მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [130]
საიტის ამბები [76]
ბაზიერი [27]
ბრაკონიერობა [164]
მოიპარეს-დაიკარგა [114]
ცხოველები და ფრინველები [264]
ძაღლები [135]
საქართველოს ამბები [455]
უცხოეთის ამბები [318]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [51]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [110]
იცით თუ არა რომ [282]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [356]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ნადირობა იხვზე   
zarnaპასუხების რაოდენობა: 6234
ალალი....   
Georgeparkerპასუხების რაოდენობა: 43
MR 155   
saigaპასუხების რაოდენობა: 382
ვინ რა სანადირო იარაღს...   
saigaპასუხების რაოდენობა: 2896
ტყის ქათამზე ნადირობა   
tereosპასუხების რაოდენობა: 4011
კურცჰაარი   
alpaidze2002პასუხების რაოდენობა: 3836

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2013 » თებერვალი » 8 » ეპოქა, სახელად რამაზ ჩხიკვაძე!    

19:53:21
ეპოქა, სახელად რამაზ ჩხიკვაძე!
ეპოქა, სახელად რამაზ ჩხიკვაძე!
ეპოქა, სახელად რამაზ ჩხიკვაძე!
08-02-2013
მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნად აღარ არის, კიდევ უფრო მეტად შევიგრძენით, რომ მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე ქართული კულტურის ბურჯი იყო. მისი უსაზღვრო ნიჭიერება სცდებოდა უბრალოდ ნიჭიერი მსახიობობის ფარგლებს, იყო დიდი ხელოვანი, რომელმაც ეპოქა შექმნა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო თეატრის ისტორიაში. ეპოქა, სახელად რამაზ ჩხიკვაძე!
გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს დიდი არტისტის ცხოვრებიდან, რომელიც 81 წლის ასაკში გაიხსენა და ჩამაწერინა:

თურმე ბავშვობისდროინდელი უფრო კარგად გახსოვს კაცს, ვიდრე თუნდაც გუშინწინდელი...
მახსოვს ორი მომენტი ცოცხალი სურათივით... ჩვენთან მოდიოდა ბაბუა და ბებია... და მერე დედაჩემმა რომ მიმიყვანა ბაბუასთან. ის ავად იყო, იწვა. ჩვენ რომ შევედით, ფეხზე წამოგვიდგა... ამ დროს სულ ორი წლისა ვიყავი...

თბილისში ვიზრდებოდი. უსაყვარლესი ქალაქი იყო თბილისი: ლამაზი, სუფთა, პატარა. სადაც ახლა მე ვცხოვრობ, აქ არაფერი არ იყო, ტურები დარბოდნენ. აქ ვინ მოვიდოდა საცხოვრებლად! სადაც ახლა სპორტის სასახლეა, იქ ბაზრობა იყო. ის ადგილი ისე შორს იყო ჩემთვის, როგორც ლილოა. საბურთალოს ბაზარზე რომ წავიდოდით, ძალიან შორს მივდიოდით, გვეგონა. 

1937 წელი კარგად მახსოვს. მაშინ 9 წლის ვიყავი. ტროცკისტების პერიოდიც მახსოვს, როგორ მოდიოდა მანქანა, რომელსაც "ჩორნი ვორონს" ეძახდნენ, ბავშვები გავიქცეოდით და ვუყურებდით, ვის მიადგებოდა ეს მანქანა, რომელ ოჯახს დაეცემოდა თავზარი... ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა, მაგრამ იმისი კი გვეშინოდა, ის მანქანა, ჩვენთან არ მოსულიყო.

ჩემი სახლის გვერდით იყო სკოლა. იქ დავდიოდი. მერე ომი დაიწყო, ხან ერთ შენობაში გადაგვიყვანდნენ სასწავლებლად, ხან მეორეში. ამას ვაბრალებდი, იმიტომ ვეღარ ვსწავლობ, აქეთ-იქით რომ გვატარებენ-მეთქი, სინამდვილეში მეზარებოდა. მთელი ჩემი ყურადღება თეატრისკენ იყო მიმართული. პირველ კლასში ვიყავი, წამიყვანეს მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მაშინ უკვე ვსწავლობდი კონსერვატორიის ნიჭიერთა ათწლედში, მშობლები მუსიკოსები იყვნენ და იმედი ჰქონდათ, მოცარტივით საოცრება გავიზრდებოდი. ბავშვობაში ჩემი მელოდიებიც მქონდა, რაღაცას ვუკაკუნებდი როიალზე. თეატრი რომ ვნახე, არაფერი აღარ მინდოდა, დაკვრასაც კი თავი მივანებე, აღარ ვსწავლობდი. მინდოდა არტისტი გავმხდარიყავი. ახლა ვნანობ, მესწავლა... მცოდნოდა უკეთესი დაკვრა...

ახლა ვუკრავ ჩემთვის, მაგრამ ეს დაკვრა არ არის!
ჩემს ბუნებაში იჯდა თითქოს იმპროვიზაციის ნიჭი... 
ომის წლები სოფელში გავატარე, ბებიასთან. ბომბი დაარტყეს ზესტაფონსო და ხალხი შეშინებული იყო. ჩვენ იქვე ახლოს ვიყავით - სოფელ წევაში. ბებიას კაბა ჩავიცვი, სახე წყლის საღებავებით შევიღებე და ჩავსაფრდი ბუჩქებში... რომელიღაც მეზობლის კაცი მოდიოდა, გამოვედი და დავიწყე ბურბუცი, ვითომ უცხო ენაზე ვეკითხებოდი რაღაცას და ზესტაფონს ვახსენებდი... კინაღამ გადაირია, შპიონია შემოსულიო. აწრიალდა სოფელი, გამომეკიდნენ... ბიჭებმა ხომ იცოდნენ ჩემი ამბავი და იმათ გადამარჩინეს, - არაფერი უქნათ, არ მოკლათ, თებროლეს შვილიშვილიაო.

სოფელში ხან ვთოხნიდი, ხან ვეხმარებოდი ბებიას, უფრო თამაში მინდოდა... ჭონოურის წყალი იყო მოშორებით - ისეთი წყალი არსად არ დამილევია. დღეში ორჯერ-სამჯერ ჩაფით მივდიოდი და მომქონდა. ეს საქმე მიყვარდა! საერთოდ ბავშვობიდან მიყვარდა და მინდოდა მტვირთავობა, ძალიან მომწონდა სადგურზე "ნასილშიკები" რომ იყვნენ, ისინი (ეს იყო მანამდე, ვიდრე თეატრს ვნახავდი). ავიკიდებდი ტვირთს და დავდიოდი ბედნიერად. მერე ბებია რომ წისქვილში მაგზავნიდა და რომ გადამკიდებდა საფქვავს, ალბათ 7-8 კილოს, სიამოვნებით მიმქონდა. მიყვარდა წისქვილში მოხუცების მოსმენა. მოიტანდნენ საფქვავს, დასხდებოდნენ და საუბრობდნენ. მერე ამოიღებდნენ მჭადს და ყველს, მეც მომიტეხავდნენ... დოქით ღვინოც ჰქონდათ. რა გემრიელი იყო ყველაფერი... ბებიაჩემის ყველის სუნი ახლაც ხელზე მაქვს შერჩენილი, ან როგორ მჭადს აცხობდა, ან ლობიოს როგორ კააზმავდა! იმის ჭამას არაფერი სჯობდა!

ადამიანობა იყო სხვანაირი... თბილისში, ჩვენს უბანში ძველი ბიჭები ცხოვრობდნენ და ისინიც კი კარგი ბიჭები იყვნენ... ჩვენ გვაგზავნიდნენ მაღაზიაში, როცა ზარს თამაშობდნენ... ასე ვიცნობდით და ვიცოდით, რას აკეთებდნენ. ერთ დღეს მილიცია დაესხათ თავს. დავინახე, ფულს მოხვიეს ხელი და წყალსადენ მილში შეტენეს. გაიქცნენ... მივედი, ავიღე ფული, მაისურში ჩავიყარე. გამომებერა მუცელი, იმდენი ფული იყო! წავიღე და შინ ტახტის ქვეშ დავმალე. სამი-ოთხ დღეს არ გამოჩენილან ის ბიჭები. მერე მოვიდნენ ისევ. ავიღე ეს ფული და დავუძახე ერთ-ერთს... რა გინდაო, - შემომიბღვირა. საყელოში მომკიდა ხელი, რა უნდა მითხრაო... ფული მაქვს შენახული-მეთქი. აბა, გენახათ რა გაიხარეს, ფული რომ გადმოვუყარე... გავხდი მაგათი საყვარელი ბიჭი რამაზა. ერთხელაც მოვინდომეთ ზარის თამაში ბავშვებმა. დავსხედით იმ ადგილზე და დავიწყეთ. ფულზე არ ვთამაშობდით, მაგრამ გულში ხელს იმ ძველი ბიჭებივით ვიბრაგუნებდით და ვიყავით ერთ ამბავში... ამ დროს მოვიდნენ ის ბიჭები. დაგვინახეს... რასა შვებითო... ჩვენ ამაყად - ვთამაშობთ-მეთქი. რაც ჩვენ იმათ გვირტყეს! ახლაც მახსოვს, ერთმა კამათლები რომ მომიტანა და დამიტრიალა სახეზე, დამინგრია ცხვირ-პირი... იმათ იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ და ჩვენ არ მოგვცეს ცუდის გაკეთების უფლება... ყველას თავისი ღირსება ჰქონდა. ეს სიკეთე არასოდეს დამავიწყდება. ადრე ქურდი რომ იყო ვინმე, თავის უბანში არაფერს მოიპარავდა, ახლა შვილი მამას პარავს ჯიბიდან ფულს... ხაზინიდან ხომ იპარავენ და იპარავენ!

ცოტა რომ წამოვიზარდეთ, პიონერთა სასახლეში შევედით მე და ჩემი მეგობარი გივი ვლადიმერაშვილი. იქ ბევრნი მოვიდნენ ერთი-ორი წლის შემდეგ: კარლო საკანდელიძე, გურამ საღარაძე. ბედნიერი კაცი ვარ რომ, თავიდან ისეთი პედაგოგები მყავდა, როგორიც იყო ნოდარ ჩხეიძე, თედო წეროძე. ომი იყო... თან გვყვებოდა ბატონი ნოდარი, რომ ცუდი არაფერი გაგვეკეთებინა, გზას არ ავცდენილიყავით. მოცლა არ გვქონდა, დრამწრეში ვიყავით, კალათბურთს ვთამაშობდით. მართალი ხალხი უნდა ვყოფილიყავით, ისე გაგვზარდა ნოდარ ჩხეიძემ. იმისთვისაც მოგვამზადა, რომ თეატრალურ ინსტიტუტში შევსულიყავით.

თეატრალურ ინსტიტუტშიც საოცრად კარგი პედაგოგები დამხვდნენ: დოდო ალექსიძე, მალიკო მრევლიშვილი... სასცენო ფარიკაობას ანატოლი ფიოდორიჩ ფიოდოროვი მასწავლიდ., შესანიშნავი კაცი იყო, ისეთი მცოდნე, რომ მის მიერ ნასწავლი სასცენო ფარიკაობით სპორტულ შეჯიბრში გამიყვანეს და მეორე ადგილი ავიღე თბილისში. ისიც, სპორტის ოსტატი იყო მეიფარიანი, იმასთან წავაგე. უფროსი კაცი იყო ჩემთან შედარებით... ამას იმიტომ გიამბობთ, რომ მიხვდეთ, რამხელა პროფესიონალიზმი იყო მაშინ.

ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რას დაისვენებდი! ზაფხული ზაფხულს არ ჰგავდა... გასტროლები ძალიან გვიხაროდა, ხან მოსკოვი თვეში ორჯერ გვიშვებდა საგასტროლოდ. წარმატებებით ვბრუნდებოდით, თუმცა კი დიდი შრომაც გვიწევდა. ინსტიტუტიდან ახალმისულს თეატრში საკმაოდ დიდი დატვირთვა მქონდა. "ესპანელი მღვდელი" ვითამაშე. ესეც ბედია. მადლობა უფალს, რომ საქმე სულ მქონდა, ამით განებივრებული ვიყავი. ვთამაშობდი და ვთამაშობდი მთავარ როლებს, ეპიზოდებიც მიყვარდა. მიშა თუმანიშვილი იყო ჩემი რეჟისორი, დოდო ალექსიძე, არჩილ ჩხარტიშვილი, თემურ ჩხეიძესთანაც ვითამაშე "სამანიშვილის დედინაცვალში". მერე რობიკოს სპექტაკლებით მსოფლიო შემოვიარე. მამა ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ასეთ საინტერესო ხალხს შემახვედრა... ძალიან დატვირთული და შეიძლება ითქვას, მუშაობისგან "ოფლიანი" ცხოვრება გავიარე, მაგრამ კარგი ცხოვრება მქონდა და დაღლას ვერ ვგრძნობდი.

ხელმოკლედ არ ვცხოვრობდით. მინიმუმი მაშინ ყველას ჰქონდა, მამაჩემი ითვლებოდა, რომ კარგად ცხოვრობდა... ჩვენზე ღარიბები ბევრნი იყვნენ, მაგრამ რა იყო, ის ეკონომიკური სიძლიერე იცით? ის კი არა, რასაც დღეს თქვენ ეძახით...
მანქანები ბევრს ჰყავდა ჩემს ირგვლივ, მე არ მყავდა, მით უმეტეს, რომ ტარება ვიცოდი, ჯერ კიდევ "ჭრიჭინადან" ვისწავლე. იქ მე ვატარებდი. მინდოდა, მანქანა მეყიდა, მაგრამ არ მქონდა საშუალება. მამა პროფესორი იყო, მაგრამ მანქანის ფული არ ჰქონდა. მერე დრო გავიდა და სურვილიც გამიქრა მანქანის ყიდვისა, დიდი დრო მიჰქონდა მანქანის პატრონობას, პრობლემასაც აჩენდა, იქ ვერ დააყენებდი, სადაც გინდოდა. მოკლედ, გადამივიდა თავიდან მანქანის სიყვარული და ნდომა.

მე, გოგი გეგეჭკორი, ბადრი კობახიძე, ეროსი მანჯგალაძე, კოტე მახარაძე, გურამ საღარაძე, ვანიჩკა ჯინჯიხაძე, მათე შაიშმელაშვილი, ლაზარე ყაზბეგიშვილი... ან ვშრომობდით, ან ვქეიფობდით.
ომის შემდეგ საქართველოში ახალგაზრდობამ აღარ იცოდა ღვინის დალევის წესი. არანორმალური სმა დაიწყო. საჭმელი არ იყო, მაგრამ ღვინო იყო... სარდაფებში ჩავდიოდით. იქ კასრებით იდგა, ჭიქებიც კი არ იყო, ქილებით - ნახევარლიტრიანი "ბანკებით" ვსვამდით. მიეჩვია ხალხი... ისეთი ამბავი გახდა, ვაზებით, სურებით, აირწინაღებით სვამდნენ. სუფრაზე ვაზიდან გადაყრიდნენ ხილს, გააპიპინებდნენ ღვინოთი და იალა! მეც დავლიე აირწინაღით ერთხელ... პირში ჩაგიდებდნენ შლანგივით რომ აქვს და... ასხამდნენ ზემოდან ღვინოს. სამ-ოთხ ლიტრს ისე დავლევდი, ვითომ არაფერი. აზარტში შევდიოდით... ვიკლავდით რა თავს! მადა კარგი გვქონდა და ვსვამდით და ვჭამდით. მერე მსოფლიო შემოვიარე, ღვინის ქვეყნებში ვნახე, ჭიქას ერთბაშად არავინ ცლის, მოსვამენ, დადგამენ... ჩვენი წინაპრებიც პატარა ჭიქებით სვამდნენ... ჩვენთან ბევრი ღვინოს სმის მოდა შემოვიდა და იმსხვერპლა კიდეც უამრავი ადამიანი. ბევრი მეგობარი გამომეცალა უდროოდ, რომლებიც არასწორმა სმამ და ჭამამ გახადა ავად. მე ღმერთმა გადამარჩინა. 

ნადირობა არ მიყვარს, ძველი ფეხბურთელი იყო - სპარტაკ გეგელავა, იმან წამიყვანა ერთხელ მთაში სანადიროდ, განთქმულ მონადირეებთან - ქირიკაშვილებთან ერთად. მანამ მიხვალ ჯიხვის მოსაკლავად, ისეთი ადგილები უნდა გადაიარო, ბეწვის ხიდივით. ვფიქრობდი, უკან როგორ უნდა დავბრუნდე, არ გადავვარდები-მეთქი?.. ჩემთვის პატივისცემა უნდოდათ. ქირიკაშვილმა, - ზევით ჯიხვის ჯოგია, მოვუვლი, გადმოვრეკავ და შენ ესროლეო. წამოვიდნენ ჯიხვები. მოფრინავდნენ პირდაპირ. მართლა ჯოგი იყო... მიჭირავს ვინტოვკა. ათი მეტრი მაშორებს მარტო, მაგრამ ვერ ვესროლე. საოცარი სილამაზე იყო. დამიძახეს იქიდან, რატომ არ ესროლე, დაგვღუპე, კაცოო? გაიჭედა ვინტოვკა-მეთქი. ქირიკაშვილს ერთი დაუჭრია და იმის კვალს მიჰყვა, მოკლა და მოიტანა. ჯიხვის ცრემლიანი თვალი რომ ვნახე, ისე ცუდად გავხდი, იმის მერე სანადიროდ არ წავსულვარ.

თევზაობა უფრო მიყვარდა. ბავშვობაში ხელაობა ვიცოდით, იმერეთში ხელით ვიჭერდით თევზს...
გემზე გავიცანი ნატაშა. იმ გემზე რომ არ ვყოფილიყავი, ხომ არ შევხვდებოდი. მე და გურამი მივდიოდით ოდესაში. იალტაში შემოვიდა ნატაშა. რამ დავინახე, უზომოდ მომეწონა და ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე ცოლის შერთვაზე, ასეთ ქალს შევირთავდი-მეთქი. ცხოვრებაში სხვა არავისზე მიფიქრია... ახლა რომ ამბობენ, ვიღაცა საცოლე ჰყავდაო, შვილი ჰყავსო, სულ ტყუილია. ზოგი იმასაც ამბობს თურმე, რამაზ ჩხიკვაძის ცოლი ვიყავიო... არა, ღმერთმანი, საცოლეც არ მყოლია ცხოვრებაში, ნატაშას გარდა. მერე აირდაირია ყველაფერი, ჩემს მშობლებს ბევრი ცუდი რამ უთხრეს და გული ატკინეს... ურთიერთობა ისე დაგვეძაბა... ეს ყველაზე მძიმე მოსაგონარია... 30 წლის კაცი ვიყავი, ცოლი რომ შევირთე... როგორ შეიძლებოდა ასეთი ამბის ატეხა... არ მივაქციე არავის ყურადღება. სახლიდან წამოვედით. ხან სად ვცხოვრობდით, ხან - სად. ოცი ბინა გვაქვს გამოცვლილი. სარდაფშიც ვცხოვრობდით, სხვენშიც, მერე ეროსისთან ვიყავით ცოტა ხანი, კარლოს ოჯახშიც ვცხოვრობდით... ედიშერ მაღალაშვილთანაც... ეროსის მეზობლები იყვნენ - უჩა და ოლიკო, იმათაც შეგვიფარეს... ორი წელიწადი არ გამოგვიშვეს... არ მავიწყდება არც ერთი მათგანი.

ხომ ხედავთ, რამდენ წელს გაუძლო სიყვარულმა. სახლიც ავაშენეთ. მეგობრებიც დამეხმარნენ. მათი მადლიერი ვარ სამარადისოდ.
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ვცხოვრობდით ოპერის პირდაპირ. ამინდიც სხვანაირი იყო, ზამთარი ზამთარს ჰგავდა, ზაფხული - ზაფხულს. ზამთარში ვციგაობდით, ოპერამდე ჩამოვსრიალდებოდით ხოლმე. 

თავისი მუსიკა ჰქონდა ჩვენს ქალაქს, თავისი მომღერლები ჰყავდა. ვინა? - თბილისელი თუ წყნეთიდან ჩამოსული მოვაჭრეები! ჩამოივლიდნენ და მუსიკალურად გაიძახოდნენ: ხართუთააა! ააკოშკის შუშებიი! სამოვარნი პიესოკ! სულ სხვადასხვა ტონალობაში იძახდნენ. ყველაფერი ნატურალური იყო. ახლა ყველაფრის გეშინია, აღარ იცი, რას მოგყიდიან. ხალხი იქამდე მივიდა, წამალსაც კი ტყუილს ამზადებენ. ამას როგორ იფიქრებდი კაცი! ცარცის ნაჭერს ყიდულობს ვიღაც და აყლაპებს ავადმყოფ ბავშვს, რომელიც შეიძლება მოკვდეს უწამლობით. მე რომ თბილისს ვიხსენებ, სხვანაირი იყო, ასეთი რამ არ მოხდებოდა! ბიძაჩემი - ვანო ჯაბუა აფთიაქის გამგე იყო. ის როგორ წარმოიდგენდა, რომ ვინმე მოშხამულ წამალს მისცემდა ხალხს! მშვიდი, წყნარი ცხოვრება გვქონდა. აბა, ახლა არის ცხოვრება? ხალხს ვერ გაუგია, რა ქვეყანაში ცხოვრობს, რა ცხოვრება ექნება. 81 წელს გადავცილდი, ისე როგორ უნდა მოვკვდე, რომ არ ვნახო და არ გავიხარო, რომ ჩემი ქვეყანა უფლის გზაზე დადგა. ნორმალური ჯამაგირი მაინც ხომ უნდა ჰქონდეს ყველას, რომ იცხოვროს... ვნახოთ, კი ბატონო, რა იქნება!

პენსია დიდი მქონდა, მაგრამ მოიშალა ყველაფერი და დავრჩით უსახსროდ. კიდევ კარგი, სასტუმრო ავაშენეთ და ბიძინა ივანიშვილმა დახმარება გამოგვიგზავნა მსახიობებს. დაილოცოს ეს ღვთის კაცი! ახლა მინდა გავყიდო ეს სასტუმრო და ვიყიდო ჩვეულებრივი სახლი... ვიცინი: კაცო, სასტუმროდან როგორ უნდა გავსვენდე-მეთქი! მეც მინდა სახლი მქონდეს. ვერ გავყიდე...
დ ა ვ ბ ე რ დ ი!

არ გჯერათ? ისევ კარგად ვთამაშობ? ახლა მე მკითხეთ...
ავად ვარ, დასუსტებული ვარ, ჯანი არა მაქვს. ფეხები მტკივა, გულიც მაწუხებს. მძიმე ოპერაცია გავიკეთე, ნაწლავის კიბო მქონდა... რომ მეგონა პაპილომა იყო, როგორც მოსკოვში მითხრეს... მერე პრაღაში გამსინჯეს და პირდაპირ მომახალეს: კიბო გაქვთო! არ შემშინებია... ერთი ის ვთხოვე ექიმს, გარეთ ცოლი დგას და არ უთხრათ, რაც მაქვს, უბრალოდ უთხარით, რომ ოპერაცია მჭირდება-მეთქი. ეტყობა, ექიმმა ვერ გაიგო რა ვთხოვე და ნატაშამ რომ შემოიხედა, მასაც უთხრა: თქვენს ქმარს კიბო აქვსო... ოპერაციის წინაც არ შემშინებია, ვხუმრობდი...

"კავკასიურში" რომ გამოვედი, პაუზა იყო, ხალხი ტაშს უკრავდა და ვიფიქრე, ახლა უკან გავალ-მეთქი, ისე ცუდად გავხდი. მერე თავს ძალა დავატანე. მეორე ტაში ცოტა დიდხანს გაგრძელდა და მოვსულიერდი... ძლივს ვითამაშე. რაც დრო გადის, მეტად ვუძლურდები. 
ყველაზე მეტად მე არ მინდა თამაში? ჩემი საყვარელი საქმეა... ნეტავ რიჩარდი მათამაშა ამ გამოცდილებით, კიდევ უკეთესად ვითამაშებდი... არტისტი ძუნწია, ისე არ მიანებებს თეატრს თავს, გული არ დაწყდეს... მაგრამ რომ არ შეგიძლია!

ლელა ჯიყაშვილი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 1282 | დაამატა: Gia | ტეგები: ჩხიკვაძე!, რამაზ, სახელად, ეპოქა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 48
    სტუმარი: 45
    მონადირე: 3
    nugomonadire , Becasse , vanoarchi

    დღეს საიტზე იყვნენ
    tereos, nugomonadire, toka, temo-niko13, mamalixarazuli, პედიატრი, gugalo, butatino, მახო44, chogia, nisabani, bagdacki, giohunt1982, besi, sabjek, vanoarchi, muriko6, zviadauri, koba30, Gochahaha, ИЖ_27_ЕМ, eagle, ხიზი, zarna, Hunting005, Georgeparker

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика