ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

არ ესროლოთ!!!


კეთილშობილი (კავკასიური) ირემი.

რატომ არ უნდა ვესროლოთ: ირემი საქართველოში თითზე დასათვლელი ეგზემპლიარია დარჩენილი. ის ჩვენი ტყეების ერთერთი ულამაზესი არსებაა.მას ისედაც ბევრი მტერი ყავს,ძირითადად მგლისა და ყველაფრისმკადრებელი ვაი მონადირეების სახით.
იქნებ მომავალში მაინც, სახელმწიფოს მიერ გონიერი მიდგომით მოხდეს ირმის პოპულაციის გამრავლება და ნუ ვიზამთ ისე რომ მომავალ თაობას ჩვენი ტყეების უძველესი ბინადრის: კავკასიურის ირმის ნაცვლად ევროპული ან სხვა ირმის გამრავლება მოუწიოს ჩვენს სამშობლოში.



ჯიქი (ლეოპარდი)

რატომ არ უნდა ვესროლოთ: ის ერთია დარჩენილი და მარტოდმარტო დაეხეტება. ის ჩვენი ისტორიის, ხალხური თქმულებების ნაწილია.მისი სახელი ვაჟკაცობასთან, სიძლიერესთან, მოხერხებასთან და სიმამაცესთან ასოცირდება.
და კიდევ გავიმეორებ: ის მარტოა.


ქურციკი (ჯეირანი)

რატომ არ უნდა ვესროლოთ: გარეულ ჩლიქოსნებს შორის ულამაზესია ქურციკი (ჯეირანი).იგი საქართველოს ველების სიამაყედ ითვლებოდა,ახლა კი ჩვენში თითქმის სრული გადაშენების პირზეა მისული. ის ერთხელ უკვე გავანადგურეთ, ახლა კი როდესაც ხელახლა შემოიყვანეს და მიმდინარეობს მისი პოპულაციის აღდგენა, არანაირი უფლება არ გვაქვს მოვსპოთ, გავანადგუროთ. ეს ჩვენი მხრიდან არა მარტო არამონადირული საქციელი იქნება, არამედ არაადამიანური,არაკაცურიც.



დურაჯი

რატომ არ უნდა ვესროლოთ: დურაჯი ჩვენი ფაუნის მშვენებაა. მისი  რაოდენობა მცირეა და დღითიდღე მცირდება. ძველმა თაობამ ავად თუ კარგად შემოგვინახა ეს ჯიში. მისი რაოდენობის გაზრდა ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა და იმას მაინც ნუ ვიზამთ რომ მომავალ თაობას მარტო წითელ წიგნში ისიც მხოლოდ ფურცელზე დახატული დავუტოვოთ.



გედი

რატომ არ უნდა ვესროლოთ:გედი ჩვენი ტბებისა და წყალსატევების მშვენებაა.  ჩვენთან მიმოფრენისას გვხვდება გედის 2 სახეობა: სისინა (ანუ წითელნისკარტა) გედი და მყივანი გედი. მათი ნახვაც კი სიამოვნებაა. ისინი ისეთი ზომისაა, ისე ლამაზად დაცურავენ და დაფრინავენ, რომ შეუძლებელია ადამიანის ყურადღება არ მიიქციოს, გუნება არ გამოუკეთოს, განწყობა არ აუმაღლოს. გედი - სიმბოლო აღორძინების, სიწმინდის ,სიამაყის, მარტოობის, კეთილშობილების, პოეზიის, სრულყოფილების, ერთგულების. გედი თავის თავში აერთიანებს ჰაერისა და წყლის სტიქიებს,გედი მგოსნების ფრინველად ითვლება. მომაკვდავი გედის სიმღერა პოეტის სიმღერაა.
 გააჩნია მეწყვილისადმი უსაზღვრო ერთგულება, ბევრ მონადირეს სროლის მერე მთელი ცხოვრება სანანებლად დარჩენია გედის მოკვლა,მისი დამწუხრებული, მგლოვიარე მეწყვილის შემხედვარე.
ცოცხალი ულამაზესია, მისი ხორცი კი ძალიან უგემური. მაშინ, თუ მავნებელი არ არის მონადირე, რატომ უნდა ესროლოს?




ვარდისფერი ვარხვი

რატომ არ უნდა ვესროლოთ: ვარხვი ჩვენი ბუნების სტუმარია, საქართველოში მიმოფრენისას გვხვდება ხოლმე. გამორჩეული გარეგნობა ყველას ყურადღებას იქცევს. ვარხვის რაოდენობა მსოფლიოში ყოველწლიურად კლებულობს. ვარხვი ფრენისას თუ წყალზე ჯდომისას მისი ზომისა და ნისკარტის მოყვანილობის გამო, ადამიანების ცხოველ ინტერესს იწვევს, დაკვირვების ობიექტია. ხორცი საჭმელად გამოუსადეგარია. მინიმუმ იმიტომ არ უნდა ვესროლოთ, რომ თუნდაც მეორეჯერ ვნახოთ, ან სხვამ ნახოს ეს არაპროპორციული, თვალისთვის უცხო ფრინველი.


კოდალა
რატომ არ უნდა ვესროლოთ: კოდალა ჩვენი ტყეების შეუცვლელი სანიტარია, კოდალა ყველაზე მეტად სასარგებლო, შეუცვლელი ფრინველია ტყისთვის, მისი ჯანმრთელობისათვის.


მტაცებელი ფრინველები
რატომ არ უნდა ვესროლოთ: მტაცებელი ფრინველები ერთ დროს კანონგარეშედ, მავნებლებად იყო მიჩნეული და ზოგიერთი სახეობა გადაშენების, გაწყვეტის პირამდე მიიყვანეს, თუმცა დრომაც და კვლევებმაც დაადასტურა რომ ისინი პირიქით სასარგებლონი არიან, რადგან მათი მენიუს ძირითადი ნაწილი მავნე მღრნელების და ავადმყოფი ფრინველების განადგურებაზე მოდის.
რატომ არ უნდა ვესროლოთ: არ უნდა ვესროლოთ თუნდაც იმიტომ, რომ ისინიც მონადირეები არიან. ისინიც სანადიროდ არიან გამოსულები და ჩვენი ბუნებაში ყოფნისას  ბევრჯერ დაგვატკბობენ ოსტატური პიკირებითა თუ მსხვერპლზე შთამბეჭდავი დადევნებებით.
რატომ არ უნდა ვესროლოთ:  არ უნდა ვესროლოთ იმის გამოც, რომ საქართველოში მტაცებელ ფრინველს გეშავენ და სანადიროდ იყენებენ, ჩვენი გასროლით კი შეიძლება ბაზიერს მთელი ეს შრომა წყალში ჩავუყაროდ, საყვარელი არსება მოვუკლათ და სხვა რომ არაფერი იყოს შეიძლება ამ მტაცებელს უკან გაცეცხლებული პატრონი მოყვება... (მონადირე ძაღლი რომ ვინმემ მისი "ხოშისთვის", უმიზეზოდ მოგიკლათ, რა ხასიათზე იქნებით იმ წუთში?). ბევრი ფიქრობს რომ მტაცებელი ფრინველები მრავლად არიან საქართველოს ტერიტორიაზე და გამოხშირვა არ აწყენდათ, მაგრამ ავიწყდებათ რომ ისინი უბრალოდ გავლით (მათი უმრავლესობა სულ რამოდენიმე დღით) არიან საქართველოში და თბილ ქვეყანაში მიფრინავენ, მათ ისედაც რთული გზა აქვთ გასავლელი და ამიტომაც არ ღირს ცუდი საქმის კეთება, იმიტომ რომ ჩვენ  სროლის სურვილი მოგვივიდა.
ყველაზე მეტად კი იმ ბაზიერების გასაგონად მინდა ვთქვა, რომლებიც თვითონ კლავენ მტაცებელ ფრინველს და მერე პრეტენზიები აქვთ ჩემ ფრინველს რატომ ესვრიან ან რას ქვია ესვრიანო, თქვენი საქციელით მორალურ უფლებას გვართმევთ სხვა ბაზიერებს, მონადირეებს მოვუწოდოთ ნუ მოკლავენ მტაცებელ ფრინველებს. თქვენი საქციელი ამორალურია.


არ ესროლოთ შორ მანძილზე მყოფ ნადირ-ფრინველს.

რატომ არ უნდა ვესროლოთ: ძალიან ბევრ მონადირეს მცდარი წარმოდგენა აქვს გლუვლულიანი თოფის მიერ საიმედო მიტანის მანძილზე. წინა,კომუნისტური წყობილების დროს წარმოებული კვლევების მიხედვით დადგენილი იყო სანადირო გლუვლულიანი იარაღის მიერ საფანტის საიმედო მიტანის მანძილი: 12 ყალიბის გლუვლულიანი თოფის საიმედო მიტანის მაქსიმალური მანძილი #1 საფანტისათვის არის 50 მეტრი, #3, #4, #5 საფანტისათვის-40 მეტრი, #6-35, #7 და #8  - 30 მეტრი. აღნიშნულ მანძილზე სიჯგუფე დაახლოებით უდრის 50%-ს, ხოლო საფანტის მიტანის სისწრაფე 197-217 მ/წამში. ვინმე იტყვის, ის რა გასახსენებელიაო, დრო შეიცვალაო, ტექნიკა წინ წავიდაო, თუმცა მე მგონი უფრო შორსმსროლელ მონადირეთა რიცხვი უფრო გაიზარდა ვიდრე ტექნიკა ისე წავიდა წინ რომ ეს კვლევები წასაკითხადაც არ ღირდეს. თან ეს კვლევები მარტო რუსულ თოფებზე არ იყო გათვლილი.
ბევრ თანამედროვე მონადირეს მანძილის შეგრძნების გრძნობა დაკარგული აქვს, ან არ იყენებს. ხშირად შეხვდებით ისეთ სიმაღლეზე მსროლელ მონადირეებს, როგორზედაც ნორმალური მონადირე დამიზნებასაც არ იკადრებს,არათუ გასროლას. ვისაც არ ესმის ამ კვლევის შინაარსი გავმარტავ, რომ საიმედო მიტანა ნიშნავს იმ მანძილს, ნორმალური დამიზნების შემთხვევაში სანადირო ობიექტს რომ მოიპოვებ და არა იმ მანძილს რომელზეც თოფს საფანტის წაღება და სანადირო ობიექტის დაჭრა შეუძლია. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ რომ ნადირ-ფრინველის განადგურებაში და შემცირებაში ყველას და ყველაფერს: სახელმწიფოს,ბრაკონიერს,ტურას,მელას,მგელს და ... ვადანაშაულებთ გარდა საკუთარი თავისა. უაზრო მანძილზე სროლისას უამრავ სანადირო ობიექტს ვაზიანებთ ისე რომ ამას არც ვუფიქრდებით. ერთი საფანტი იმ იხვს თუ ქედანს არ ეყო მოსაკლავად და ადგილზე ჩამოსავარდნად, თუმცა ეს მას ეყო იმისთვის რომ ის ან მოშორებით ჩავარდნილიყო მკვდარი, ან კიდევ ჭრილობისგან დასუსტებული სადმე ჩამკვდარიყო რამდენიმე დღეში ან ტურის კერძი გამხდარიყო. მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, ერთხელ ფოთში,მიმინოს დაჭერის დროს, როდესაც მონადირეებს დაშორებული ვიყავით 500 ან მეტი მეტრის მანძილით, ჩვენთან უფრო მეტი მკვდარი ქედანი ჩამოვარდა, ვიდრე იმ მონადირეებთან, რომლებიც უაზრო სიმაღლეებზე ისროდნენ ერთმანეთის წამხედურობით. ბევრჯერ გამიგია ხოხობს ესროლეს შორს, მხოლოდ იმიტომ, რომ "კი ვიცოდი ვერ მოვკლავდი მაგრამ ამის გულისთვის ვიარე ამდენი და მერე სულ რომ არ შემხვდეს?"-ო.
გახსოვდეთ, ნამდვილი მონადირე არასდროს არ მისცემს
თავს იმის უფლებას, ბუნება ცივსისხლიანად დააზიანოს, ოღონდ ერთი,თუნდაც შემთხვევითი ნადავლი მოიპოვოს, მრავალთა დაზიანებისა თუ მისთვის დაკარგვის ხარჯზე. ნამდვილი მონადირე ნადავლით თუ უნადავლოდ მონადირეა და მას ნამდვილად არ აწუხებს არასრულფასოვნების განცდა როდესაც ცარიელი მიდის  სახლში, მან იმ ხეტიალით, ბუნებაში გასვლით მიიღო ის სიამოვნება რომელსაც ვერანაირი ნადავლი ვერ შეედრება, იმ ხალხისაც განსხვავებით, რომლებიც მტკივნეულად განიცდიან უნადავლობას, ზოგი კი ისე მტკივნეულად განიცდის, ბაზარში ყიდვაც არ ეთაკილება.
გახსოვდეთ, ნადირობა პროფესია არ არის, ნადირობა ხელოვნებაა. მონადირედ რომელიმე დიპლომით ვერ გახდება ადამიანი, მონადირედ იბადებიან.



წყარო:
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: Admin (17.01.2013) | ავტორი: გია E W
ნანახია: 26061 | კომენტარი: 71 | ტეგები: დურაჯი, გედი, ირემი, ქურციკი, ვარხვი, ჯიქი, შორ, კოდალა, ესროლო, არ | რეიტინგი: 5.0/7

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 711 2 3 4 »
0   Spam
71 ARIOL   (04.06.2017 21:41:58) [მასალა]
ამიტომა პრინველი ახლოს რო არ გვეკარება და ცაშია აკრული 166 166 166 166

0   Spam
70 selima007   (12.01.2017 06:57:14) [მასალა]
ყველა ასე რო ფიქრობდეს კარგიიქნებოდა

0   Spam
68 luka7   (18.08.2016 21:48:54) [მასალა]
39 39 39

0   Spam
67 levanioo1   (06.08.2016 10:10:26) [მასალა]
10 10 10 10

0   Spam
66 levanioo1   (06.08.2016 10:10:10) [მასალა]
გამოუცდელი მონადირისთვის მართლაც კარგი სტატიაა ბევრი ვერ ხვდება და გაუაზრებლადაც ესვრის შორ მანძილზე იქნება და ჩამოვაგდოვოო, ადრე მეც მისვრია იხვისთვის მაგრამ მაგაზე არც მიფიქრია 210e

0   Spam
65 Archili   (31.07.2016 13:38:21) [მასალა]
1c2cfc ეს მყავს ხო არ უნდა ვინმეს დასაგესჰია პატარა არი ჯერ

0   Spam
69 ნუტრია   (08.01.2017 18:08:46) [მასალა]
l

0   Spam
64 Archili   (31.07.2016 13:37:07) [მასალა]
48 48 48

0   Spam
63 dezdemon   (16.07.2016 21:18:42) [მასალა]
10 10 10 10 10 10

0   Spam
62 dezdemon   (04.07.2016 15:16:05) [მასალა]
10 10 10

0   Spam
60 mamuka36   (29.12.2015 21:59:42) [მასალა]
10 10 166 166 AllSmail133 AllSmail133

0   Spam
59 panati   (29.12.2015 00:03:32) [მასალა]
ეს ყველა მონადირემ უნდა გაითვალისცინოს 166

0   Spam
58 panati   (01.12.2015 19:27:51) [მასალა]
10 166 10 166

0   Spam
57 guruli2   (01.12.2015 00:04:40) [მასალა]
10

0   Spam
56 Bambucha1991   (30.10.2015 06:02:48) [მასალა]
10

0  
55 brakonieri   (23.09.2015 15:13:16) [მასალა]
166 10

0   Spam
საინტერესო და აუცილებელი სტატია დამწყები მონადირისთვის 10

0   Spam
53 ლაშა80   (24.08.2015 18:46:07) [მასალა]
1cc

0   Spam
52 panati   (15.08.2015 23:15:02) [მასალა]
კარგი და ჯკვიანური სტატიაა ოგონდ ყველამ უნდა ცაიკითხოს მადლობა ამის დამცერს 10

0   Spam
51 civilioni   (06.08.2015 19:32:56) [მასალა]
პატარა ჩამონათვალია 23

0   Spam
50 LADO333   (09.07.2015 00:00:56) [მასალა]
მაგარი სტატია იყო. ბევრი რამ ვისწავლე დამწყები მონადირის კვალობაზე... 23_30_126 166 166 166 10

1-20 21-40 41-60 61-68
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика