მონადირეების საიტი - სტატიები და ჟურნალები




გამოკითხვა
უნდა მიღებულ იქნეს აღნიშნული ფორმით ნადირობის შესახებ ახალი კანონი?
1. არა, არ უნდა იქნეს მიღებული
2. მიჭირს პასუხის გაცემა
3. დიახ, უნდა იქნეს მიღებული
სულ პასუხი: 211

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები კანონმდებლობაზე [23]
ჩემი აზრით ეს კანონები და წესები ყველა მონადირეს წაკითხული მაინც უნდა ჰქონდეს.

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ნადირობა იხვზე   
basheliპასუხების რაოდენობა: 5874
ოპტიკური სამიზნეები   
vanoarchiპასუხების რაოდენობა: 65
იარაღის ხელოსნები და ს...   
nikavashakidzeპასუხების რაოდენობა: 234
ტოზ-34   
basheliპასუხების რაოდენობა: 133
ვაზნები   
stoeger1პასუხების რაოდენობა: 2018
ეთანხმებით თუ არა &quo...   
pata250პასუხების რაოდენობა: 106

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

მთავარი » სტატიები » სტატიები სამონადირეო კანონმდებლობაზე » სტატიები კანონმდებლობაზე    

კანონი ნადირობის შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №95
2013 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი
 
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
 
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
 
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრი                                               ხათუნა გოგალაძე
 
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ
 
თავი I
ზოგადი დებულებები
 
მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა თევზისა), მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.
 
მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი
1. თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, აგრეთვე კიბოსნაირები და მოლუსკები.
2. სამინისტრო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
 
თავი II
ნადირობის საშუალებები და წესები
 
მუხლი 3. ნადირობის წესები
1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.
3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) - კანონით დადგენილ შემთხვევებში.
4. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, განისაზღვრება ამ დებულების დანართით.
5. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.
 6. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.
7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
8. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) მცენარეული საფარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების გარემოდან ამოღება ხორციელდება ტყვეობაში გამრავლების მიზნით; ცხოველების მოპოვება ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ან ხორციელდება გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულებით დადგენილი ქმედებები), სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ზ) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
თ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.
9. მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა).
10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების გამოყენება.
11. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისათვის დაშვებულ ტერიტორიებზე. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.
12. ნადირობისას დაშვებულია სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადსტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.
13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს.
 
მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღი 
აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში.
 
მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა 
ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.
 
მუხლი 6. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის
ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
 
მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით.
 
ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი,
ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით
 

ლათინური დასახელება

ქართული დასახელება

  ვადები        

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები

სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა

1

Anser anser

რუხი ბატი

01.11 – 01.03

5 ცალი

2

Anas strepera

რუხი იხვი

01.11 – 01.03

3 ცალი

3

Anas crecca

ჭიკვარა (სტვენია იხვი)

01.11 – 01.03

5 ცალი

4

Anas platyrhynchos

გარეული იხვი

01.11 – 01.03

6 ცალი

5

Anas querquedula

იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)

01.11 – 01.03

3 ცალი

6

Anas clypeata

ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი

01.11 – 01.03

3 ცალი

7

Fulica atra

მელოტა

01.11 – 01.03

6 ცალი

8

Anas acuta

კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი

01.11 – 01.03

3 ცალი

9

Anas penelope

თეთრშუბლა იხვი

01.11 – 01.03

6 ცალი

10

Anser albifrons

დიდი თეთრშუბლა ბატი

01.11 – 01.03

5 ცალი

11

Aythya ferina

წითელთავა ყვინთია

01.11 – 01.03

3 ცალი

12

Aythya fuligula

ქოჩორა ყვინთია

01.11 – 01.03

5 ცალი

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე

1

Anser anser

რუხი ბატი

10.09 – 31.12

3 ცალი

2

Anas strepera

რუხი იხვი

10.09 – 31.12

2 ცალი

3

Anas crecca

ჭიკვარა (სტვენია იხვი)

10.09 – 31.12

3 ცალი

4

Anas platyrhynchos

გარეული იხვი

10.09 – 31.12

5 ცალი

5

Anas querquedula

იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)

10.09 – 31.12

2 ცალი

6

Anas clypeata

ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი

10.09 – 31.12

2 ცალი

7

Fulica atra

 

მელოტა

10.09 – 31.12

5 ცალი

8

Anas acuta

კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი

10.09 – 31.12

2 ცალი

9

Anas penelope

თეთრშუბლა იხვი

10.09 – 31.12

3 ცალი

10

Anser albifrons

დიდი თეთრშუბლა ბატი

10.09 – 31.12

3 ცალი

11

Aythya ferina

წითელთავა ყვინთია

10.09 – 31.12

2 ცალი

12

Aythya fuligula

ქოჩორა ყვინთია

10.09 – 31.12

3 ცალი

სხვა ფრინველები

1

Scolopax rusticola

ტყის ქათამი

15.10 – 01.03

5 ცალი

2

Gallinago gallinago

ჩიბუხა

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

5 ცალი

3

Coturnix coturnix

მწყერი

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

20 ცალი

4

Columba palumbus

ქედანი

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

5

Columba livia

გარეული მტრედი

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

6

Columba oenas

გულიო (გვიძინი)

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

7

Streptopelia turtur

ჩვეულებრივი გვრიტი

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

8

Crex crex

ღალღა

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

5 ცალი

9

Lymnocryptes minimus

ჩიბუხელა (გარშნეპი)

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

 5 ცალი

 


წყარო:
კატეგორია: სტატიები კანონმდებლობაზე | დაამატა: Gia (21.09.2014)
ნანახია: 18530 | კომენტარი: 27 | ტეგები: nadirobis, კანონი ნადირობაზე, ნადირობის, kanoni, kanoni nadirobis shesaxeb, კანონი, შესახებ, shesaxeb, nadirobaze | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 27
0   Spam
27 kobaxidze   (06.01.2017 21:08:33)
ნადიფობის ახალ კანონზე რახდება იცით ვინმემ? 25

0   Spam
26 zviadauri   (05.01.2017 17:30:42)
მუხლი 3. ნადირობის წესები
3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) - კანონით დადგენილ შემთხვევებში.ეს მუხლი განმარტოს ამის დამწერმა თუ ცოცხალია 25

0   Spam
21 ჯარისკაცი   (28.12.2016 23:49:47)
და კანონი და წესდება ცხოველებზე ნადირობას არ ეხება? ერთი სიტყვით მაინც დაეწერათ რაიმე...

0  
25 Gia   (29.12.2016 23:25:33)
ცხოველებზეც წერია ამ კანონში, თუმცა ცხოველებზე ნადირობის ლიცენზია არ იცემა და ამიტომ აქტუალურიც არ არის

0   Spam
20 GIORGI-1990   (01.11.2016 21:51:41)
მე ეს მიკვირს,იხვის საყვირი რატომ არის შეტანილი ნადირობის აკრძალულ მეთოდებში,ევროპულ ქვეყნებში სადა ნადირობა აკრძალული არარის,არც იხვის საყვირის გამოყენება არის აკრძალული,მაშინ რაღას იყიდება მაღაზიებში ან საზღვარზე რატომ ატარებენ თუ აკრძალულია,ამოდენა ფული ტყუილად გადავიხადე? 25 25

0  
24 Gia   (29.12.2016 23:23:38)
ელექტრო საყვირია აკრძალული და არა ჩასაბერი საყვირი

0   Spam
19 irakligvenetadze   (30.04.2016 23:44:41)
თუ იცის ვინმემ გაგვარკვიეთ სად შეძლება და სად არა იხვზე ნადირორობა კოლხეთის დაბლობის ფარგლებში. 3 მუხლის 3ნაწილში არ არის გარკვევით სად შეიძლება იხვზე (გადამფრენ ფრინველზე)ნადირობა.

0   Spam
18 temo-niko13   (21.02.2016 13:32:12)
რუხი იხვი,განიერნისკარტე იხვი გარეული არაა?
23

0  
23 Gia   (29.12.2016 23:22:04)
გარეული იხვი ანუ ხარაზული

0   Spam
17 gio_mchedlishvili   (17.02.2016 21:14:10)
მოგესალმებით. მაინტერესებს მოსახლეობიდან 500მეტრით უნდა ვიყო დაშორებული რომ ვინადიროო?

0  
22 Gia   (29.12.2016 23:21:31)
7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
მოსახლეობიდან 500 მეტრში დაშორებაზე აქ არსად წერია. ანუ მასეთი შეზღუდვა არ წერია ამ კანონში

0   Spam
16 gocha311   (09.02.2016 22:17:37)
წალკაში რატო იკრძალება ადრე ნადირობა,იქნებ ვინმემ გამარკვიოთ, რა იქა მრავლდებიანნ???

0   Spam
15 panati   (21.01.2016 11:25:29)
ნამდვილათ კარგი სტატიაა ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ 10 10

0   Spam
14 Hunter77   (30.12.2015 21:23:19)
რატო არ უნდა იყოს ნადირობა დაშვებული კურდღელზე, მელაზე, [მგელი და ტურა საერთოდ უნდა გაიჟლიტოს] მაჩვზე, ღორზე და ზოგ სხვა ცხოველზე????? ვისაც ტ. . . ი აქ კი ხოცავენ დათვსაც და რავი რაც უნდათ, ჩვენ რა ვქნათ უბრალო მონადირეებმა???? შორიდან ვუყუროთ???? 01b 01b 01b 01b 01b 01b 01b 01b 01b 01b

0   Spam
12 tengo1985   (30.11.2015 00:11:45)
მოგესალმებით ყველას, იქნებ გამარკვიოთ კურდღელზე ნადირობა დაშვებულია თუ არა და სად შეიძლება ამოვიკითხოთ წესები??? 167

0  
13 Gia   (30.11.2015 22:20:28)
საქართველოში, კურდღელზე და სხვა არცერთ ცხოველზე ნადირობა არ არის დაშვებული. (სამონადირეო მეურნეობას არ ვგულისხმობ)

0   Spam
10 mere   (08.10.2015 12:48:30)
10 10 საჭირო იმფორმაციაა.ვინ დამეხმარება ,საცხოვრებელი ტერიტორიის გავლისას თოფი რა მდგომარეობაში უნდა იყვეს? მე მაქვს გარკვეული იმფორმაცია მაგრამ აზრის შეჯერება არ იქნება ურიგო..

0  
11 ზურა333   (08.10.2015 15:36:24)
თოფი უნდა იყოს დაშლილ მდგომარეობაში და იდოს შალითაში ან ყუთში, ასეთივე მდგომარეობაში უნდა იყოს ნაკრძალის ტერიტორიის გადაკვეთისას.

0   Spam
9 ნუგომონადირე   (26.08.2015 11:12:11)
166 კარგი სტაატიააა

0   Spam
8 J-A-N-O   (21.08.2015 19:10:33)
ისე გამოაქვთ კანონები მალე კველფრის ნადირობას აგრდზალავენ.

+1   Spam
7 shxurka123   (18.07.2015 22:35:46)
ამ დასავლეთში ყველგან ნაგრძალი რომ არის სად უნდა ინადიროს კაცმა?

0   Spam
6 rostomi_macharashvili   (16.07.2015 21:47:00)
მოგესალმებით ტყეში რო ვიარო თოფით სადაც კურდღელი და შველია პოლიცია დამაჯარიმებს?

0  
5 akson777   (19.02.2015 22:44:47)
Arrow , სეზონი 1 მარტს იხურება მეგობარო

0   Spam
2 Arrow   (08.02.2015 00:03:07)
ძმებო როდის იხურება სეზონი?ასა ითქვა 10 თებერვალს იხურებაო და რამდენად შეესაბამება სინამდვილეს?

0  
4 Gia   (19.02.2015 22:18:01)
თუ კარგად გადაავლებთ თვალს ბრძანებაში წერია ნადირობის ვადები სხვადასხვა ფრინველებზე

0   Spam
1 lashajordania   (05.10.2014 02:04:36)
მოგესალმებით ბატონებო, იქნებ დაწეროთ ჩიპის შესახებ 23

0  
3 Gia   (19.02.2015 22:16:50)
რა ჩიპის შესახებ?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 17
    სტუმარი: 15
    მონადირე: 2
    giohunt1982 , zaza123

    დღეს საიტზე იყვნენ
    Gia, krimanjuli, zviozzz, პედიატრი, VAXO-HUNTER, jango, bizona, gugalo, gelka72, daduka, barbaqadzenikolozi, stoeger1, gugaa1987, giohunt1982, sabjek, gurji, xvicha1, vanoarchi, beqa123, le-444-os, basheli

    დაბადების დღეს
    გილოცავთ!!!
    megrela(52) , leo24(22) , nadiri123(19) , zura89(28) , besoia(39) , ormota(33) , nabadeli(27) , valeri001(40) , pm_32(38) , zura-monadire(21) , tarzana(41) , nukri58(59) , fiesta(27) , goga01(21) , ladka(36) , vajailia(33) , Joseffa(36) , shota1976(41) , koshka(21) , goga597143226(21) , koshkinio(21) , 96(21) , koba12345(45) , guduna1996(21) , tvaliaanti(18) , gogagulordava01(21) , mavne921(25)

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика