხი იხვი

10.09 – 31.12

2 ცალი

3

Anas crecca

ჭიკვარა (სტვენია იხვი)

10.09 – 31.12

3 ცალი

4

Anas platyrhynchos

გარეული იხვი

10.09 – 31.12

5 ცალი

5

Spatula querquedula (Anas querquedula)

იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)

10.09 – 31.12

2 ცალი

6

Spatula clypeata (Anas clypeata)

ფართოცხვირა

(განიერნისკარტა) იხვი

10.09 – 31.12

2 ცალი

7

Fulica atra

მელოტა

10.09 – 31.12

5 ცალი

8

Anas acuta

კუდსადგისა

(ბოლოსადგისა) იხვი

10.09 – 31.12

2 ცალი

9

Mareca penelope (Anas penelope)

თეთრშუბლა იხვი

10.09 – 31.12

3 ცალი

10

Anser albifrons

დიდი თეთრშუბლა ბატი

10.09 – 31.12

3 ცალი

11

Aythya ferina

წითელთავა ყვინთია

10.09 – 31.12

2 ცალი

12

Aythya fuligula

ქოჩორა ყვინთია

10.09 – 31.12

3 ცალი

სხვა ფრინველები

1

Scolopax rusticola

ტყის ქათამი

01.10 – 01.03

5 ცალი

2

Gallinago gallinago

ჩიბუხა

აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

5 ცალი

3

Coturnix coturnix

მწყერი

აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

20 ცალი

4

Columba palumbus

ქედანი

აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

5

Columba livia

გარეული მტრედი

აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

6

Columba oenas

გულიო (გვიძინი)

აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

7

Streptopelia turtur

ჩვეულებრივი გვრიტი

აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

5 ცალი

8

Crex crex

ღალღა

აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

5 ცალი

9

Lymnocryptes minimus

ჩიბუხელა (გარშნეპი)

აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

5 ცალი

 

 



წყარო:
კატეგორია: სტატიები კანონმდებლობაზე | დაამატა: Admin (21.09.2014)
ნანახია: 29550 | კომენტარი: 38 | ტეგები: nadirobis, კანონი ნადირობაზე, ნადირობის, kanoni, kanoni nadirobis shesaxeb, კანონი, შესახებ, shesaxeb, nadirobaze | რეიტინგი: 3.5/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 381 2 »
0   Spam
38 gocha1   (22.08.2022 20:21:33) [მასალა]
მოკლეთ ყველაფერი აგვიგრძალეს 23 23 23

0   Spam
36 figase   (05.04.2020 12:21:39) [მასალა]
დარურულ სეზონზე ნადირობის დროს ჯარიმა რამდენია?

0  
37 Admin   (08.11.2020 21:50:11) [მასალა]
ა.ს.კ. მუხლი 86 ნაწილი 13. ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას ნადირობის წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტის კონფისკაციით და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

0   Spam
35 stalker001   (06.12.2017 13:24:42) [მასალა]
18 წლის ასაკიდან ვნადირობ კულევის ტერიტორიაზე კომუნისტების დროიდან მაშინ შეიძლებოდა ნადირობა არ იყო არც ნაგრძალი და არც ეროვნული პარკი რა აგმოაჩინეტ ისეთი იკ რომ ეროვნული პარკი გახადეთ უნდა დაგაყენოთ იქ შიშველი ვინც ამ არა რეალურ კანონებს წერს დამარილიანი თოფით დაუხვრიტო ტრაკი რომ ფეხით ამოირბინოს ის ბალოტი და ნახოს რომ იქ ბალოტის მეტი არაფერია

0   Spam
34 stalker001   (06.12.2017 13:16:41) [მასალა]
რა კანონია სადაც იხვი მოდის ნაკრძალია ან ეროვნული პარკია ლიცენზიას იძლევიან და სადაც იხვი მოდის ნადირობა არ შეიძლება აბა ჯარიმები როგორ მოაგროვონ კულევში ეგრე წოდებული ტორფიანკა ეროვნულ პარკადაა გამოცხადებული რაც ხეები იყო ყველა მოჭრეს და ბალოტი თურმე ეროვნული პარკია ვაი თკვენ პატრონს უბედურს საიდან მოდიხართ ეგეთი შებეტყილები და დაქნეულები

0   Spam
32 giorgi86giorgi   (22.08.2017 22:44:50) [მასალა]
ლიცენზიაზე ითხოვენ კოდს სპეციალურს ბანკში და ხომ არ იცით?

0   Spam
30 gedevangedevan   (14.06.2017 21:49:47) [მასალა]
25 25 25 25 25

0   Spam
29 gedevangedevan   (14.06.2017 21:45:23) [მასალა]
და რამდენად ძვირდება?

0   Spam
28 gedevangedevan   (14.06.2017 21:44:48) [მასალა]
გაუმარჯოს ყველას,მართალია ლიცენზია ნადირობაზე ძვირდებაო?მაინტერესებს თუ იცის ვინმემ ამის შესახებ?

0   Spam
27 kobaxidze   (06.01.2017 21:08:33) [მასალა]
ნადიფობის ახალ კანონზე რახდება იცით ვინმემ? 25

0   Spam
26 zviadauri   (05.01.2017 17:30:42) [მასალა]
მუხლი 3. ნადირობის წესები
3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) - კანონით დადგენილ შემთხვევებში.ეს მუხლი განმარტოს ამის დამწერმა თუ ცოცხალია 25

0   Spam
და კანონი და წესდება ცხოველებზე ნადირობას არ ეხება? ერთი სიტყვით მაინც დაეწერათ რაიმე...

0  
25 Admin   (29.12.2016 23:25:33) [მასალა]
ცხოველებზეც წერია ამ კანონში, თუმცა ცხოველებზე ნადირობის ლიცენზია არ იცემა და ამიტომ აქტუალურიც არ არის

0   Spam
20 GIORGI-1990   (01.11.2016 21:51:41) [მასალა]
მე ეს მიკვირს,იხვის საყვირი რატომ არის შეტანილი ნადირობის აკრძალულ მეთოდებში,ევროპულ ქვეყნებში სადა ნადირობა აკრძალული არარის,არც იხვის საყვირის გამოყენება არის აკრძალული,მაშინ რაღას იყიდება მაღაზიებში ან საზღვარზე რატომ ატარებენ თუ აკრძალულია,ამოდენა ფული ტყუილად გადავიხადე? 25 25

0  
24 Admin   (29.12.2016 23:23:38) [მასალა]
ელექტრო საყვირია აკრძალული და არა ჩასაბერი საყვირი

0   Spam
19 irakligvenetadze   (30.04.2016 23:44:41) [მასალა]
თუ იცის ვინმემ გაგვარკვიეთ სად შეძლება და სად არა იხვზე ნადირორობა კოლხეთის დაბლობის ფარგლებში. 3 მუხლის 3ნაწილში არ არის გარკვევით სად შეიძლება იხვზე (გადამფრენ ფრინველზე)ნადირობა.

0   Spam
18 temo-niko13   (21.02.2016 13:32:12) [მასალა]
რუხი იხვი,განიერნისკარტე იხვი გარეული არაა?
23

0  
23 Admin   (29.12.2016 23:22:04) [მასალა]
გარეული იხვი ანუ ხარაზული

0   Spam
17 gio_mchedlishvili   (17.02.2016 21:14:10) [მასალა]
მოგესალმებით. მაინტერესებს მოსახლეობიდან 500მეტრით უნდა ვიყო დაშორებული რომ ვინადიროო?

0  
22 Admin   (29.12.2016 23:21:31) [მასალა]
7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
მოსახლეობიდან 500 მეტრში დაშორებაზე აქ არსად წერია. ანუ მასეთი შეზღუდვა არ წერია ამ კანონში

0   Spam
16 gocha311   (09.02.2016 22:17:37) [მასალა]
წალკაში რატო იკრძალება ადრე ნადირობა,იქნებ ვინმემ გამარკვიოთ, რა იქა მრავლდებიანნ???

0   Spam
15 panati   (21.01.2016 11:25:29) [მასალა]
ნამდვილათ კარგი სტატიაა ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ 10 10

0   Spam
14 Hunter77   (30.12.2015 21:23:19) [მასალა]
რატო არ უნდა იყოს ნადირობა დაშვებული კურდღელზე, მელაზე, [მგელი და ტურა საერთოდ უნდა გაიჟლიტოს] მაჩვზე, ღორზე და ზოგ სხვა ცხოველზე????? ვისაც ტ. . . ი აქ კი ხოცავენ დათვსაც და რავი რაც უნდათ, ჩვენ რა ვქნათ უბრალო მონადირეებმა???? შორიდან ვუყუროთ???? 01b 01b 01b 01b 01b 01b 01b 01b 01b 01b

0   Spam
12 tengo1985   (30.11.2015 00:11:45) [მასალა]
მოგესალმებით ყველას, იქნებ გამარკვიოთ კურდღელზე ნადირობა დაშვებულია თუ არა და სად შეიძლება ამოვიკითხოთ წესები??? 167

0  
13 Admin   (30.11.2015 22:20:28) [მასალა]
საქართველოში, კურდღელზე და სხვა არცერთ ცხოველზე ნადირობა არ არის დაშვებული. (სამონადირეო მეურნეობას არ ვგულისხმობ)

0   Spam
10 mere   (08.10.2015 12:48:30) [მასალა]
10 10 საჭირო იმფორმაციაა.ვინ დამეხმარება ,საცხოვრებელი ტერიტორიის გავლისას თოფი რა მდგომარეობაში უნდა იყვეს? მე მაქვს გარკვეული იმფორმაცია მაგრამ აზრის შეჯერება არ იქნება ურიგო..

0  
11 ზურა333   (08.10.2015 15:36:24) [მასალა]
თოფი უნდა იყოს დაშლილ მდგომარეობაში და იდოს შალითაში ან ყუთში, ასეთივე მდგომარეობაში უნდა იყოს ნაკრძალის ტერიტორიის გადაკვეთისას.

0   Spam
31 GioXp   (13.08.2017 22:08:54) [მასალა]
ნაკრძალის ტერიტორია რომ გადავკვეთოთ თოფით, რახანია ვიბრძვით ამის მისაღწევად, საქმეც იმაშია რომ უარს ამბობენ თოფით გადაკვეთაზე გინდა შალითით იყოს და გინდა რკინის კაბურაში, ამ სეზონზე თუ ამას ვერ მივაღწიეთ ჩათვალეთ რო ნადირობა არასასურველი და უინტერესო იქნება.მუხლი 893. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი
იარაღითა და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი
საშუალებებით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან
გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების განხორციელება
ნავის გამოყენებით, სახელმწიფო ნაკრძალის
თანამშრომელთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან/და
თევზსაჭერი საშუალებების მქონე პირთა ნაკრძალის
ტერიტორიაზე შესვლაზე თანხმობის მიცემა
1. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირის მიერ (გარდა იმ
პირებისა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება
აქვთ ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი) ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა,
შეღწევა ან/და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე,
ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე პირის მიერ ნებისმიერი სახის
თევზსაჭერი საშუალებით შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული
ქმედების განხორციელება ნავის გამოყენებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე,
სამართალდარღვევის საგნის, მათ შორის, ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ.
3. სახელმწიფო ნაკრძალის თანამშრომელთა მიერ (გარდა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად
შექმნილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისა და დირექციების
დირექტორებისა) ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი
საშუალების (მათ შორის, ნავის) მქონე პირთა ნაკრძალის ტერიტორიაზე შესვლაზე
თანხმობის მიცემა, ან/და აღნიშნულ პირთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენისას
შესაბამისი ზომების მიუღებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე. (25.07.2006. N3516)
იქნება

0  
33 ზურა333   (28.08.2017 18:47:32) [მასალა]
როცა მაგ კომენტარი დავწერე, მაშინ შეიძებოდა გადაადგილება, თუ ჩიხოლში გექნებოდა იარაღი, არ გაჯარიმებდნენ. ახლა სხვა სამწუხარო რეალობაა...

1-20 21-27
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика