
დედიშობილა და უგონოდ მთვრალი კელსი ფიშერი პოლიციის დეპარტამენტში გამოცხადდა და განაცხადა, - თალიბებმა უკანალში ბომბი ჩამიმონტაჟესო. როდესაც ვერაფერი უპოვეს, კელსიმ თავი იმართლა, - ეტყობა, გზაში გამომივარდაო.

45 წლის რაიმუნდო გარსია საგზაო ნიშანთან "ჩხუბისთვის" დააპატიმრეს, რომელსაც იგი გამეტებით ურტყამდა მუშტებს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გარსიამ ეს ბრძოლა წააგო.
უიღბლო ბეტმენი


ართურ ბრანდეიჯმა ქალაქ სირაკუზში ბანკი გაძარცვა, 15 წუთის შემდეგ უკან დაბრუნდა და მოლარეს უსაყვედურა, - აქ იმაზე ნაკლებია, რაც მითხარითო. ერთი ისაა, ამჯერად ართურს ბანკში მოლარესთან ერთად პოლიციელებიც დახვდნენ.
ალალი კოდი სლოთერი
გასაუბრებაზე გამოცხადებულმა კოდი სლოთერმა მომავალ დამსაქმებლებს გაუმხილა, რომ ბავშვებზე ძალადობს და ცხოველებთან სექსუალური თამაშებით ერთობა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა მისი ნაამბობი სამფეხა კატასთან ურთიერთობის შესახებ. ამ ამბავმა ინტერნეტში ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ "ალალი კოდი" ეპითეტადაც კი იქცა და ასე უწოდებენ ადამიანს, ვინც ბრიყვულად საკუთარი თავის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს. ყველაზე ცნობილი ადამიანი, ვისაც ეს ტიტული მიეკერა, ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი მით რომნი იყო.
სამაგალითო მამა
21 წლის ჯეისონ ენგელმა 2 წლის ქალიშვილს გოჭი-ყულაბიდან 400 დოლარი მოჰპარა. ეს მეზობელმა ქალმა დაინახა და პოლიციას შეატყობინა. ჯეისონმა სასამართლოში გამოცხადება არ ისურვა, რის გამოც საბოლოოდ ციხეში ამოყო თავი.

45 წლის კარენ ჰენრი 80 წლის მამას დანით ემუქრებოდა, როგორ თუ კარტოფილის სალათი არ მიწილადეო. რის გამოც, სატუსაღოში აღმოჩნდა.
მთვრალი გაუჩო
სრულიად შიშველი ჯესი ჯეიმს-თომასი პოლიციელის მოტოციკლს ყიჟინით შემოახტა და შეეცადა, როდეოს ილეთები შეესრულებინა. სამართალდამცავებმა ჯესის შემოქმედებითი აღტყინება სათანადოდ ვერ დააფასეს და ციხეში მიაბრძანეს.
ფისოების მოყვარული
51 წლის ევერესტ ლეიგსი 911-ის უსაფუძვლო გამოძახებისთვის დააკავეს. ლეიგსმა საგანგებო სიტუაციების სამსახური იმიტომ გამოიძახა, რომ სტრიპ-კლუბში საყვარელ კნუტთან ერთად არ უშვებდნენ.

21 წლის საიმონ ბეიკერმა საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ იპარავს იგი ბენზინს პოლიციის მანქანიდან. პოლიციამაც იშვიათი ოპერატიულობა და სოცჩართულობა გამოამჟღავნა და ბეიკერს ყურში ხელი სტაცა...

მარკ რიჩარდსონი ერთი ჩვეულებრივი ცრუპენტელა იყო. პამპერსებს ატარებდა და თავს აუტისტად ასაღებდა, რათა ქალებს მის მიმართ თანაგრძნობა გამოეჩინათ. ერთ-ერთ ქალბატონს მარკმა ძუძუ მოსთხოვა. როდესაც უარი მიიღო, გაბრაზდა, ფეხზე წამოხტა და ქალი უშვერი სიტყვებით გამოლანძღა. ეს ინციდენტი პოლიციამ შენიშნა და, უიღბლო "აუტისტს" რამდენიმე წლით პატიმრობა მიუსაჯა.

92 წლის ჰელენ სტაუდინგერმა 19 წლის მეზობელს ცეცხლი გაუხსნა, რადგან ყმაწვილმა უარი განაცხადა მისთვის ტუჩებში ეკოცნა. სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა...