ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ნადირობაზე [53]
სტატიები სანადირო სავარგულების მოწყობა-განვითარებაზე [1]
სტატიები მონადირულ ეთიკაზე [2]
ბრაკონიერობა და შედეგი [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები ნადირობაზე » სტატიები ნადირობაზე    

საუკეთესო, გამოცდილი ხმები თქვენი "ელექტრომანოკისათვის"
    ამ სტატიაში შემოსულთაგან ნაწილს აინტერესებს, ვინაა ეს თავხედი, "ელექტრომანოკის" ხმებს რომ ავრცელებს ამ გაგანია ანტი "ელექტრომანოკურ" დროშიო, ნაწილი ცნობისმოყვარეობით შემოიხედავდა, ხოლო ნაწილი ამ ხმებს ეძებს და აგროვებს თავისი "ელექტრომანოკისათვის" და ეს სტატია მათთვის დაიწერა. 
    მათგან ვინც "ელექტრომანოკის" ხმებს აგროვებს ზოგმა იცის რომ "ელექტრომანოკი" აკრძალულია, ზოგმა კი არ იცის და მათ მინდა გავაგებინო, რომ საქართველოში ელექტროსატყუარით ( ე.წ. ელექტრომანოკით) ნადირობა აიკრძალა (უფრო სწორად აკრძალულია 2012 წლის 16 მარტიდან) და მასზე სერიოზულ ფულად ჯარიმასაც გვპირდებიან.
    საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ა. ხეთაგურის მიერ შევიდა ცვლილება  „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულებაში: 
   ამონაწერი
   ,,10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
    დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება.
 
     ცნობისათვის: მომავალი სეზონიდან გარემოს დაცვის სამინისტრო სრული დატვირთით იმუშავებს და ერთ ადგილზე მომლოდინე "ელექტრომანოკი"-ანი მონადირის გამოჭერა და დაჯარიმება უმარტივესი საქმე იქნება.
 
   "ელექტრომანოკი"-ს აკრძალვა მონადირეთა მოთხოვნით მოხდა, რადგან მან ნადირობის ტრადიციული სილამაზე, მინდვრად გასული მონადირის სულიერი დასვენება და სხვა მონადირეებთან შეხვედრის სიამოვნება ძველ დროს ჩააბარა. ახლა ელექტრონულ საუკუნეში მონადირეთა დიდი ნაწილი მეხორცედ მომპოვებლად (ალბათ ზოგისთვის ეს მარტო "ელექტრომანოკი"-ს ბრალიც არ არის) გადააქცია, სხვა მონადირეთა დანახვაზე რომ უკმაყოფილებას ძლივს და ზოგჯერ არც მალავენ, ესაოდა გვიშრომია, გვიწვალია, ღამე გვიტეხია და მწყერი მოგვიგროვებია და ჩვენ დასახოცზე ესენი მუქთად მოსულანო. ნაწილობრივ მანოკის დამსახურებაა ისიც, რომ უსაფრთხოების ხარისხი სამონადირეო სავარგულში ძალიან დაეცა. იმდენი მონადირე იყრის პატარა ადგილზე თავს, ვფიქრობ საფანტის აცილება უფრო ძნელი გახდა სხვა მონადირისთვის, ვიდრემ მოხვედრება. ამიტომაა, რომ ყოველწლიურად  კატასტროფულად მცირდება ისეთი მონადირეების რიცხვი, რომელსაც საფანტი არ მოხვედრია, თუმცა რადგან ეს ძირითადად მწყერზე ხდება და საფანტიც ძალიან წვრილია, ეს ყველაფერი ძირითადად კანის აწვით და გინება-ყვირილით მთავრდება, საუბედუროდ იმატა ისეთმა შემთხვევებმაც როდესაც ეს მოხვედრა ტრაგიკულად მთავრდება.
    
   "ელექტრომანოკმა", ძაღლით ნადირობის სილამაზეც უკანა პლანზე დაწია. თუ მწყერი დასვა მანოკმა იქ ძაღლი უმრავლეს შემთხვევაში უფუნქციოდაა დარჩენილი. ზუსტად თავის პატრონის განწყობაზე დგება, ამდენი მწყერი, ამდენი სროლა მასაც აგიჟებს და დარბის უმიზნოდ, არეული გამომეტყველებით.
 
   რაც შეეხება იხვზე "ელექტრომანოკი"-თ ნადირობას, აქაც ძალიან ბევრს კარგავს მონადირე. ფაქტიურად მთელი ნადირობა დაყრუებულია. ბუნების შეგრძნება ნოლია, არანაირი ხმა არ ესმის. თუ კი მთვარეზე ნადირობს ხომ მითუმეტეს, არაფერი ესმის და ხედავს მხოლოდ ხორცს, ანუ იხვს როდესაც ის უკვე რამოდენიმე მეტრშია, ხოლო მთელი ის სილამაზე და განცდა, როდესაც იხვი ცაზე გადადის, გადმოდის, წრეს ურტყამს მონადირის ადგილსამყოფელს, მისი ფრთების ხმა, მთელი ეს ეფექტები ამ დროს არ არსებობს. არადა პირის საყვირი ამ დროს იხვის მოტყუებაში ბევრად ეფექტური და გამომდგარია.
 
   ასე რომ ჩვენი საიტის კოლექტივი მოგიწოდებთ რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯიბეებს, შევიგრძნოთ ნადირობის სრული სილამაზე და გადავაგდოთ ეს მავნე ჩვევა, რასაც "ელექტრომანოკი"-თ ნადირობა ქვია. 
 
   P. S.  უკაცრავად პროვოკაციული და შეუსაბამო სათაურისთვის. იმედია ამ ვიდეოების ნახვით გამოწვეული სიამოვნება გადაფარავს ჩემს დანაშაულს.
 
 


წყარო:
კატეგორია: სტატიები ნადირობაზე | დაამატა: Admin (26.01.2013) | ავტორი: გია E
ნანახია: 22175 | კომენტარი: 46 | ტეგები: თქვენი, ელექტრო, მანოკი, სთვის, გამოცდილი, ხმები, საუკეთესო | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 461 2 3 »
0   Spam
46 bingobingo   (07.03.2019 14:52:24) [მასალა]
ისე ბიჭებო ტევზაობასაც უნდა მიექციოს ყურადგება,აი აპარატებით რომ ტევზაობენ დედა უტირეს ამ თევზსაც რა.7-8წლის წინ რომ იჭირებოდა
მაგის მესამედს ვერდაიჭერ ეხლა რა.

0   Spam
45 tula   (27.11.2017 18:10:49) [მასალა]
კომუნისტი ხარო არ გამცინოდ მაგრამ მაშინ მდინარეშიც და ტყეშიც ტევზიც ფრინველიც და ცხოველიც ბლომად იყო ბრატებო,,არასდროს მიტევზავია სხვა რამეტი გარდა ანკესისა,მარა ყოველტვის კმაყოფილი ვიყავი,ცხოველზე ნადირობაც სახალისო და საინტერესო იყო ხაფანგებიტ,ატასჯერ საინტერესო და აზარტული იყო გონებიტ ბრზოლა ჩემსა და ცხოველს შორის,იარაგი და ტყვია იშვიატად მჩირდებობა,ახლა კი განადგურებულია ყველაფერი ამაში მტავრობიდან დაწყებული ჩვენამდე ყველა დამნაშავე ვართ,ხოიცით თევზი ტავიდან ფუჩდება 23

0   Spam
44 kanu001   (30.09.2017 10:18:06) [მასალა]
მანოკის მონადირებს მე პარკეტის მონადირებს უწოდებდი

0   Spam
43 boi   (13.03.2016 19:09:53) [მასალა]
მართალს ბრაძანებთ,მანოკი მთლიანად კარგავს ნადირობის ეფექტს. ბოდიშის მოხდა არ არის საჭირო მეხორცეობის შესახებ, მე უფრო მემძორეებს დავარქმევდი მათ!ვისაც უნდა ეწყინოს, ნადირობა ერთგვარი სპორტია და დასვენება.

0   Spam
42 panati   (21.01.2016 11:39:49) [მასალა]
f60f8 f60f8 f60f8

0   Spam
41 panati   (21.01.2016 11:38:24) [მასალა]
ყველა ბრაკონიერი უნდა დაისაჯოს უმკაცრესი ზომებით რომ მეორეჯერ იგივე არჩაიდინოს,ჩვენ ცოდვა არვართ მთლი ცელი მონადირე ლეკვს ვზრდით,ველოდებით სეზონის გახსნას, დაიხსნებათუარა ჩაირთობა მანოკი განათებულია მთელი მინდორი და ლეკვს ახეტიალებ ტყულა,უმკაცრესი ზომებია მისაღები

0   Spam
166

0   Spam
39 zaali746   (29.07.2015 01:43:16) [მასალა]
167 167 167 167 167 167

0   Spam
38 77777   (27.07.2015 00:45:57) [მასალა]
jeri20 რა ქნან და გაანებონ მანოკით ნადირობას თავი და პატიოსნად ინადირონ!მონადირე რომ 500 კმ გადის და მწყერს ვერ ნახულობს,იმიტონ რომ მანოკისტების ყანაში ზის სწორია?

0   Spam
37 jeri20   (26.07.2015 13:57:24) [მასალა]
არ იციანრას ნიშნავს ნამდვილი ნადირობა მუცელზეფიქრობენ მარტო

0   Spam
36 monomaxi   (02.06.2015 13:03:07) [მასალა]
ეს ყველაფერი რაც ეწერა უმაგრესი იყო მაგრამ აქვე ნუ დაგვავიწყდება ,ფარით მოთარეშე ბრბოები რომლებიც ფრინველებთან ერთად ცხოველებსაც ხოცავენ და უდიდეს ზიანს აყენებენ ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს

0   Spam
35 mixeil1981   (04.04.2015 16:34:29) [მასალა]
39

0   Spam
34 gasita   (03.04.2015 04:34:44) [მასალა]
მწყერზე მიყუმეტეს მარტლა არ სჰეიდზლება მანოკის გამოყენება ეგ უკვე ნადირობა აგარ არის მეხორცეობაა

0   Spam
33 gasita   (03.04.2015 04:32:13) [მასალა]
ბიჯებო ვინმემ ხომარიციტ ტოფზე მინდობილობა კეტდება

0   Spam
32 malkhazgochelashvili1982   (04.09.2014 11:40:41) [მასალა]
მეფარეები ხო საერთოდ ხალხი არარიან იმენა არა ადამიანებია რა გაჩერებულს რომ ესვრიან რა სიამოვნებას პოულობენ?? მაგათ მერე რა უნდა ვეძიო საგადა ქათამი

0   Spam
31 malkhazgochelashvili1982   (04.09.2014 11:36:35) [მასალა]
ნამდვილ მონადირეებს გაუმარჯოს, კარგი დაწერილია გიო იქნებ გაეგვიძოთ ნამუსი და დანებონ თავი საქათმეში ნადირობას .. აბა რა ქვია 50 მ2 ხოცვას....

0   Spam
30 giorgiarsenidze1990   (30.07.2014 21:29:32) [მასალა]
კაი იკო გაიხარეტ ნეტა როდის დაესმევა ამას ცერტილი დამიჯერეტ სეზონის გახსნას ზაან ბევრი ელოდება მანოკებიტ და ეხლა უპრო უნდა იმუსჰაოს გარემოს დაცვამ

0   Spam
29 ირაკლი=   (19.06.2014 23:51:18) [მასალა]
დაშჯას რაც შეეხება თანხითაც უნდა დასაჯო და ერთი წლით ნადირობაც უნდა აუკრძალო და მაშინ იქნებ ეშველოს რამე...

0   Spam
28 ირაკლი=   (19.06.2014 23:48:17) [მასალა]
კარგი იქნება ნამდვილათ თუ მანოკიტ ნადირობა აიკრძალება და სეზონიც ოც მარტამდე გაგრძელდება...

0   Spam
27 civilioni   (19.06.2014 22:15:48) [მასალა]
მანოკით და ესეთი ხრიკებით ადამიანს ბრაკონიერი ქვია მაგრამ მაინც მონადირედ მოაქვს თავი,სამწუხაროა რო ხშირად თავად სამართალდამცველები ნადირობენ მანოკებით,აჰა გაიხსნება სეზონი და თავადაც ნახავთ რა დღეში იქნება მინდვრები,ამდროს კი ჩვენი გარემოს დაცვა ვითომ ვერ ხედავს რაც ხდება,თვალს იბრმავებენ. 25 2daf4 2daf4

1-20 21-40 41-46
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 18
    სტუმარი: 18
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика