ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » იანვარი » 15 » არაადამიანური ერთგულება!..    

22:43:59
არაადამიანური ერთგულება!..
არაადამიანური ერთგულება!..
25-01-2010
ომის საინტერესო ეპიზოდებზე, კერძოდ ძაღლის ერთგულებაზე, ფრთოსანთა სიყვარულსა და დადუმებულ იარაღზე მოვუთხრობთ ამჯერად მკითხველს.

მამა უთუოდ დაბრუნდება
გულრიფშის ნავმისადგომთან ჩამომდგარმა უკრაინულმა ხომალდმა მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა გახიზნოს. ხომალდამდე, ზღვაში შეცურებული ძაღლიც აედევნება მათ... შემდეგ კი სამხედროფორმიანთან ერთად ჯერაც დაუცემელ ქალაქში ბრუნდება და სახლს ორიოდე დღე კიდევ უპატრონებს. ზღუდემორღვეულსა და დაუცველ სოხუმში ადვილად შემოდის მოწინააღმდეგე მხარე. გემის მისადგომებთან მოკლულ ჯარისკაცს სახლში მოასვენებენ თანამებრძოლები და სასწრაფოდ მიაბარებენ მიწას, - ქუჩის ბოლოს, ხის ძირში გაუთხრიან სამარეს. იმ დღიდან დაღუპულის ძაღლი ამ ხის ძირში დაიდებს ბინას. ფხოჭნის მიწას, საცოდავად წკავწკავებს, მაგრამ ომის ხმაურში იკარგება მისი ყმუილი.

KvirisPalitra.Geსოხუმი ეცემა. მეხთატეხასა და ცეცხლის ალს ოთხფეხაც ვეღარ უძლებს და გზას დაადგება. ივლის ტყე-ტყე, ხან ზღვის სანაპიროთი და დაღლილ-დაქანცული მიადგება ენგურის ნაპირს. გაღმა პატრონის მამისეული სახლია, სადაც არდადეგებზე, ბავშვებთან ერთად ცუგაც მიჰყავდათ. ამ სოფლისკენ ეშურება, რომ პატრონის დაღუპვის ამბავი ჩაიტანოს.

მოხდება სასწაული და ენგურზე, ფონით გამობობღებული ცუგა, ზუგდიდთან მიმდებარე ერთ-ერთ სოფელში ნაცნობი სახლის ჭიშკართან აღმოჩნდება.
ენგურგაღმა, მამისეულ სახლში მის პატრონს ელიან! ქალაქში, ნაცნობ აფხაზთან შეფარებული ეგულებათ, ხან ტყვედ აყვანილად წარმოიდგენენ... სჯერათ, რომ სასწაულები ისევ ხდება, რომ ომიდან დიდი ხნის შემდეგაც ბრუნდებიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები...

ცუგას კი არავინ ელოდება. ომის ქარცეცხლში ჩაკარგული ჰგონიათ, ან სულაც მაწანწალად, ქუჩის ძაღლად ქცეული. ხანდახან ბავშვები გაიხსენებენ, თუ როგორ მისდევდა ზღვაში შეცურებულ ნავს, როგორ დაბრუნდა ჯარისკაცთან ერთად ალმოდებულ ქალაქში... აქ წყვეტენ ფიქრს.
მამა არ ჩანს!

...ჭიშკრის მომცრო კარს თათებით დაეკიდა. კარმა დაიჭრიალა. ცუგა ეზოში ვერავინ იცნო. გასაცოდავებულიყო, ფერდები ჩასცვენოდა. თავდახრილი მოდიოდა, თითქოს უმძიმსო აფხაზეთიდან ავის მაუწყებელი ამბის ჩამოტანა. ბავშვებს ფეხებში გაებლანდა და მოწყენილმა თავი მიწაზე დადო. იგუმანეს ბავშვებმა: ცოცხალი რომ იყოს მამა, ცუგა არ მიატოვებდაო...

KvirisPalitra.Geაღარც ძაღლმა ისურვა პატრონის გარეშე სიცოცხლე. დილით ხის ძირში იპოვეს მკვდარი.

ფრთოსანთა სიყვარული
ამ უმშვენიერესი გრძნობის წინაშე არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ფრინველებიც ქედს იდრეკენ, მსხვერპლად ეწირებიან, თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს.

...ომია აფხაზეთში. სადემარკაციო ხაზი გუმისთაზე გადის. მდინარის აქეთ ქართული მხარე დგას, იქით - აფხაზური, რუსული "გრადებითა" და "ჰაუბიცებით". ჯავშანტექნიკა უმოწყალოდ ანგრევს და ასახიჩრებს ულამაზეს ქალაქს. კანტიკუნტად ისმის სროლის ხმა.

...აფხაზთა მხრიდან უცნაური ხმები გაისმა. ცაზე ყივილით გამოჩნდა გედების გუნდი, ქართველთა პოზიციებს გადაუარა და ზღვისკენ აიღო გეზი. ასე განმეორდა რამდენჯერმე. წუთით შეჩერდა ომი... ფრთაქათქათა გედების ულამაზესი აღლუმის წინაშე წუთით დადუმდნენ შემართული ტყვიამფრქვევები, მაგრამ პაუზა ხანმოკლე აღმოჩნდა. ისროდნენ ადამიანები, ესროდნენ ერთმანეთს და რა გასაკვირი იყო, სნაიპერის ტყვიას ულამაზესი ფრთოსანიც ამოეღო მიზანში.

იწივლა ტყვიამ! ფრთებმოცახცახე გედი დაბლა დაეშვა და უსიცოცხლოდ დაენარცხა მიწას. დამფრთხალმა გუნდმა ზღვის მხარეს მიაშურა... ერთადერთი გედის გარდა!.. იგი საცოდავად წრიალებდა, წრეს არტყამდა. შემდეგ კი... თავადაც შეიკეცა ფრთები და შურდულივით დაენარცხა მიწაზე.

თევზის კონსერვის გარდა არაფერი ჰქონდათ სამხედრო ნაწილში, მაინც არავის მოსვლია აზრად ულამაზესი ფრთოსანი ჯარისკაცის ულუფად ექცია.
მაშ, რატომ ესროლეს?

ომი იყო და ისროდნენ. ერთმანეთსაც ესროდა საუკუნეობით ძმობაგამოტარებული ქართველი და აფხაზი. ეს დარჩა გუმისთის სანაპიროს საუკუნო სირცხვილად და სინანულად. გედების სიყვარული კი... სხვა იყო! იგი ომიდან ამოჭრილ, უნაზეს ეპიზოდად შემორჩა აფხაზეთის ომიან ცას.
სვეტლანა კვიკვინია



წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/region/2290-araadamianuri-erthguleba.html
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 2780 | დაამატა: Admin | ტეგები: გედი, არაადამიანური, აფხაზეთი, დაცემა, ძაღლი, სოხუმი, ერთგულება | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 cheisi   (03.11.2013 02:33:34) [მასალა]
88e73 88e73

0   Spam
4 gio90   (16.01.2013 01:17:44) [მასალა]
88e73 88e73 88e73 88e73

0   Spam
3 baqsi-pointer   (16.01.2013 00:02:59) [მასალა]
მართლაც რომ სევდიანია. 88e73 88e73 88e73 1 l)omidze გეთანხმები მეგობარო,განსაკუთრებით ძაღლმა.

0   Spam
2 semi   (15.01.2013 23:40:44) [მასალა]
ასეატი ამბებიც ხდება ხოლმე

0   Spam
1 l)omidze   (15.01.2013 22:52:20) [მასალა]
10 10 10 88e73 ძაან სევდიანი იმფორმაციაა. მართლაც ადამიანთან ერთად ბევრმა ცხოველმა და ფრინველმა იცის სიყვარული

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика