ჩინეთის საცურაო აუზები ყოველთვის გადაჭედილია და შესაბამისად, ჭუჭყიანიც. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა ღია საცურაო აუზებშია.
შაბათ-კვირას ხალხი სიცხისგან თავის დასაღწევად საცურაო აუზებს სტუმრობს. თუმცა, ამ დაწესებულებებს რთულია, საცურაო აუზი უწოდო - ათასობით ადამიანი ერთდროულად ჩადის წყალში, ათასობით კი რიგში დგას იმისთვის,იმისთვის, რომ დღის რომელიმე მონაკვეთში ცალი ფეხი მაინც წყალში ჩადგას.
მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია "ადამიანი და ბუნება", სადაც ნაჩვენებია როგორ ანადგურებს ადამიანი გარემოს და როგორ გადაყვა კაცობრიობის "განვითარებას" გარესამყარო. ეს "განვითარება" კი ბოლოს ადამიანსაც იმსხვერპლებს...
Blackfish - რეჟისორ გაბრიელა ქავპერსვაის დოკუმენტური ფილმია, რომლის პრემიერა ლონდონში, 2013 წლის "სანდენსის" კინოფესტივალზე შედგა.
სულისშემძვრელი ფილმი მოგვითხრობს "მკვლელი თევზის", სახელად ტილიკუმის შესახებ, რომელმაც აკვაპარკში 25-წლიანი ტყვეობის მანძილზე, სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მესამე ტრაგიკული შემთხვევა 2010 წელს მოხდა. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა რეჟისორი ვეშაპის მისტიკური ისტორიით.
კენიაში ძაღლი სახელად ოსკარი ორ ბავშვზე - 7 წლის დევიდ მბოგოსა და 6 წლის მერი ვანჟიკუზე ზრუნავს. დედამ ბავშვები 6 წლის წინ მიატოვა და სასმელს მიეძალა. ამჟამად ბავშვები სოფელ კირიგუში ცხოვრობენ. მათი ერთადერთი ახლობელი ხანშიშესული ბებია სიუზან ვანჟიკუა. სიუზანი ასევე მისი ორი ქალიშვილის შვილებზეც ზრუნავს. ის ბაზარში ბოსტნეულს ყიდის, რათა
ბათუმის დელფინარიუმს ახალი ინტერაქტიული შოუ პროგრამა აქვს. 30-მდე ნომერი დელფინების შესრულებით და შთამბეჭდავი სიუპრიზი შოუს სტუმრებისთვის: ყველაზე აქტიურ მაყურებელს შეუძლია საკუთარი ძალები დელფინარიუმის მწრთვნელის ამპლუაში მოსინჯოს.
შოუს კულმინაციის დროს დელფინები მაყურებელს "საზაფხულო სიურპრიზს" უწყობენ - ეს სტუმრების საგანგებოდ გაწუწვაა.
ზაზუნა ფილს, რომელიც გაზაფხულის მოსვლის მახარებელია, მცდარი პროგნოზის გამო, ოჰაიოს შტატის პროკურატურამ ბრალი წაუყენა.
ყოველწლიურად 2 თებერვალს ფილი გამოდის თავისი სოროდან რათა მოსახლეობას აუწყოს უნდა ელოდონ თუ არა ადრეულ გაზაფხულს. თუ ის საკუთარ ჩრდილს დაინახავს, ეს ნიშნავს იმას, რომ
დიდ ბრიტანეთში საბოლოოდ აიკრძალა გარეული ცხოველების გაწვრთნა საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობის მიზნით. ბევრ ბრიტანელს ეგონა, რომ ეს კანონი უკვე მოქმედებდა, რადგან დეპუტატებმა აღნიშნულ პროექტს კენჭი 2011 წელს უყარეს. მაგრამ კანონის საბოლოო დამტკიცებისათვის მინისტრების შესაბამისი დასტური იყო საჭირო.
საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რომელსაც ტურიზმში განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს. ტურისტების მოსაზიდად (თუკი, მომავალში კეთილმოეწყობა) დასავლეთ საქართველოში, გურიისა და სამეგრელოს შორის ერთი უნიკალური ტბა – პალიასტომი, რომელიც ბერძნულად ზღვის ძველ უბეს ნიშნავს. 1924 წლამდე ის მტკნარი წყლით იყო სავსე. იშვიათი შემთხვევაა, როცა ზღვასთან ასე ახლოს, მტკნარი წყლის ესოდენ დიდი ტბა იყოს სადმე. ამ წელს, სპეციალურად გათხრილი არხის წყალობით, პალიასტომი ზღვას შეუერთეს. ხოლო დიდი ღელვების და ზვირთების შედეგად, არხი გაფართოვდა და ის უკვე დიდი სრუტით უკავშირდება ზღვას. წყალიც მარილიანი გახდა.
თევზჭერის წესების დარღვევისთვის კანონი მკაცრდება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, ხვალ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრი ხათუნა გოგალაძის და პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
”Carscoops”-ის ცნობით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოხდა კურიოზული ინციდენტი - ყველგანმავალმა "Toyota Land Cruiser SUV”-მა გადაარჩინა ანტილოპა ჰეპარდისაგან. ტურისტებით სავსე მანქანა მიუყვებოდა გზას კრიუგერის ეროვნულ პარკში, როდესაც მას გზა გადაუღობა ანტილოპების ჯოგმა, რის შემდეგაც ერთი მათგანი შეხტა მანქანის ფანჯარაში. ეს
უკვე მეორე დღეა, ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები და მოქალაქეთა ნაწილი საზოგადოებას ძაღლების დასახმარებლად გაერთიანებას სთხოვს. ერთერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის (Georgian Homeless Pet's Save Organization) ინფორმაციით, დღეიდან ქალაქ რუსთავში ძაღლების მასობრივი დახოცვა იგეგმება. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი FB-გვერდზე წერს, ამის აღსაკვეთად, არ გაჭრა ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების გაგზავნილმა წერილებმა და ხელმოწერებმა.
დედამიწის საშუალოსტატისტიკურ მოქალაქეს ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ატყდება თავს. არცთუ იშვიათად გახმაურებული ჭორი თუ სიმართლე მტკიცედ იკიდებს ფეხს ადამიანთა ცნობიერებაში, ვითარდება და ახალ-ახალი წვრილმანებით ივსება. ზოგჯერ ტრანსფორმაციის ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს და არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ჭორები და სკანდალები გაცილებით იოლად გვამახსოვრდება და სწორედ ამიტომაც ადამიანთა უმრავლესობა მათ ანიჭებს უპირატესობას მოსაწყენ ციფრებსა და მეცნიერულად დამტკიცებულ ფაქტებთან შედარებით.
გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ "მწვანე სარტყელი" ანაკლიაში, დაცულ ტერიტორიაზე, 7 მკვდარი დელფინი აღმოაჩინა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, სავარაუდოდ, დელფინები მეთევზეების ბადეში მოყვნენ, რის შემდეგაც დაიხოცნენ და მკვდარი დელფინები სანაპიროზე მეთევზეებმა დაყარეს.
1986 წელს მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მდინარე ლოს ანჯელესს დღემდე ასუფთავებს. 24 წლის მანძილზე ჯგუფმა მდინარიდან 450 ტონა ნაგავი ამოიღო.
მდინარე ლოს ანჯელესს 80 კილომეტრიანი ცემენტის კალაპოტი აქვს, რომელშიც წყალი ძირითადად სანიაღვრე არხებიდან ჩადის. უკანასკნელი წლების განმავლობაში მდინარეში დიდი რაოდენობით ნაგავი იყრებოდა, რამაც ის ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანა. ქალაქის მოსახლეობამ მდინარის გადარჩენა გადაწყვიტა.
კატები პატრონებს ატყუებენ - ასეთ დასკვანმდე იაპონელი მეცნიერები მივიდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ურჩ შინაურ ცხოველებს შესანიშნავად ესმით, როდესაც მათ პატრონი ეძახის, თუმცა დაძახებაზე არ რეაგირებენ, ვინაიდან ეს მათი სტრატეგიაა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Daily Mail წერ
ჩინეთის პროვინცია შენსიში მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ტურისტული გასართობია.
მთა Huashan-ზე 700 წლის წინ აშენებული ვიწრო ბილიკი, რომელიც ფიცრებისგან და კლდეზე დამაგრებული ჯაჭვებისგან შედგება, ექსტრემალებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჰპირდება.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ნიანგი, სახელად კასიუს კლეი, 110 წლის გახდა. ნიანგმა საჩუქრად წიწილებით შექმნილი 20 კილოგრამიანი"ტორტი" მიიღო. 2011 წელს ჩრდილოეთ ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბინადარი გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე დიდი რეპტილიის სახელით შევიდა.
კენიაში გადასახლებაა, ოღონდ არა "ხალხთა", არამედ აფრიკული სპილოებისა. ხმელეთის ყველაზე დიდ ცხოველებს არსებობისთვის ვრცელი ტერიტორია სჭირდებათ. ამიტომ როდესაც სავარგულების გაფართოების გამო აბორიგენები სპილოების საცხოვრებელ არეალს სულ უფრო ავიწროებენ, ცხოველები აგრესიულები ხდებიან. ამ დროს მსხვერპლის
იაპონიის პატარა ქალაქ ტიკანოუეში ბუნების პეიზაჟების მოყვარულთათვის უნიკალური ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. ყვავილების პარკი - ჰიგასიმოკოტო, მთის ფერდობზე 100 000 კვ.მ ფართობზეა გადაჭიმული. პარკში მილიონობით ვარდისფერი ყვავილი, ბალახი საკურა (shibazakura) ხარობს.
"აყვავებული მთების" ხილვა მხოლოდ მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის შუა რიცხვებამდეა შესაძლებელი. ჰიგასიმოკოტოს პარკი 1956 წელს გაშენდა. მის შემქმნელებს საკურას მხოლოდ რამდენიმე ნერგი ჰქონდათ. ისინი ყოველ წელს სულ უფრო მეტ ყვავილს რგავდნენ, ამჟამად კი ვარდისფერ ყვავილებს 10 ჰა უკავია და დიდებულ სანახაობას ქმნის.
ალაბამას ტყეში უზარმაზარი გარეული ღორი 11 წლის ბიჭუნამ, ჯეიმისონ სტოუნმა მოკლა. 2.84 მ სიგრძის მონსტრი 477 კგ-ს იწონიდა. მონადირეების თქმით, მანამდე მსგავსი არაფერი უნახავთ და ეს ღორი გაცილებით დიდია 2004 წელს სამხრეთ ჯორჯიაში მოკლულ გოლიათ ტახზე, რომელსაც "გოძილა" უწოდეს. აღსანიშნავია, რომ ბავშვმა უზარმაზარ ცხოველს "სმითი და ვენსონი-500" რევოლვერის 8 ტყვია ესროლა. ღორი სიკვდილს 3 საათს ებრძოდა.
ქუთაისში, "უპატრონო" ძაღლების სიცოცხლის უფლებას 16 000 ლარიანი ჯარიმით დაიცავენ.
ქუთაისის მერიამ მრავალგზის ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველებზე პასუხისმგებლობა ინდ. მეწარმე "სერგო ვერულაშვილს" გადასცა.
სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიას ქუჩაში დაჭერილი ძაღლების მოკვლა და განადგურება ეკრძალება. ის ვალდებულია, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, მათი კვება და მოვლა–პატრონობა უზრუნველყოს.
ვერნერ სიმენსზე, მომავალში კორპორაცია "სიმენსის" დამაარსებელზე, ბავშვობაში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მისი მასწავლებლის მონათხრობმა გერმანელი ვაჭრებისა და ბანკირების - ფუგერების უმსხვილესი სავაჭრო სახლის გაფურჩქვნის შესახებ XVI-XVII საუკუნეებში. ფუგერები მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთაც საქმიანობდნენ. ოცნების ასაკიდან გამოსული სიმენსი "ფუგერის სავაჭრო სახლის მსგავსი გაერთიანების" შექმნაზე წერდა, მაგრამ ამ ოცნებას ახდენა მისი გარდაცვალების შემდეგ ეწერა.
ინჟინერი, გამომგონებელი, სწავლული, მეწარმე და საზოგადო მოღვაწე ვერნერ სიმენსი 1816 წლის 13 დეკემბერს დაიბადა ჰანოვერთან ახლოს, ქალაქ ლენთეში. ის მეოთხე ბავშვი იყო ქრისტიანი ფერმერის 14-შვილიან ოჯახში. 1834 წელს წარმატებით დაამთავრა ლიუბეკის გიმნაზია.
საზოგადოების უმრავლესობისათვის უცხოა ჰომოფობია - არავინ ითხოვს ავადმყოფების დაჩაგვრას იმის გამო, რომ ისინი ავადმყოფები არიან; ადამიანებს ადარდებთ მხოლოდ ის, რომ ჰომოსექსუალიზმით დაავადებულებმა შეიძლება აწარმოონ თავისი ,,ცხოვრების წესის"" (სინამდვილეში კი სიკვდილის წესის) პროპაგანდა; მოახვიონ თავზე ეს პათოლოგია არასრულწლოვანებს. მოქალაქეებს არ უნდათ, რომ ჩვენში დამკვიდრდეს ჰომოფილია - ანუ ჰომოსექსუალიზმის წაქეზებისა და ამ მოვლენისათვის განსაკუთრებული ხელშეწყობის რეჟიმი. ამავდროულად, პირად საუბრებში და კომენტარებში მოსმენილი მოქალაქეების აზრები მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენში საჯაროდ გამართული დისკუსიის დიდი ნაწილისაგან
,, ჩვენს ქალებს აღარ ეყოლათ შვილები, ჩვენს მამაკაცებს კი გონება და რწმენა წაერთვათ,
ანბანური ჭეშმარიტების ღმერთებმა კი გვითხრეს: ,,ცოდვის საფასური სიკვდილია’’
რედიარდ კიპლინგი
,,როგორ გაპიდარასტდა ამერიკა’’, ასე დაასათაურა თავისი გახმაურებული წერილი გამოჩენილმა ამერიკელმა ფსიქიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა, ამ დარგის კლასიკოსად აღიარებულმა ჩარლზ სოკარიდესმა (1922-2005) (*)
საქართველოს დიდი მეგობრის უსამართლოდ დავიწყებული შეუფასებელი ღვაწლი
პირველ მსოფლიო ომში გერმანიის იმპერიის დამარცხებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო მისი ახალწარმოქმნილი მოკავშირე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. საფრანგეთ-ბრიტანეთის 1917 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, 1918 წლის დეკემბრიდან, სამხრეთ კავკასია ბრიტანულმა ჯარებმა დაიკავეს. ანტანტის სამხედრო წარმომადგენლები ქართველებს ისე უყურებდნენ, როგორც მტრის მოკავშირეებს, ისინი ასევე ძნელად ასხვავებდნენ ერთმანეთისგან ბოლშევიკურ და მენშევიკურ სოციალიზმს...
18-19-20 მაისს, საქართველოს ძაღლით ნადირობის საზოგადოების ინიციატივით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ლევან ციციშვილის სახელობის მემორიალი მეთოთხმეტედ ჩატარდა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მიიჩნევს, რომ მწერებს მნიშვნელოვანი საკვები ღირებულება გააჩნიათ და მათი საკვებად გამოყენება შეიძლება.
ორგანიზაციის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მთელ მსოფლიოში დაახლოებით 2 მლრდ ადამიანი სხვადასხვა პერიოდულობით ხოჭოებს, კალიებსა და ჭიანჭველებს ჭამს.
"ეძებეთ მწერები, ისინი პროტეინებისა და მინერალების მდიდარი წყაროა",- განაცხადა რომში FAO-ს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევა ურსულა მიულერმა საკუთარი მოხსენების პრეზენტაციისას. მისი თქმით, მწერები ნოყიერი საჭმელია, რომელსაც დედამიწის მოსახლეობის შიმშილისგან ხსნა შეუძლია.
ესპანეთში კრაზანების 7 მეტრიანი ბუდე იპოვეს. ის სან-სებასტიან-დე-ლა-გომერაში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში აღმოაჩინეს.
პოლიცია ადგილზე მეზობლების საჩივრის საფუძველზე მივიდა. მათ იპოვეს ბუდე, რომელიც შენობის ოთახს თითქმის მთლიანად იკავებდა. მოგვიანებით კრაზანების უჩვეულოდ დიდი ბუდე სპეციალისტებმა გამოიკვლიეს. ისინი ირწმუნებიან, რომ
გაზაფხულობით, ინდოეთის შტატ კერალაში, ტრადიციული ხარების დოღი იმართება - საინტერესო ის არის, რომ ყველაზე ძლიერი და სწრაფი "წიქარას" გამოვლენა აუცილებლად კოჭამდე წყლით დაფარულ ბრინჯის ყანებში ხდება. შეჯიბრება "მეგუთნე-ჟოკეებისგან" სიმამაცესა და მოხერხებულობას მოითხოვს, რადგან ხის მსუბუქ გუთანზე შიშველი ფეხებით შემდგარ მონაწილეებს უფლება აქვთ მხოლოდ ხარის კუდს ჩაეჭიდონ. ეს კი დოღს უფრო "სერფინგს" ამსგავსებს... სირთულეების მიუხედავად, მონაწილეობის მსურველი სულ უფრო მატულობს და შეჯიბრება ხშირად მთელ კვირას გრძელდება.
2013 წლის 30 მაისს - 2 ივნისს თურქეთის ქალაქ ბურსაში, "Tuyap"-ის საერთაშორისო საგამოფენო და კონგრეს-ცენტრში ჩატარდება რიგით მე-5 გარე სპორტული თამაშების, ნადირობის, სროლის, თევზაობის, ალტერნატიული ტურიზმის, სატრანსპორტო, საზაფხულო სპორტული თამაშების, სპორტული ტანსაცმლის, ქარავანის და კარვების საერთაშორისო გამოფენა - BURSA NATURE, HUNTING 2013.
დათვი ეძახე და თავისუფლების ყადრიც იცოდა და მოძმის გამო დარდიც...
ეს ამბავი 1968 წელს მოხდა. მერაბ ელიოზიშვილს შეატყობინეს, რომ ჯავისკენ ბრაკონიერებს დედა დათვი მოეკლათ და მისი სამი ბელი სოფელში ჩაეყვანათ. გულზე მოხვდა მწერალს...
გარემოს დაცვის სამინისტროს „ფეისბუქის" გვერდისა და ელ.ფოსტის მეშვეობით სამინისტროში შემოდის უამრავი ინფორმაცია ბრაკონიერების მიერ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობისა და სხვა სახის დარღვევების თაობაზე. ასევე ხშირია მომართვები აკრძალული საშუალებებით თევზჭერის ფაქტებთან და ნადირობის წესების დარღვევებთან დაკავშირებით.
ამ საკითხების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მცირედი განმარტების მოწოდება:
გარემოს დაცვის სამინისტრო ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდებს აფრთხილებს, რომ მეორადი საბურავების დაწვის შემთხვევაში ისინი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება გარემოს დაბუნძურებას იწვევს. "საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს აღინიშნება ე.წ. ჭიაკოკონობა. ქალაქის სხვადასხვა უბნებში ინთება კოცონები და საწვავ მასალად უმეტესად გამოიყენება მეორადი საბურავები, ფოთლები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
საქართველოში წვიმიანი ამინდები 24 აპრილამდე გაგრძელდება
11:49 20-04-2013
საქართველოში წვიმიანი ამინდები 24 აპრილამდე გაგრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სეისმური მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე ნინო წვერავამ აცნობა, დასავლეთ საქართველოში, ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები შემოდის, რის გამოც, ხვალიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ასეთი ამინდები 23 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 21 აპრილს, დასავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის
ესტონელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ შეძლეს ადგილობრივ ტყეებში მგლისა და ძაღლის ნაჯვარის არსებობის დამტკიცება, - იუწყება ”ინტერფაქსი”. საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, ზამთრის განმავლობაში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რვა მგელი მოკლეს, თუმცა ექვსი მათგანის შეფერილობა არატიპიური იყო და მონადირეებს შორის ეჭვის საფუძველი
26 იანვარს კლიენტებისთვის ”მსოფლიოში პირველი კომერციული კლონირებული ძაღლის” გადაცემის შესახებ განაცხადა კალიფორნიის ფირმამ Bioarts International. ათი კვირის ლაბრადორი სახელად ლენსი (Lancey) ფლორიდაში მცხოვრებ წყვილს ედგარ და ნინა ოტოს (Edgar, Nina Otto) მიჰგვარეს, რომლებმაც ბიოტექნოლოგიურ ოპერაციაში ასტრონომიული თანხა გადაიხადეს - 108 ათასი ფუნტი ($154 645). ”ჩვენ ვერ ვიჯერებთ,
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა დათვი დააფიქსირა. ვიდეო დაცული ტერიტორიების სააგენტოს გვერდზე გავრცელდა. როგორც ჩანს, დათვმა ფოტოხაფანგი შეამჩნია, რის გამოც კადრიდან დამფრთხალი გარბის.
"მწვანე ალტერნატივა"-გარემოს წინააღმდეგ ფარულად დადებული შეთანხმებები ანგარიშში განხილულია 2012 წლის მარტში იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროეცსი, რომლითაც დაშვებული გახდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში სამარათალდარღვევის კანონიერად ჩათვლის შესახებ შეთანხმების დადება. ანგარიშში ასევე განხილულია ამ ცვლილებების საფუძველზე დადებული შეთანხმებები.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისი თანმდევი 46 კანონპროექტი.ცვლილებების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტრო რეორგანიზებული იქნება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - ენერგეტიკის სამინისტროდ. გარემოს დაცვისა და
"ცხოველთა სამყაროს შესახებ” კანონპროექტით, ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ სამონადირეო მეურნეობებში. უკანონო ნადირობა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველებზე ნადირობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ბიჭებო დახმარებას გთხოვთ 14 წლის გოგონა დიაბეტით იღუპება,სასწრაფოთ ესაჭიროება 3 ცალი გარეული კურდგელი(მათი ლისხლი).გოგონა ძალიან მძიმედაა.გთხოვთ ძმებო:დაჭერილი ან დაჭრილი(მხოლოთ ცოცხალ მდგომარეობაში)შენარჩუნებისას,შეგვეხმიანოთ T: 599 206 248. ilia
ეს წერილი მომივიდა ემაილზე და ვაქვეყნებ სრულად. gia
საიტს დაემატა ტესტი "კურცჰაარი". (მაქსიმუმ 300 ქულა) ეს არის მარტივი,გონების გასავარჯიშებელი ტესტი კინოლოგიაზე, კერძოთ ფრონველზე მონადირე ძაღლებზე.. აქ არის ის ინფორმაცია,რომელიც ჩემი აზრით ყველა მონადირემ უნდა იცოდეს. შეგიძლიათ გამოცადოთ თქვენი ცოდნა. თუ გსურთ ახლავე დაიწყოთ ტესტირება დააჭირეთ ამ ბმულს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!