ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 31 » გვაქვს თუ არა ქართველებს საახალწლო ჰიმნი    

23:09:17
გვაქვს თუ არა ქართველებს საახალწლო ჰიმნი
გვაქვს თუ არა ქართველებს საახალწლო ჰიმნი?!









დათო ევგენიძე, კომპოზიტორი, მუსიკოსი : - საქართველოს ყველა კუთხეში ძალიან ბევრი საახალწლო ჰიმნი გვაქვს! ჩვენი საშობაო საგალობლები, ეს იგივე საახალწლოებია... შეიძლება ჰიმნად ძნელია რომელიმე აღვიქვათ, რადგან ჩვენი საშობაო სიმღერები საგალობლის ფორმის და შინაარსის არის, მაგრამ რატომ არ შეიძლება? _ პირიქით, მიმაჩნია რომ ჩვენი ჰიმნი სწორედ რომ საგალობელია _ "ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო და.. ო ჰო ჰოი ჰოი ალილო"

_ ეს საშობაო არ არის?

_ ახალი წელი აბა რას ნიშნავს?! ეს ამ დღის ქრისტეს შობიდან განახლებას ვზეიმობთ.


კომპოზიტორთა კავშირის თავჯდომარე, კახა ცაბაძე:

- ქრისტეშობა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ახალი წელი ზოგს უხარია, ზოგს არა, შობა კი ყველას უხარია. ახალი წელი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს არის და ამიტომ ცოტა სასაცილო ნათქვამია რომ შობა და ახალი წელი ერთი და იგივეა... საქართველოში ალბათ საახალწლო ჰიმნად "მრავალჟამიერი" ითვლება.

- მრავალჟამიერი ხომ არაერთი სახეობისაა საქართველოში?

- დიახ, მაგრამ მრავალჟამიერი მრავალჟამიერია თავის იდეით.. ჩავთვალოთ რომ საახალწლო ჰიმნია _ საეკლესიო მრავალჟამიერი.

ვაჟა აზარაშვილი, კომპოზიტორი - საახალწლო ჰიმნი საქათველოში არ არსებობს. ახალი წლისადმი მიძღვნილ სიმღერებს კომპოზიტორები წერენ, მეც მაქვს დაწერილი, მაგრამ როგორც ჰიმნი, ასეთი არცერთი მათგანი არ არის.

_ დავით ევგენიძემ გვითხრა რომ ქართველებს გვაქვს საახალწლო ჰიმნი, სხვადასხვა საგალობლების სახით, მაგალითად _ ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო..

_ ეს არის ძველი, ხალხური სიმღერა.. ხალხიდან ხალხში გადადის.. ალბათ გაჰიმნებულია.. დიახ, სიმბოლურად ეს არის მიღებული.

- კახა ცაბაძემ საახალწლო ჰიმნად მრავალჟამიერი დაასახელა..

_ მრავალჟამიერი ბევრი გვაქვს.. ასე ბატონ კახას მიაჩნია, მაგრამ იქნებ სხვა სხვანაირად ფიქრობს. მრავალჟამიერი საახალწლოც არის და არასაახალწლოც. ერთი ჰიმნი საახალწლო დაკანონებული არ არის, როგორც საქართველოს ჰიმნია, ან თუ გნებავთ, "დინამოს" ჰიმნი.

მაია დათუნაშვილი, კომპოზიტორი - საშობაო სიმღერები გვაქვს, ფოლკლორშიც და კომპოზიტორების მიერ შექმნილიც, მაგრამ საახალწლო ჰიმნი არ მახსენდება.

- კახა ცაბაძე მრავალჟამიერს მიიჩნევს საახალწლო ჰიმნად, დავით ევგენიძე _ ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო...

- ორივე მათგანი საშობაოა.. სახალწლო ჰიმნი არ გვაქვს ქართველებს, მითუმეტეს ფოლკლორში.

- რატომ მოხდა ასე?

_ რელიგიურადაც და ისტორიულადაც შობა-ახალი წელი ერთად მოიხსენიებოდა. შობა კალენდარულად წინ უძღოდა ახალი წლის დადგომას. ქრისტეშობის დღიდან იწყება საერთოდ ათვლა და ამიტომ ცალკე საახალწლო თემა არ არსებობდა..

თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი: - საახალწლო სიმღერა, მითუმეტეს ჰიმნი ქართულ ფოლკლორში არ არის.

- ხედავთ საჭიროებას რომ დადგეს საკითხი საახალწლო ჰიმნის შექმნის?

- რეზო ლაღიძე ცოცხალი აღარ არის და ყველა სხვა კომპოზიტორი ისეთ რამეს დაწერს, რომელიც ყველა ქართველისთვის მისაღები არ იქნება. მემგონი რეზო ლაღიძე არის კომპოზიტორი, რომელიც საყოველთაოდ ყველამ აღიარა. დღესაც არიან არაჩვეულებრივი კომპოზიტოები, რომლებიც ბრწყინვალე ნაწარმოებებს ქმნიან, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანს საახალწლო ჰიმნის დაწერა უნდა მივანდოთ. ეს ჩემი სუბიექტურია აზრია და იმედია რომ არ მიწყენენ.

- დავით ევგენიძემ "ოცდახუთსა დეკემბერსა" დასახელა...

- დავით ევგენიძის და ჩემი მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა. საშოაბო სიმღერა ახალ წელთან ასოცირდება. ჩემთვის ახლის დაბადება შობასთან და ახალ წელთან არის დაკავშირებული. –"ოცდახუთსა დეკემბერსა" ჩემთვის სრულიად მისაღებია... შეიძლება კარგი სიმღერა დაიწეროს, მაგრამ "ოცდახუთსა დეკემბერსა"-ს თავის ადგილი აქვს და ამ საშობაო სიმღერას ვერაფერი შეცვლის..


- კახა ცაბაძემ მრავალჟამიერი დაასახელა..

- მრავალჟამიერი უკვე დალოცვაა.. მრავალჟამიერი შეიძლება ახალ წელსაც იმღებოდეს და ნებისმიერ დღესასწაულზე, მაგრამ ის რაც ახლის დაბადებასთან არის დაკავშირებული, მხოლოდ საშობაოა...



მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისათვის)



წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/kultura-da-shoubiznesi/15013-gvaqvs-thu-ara-qarthvelebs-saakhaltslo-himni.html
კატეგორია: მიმოხილვა | ნანახია: 2420 | დაამატა: Admin | ტეგები: საახალწლო, ჰიმნი, არა, გვაქვს, ქართველებს, თუ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 giohunt1982   (31.12.2012 23:19:35) [მასალა]
166 10 10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 17
    სტუმარი: 17
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика