ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 17 » როგორ აქცია ოპტიმიზმმა და გამომგონებლობამ მძიმე განსაცდელი დიდ მოგებად    

02:34:42
როგორ აქცია ოპტიმიზმმა და გამომგონებლობამ მძიმე განსაცდელი დიდ მოგებად
როგორ აქცია ოპტიმიზმმა და გამომგონებლობამ მძიმე განსაცდელი დიდ მოგებად
როგორ აქცია ოპტიმიზმმა და გამომგონებლობამ მძიმე განსაცდელი დიდ მოგებად
19-11-2012
1999 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოში ყოველწლიურად $1 მილიარდზე მეტი ღირებულების შოკოლადის კვერცხი "კინდერ-სიურპრიზი" იყიდება.
ევროპაში უკვე სამი თაობა გაიზარდა, რომელიც დილას ჭიქა ყავითა და "ნუტელას" ტკბილი კრემით იწყებდა. ყოველდღე მილიონობით ქმარი და მამა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყიდულობს საყვარელი ქალისთვის "რაფაელოს" კანფეტების კოლოფს, ბავშვებისთვის კი მაცდუნებელ შოკოლადის კვერცხებს, "კინდერ-სიურპრიზს". ხოლო "ტიკ-ტაკში" რომ მხოლოდ ორი კალორიაა, ეს იცის ყველამ, ვინც თავის წონას აკონტროლებს... კომპანია "ფერეროს" მფლობელი, 84 წლის მიკელე ფერერო და მისი ოჯახი, "ფორბსის" მსოფლიოს უმდიდრესთა რეიტინგში 2011 წელს 32-ე ადგილზე აღმოჩნდა $18 მილიარდით. ბიზნესიმპერიის ისტორია 1941 წლიდან იწყება, ციცქნა საკონდიტროდან იტალიის პიემონტის ოლქში.

როცა 1979 წელს შოკოლადის კვერცხი "კინდერ-სიურპრიზი" დახლზე პირველად გამოჩნდა, მთელი პარტია ერთ საათში გაიყიდა. ასე დაიწყო მანია, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. არა მარტო ბავშვებმა, არამედ ზრდასრულმა, სერიოზულმა ადამიანებმაც დაიწყეს "კინდერ-სიურპრიზის" სათამაშოების შეგროვება და კოლექციონერობა.

ზოგმა მიბაძვაც სცადა. მაგალითად, ბელგიელმა ყასაბმა ალან ფონტეინმა ძეხვ სალიამისგან დაამზადა "კინდერ-სიურპრიზი". მისი აზრით, ძეხვისგან დამზადებული კვერცხი უფრო დიდია, სასარგებლოც და თანაც იქ უფრო დიდი სათამაშო მოთავსდებოდა... წარმატება არ განმეორებულა.
ასორტიმენტის მრავალფეროვნებით "ფერეროს" ბადალი არ ჰყავს. ახალი პროდუქტის შექმნას ორი-სამი წელიწადი სჭირდება. ახალმა ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა, ტრადიციული რეცეპტისა და "შინაურული" გემოს შენარჩუნებით, შოკოლადის კანფეტების ნაკადური წარმოება. მაგალითად, შოკოლადის ბურთულები თხილის შიგთავსით - "როშე", კომპანიიის ცენტრალური ფაბრიკის კონვეიერიდან წუთში 900 ცალი ჩამოდის. "ფერეროს" 18 ფილიალი ოთხ კონტინენტზე ყოველდღე 25 მილიონზე მეტ "როშეს" აწარმოებს. იტალიელი კულინარების ერთ-ერთი ბოლო ქმნილება "კინდერ-მერენდერომ" ლათინური ამერიკის უზარმაზარი ბაზარი უნდა აითვისოს. საქმე ის არის, რომ ჩვეულებრივი "კინდერ-სიურპრიზი" სიცხეში დნება და მიმზიდველობას კარგავს. ახალ, "სიცხეგამძლე კვერცხს" კი ასეთი საფრთხე აღარ ემუქრება.


სიცხით დაღუპული, სიცხით გადარჩენილი

პიეტრო ფერერომ 1930 წელს პატარა ქალაქ ალბაში მამისგან მემკვიდრეობით საფუნთუშე მიიღო. მხიარული და დაუდგრომელი ხასიათი მას უფრო სადღესასწაულო საქმიანობისკენ უბიძგებდა და საფუნთუშეც საკონდიტროდ გადაიქცა.
ომის დროს საქმეები კარგად არ მიდიოდა. ძმებთან, პიეტრო და ჯოვანი ფერეროებთან მომხმარებელი უფრო დაცეხვილი პურის საყიდლად თუ შეიხედავდა. ნამცხვრებისთვის ფქვილი, შაქარი და კარაქი არ კმაროდა. მაგრამ პიეტრომ მაინც მოახერხა მძიმე დროს თანამოქალაქეების გახარება. ჩაშაქრებული თაფლის, კაკაოს ფხვნილისა და ცოტაოდენი ზეითუნის ზეთისგან მან ტკბილი ჩხირები დაამზადა, რომელსაც "ჯანდუიო" უწოდა.

ჩხირებმა სამ წელიწადში მთელი პიემონტი მოხიბლა. პლუსი იყო მუდმივად ცვალებადი გემოც - პიეტრო განუწყვეტლივ დგამდა ექსპერიმენტებს და შემადგენლობას ცვლიდა. ნუგბარისთვის ძმებმა მოიფიქრეს ფოლგის შეფუთვა, რომლის ეტიკეტზეც პიემონტელი გლეხის ქალი ორ მხიარულ ბავშვს ეხვეოდა... მეოთხე ზაფხულს, გაუსაძლის სიცხეებში საკონდიტროს უბედურება დაატყდა თავს. საღამო ხანს, ფერეროს მეუღლე პიერა საწყობში შევიდა ნამცხვრების მარაგის შესავსებად და დაინახა, რომ აკურატულად დაწყობილი ჩხირების ნაცვლად, ფოლგაში გახვეული ფორმადაკარგული ტკბილეული ეწყო. "ჯანდუიოს" უზარმაზარი პარტია, სადაც ამჯერადაც ოჯახის მთელი მოკრძალებული მოგება იყო დაბანდებული, სიცხისგან გამდნარიყო! პიერა ატირდა... ფერერო, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და მხიარული ადამიანი, ძნელად შეეგუებოდა ბედის ასეთ დარტყმას. სიცხემ მისი პროდუქციის ყველაზე დიდი პარტია გაანადგურა, რომელიც ქალაქის დღესასწაულისთვის იყო მომზადებული... პიეტროს თავში გენიალური აზრი მოუვიდა.

ერთი საათის შემდეგ ის უკვე მუშტრებს შოკოლადის ბუტერბროდებით უმასპინძლდებოდა. გამდნარი "ჯანდუიო" პიეტრომ პურის ნაჭრებს წაუსვა, ის ძალიან გემრიელი და მსუყე აღმოჩნდა. ბავშვებს ხომ ყურების დაგლეჯის მუქარის შიშითაც ვერ აცილებდნენ ახალ ტკბილეულს. პროდუქცია გაიყიდა და მეტი მოგება დატოვა, ვიდრე ჩხირებს უნდა მოეტანა. გამდნარი მასა უამრავ ბუტერბროდს ეყო. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შენიშნა პიერამ მეუღლის თმაში ვერცხლისფერი... ეს იმ წუთების შედეგი იყო, როცა პიეტრო ფიქრობდა, რომ მთელი მისი საქმე დაინგრა... უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ სიცხეს ფერეროები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ყოველ ზაფხულს კომპანია სამი თვით წყვეტს შოკოლადის ფიგურების მიწოდებას, იმის შიშით, რომ მაღაზიები მათ სასაქონლო სახეს ვერ შეუნარჩუნებენ.

ცხელი ამინდისადმი უნდობლობამ სხვა გამოგონებას, კანფეტ "რაფაელოს" დაუდო საფუძველი. კრემის შიგთავსი ვაფლის გარსში პიეტრო ფერეროს მრავალწლიანი შრომის ნაყოფია. ტკბილეულს ზაფხულის სიცხე ვერაფერს აკლებს. თუმცა ამას ბევრი წვალება დასჭირდა.
...რამდენიმე გამდნარი შოკოლადის ჩხირი პიეტრომ თავის ლაბორატორიაში წაიღო და დიდხანს სწავლობდა, როგორ უნდა მოეხერხებინა შემთხვევით მიღებული პასტის დამზადება საწარმოში. ეცნობოდა სპეციალურ ლიტერატურას, ცვლიდა შემადგენლობას, ხან კაკაოს ამატებდა, ხანაც ცხიმსა და ვანილს... ნახევარი წლის შემდეგ გაჩნდა "კრემა ჯანდუიო", მასში კაკაო ცოტა იყო, იაფიც ღირდა, თუმცა თხილისა და შოკოლადის გემოთი მაინც გამოირჩეოდა. წარმატებამ მოლოდინს გადააჭარბა. 1946 წლის თებერვლისთვის პიეტროს უკვე 6600 გირვანქა კრემი ჰქონდა გაყიდული. მან გადაწყვიტა, ძმასთან ერთად ნამდვილი საოჯახო საწარმო შეექმნა. 1946 წლის 14 თებერვალი კომპანია Ferrero.S.P.A.-ს დაბადების დღე გახდა. ერთი თვეში კრემმა მთელი იტალია დაიპყრო. შემოსავალი იზრდებოდა, ფირმა ფართოვდებოდა, პიეტროსა და ჯოვანის გადაწყვეტილი ჰქონდათ, მათი ქმნილება "იტალიის სახედ" ექციათ და საექსპორტოდ გაეტანათ. კრემმა საზეიმოდ მიიღო ახალი სავაჭრო სახელწოდება - "ნუტელა".


"არგებს კუჭსაც, გონებასაც"

ფერეროთა პირველი თაობა პიეტროს ვაჟმა მიკელემ შეცვალა. ოჯახურ ბიზნესს ის 24 წლის ასაკში ჩაუდგა სათავეში. მიკელეს ბავშვობიდან არ უყვარდა რძე და ამით მშობლებს სისხლს უშრობდა. სწორედ მას მოუვიდა აზრად, სერიულად გამოეშვათ საბავშვო საკონდიტრო ნაწარმი, რომელშიც დიდი რაოდენობით რძე იქნებოდა (42%-მდე). ასე გაჩნდა "კინდერის" სერია. მიკელემ ფირმის მართვა სუპერმარკეტების ეპოქაში დაიწყო. მან შენიშნა, როგორ მოიწყენდნენ ხოლმე ბავშვები, სანამ დედა საყიდლებზე მიმოდიოდა. შოკოლადი პრობლემას ვერ მოაგვარებდა, რადგან ბავშვი მას უცებ შესანსლავდა და კვლავაც სატირლად გაემზადებოდა. საჭირო იყო რაღაც იაფი, ნებისმიერი ჯიბისთვის ხელმისაწვდომი, რაც კარგა ხნით შეიქცევდა ბავშვის პირსაც და გონებასაც. სწორი გადაწყვეტილება ბავშვობის მოგონებებიდან "აღმოცენდა": იტალიაში აღდგომას მშობლები ხშირად აცხობენ ბავშვებისთვის კვერცხის ფორმის ღვეზელს, რომელშიც პატარა სიურპრიზს დებენ: სათამაშოს, მონეტას. ფერეროებმა გადაწყვიტეს, რაღაც მსგავსი შოკოლად "კინდერის" სერიიდან დაემზადებინათ. ორფენიანი შოკოლადის კვერცხის წარმოება ახალ გამოგონებად იქცა, რისთვისაც ფერეროს ოჯახმა მორიგი პატენტი მიიღო. შიგთავსის ყვითელი კაფსულა ნატურალური კვერცხის გულის ზომისაა, ხოლო შესაფერის სათამაშოებს, რომლებიც ბავშვსაც გაართობდნენ და პატარა ზომაც ექნებოდათ, დიდი შემოქმედებითი გუნდი არჩევდა...

2008 წელს ფერეროების ფირმის წლიური ბრუნვა $8,4 მილიარდი იყო. ის ამჟამად მსოფლიოში მესამე კომპანიაა შოკოლადის გიგანტების, "ნესტლესა" და "მარსის" შემდეგ. მიკელე ფერერო კი იტალიაში უმდიდრესი ადამიანია. საოჯახო საქმეს ბოლო დროს მისი შვილები, პიეტრო და ჯოვანი მართავდნენ, ისინი გენერალური დირექტორის ერთსა და იმავე თანამდებობას იყოფდნენ. პიეტროს ბიზნესის განახლების დიდი გეგმები ჰქონდა, მაგრამ წლეულს აპრილში მოულოდნელად დაიღუპა სამხრეთ აფრიკაში, ველოსიპედით სეირნობისას. მიკელეს, რომელსაც თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს მიუცია ინტერვიუ, დუმილი არც ამჯერად დაურღვევია. დღესაც, "ფერერო გრუპის" ყველა აქცია ფერეროების ოჯახის საკუთრებად რჩება...

მოამზადა ემა ტუხიაშვილმა
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/history/14539-rogor-aqcia-optimizmma-da-gamomgoneblobam-mdzime-gansacdeli-did-mogebad.html
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 1540 | დაამატა: Admin | ტეგები: როგორ აქცია ოპტიმიზმმა და გამომგონე | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 12
0   Spam
12 giviko2010   (17.12.2012 16:32:59) [მასალა]
54 AllSmail133 AllSmail133

0   Spam
11 giviko2010   (17.12.2012 16:32:10) [მასალა]
167 167

0   Spam
10 giviko2010   (17.12.2012 16:31:36) [მასალა]
25 25 36_1_69 39

0   Spam
9 giviko2010   (17.12.2012 16:31:13) [მასალა]
36_1_69 36_1_69 39

0   Spam
8 giviko2010   (17.12.2012 16:30:01) [მასალა]
23_30_126

0   Spam
7 giviko2010   (17.12.2012 16:29:44) [მასალა]
069 10

0   Spam
6 giviko2010   (17.12.2012 16:28:54) [მასალა]
48

0   Spam
5 giviko2010   (17.12.2012 16:28:23) [მასალა]
ფგჰტჰ

-1   Spam
4 giviko2010   (17.12.2012 16:28:03) [მასალა]
ეხა ვწერ იმიტომ რო მტავარზე წერა სჰევდზო
54 069

0   Spam
3 giviko2010   (17.12.2012 16:26:49) [მასალა]
48 48 13

0   Spam
2 badri94   (17.12.2012 15:28:50) [მასალა]
10 10 10 10

0   Spam
1 gio90   (17.12.2012 14:57:50) [მასალა]
166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    qorbude

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика