ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » თებერვალი » 23 » ყველაზე მძვინვარე მხეცი?!    

22:28:58
ყველაზე მძვინვარე მხეცი?!
ყველაზე მძვინვარე მხეცი?!
ყველაზე მძვინვარე მხეცი?!
18-06-2012
მთელ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მობინადრე ეს მომცრო, ერთი შეხედვით მოუქნელი და ბაჯაჯგუნა ცხოველი - "რატელი" ერთდროულად კვერნას, მაჩვსა და სამურავს წააგავს. სხვადასხვა ქვეყანაში მას "ძაღლის დათვს", "მელოტ მაჩვს", უფრო ხშირად "მეთაფლე მაჩვს", ან უბრალოდ, "თაფლიჭამიას" უწოდებენ. მაგრამ მისმა სახელწოდებამ არავინ უნდა შეაცდინოს, რადგან ეს უცნაური არსება ოფიციალურად დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე მძვინვარე და უშიშარი მხეცია, რომლის გულსაც აფრიკულ ტომებში "ვაჟკაცობის მოსამატებლად" მიირთმევდნენ!

დიდი ხანია ცნობილია, რომ ამ მსუნაგ ცხოველს თაფლის მოძებნაში  კოდალასებრთა წარმომადგენელი "თაფლის მაჩვენებელი ჩიტი", ე.წ. ინდიკატორი ეხმარება. ფიჭის აღმოჩენის შემდეგ ინდიკატორი რატელის წინ დაფრინავს, ხმოვან სიგნალს აძლევს, ფრენა-ფრენით წინ მიუძღვის, დროდადრო ტოტზე ჯდება, რომ "კლიენტი" დაეწიოს. გზადაგზა ცხოველიც ერთგვარი ღრუტუნით ეხმაურება. ფუტკრის ბუდესთან მისული თაფლიჭამია კი ანალური ჯირკვლებიდან სკუნსის მსგავსად მეტად მყრალ სითხეს უშვებს მწერების გასაყრელად (არცთუ იშვიათად ამ ჩიტს აფრიკელი თაფლის შემგროვებლებიც ჩუმად მიჰყვებიან - მოკლედ, თაფლიც დასწრებაზეა!).   

რატელის ბანჯგვლიანი სხეულის სიგრძე 65-80 სმ-ია, კუდისა 18-25 სმ, წონა 12-13 კგ, ცოცხლობს 20-24 წელი. კისერსა და ზურგზე აქვს მკვრივი და სქელი კანი, რომლის გახვრეტა არც ერთ მტაცებელს პრაქტიკულად არ შეუძლია. აქვს ძალიან მაგარი, 5 სმ სიგრძის ბრჭყალებით დაბოლოებული მოკლე და ძლიერი, დაკუნთული თათები, მძლავრი ყბები. შესანიშნავი ყნოსვით მღრღნელს სოროშივე, მიწის ქვეშ გრძნობს და მის მოსანადირებლად მკვრივ მიწაში ათიოდ წუთში შეუძლია გათხაროს 2-3 მ სიგრძის გვირაბი.

რატელი ჭამს ყველაფერს, რასაც მოიხელთებს, თავისზე გაცილებით დიდ ცხოველებსაც და მწერებსაც, მათ შორის კუებს, ნებისმიერ შხამიან გველს, დიდ ხვლიკებს თუ მორიელებს. ის არ ეპუება არავის, არც უზარმაზარ აფრიკულ კამეჩს და არც ლომს. ყოფილა შემთხვევა, რომ ცხოველთა მეფისთვის ნანადირევიც კი წაურთმევია.

სხვათა შორის, მის "დელიკატესებში", რასაკვირველია, თაფლის შემდეგ მეორე ადგილზე გველია. ყველაზე საოცარი ისაა, რომ მასზე არ მოქმედებს არანაირი შხამი! თვით კობრამ ორთაბრძოლისას თუ მოასწრო და სახის არეში ან მუცელზე უკბინა (სხვაგან კბენა შეუძლებელია), რატელი მაინც ასწრებს მის მოკვლას. შემდეგ 30-40 წუთით კომაში ვარდება, მაგრამ აუცილებლად ცოცხლდება და ვითომ არაფერიაო, ტრაპეზს განაგრძობს!

საქათმეში შეპარული რატელი  ფრინველს სრულიად ანადგურებს. ამიტომ მოსახლეობა მას ყველა ქვეყანაში ებრძვის, მაგრამ ტყვიის გარდა, ვერც შუბი და ვერც შხამი ბევრს ვერაფერს აკლებს. თანაც ეშმაკმა ცხოველმა ისწავლა თოფიანი კაცის გარჩევა და მაშინვე სახელდახელოდ გათხრილ  გვირაბში უჩინარდება!

საინტერესოა, რომ მაჩვისგან განსხვავებით, ეს უშიშარი ცხოველი  ადვილად შინაურდება - როგორც ამბობენ, დათვის ბელის ჭკუისაა და ძალიან მხიარულია - მერე რა, რომ საქათმეების ნაცვლად მხოლოდ სანაგვეების "დატერორება" უწევს. 








წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 5108 | დაამატა: Admin | ტეგები: დათვ, რატელი, მაჩვი, ყველაზე, სამურაი, მელოტ, კვერნა, მხეცი, ძაღლი, მძვინვარე | რეიტინგი: 5.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 7
0   Spam
7 ika-jafo   (10.03.2013 18:41:36) [მასალა]
10 10 10 10

0   Spam
6 vajikaxadeli   (27.02.2013 14:52:13) [მასალა]
აზე ხარ ეს პატარა ჩათლახი რა როჟა ყოპილა
166 069 069 069

0   Spam
5 Kaxa   (25.02.2013 02:31:20) [მასალა]
ამით ნადირობა გააასწორებდა 069

0   Spam
4 cxadaze   (25.02.2013 01:06:10) [მასალა]
მაგარია ეს ვოლვერლინე ჯისჰისაა
069 069 069 069 166 166 166 166 23_30_126 23_30_126

0   Spam
3 rekvaa   (23.02.2013 23:45:18) [მასალა]
მაგარი როჯააა 069 069 069

0   Spam
2 tarantuli777   (23.02.2013 23:25:07) [მასალა]
აპასნი ცხოველი ყოფილა რა 069 069 069 069 10 10

0   Spam
1 badri94   (23.02.2013 23:07:26) [მასალა]
საღოლ ამას ჩაკ ნორისამდე 1 ნაბიჯი აკლია 069

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика