ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » იანვარი » 19 » საქართველო თვეში 80 ტონა კალმახს მოიხმარს    

21:50:02
საქართველო თვეში 80 ტონა კალმახს მოიხმარს

საქართველო თვეში 80 ტონა კალმახს მოიხმარს

ავტორი ქეთი ჩხიკვაძე, The FINANCIAL

fish.jpg

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2009 წელს ცოცხალი და ნედლი თევზის იმპორტმა 26 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო 2010 წელს ქვეყანამ თევზის 30 მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტი განახორციელა.

მაშინ როცა ქვეყანაში თევზის ექსპორტი 5–6 ჯერ შემცირდა, გაყინული და ნედლი თევზის მთლიანმა ექსპორტმა  2009 წელს 5 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო  2010 წელს 7 მილიონი დოლარი. უმეტესად გაყინული თევზის(მიახლოებით 98%) ექსპორტი ხორციელდება შემდეგი ქვეყნიდან: ჩინეთი, ვიეტნამი, ესპანეთი, ნორვეგია და იაპონია.

საქართველოში კომპანია BioMar-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორის კომპანია "Aquafeed-Georgia"-ს აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი პატარაიას თქმით, საქართველოში თვეში 80 ტონა კალმახი იყიდება, რაც წელიწადში ათას ტონამდე გამოდის.

„ იმის გამო, რომ საქართველო ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მდებარეობს, თითქმის არ ხდება ნედლი თევზის შემოტანა საქართველოში, რომელიც როგორც წესი 3-ჯერ ძვირია ბაზარზე, ვიდრე იგივე თევზი გაყინული.

საქართველოს წყლებში თევზის რეწვა იმდენად უმნიშვნელოა, რომ მისი მოხმარების ხვედრითი წილი არც განიხილება. ნედლი თევზი ფუფუნების პროდუქტია საქართველოსთვის. სწორედ ამ ფონზე  ფერმერული მეურნეობა ძალზე სწრაფად ვითარდება საქართველოში, რადგანაც ნედლი თევზის წარმოება და შეთავაზება აქ შეიძლება," გვითხრა პატარაიამ.

„საქართველოში კალმახი პრიორიტეტული თევზია, ვინაიდან საქართველოს მომხმარებელთათვის, თითქმის შეუძლებელია სხვა ალტერნატიული ნედლი თევზის შერჩევა. კალმახის ეკოლოგიურ ხარისხს, დინამიურ და სწრაფ ზრდის ტემპს, უზრუნველყოფს მისი გენეტიკა, წყალი სადაც ბინადრობს თევზი და თევზის საკვები," თქვა პატარაიამ.

კომპანია „ბიო მარის"თევზის ქართული ბაზრის  მნიშვნელოვანი სეგმენტი უკავია.  კომპანიის თევზი იყიდება თბილისის ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ სავაჭრო ქსელებში. კომპანია თევზით ამარაგებს „გუდვილის" „პოპულის," ჯიმარტის," „იოლის" სუპერმარკეტების ქსელს, „ემ ჯგუფსა" და „ჯიემსი ჯგუფს."

„ჩვენს კომპანიას, თევზის ქართული ბაზრის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი უკავია. ჩვენი თევზი იყიდება თბილისის ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ სავაჭრო ქსელებში. მე ვფიქრობ, ეს განაპირობა ჩვენმა უპირატესობებმა თევზის ხარისხში, ვინაიდან დღევანდელი კონკურენციის პირობებში, ეს გადამწყვეტი ფაქტორია. ჩვენ 2008 წლიდან, მხოლოდ BioMar-ის საკვებს მოვიხმართ, რომელიც განაპირობებს თევზის სტაბილურად მაღალ ხარისხს," გვითხრა კომპანია „ბიო მარის" მეპატრონემ, ზურაბ ხითარიშვილმა.


ყველა ქართველი ფერმერის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს „ქართული კალმახი"-ს ექსპორტი და ამ მიზნის მისაღწევად ყველა პირობა არსებობს. ამ სექტორში გარდა წამყვანი მოთამაშეებისა, ბაზარზე მცირე მეწარმეებიც  არიან.

„კომპანია "Aquafeed-Georgia" ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიამ  სხვადასხვა ქვეყნებიდან, უმაღლესი ხარისხის თევზის საკვების იმპორტირება დაიწყო, რამაც ფერმერებს საშუალება  მისცა დაედგინათ, რომელი იყო მათ შორის ყველაზე ეფექტური გამოსაყენებლად. ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოში თევზის ბაზრის ფორმირებას და ფერმერთა შორის კონკურენციის განვითარებას," თქვა პატარაიამ.


„ უკვე 3 წელია "Aquafeed-Georgia"- მსოფლიო ბრენდის, კომპანია BioMar-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში, ხოლო ჩვენი კლიენტები ყველაზე წარმატებული ფერმერები არიან. ჩვენ უკვე ვმუშაობთ აკვაკულტურის მრავალი მიმართულებით. საქართველოს თევზის ბაზარი პატარა მოცულობისაა, ამის გამო ჩვენი პრიორიტეტი ბაზრის დივერსიფიკაცია იქნება," გვითხრა პატარაიამ.

თევზის წარმოებისა და ექსპორტის მხრივ, სომხეთს ყველაზე განვითარებული ბაზარი აქვს რეგიონში. აზერბაიჯანში ეს სფერო ვერ განვითარდება წყლის ცუდი მდგომარეობის გამო.


„ სომხეთში ეს სექტორი  უფრო განვითარებულია, ვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანში. სომხეთი 10 ჯერ უფრო მეტ თევზს მოიხმარს, ვიდრე საქართველო, რაც იმას ნიშნავს რომ მას 10 ჯერ უფრო დიდი წარმოება აქვს," თქვა პატარაიამ.


სომხეთში თევზის წარმოებაში დაახლოებით 200 კომპანიაა ჩართული.  მათი წლიური პროდუქცია 5,000 ტონას აღწევს.  სომხეთისათვის ყველაზე დიდი ბაზარი რუსეთია, 2010 წელს რუსეთში გაყინული და ნედლი თევზის ექსპორტი ორჯერ გაიზარდა.


მეკალმახეობის და ზოგადად მეთევზეობის დარგის პოპულარიზაციას კავკასიის რეგიონში თევზის  ერთადერთი პორტალი  – www. Kalmaxi.ge  ეწევა.

„სტატისტიკის მიხედვით, 21-ე საუკუნის დასაწყისიდან, დედამიწის ზღვებსა და ოკეანეებში შეინიშნება თევზის ფიზიკური შემცირება 25%-ით. როგორც მსოფლიო ექსპერტები ამბობენ, ამას განაპირობებს თევზის რეწვის მიმართ არაორგანიზებული, უკონტროლო დამოკიდებულება."



წყაროhttp://www.financial.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 4715 | დაამატა: Admin | ტეგები: საქართველო, თვეში, ტონა, კალმახს, 80, მოიხმარს | რეიტინგი: 4.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 ogafa   (28.01.2013 01:43:57) [მასალა]
კარგი სარფიანი საქმე ყოფილა. 166

0   Spam
5 drherc   (20.01.2013 22:33:41) [მასალა]
კალმახი კაია მაგრამ ბუნებრივ გაზრდილ კალმახს ვერაფერი შეედრება

0   Spam
4 zazaiaaa1   (20.01.2013 04:32:55) [მასალა]
უყვართ კალმახი ქარტველებს ,დენიც ყვართ

0   Spam
3 bacho1987   (20.01.2013 01:59:28) [მასალა]
პირადად მე მაქვს საკალმახე შიდა ქართლში კერძოდ ქარელის რაიონ სოფ რუისში უნიკალური წყაროსწყლით რაც აღინიშნება იმით რი თევზი უგემრიელესია მთისას ვერცერთი ფერმის კალმახი შეეედრება ვერასდროს მაგრამ შიდა ქართლში თუგინდა რო გემრიელი კალმა ხი ჭამო რუისსსში უნდა იყიდო რუისში სულ სამი საკალმახეა ერთერთი მემაქვს..რელიზაციიისა რაგითხრათ ცოტა უჭირს იმი ტომ რო ბაზარში არაწერია რომელი კალმახი რა ხარისხისაა და საკალმახეეები კიდე ენ რაოდენობით მომრავლდაა ვერც ვერავის გაამტყუნებ ამაში ყველას უნდა შემოსავლის წყარო ქონდეს ოჯახში.

0   Spam
2 ზურა333   (19.01.2013 22:45:01) [მასალა]
კარგია საკალმახე მეურნეობები, მაგრამ იქ გამოყვანილი კალმახი მთის მდინარის კალმახთან გემოთი ახლოსაც ვერ მიდის.

+3   Spam
1 ზურა333   (19.01.2013 22:32:36) [მასალა]
გია რა სურათი დაადე ამ სტატიას, კალმახს ვინ შეხედავს 069

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика