ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » მონადირის მასალა [Admin (930)]
« 1 2 3 4 ... 18 19 »

ნადირობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 აგვისტოს დაიწყო

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ნაცვლად დადგენილი 1 სექტემბრისა, ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოდან დაიწყო.

სამინისტრომ ნორმატიულ აქტში ცვლილება ქვეყნის ტერიტორიაზე სანადირო არეალის მნიშვნელოვნად შემცირების გამო შეიტანა. არეალის შემცირება სანადიროდ ნებადართული მინდვრების დიდი ნაწილის გადაწვამ (დაუდევრობით გამოწვეული ხანძრები) გამოიწვია.

დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 1378 | დაამატა: Admin | დრო: 19.08.2018 | კომენტარი (0)

დანია აპირებს გერმანიის საზღვარზე 50 კილომეტრი სიგრძისა და 1,5 მეტრი სიმაღლის დამცავი კედელი ააშენოს, რათა გერმანიიდან შემოსული გარეული ტახებისაგან დანიური ღორები დაიცვას.

დანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, გერმანიიდან ტახებმა შესაძლოა სასიკვდილო ინფექცია - აფრიკული ჭირი გადმოიტანონ, რითიც ქვეყნის ხორცის წარმოება სერიოზულად დაზარალდება. შეგახსენებთ, რომ დანია ღორის ხორცის წარმოების კუთხით ევროპაში ერთერთი ლიდერი ქვეყანაა.

დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1163 | დაამატა: Admin | დრო: 17.08.2018 | კომენტარი (0)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიება განახორციელეს.

სამტრედია-დაფნარის მონაკვეთში დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაათვალიერეს მდინარე რიონის აუზის - ზუთხის სატოფე ადგილები.

მოქალაქეებს მდინარეში ერთი ერთეული ჩასადგმელი იარუსი, 57 ერთეული „ საზუთხე ანკელარი", 7 ერთეული ხოლოხი ბადე, ასევე 20 ერთეული დიდი ზომის ნემსკავი(20მმ) ჰქონდათ ჩაგებული.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 1496 | დაამატა: Admin | დრო: 17.08.2018 | კომენტარი (2)

ცვლილებაა ნადირობის სეზონის გახსნის ვადასთან დაკავშირებით. ნადირობის სეზონი ახალქალაქის, ახალციხეს, ნინოწმინდას, წალკის, დმანისის, დუშეთის და თიანეთის ტერიტორიებზე ნაცვლად აგვისტოს მესამე შაბათისა ანუ 2018 წლის18 აგვისტოსი იხსნება 2018 წლის 1 სექტემბერს.
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 3005 | დაამატა: Admin | დრო: 13.08.2018 | კომენტარი (20)

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ:

ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს 

დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 1904 | დაამატა: Admin | დრო: 09.08.2018 | კომენტარი (3)

ქართველმა მეთევზეებმა შავ ზღვაში თევზის უნიკალური სახეობა "ზღვის ეშმაკი" აღმოაჩინეს (+ვიდეო)
შავ ზღვაში თევზის ეს სახეობა იშვიათია. ჩაქვის აკვატორიაში ქართველმა მეთევზეებმა თევზის უნიკალური სახეობა მოიპოვეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გვაცნობეს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა სახეობა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ თევზის აღნიშნული სახეობა მიეკუთვნება "ზღვის ეშმაკს" (Lophius piscatorius), რომელიც მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1727 | დაამატა: Admin | დრო: 01.07.2018 | კომენტარი (2)

  1. ვეტერინარული აფთიაქი უნდა დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. რეგისტრაციის გარეშე ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალულია;
  2. საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  3. ვეტერინარული აფთიაქი წარმოადგენს ვეტერინარულ-ფარმაცევტული პროფილის საცალო ვაჭრობის დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ვეტერინარული პრეპარატების, ცხოველთა საკვებისა და საკვებდანამატების, ჰიგიენური და ზოოვეტერინარული დანიშნულების საგნების რეალიზაციას, საჭიროების შემთხვევაში წამლების მომზადებას;
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1401 | დაამატა: Admin | დრო: 23.03.2018 | კომენტარი (0)

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მეტრში ველის სასაფლაოა. უკვე 2 წელზე მეტია, ამ ადგილას შინაურ ცხოველებს კრძალავენ.
დაარსებიდან თვენახევარში, 2 წლის წინ პირველი დაკრძალვა შედგა. ახალ სასაფლაოზე 71 ახალი სამარხია. სამახსოვრო ძვირფას ქვებზე დატანილი ეპიტაფიებიდან ვკითხულობთ, რომ აქ ძაღლები და კატები განისვენებენ.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1626 | დაამატა: Admin | დრო: 23.03.2018 | კომენტარი (0)

ქალაქ ალბერტას (დასავლეთ კანადა) მცხოვრებლებმა ადგილობრივი მთავრობისგან მიიღეს შოკისმომგვრელი ინფრომაცია. თავდაპირველად, ადამიანების უმეტესობა ფიქრობდა, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა. 

კერძოდ, მთავრობის წარმომადგენლები ალბერტას მცხოვრებლებს თხოვნით მიმართავენ, არ გადააგდონ ოქროს თევზი უნიტაზში.

ლეტბრიჯის პროვინციაში, ფორტ მაკმურაიში იპოვეს დიდი ზომის ოქროს თევზები.
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 1990 | დაამატა: Admin | დრო: 26.02.2018 | კომენტარი (0)

ძაღლის თავდასხმისგან არავინაა დაზღვეული. ხშირ შემთხვევაში კომპანიონი ცხოველი ადამიანს თავს ესხმის იმ დროს, როცა ტერიტორიას იცავს. თუ ხროვიდან ერთი მათგანი თავს გესხმით, მას სხვებიც უერთდებიან.
როგორ დავიცვათ თავი, თუ ძაღლი ჩვენს მიმართ აგრესიას გამოხატავს? ექსპერტები რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებენ.
თუ ძაღლი გიყეფთ და კბილებს კრიჭავს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. 
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 2579 | დაამატა: Admin | დრო: 26.02.2018 | კომენტარი (1)



წალენჯიხაში თევზაობისას 19 წლის ბიჭი დაიღუპაწალენჯიხის რაიონში, მდინარე ჭანისყალზე თევზაობისას 19 წლის ბიჭი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 1659 | დაამატა: Admin | დრო: 26.02.2018 | კომენტარი (0)

სამხრეთ აფრიკაში, კრუგერის ეროვნული პარკის მახლობლად, ლომებმა ბრაკონიერი შეჭამეს.

როგორც BBC წერს, სამხრეთ აფრიკის პოლიცია ვარაუდობს, რომ გარდაცვლილი ცხოველებზე ნადირობდა.

ცხოველებმა ბრაკონიერი თითქმის მთლიანად შეჭამეს. პოლიციელებმა მხოლოდ თავის და სხეულის ფრაგმენტების პოვნა შეძლეს.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 1700 | დაამატა: Admin | დრო: 15.02.2018 | კომენტარი (2)


ზუგდიდის რაიონში, სოფელ ურთაში, მონადირეებმა, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, მგელი მოკლეს.

ურთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მგელმა რამდენიმე რქოსანი პირუტყვი დაგლიჯა. მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას დამატებითი ლიცენზიის გაცემა სთხოვა და ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დამატებით 6 ლიცენზია 

დაწვრილებით...
კატეგორია: მგლები და ტურები | დათვალიერებულია: 1659 | დაამატა: Admin | დრო: 12.02.2018 | კომენტარი (4)

ძაღლი ადამიანის ისტორიის განუყოფელი ნაწილი იყო უძველესი დროიდან. მრავალ კულტურაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა. ძაღლის მოშინაურების ყველაზე ადრინდელი მატერიალური დადასტურება აღმოჩნდა ათასწლეულების წინანდელ სამარხებში, დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე.
აქ იპოვეს ლეკვებისა და ზრდასრული ძაღლების ჩონჩხები, რომელთაც ადამიანების გვერდით მარხავდნენ
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 1958 | დაამატა: Admin | დრო: 11.02.2018 | კომენტარი (5)

ეს ვიდეო ზაფხულის განწყობითაა გაჟღენთილი - აქ არის მწვანე მოლი, ცისფერი ღელე, მოწმენდილი ცა და მხიარული ძაღლები.

ბრძენი მამა თავიდან თავის პატარებს აჩვენებს, თუ როგორ უნდა ჩავიდნენ სწორად წყალში, შემდეგ კი უფრო აქტიურ გართობაზე გადავიდნენ. 
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 1523 | დაამატა: Admin | დრო: 10.01.2018 | კომენტარი (2)


მარნეულში მამაკაცი ტურამ დაკბინამარნეულში მამაკაცი ტურამ დაკბინა. როგორც ,,ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, შემთხვევა ქალაქ მარნეულში მოხდა. მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ მამაკაცს ქვედა კიდურებზე წვივის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. ცენტრის სპეციალისტის ნათელა მაჭარაშვილის განცხადებით, მამაკაცს შესაბამისი აცრები ჩაუტარდა და 10 დღის განმავლობაში ის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. 
ცენტრში აცხადებენ, რომ მარნეულის
დაწვრილებით...
კატეგორია: მგლები და ტურები | დათვალიერებულია: 1483 | დაამატა: Admin | დრო: 10.01.2018 | კომენტარი (1)

საჰარაში მოთოვა
საჰარაში მოთოვა. "ინდეფენდენთის" ცნობით, თოვა ალჟირის ქალაქ აინ სეფრაში კვირას, დილით დაიწყო, ბავშვებს ცხოვრებაში პირველად მიეცათ საშუალება, ფერდობებზე ესრიალათ. 

სამწუხაროდ, მაღალი ტემპერატურის გამო თოვლმა დნობა მალევე დაიწყო. 

ბოლო 40 წლის მანძილზე უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ქალაქში მოთოვა. აინ სეფრას "უდაბნოს ჭიშკარსაც" უწოდებენ. ქალაქი 1881 წელს დაარსდა. საშუალო ტემპერატურა
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 1598 | დაამატა: Admin | დრო: 10.01.2018 | კომენტარი (2)

23 დეკემბერს ბალიგრუდის რაიონში (პოლონეთი) მეტყევე კაზიმერზ ზოკამ ხმამაღალი ყვირილით განდევნა მგლების ხროვა, რომელმაც დათვი და მისი ბელები ალყაში მოაქცია.

პატარა მტაცებლებზე მგლების თავდასხმის მცდელობის ვიდეო მეტყევემ თავად გადაიღო.
დაწვრილებით...
დათვალიერებულია: 1737 | დაამატა: Admin | დრო: 04.01.2018 | კომენტარი (7)

როდესაც მეორე კლასში ვსწავლობდი, ჩვენს კუნძულზე მდინარე ამურზე ვცხოვრობდით. ჩინეთთან უფრო ახლოს ვიყავით, ვიდრე ხაბაროვსკთან. საშინელი ყინვები იყო, გარშემო - ტყე. 
მაგარ ყინულზე ხშირად უსურიული ვეფხვები გადმოდიოდნენ. ღამ-ღამობით აივნიდან ჩანდა, როგორ იქექებოდნენ საჭმლის ძიებაში ნაგვის ბუნკერებში.
მამა მაშინ ჯერ კიდევ უფროსი ლეიტენანტი იყო. დღეგამოშვებით ყარაულში მსახურობდა, სადაც ხშირად კურიოზები ხდებოდა. 
ერთხელაც დაშორებული პუნქტიდან შეშინებული ყაზახის ზარი გაისმა.
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 2492 | დაამატა: Admin | დრო: 13.12.2017 | კომენტარი (12)


49 წლის პოლ ნიკლენმა ბაფინის კუნძულზე სულისშემძვრელი კადრები გადაიღო, სადაც ჩანს, რომ დათვი შიმშილის დაკმაყოფილებას ძველი თოვლმავალის ნაწილებს ჭამს. თოვლი დადნა, შესაბამისად, გაქრა ყველა ცხოველი თუ ფრინველი, რაზეც, შესაძლოა, პოლარულმა დათვმა ინადიროს.

პოლი და მისი გადამღები ჯგუფი იმედოვნებს, რომ კადრები მსოფლიოს გამოაფხიზლებს და დააფიქრებს იმ ტრაგიკულ მოსალოდნელ შედეგებზე, რაც კლიმატის 
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 1922 | დაამატა: Admin | დრო: 13.12.2017 | კომენტარი (2)

ბევრ ქვეყანაში ნადირობა მამაკაცური თამაშის სახეობად ითვლება, მაგრამ ზოგან -გადარჩენის საშუალებაა.

მაგალითად აფრიკაში გველებზე სწორედ იმიტომ ნადირობენ, რომ იკვებონ, რადგან სხვა საკვები ახლო მომავალში არ ჩანს და პითონის ტყავი კი ბაზარზე ძალიან ძვირი ღირს. 

ნახეთ, როგორ ხდება 6-მეტრიან აფრიკულ მთის პითონზე ნადირობა სატყუარათი.
 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2636 | დაამატა: Admin | დრო: 04.12.2017 | კომენტარი (8)

ნორვეგიის ჩრდილოეთით ირმების მიგრაციის გზებს რკინიგზა კვეთს. ბოლო 3 წლის მანძილზე მატარებლების დაჯახების შედეგად უკვე 2000 ცხოველზე მეტი მოკვდა, ხოლო უკანასკნელი 3 დღის მანძილზე დახოცილი ცხოველის რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.

ნორვეგიის ტერიტორიაზე 250 000 ჩრდილოეთის ირემი (лат. Rangifer tarandus) ცხოვრობს, უმეტესობა - ქვეყნის ჩრდილოეთ მხარეს. სიცივეების დადგომისთანავე მათ საკვების საძიებლად დიდი ტერიტორიის გადალახვა უწევთ. ამ ტერიტორიაზე რკინიგზა გადის.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2182 | დაამატა: Admin | დრო: 04.12.2017 | კომენტარი (1)

ძაღლმა ამერიკელ მონადირე, უილიამ რენკურტს თავისივე იარაღიდან ესროლა. ინციდენტის შესახებ აიოვას (ტეხასის შტატი, აშშ) ტელეარხი იტყობინება.

ოთხშაბათს, 29 ნოემბერს 36 წლის მამაკაცი ქალაქ ლებანონიდან (ნიუ-ჰეპფშირის შტატი) სამ მეგობართან ერთად ხოხობზე ნადირობდა. უეცრად ზურგში 12 კალიბრიანი ტყვია მოხვდა იმ იარაღიდან, რომელიც მიწაზე იდო. ”დამნაშავე” აღმოჩნდა ძაღლი, რომელმაც ჩახმახს ფეხი შემთხვევით დააბიჯა. სროლა 20 მეტრის სიშორიდან მოხდა. მამაკაცი საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმები იმედოვნებენ, რომ იგი გადარჩება.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2090 | დაამატა: Admin | დრო: 04.12.2017 | კომენტარი (7)

თბილისში მაყაშვილის ქუჩაზე ნაპოვნი ცხოველი ე.წ. ჩეხური ვოლჩაკი - "მგელძაღლა" აღმოჩნდა. ამის შესახებ "პირველს" ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა.

"საბედნიეროდ მგელი არ არის. ეს არის მგლისა და ძაღლის ჰიბრიდი - "ვოლჩაკი". ჩეხური ჯიშია ახლახანს გამოყვანილი. თუმცა, გენეტიკური ანალიზის საბოლოო პასუხს დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება" , -განუცხადა "პირველს" ზურაბ გურიელიძემ.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2287 | დაამატა: Admin | დრო: 20.11.2017 | კომენტარი (1)


კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცმა ხელის მტევანი დაკარგაწალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცს კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა, რის შედეგადაც მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა. 
წალენჯიხის ახლად არჩეული მერის, ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, დაშავებული 27 წლისაა და ზუგდიდის რეფერეალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

"ზუგდიდში ვიყავი, რომ დამირეკეს. დეტალურად მეც არ ვიცი, მაგრამ როგორც მაქვს ინფორმაცია, დაშავებული სათევზაოდ მიდიოდა, როდესაც კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა", 
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 1546 | დაამატა: Admin | დრო: 20.11.2017 | კომენტარი (2)


პალიასტომის ტბაში 30 ათასამდე კობრის ჯიშის ლიფსიტა გაუშვესდღეს პალიასტომის ტბაში წნორის სატბორე მეურნეობიდან გადაყვანილი 30 ათასამდე კობრის ჯიშის ლიფსიტა გაუშვეს. აქცია ასოციაცია ფლორა და ფაუნასა და კოლხეთის ეროვნული პარკის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. 
ორგანიზატორების განცხადებით, ლიფსიტები ერთ წელიწადში დაახლოებით 2-3 კილოგრამს მიაღწევენ. მათივე ინფორმაციით, აქციის მიზანია პალიასტომში კობრის პოპულაციის აღდგენა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. 
„ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1758 | დაამატა: Admin | დრო: 10.11.2017 | კომენტარი (10)

ბრიტანელი აქტივისტი, რომელიც გადაშენების გზაზე მყოფი ადგილობრივი წითელი ციყვების პოპულაციის გადასარჩენად ხოცავს ამერიკიდან შემოყვანილ რუხ ციყვებს, რომლებიც ადგილობრივი სახეობის რაოდენობის შემცირებას იწვევენ, ბუნების დამცველმა აქტივისტებმა რასისტად გამოაცხადეს.ენდრიუ ჰოდკინსონი ბრიტანული წითელი ციყვების გადარჩენის მოხალისეთა ჯგუფის წევრია. ეს ჯგუფი ტყეებში პატრულირებს და ხოცავს ამერიკიდან შემოყვანილ რუხი ჯიშის ციყვებს, რომლებიც ბრიტანულ წითელ ჯიშში 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1607 | დაამატა: Admin | დრო: 07.11.2017 | კომენტარი (6)

სტატიაში PETA აცხადებს, რომ იმ ვითარებაში, როცა მთელი მსოფლიოს ფემინისტები, მათ შორის თვითონ ორგანიზაცია  PETA, რომელიც ფემინისტური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია, ქალთა უფლებებისთვის და თანასწორობისთვის იბრძვიან, ძროხების “დატყვევების, გაუპატიურების, შეურაცხყოფის და არასათანადო მოპყრობის” შედეგად მიღებული პროდუქტის, ყველის ჭამა დაუშვებელი სექსიზმია.ცხოველთა ამერიკულმა გავლენიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია PETA-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ ყველის ჭამა სექსიზმია.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1511 | დაამატა: Admin | დრო: 07.11.2017 | კომენტარი (3)

პატივცემულო ბატონებო. შემდეგ კვირას 12 ნოემბერს 12.00საათზე, ტარდება შეჯიბრი 22LR კალიბრის (გეკო) შაშხანის ლეგალურ მფლობელებს შორის.(საკუთარი შაშხანა და ტყვიები). 10 გასროლა 50 მეტრიდან დაწოლილი მდგომარეობიდან, და 10 გასროლა 25 მეტრიდან ფეხზე მდგარი მდგომარეობიდან. იარაღოს ტექნიკური შეზღუდვები არ არის. მოგებული დაჯილდოვდება. მონაწილეობის საფასური 30 ლარი.  თბილისი.უნივერსიტეტის ქ2. სპორტკომპლექსი «არენა-1».
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 1542 | დაამატა: Admin | დრო: 05.11.2017 | კომენტარი (2)

პატივცემულო ბატონებო. შემდეგ პარასკევს, 10 ნოემბერს, საღამოს 20.00ზე ტარდება შეჯიბრი, პისტოლეტი გლოკ17 სროლაში. ორჯერ ათ ათი (2x10) გასროლა 15 მეტრის მანძილიდან. შეჯობრი ტარდება ტირის იარაღით და ტყვიებით. მონაწილეობის საფასური 55 ლარი. მოგებული დაჯილდოვდება. 
საკუთარი იარაღით მობაწილეობა დასაშვებია მხოლოდ ლეგალური ტარების უფლების შემთხვევაში და საფასური შეადგენს 40 ლარს.
თბილისი.უნივერსიტეტის ქ2. სპორტკომპლექსი «არენა-1».
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 1553 | დაამატა: Admin | დრო: 05.11.2017 | კომენტარი (1)

სტატისტიკური მონაცემების თანახმად,დღეისათვის ბუნებაში შავარდნისნაირთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე მტაცებელი ფრინველის – არწივის 60 სახეობაა გავრცელებული.მათი გავრცელების უმთავრესი არეალებია – ევრაზიის,აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიები,დაწყებული უდაბნოებიდან,დამთავრებული ტყე-ტუნდრების ჩათვლით. (ავტორი გენია.ჯი) არწივების რამდენიმე 
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 1894 | დაამატა: Admin | დრო: 05.11.2017 | კომენტარი (0)

ყოველმა ძაღლის მფლობელმა იცის,თუ რომელ ჯიშს განეკუთვნება მათ მფლობელობაში არსებული ჩვენი ოთხფეხა მეგობარი.თუმცა-კი უმეტესი მათგანი არც კი დაფიქრებულა,რა „ეროვნებისაა” მათი უერთგულესი არსება. (ავტორი გენია.ჯი) დიახ,დიახ,თქვენ ყველაფერი სწორად გაიგეთ,რადგან ძაღლები ისევე როგორც ადამიანები,სხვადასხვა ეროვნულ ჯგუფებს განეკუთვნებიან,რომლებიც მათ თავის მხრივ,ერთმანეთისაგან განასხვავებს.აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ რამდენიმე ჯიშის ძაღლს თავიანთი ეროვნული წარმომავლობის მიხედვით.მაშ ასე:
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 2158 | დაამატა: Admin | დრო: 05.11.2017 | კომენტარი (3)

31 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ა.ჩ-ს, კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 50 ცალი სანადირო თოფის ვაზნა, 100 ცალი ფისტონი და 1.5კგ. დენთი აღმოაჩინეს. საქმე, შემდგომი რეაგირების 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1844 | დაამატა: Admin | დრო: 01.11.2017 | კომენტარი (12)


"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" წარმომადგენლის ნინო ჩხობაძის თქმით, წლევანდელი ზამთარი განსაკუთრებით ცივი იქნება, რასაც მოწმობს ევროპელი ექსპერტების პროგნოზები. ამის შესახებ ექსპერტმა "რადიო პალიტრის" გადაცემა "მწვანე ზონას" ეთერში სტუმრობისას განაცხადა:

"ერთ-ერთი შვეიცარიელი ექსპერტის მიერ, საიდუმლოდაა გამხელილი მსოფლიოსთვის, რომ 2017 წელი იქნება ბოლო, როცა გვექნება მეტნაკლებად სტაბილური კლიმატი, შემდეგი წლიდან კი ცვლადების პროგნოზია. წლევანდელი ზამთარი უკვე ცივია. დაიდო ევროპული პროგნოზი და ტემპერატურა ძალიან დაეცემა, გოლფსტრიმმა უკვე შეიცვალა მიმართულებები - ეს ნიშნავს, რომ გამყინვარება იწყება ევროპის კონტინენტზე.

 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1522 | დაამატა: Admin | დრო: 01.11.2017 | კომენტარი (1)


ცაგერში სკოლის მოსწავლეს სანადირო თოფი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. 
როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევა სკოლის მოსწავლის საცხოვრებელ 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1368 | დაამატა: Admin | დრო: 31.10.2017 | კომენტარი (1)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, "საქართველოს წითელი ნუსხით" დაცული სვავის (Aegypius monachus) სახეობის ფრინველის მოკვლის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მოხდა.

„ამ დროისთვის, ფოტოზე ასახული ორივე პიროვნება იდენტიფიცირებულია. მათ ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება. გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობამ 2500 ლარი შეადგინა. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება“, – განაცხდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში. 
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2246 | დაამატა: Admin | დრო: 22.10.2017 | კომენტარი (8)

"ჩვენს ბუნებრივ პირობებში ცის­არტყელა კალმახი ქვირითს ვერ დაყრის, ამისთვის ტარდება თევზის "მოწველა"

ცისარტყელა კალმახი - ასე უწოდებენ თევზს, რომელიც მთელ მსოფლიოში ამერიკიდან გავრცელდა. საქართველოში ის XX საუკუნის შუა წლებში რუსეთიდან შემოიყვანეს. "გამრავლების პერიოდში მამრ კალმახს ზურგზე ლამაზი, ცისარტყელას შეფერილობის ზოლები უჩნდება, სწორედ ამიტომ დაერქვა ცისარტყელა კალმახი". ამ თევზის შესახებ იქთიოლოგი არჩილ ფარცვანია გვესაუბრება. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1429 | დაამატა: Admin | დრო: 22.10.2017 | კომენტარი (0)

ალეკო თეთრაშვილის არასახუმარო ჰობი

"თევზაობა და ნადირობა ძალიან მიყვარს, ეგაა, ბოლო დროს ისე ხშირად ვეღარ ვნადირობ... მიყვარს ბუნება. რა სჯობს, ქალაქიდან სუფთა ჰაერზე რომ გადიხარ, გესმის ჩიტების ჭიკჭიკი, მიწისა და ბალახის საოცარ სურნელს გრძნობ. ახალგაზრდობიდან ვთევზაობდი და ვნადირობდი ნათესავებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად", - გვეუბნება მსახიობი და პაროდისტი ალეკო თეთრაშვილი.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2223 | დაამატა: Admin | დრო: 12.10.2017 | კომენტარი (4)

ბევრი ფრინველი თავის შეფერილობას იმ პიგმენტების წყალობით იღებენ, რომლებსაც ისინი თავის მხრივ პროდუქტებისგან იღებენ. თუთიყუშების შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. 

სტანფორდის უნივერსიტეტის (აშშ) სპეციალისტების კვლევა ხსნის, საიდან გაჩნდა ტალღოვანი თუთიყუშების სახასიათო ყვითელი, ლურჯი და მწვანე შეფერილობა. აღმოჩნდა, რომ საქმე ეხება მხოლოდ ერთი გენის მუტაციას.
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 1591 | დაამატა: Admin | დრო: 11.10.2017 | კომენტარი (0)

მსოფლიოში ცხოველების მასობრივი დაღუპვის ფაქტები გახშირდა. თუმცა, ამის გავლენა გარემოზე ბოლომდე არ არის შესწავლილი. ამერიკელმა მეცნიერებმა მოვლენების მოდელირება საველე პირობებში მოახდინეს.
დახოცილი ცხოველები ეკოლოგიური ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლია. მისი ცხედარი ლეშის მჭამელების ყურადღებას იპყრობს. მათში ჩნდება ჭიები, რომლებითაც იკვებებიან ფრინველები და ბოლოს, ლეშის ნარჩენები ხვდებიან მიწაში და ანოყიერებს მას, რაც სასარგებლოა მცენარეთა სამყაროსთვის. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც პატარა 
დაწვრილებით...
კატეგორია: სხვადასხვა | დათვალიერებულია: 2034 | დაამატა: Admin | დრო: 10.10.2017 | კომენტარი (2)

საქართველოში მცხოვრებმა ცხოველთა მოყვარულებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს  ინფორმაცია: საგურამოს აღმართზე, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან, მანქანიდან გადმოსვეს ინგლისური სეტერი ხუთ ახალშობილ ლეკვთან ერთად.

ლეკვები სიცივისგან კანკალებდნენ, ხოლო დედა ძაღლი გამვლელებს იმედის თვალით უყურებდა. 
საბედნიეროდ, ჩვენთანაც არიან კეთილი ადამიანები, რომლებმაც რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინეს. 
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 2592 | დაამატა: Admin | დრო: 10.10.2017 | კომენტარი (5)

ბორჯომის ხეობაში ძლიერმა ხანძარმა, რომლის კერების სრულად ლიკვიდირება ჯერ კიდევ ვერ მოხდა, ათობით ჰექტარი ტყე გაანადგურა, რომლის აღდგენის ინიციატივა რამდენიმე კომპანიამ უკვე გამოთქვა.

კონკრეტულად, რა ტიპის სამუშაოები ჩატარდება ნახანძრალ ტერიტორიაზე, ჯერჯერობით უცნობია. ეკოლოგ ნინო ჩხობაძის განმარტებით, ტყის აღდგენის რამდენიმე მეთოდი არსებობს, 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1566 | დაამატა: Admin | დრო: 25.08.2017 | კომენტარი (2)

უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს, რომლის ლიკვიდაციასაც მეხანძრე–მაშველები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ხანძრის გამო ხეობაში მობინადრე ცხოველებს, ფრინველებს, ამფიბიებსა და მწერებს ბუდეები გაუნადგურდათ, ზოგიერთი მათგანი კი, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძარს თავადაც ვერ გადაურჩა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1853 | დაამატა: Admin | დრო: 25.08.2017 | კომენტარი (2)

Gocha Shatirishvili
ინფორმაცია მონადირეებს,5_6 ივლის გვქონდა სამუშაო შეხვედრა ევროპელ ექსპერტებთან,ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები,ჩემს მიერ დაყენებული იქნა საკითხი,რომელიც ეხებოდა რკინის საფანტს,მე განვმარტე თუ რა დიდიზიანი მიაყენა ბიზნეს,ამ უპასუხისმგებლო განცხადებებმა სამინისტროს მხრიდან ,ერთ ხმად გადაწყდა რომ ახალ კანონში აღარ იქნება რაიმე შეზღუდვა ტყვიის საფანტზე და არც 5 ტყვიაზე,ნახევრად ავტომატ სანადირო თოფში...
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 3080 | დაამატა: Admin | დრო: 09.07.2017 | კომენტარი (14)

სად სვამენ უდაბნოს გადამფრენი ფრინველები წყალს? ითვლებოდა, რომ გადამფრენი ფრინველები უდაბნოს ტერიტორიაზე არ ისვენებდნენ და მას 40 საათის განმავლობაში ლახავდნენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ფრინველების უმეტესობა მხოლოდ ღამით დაფრინავს, დღისით კი ისინი ცხელ უდაბნოში ისვენებენ. ოაზისი იქ ძალიან ...
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 2361 | დაამატა: Admin | დრო: 03.07.2017 | კომენტარი (1)




ქვეწარმავლების გავრცელება ტემპერატურის მატებასთან ერთად დაიწყო. ბოლო ორი თვის განმავლობაში, "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში" 450-მდე ზარი დაფიქსირდა. რეაგირების შედეგად ეკიპაჟებმა 200-ზე მეტი გველი დაიჭირეს.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2815 | დაამატა: Admin | დრო: 16.06.2017 | კომენტარი (1)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები - მ.ტ. და მ.ქ, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მოქალაქეებს ჩამოერთვათ და დაილუქა სამართალდარღვევის იარაღები.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან, 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, შიდა წყალსატევებში, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს.

შეგახსენებთ ასევე, რომ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (ანკესით, მათ შორის რეკრეაციული) დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი კალმახისა.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2441 | დაამატა: Admin | დრო: 08.06.2017 | კომენტარი (4)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს ნავიდან ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ პირველი ქესალოს მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე ზ.ქ- ს მოპოვებული ჰქონდა 7 კგ. ხრამულის სახეობის თევზი.

მოქალაქეს ჩამოერთვა კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 1551 | დაამატა: Admin | დრო: 08.06.2017 | კომენტარი (5)

18 წლის დიანა ბლუმმა სტაფორდის უმაღლესი სკოლის გამოსაშვები ალბომი მიიღო. 
მისი ფურცვლისას დიანამ ძალიან უცნაური სტუდენტის ფოტო შეამჩნია.

”ძაღლის ფოტომ ჩემი ყურადღება მიიპყრო”, - ამბობს გოგონა, - ”ეს იმდენად საყვარელი იყო, რომ ამ ფურცელს ფოტო გადავუღე და ტვიტერში გამოვაქვეყნე ”.
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 1969 | დაამატა: Admin | დრო: 01.06.2017 | კომენტარი (3)

ზიმბაბვეში ნადირობის დროს მოხდა უბედური შემთხვევა, რომელიც სხვადასხვანაირად შეიძლება, აღვიქვათ. 
საფარის რამდენიმე მოყვარული, ტეუნის ბოტის მეთაურობით, სპილოების ჯგუფს შეეჩეხა. ცხოველები ადამიანებს თავს დაესხნენ. ბოტმა მათი მიმართულებით სროლა ატეხა, თუმცა, ვერ შეამჩნია, როგორ მიუახლოვდა ერთ-ერთი გააფთრებული სპილო გვერდიდან და ხორთუმი ჩასჭიდა. სპილოს ესროლეს, მაგრამ ის მთელი სხეულით ტეუნის ბოტას დაეცა და გაჭყლიტა.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 3794 | დაამატა: Admin | დრო: 01.06.2017 | კომენტარი (1)

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 25
    სტუმარი: 25
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика