ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

მთავარი » მონადირის მასალა [Admin (930)]
« 1 2 ... 14 15 16 17 18 19 »

კენიელმა რეინჯერებმა ხუთი ბრაკონიერი მოკლეს რიფტის რეგიონში მდებარე ნაკრძალში. შეტაკების დროს ორი რეინჯერი დაიჭრა. კენიელმა სამართალდამცავებმა შეტაკების ადგილიდან კალაშნიკოვის ტიპის სამი ავტომატი და 50 კილოგრამი სპილოს ძვალი ამოიღეს. მარტში რეინჯერებმა კიდევ

დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1272 | დაამატა: Admin | დრო: 23.04.2012 | კომენტარი (0)


ჩეჩნეთის მაღალმთიან რაიონში კლდეში შეზრდილი 40 გაქვავებული სფეროსებრი კორძი აღმოაჩინეს. დეტალურმა დათვალიერებამ დაადასტურა, რომ ეს გიგანტური რეპტილიების კვერცხებია - აღმოჩენაზე აშკარად იკვეთება ნაჭუჭი, ცილა და კვერცხის გული.

"ეს ბალახის მჭამელი დინოზავრების კვერცხებია. მათი დიამეტრი ერთ მეტრს აღწევს, სხვების - ნახევარ მეტრს, ზოგიერთი უფრო მცირე ზომისაა (20 სმ-მდე დიამეტრის)"
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2024 | დაამატა: Admin | დრო: 18.04.2012 | კომენტარი (3)


"როსპოტრებნადზორის" სპეციალისტები იაპონიიდან გადაფრენილ ჩიტებს რადიაციაზე ამოწმებენ.

მეცნიერთა მონაცემებით, ფრინველთა უმრავლესობა, რომელიც კამჩატკაზე ბრუნდება, ზამთარს იაპონიაში ატარებს, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, სადაც "ფუკუსიმას" ავარია მოხდა. ამასთან დაკავშირებით, რეალური საფრთხე არსებობს იმისა, რომ ფრინველები რადიაციით იყვნენ დაბინძურებულნი. 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1311 | დაამატა: Admin | დრო: 18.04.2012 | კომენტარი (1)


სანამ კაცობრიობა "ყბას იქნევს"...ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ტელეარხზე ნახავთ კარგად ნაცნობ ვიდეორგოლებს. "ზოგჯერ უმჯობესია დაღეჭო", - გვამცნობს რეკლამა. "ღეჭვა ღეჭვისათვის" - ეს ვრიგლების საგვარეულო ბიზნესია. სანამ კაცობრიობა "ყბას იქნევს", ვრიგლი მდიდრდება. ეს დიდი ბიზნესი კი წვრილმანებიდან დაიწყო...
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 1566 | დაამატა: Admin | დრო: 17.04.2012 | კომენტარი (0)


ჯორჯ კობი უმდიდრესი ქართველი ამერიკაშიდიახ, გასულ საუკუნეში ქართველებს ოფიციალური მილიონერი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გვყავდა. იგი მსოფლიოში სახელგანთქმული მინის მრეწველი ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე გახლდათ. ჯორჯ კობის წარმოების საქონელბრუნვა 1929 წლისთვის 15 მილიონ დოლარს აღწევდა, სუფთა შემოსავალი კი - 4 მილიონს.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 3671 | დაამატა: Admin | დრო: 17.04.2012 | კომენტარი (0)


რკინის აბჯარი საქართველოსი...ქართული საჭურველი იქმნებოდა და "იწრთობოდა" იმ განუწყვეტელ ომებში, რომელიც თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ უწევდა. საქართველოში დამზადებულ საჭურველს ძველთაგანვე საუკეთესოდ მიიჩნევდნენ არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 

საჭურვლისა და მაღალხარისხოვანი ფოლადის წარმოებაში საუკუნეების განმავლობაში ოსტატდებოდნენ ქალაქელი და ქვეყნის მთიანი რეგიონების ხელოსნები, რომლებიც საჭურვლის დამზადების საიდუმლოებას თაობიდან თაობას გადასცემდნენ.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 3961 | დაამატა: Admin | დრო: 17.04.2012 | კომენტარი (1)


ქრისტიანობაქრისტიანობა მსოფლიოს უდიდესი რელიგიაა, რომლის მიმდევართა საერთო რაოდენობა კარგა ხანია მილიარდს აჭარბებს. იესო ქრისტე უნდა ჩაითვალოს ყველა დროის უდიდეს მოღვაწედ. მან ისეთი გარდატეხა მოახდინა სამყაროში, რომლის მსგავსი კაცობრიობას არ ახსოვს. ქრისტე შეუდარებელია როგორც პიროვნება და როგორც მოაზროვნე. შეიძლება, რომ მას ისტორიის ჭეშმარიტი სასწაული ეწოდოს.
დაწვრილებით...
კატეგორია: სხვადასხვა | დათვალიერებულია: 1919 | დაამატა: Admin | დრო: 14.04.2012 | კომენტარი (0)


ანსანერობა (1915-1920)პატრიოტები ორ ცეცხლს შუა ლაზები "პონტოელებისა" და ოსმალების წინააღმდეგ

დაპატიმრებულ ლაზებს დავით კლდიაშვილი ათავისუფლებს...


1917 წლის ივნისის ბოლოს, ბათუმიდან რიზეში მიავლინეს კაპიტანი ოჰანეზოვი, რომელსაც ლაზისტანის სანჯაყის დაცარიელებული სოფლების აღრიცხვა ევალებოდა, რათა მერე იქ მთავრობას ყუბანელ კაზაკთა ოჯახები ჩაესახლებინა. "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტს" ეს ამბავი ცნობილმა სარფელმა საქმოსანმა იბრაჰიმ თანთ-ოღლიმ (თანდილავამ) აცნობა. კომიტეტის წევრებმა კაპიტნის განადგურება ერთხმად გადაწყვიტეს და ამ საქმის აღსრულება ათინელი მუსტავა კაკალ-ოღლის ცხრაკაციან ჯგუფს მიანდეს.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2654 | დაამატა: Admin | დრო: 14.04.2012 | კომენტარი (0)


ბუ არაა "იმის ჩიტი"...ჩიკაგოს მახლობლად მდებარე პარკში ორნითოლოგი რიკ რემინგტონი  უჩვეულო სანახაობას შეესწრო: თეთრი ბუ, რომელსაც ბუდე ერთ-ერთ ქანდაკებაზე ჰქონდა მოწყობილი, დილით დაბლა დაეშვა და რამდენიმე მეტისმეტად ცნობისმოყვარე ყვავი დაიფრინა.უეცრად ბუს თვალები აუელვარდა და საომრად გაემზადა - მისკენ შევარდენი მიქროდა. ბუ ელვისებურად გაეკრა მიწას, სალტო გააკეთა და მეტოქეს მოზრდილი ჭანგები დაახვედრა. შევარდენმა უშიშრად შეუტია, ბრძოლა 5 წუთს გაგრძელდა. თეთრი ბუ შევარდენზე ბევრად დიდი კია, მაგრამ, რიკის აზრით, გადარჩენის შანსი თითქმის არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა,
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 2298 | დაამატა: Admin | დრო: 13.04.2012 | კომენტარი (4)


ჰავაიზე კანონი მიიღეს, რომელიც ძაღლებს ხმამაღალ ყეფას უკრძალავს. წესრიგის დამცველებს უფლება ეძლევათ, ძაღლის პატრონები არა მხოლოდ დააჯარიმონ, არამედ განსაკუთრებით ხმაურიანი ძაღლები ცხოველთა თავშესაფარში წაიყვანონ. 

მთავარი კრიტერიუმი ყეფის ხანგრძლივობაა - უკანონოდ ითვლება 10 წუთი გაუჩერებლად ყეფა. ასე რომ, ამიერიდან პოლიციელებს მოუწევთ, ხელბორკილის და იარაღის გარდა, თან წამზომიც იქონიონ. 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1480 | დაამატა: Admin | დრო: 13.04.2012 | კომენტარი (6)

პრიმატების ქცევისა და ენის შემსწავლელ ექსპერტს, ცნობილ მეცნიერს, დოქტორ სიუ რუმბოს ათეული წლებია, რაც 8 ჯუჯა შიმპანზე, ანუ ბონობო ჰყავს. მათგან 31 წლის კანზი განსაკუთრებით ნიჭიერია.ბონობოების უნარი - შრომის იარაღად გამოიყენონ ტოტები, ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ რასაც კანზი ახერხებს, სრულიად ცვლის წარმოდგენას პრიმატების შესაძლებლობებზე.
ის ჯერ ფიჩხს აგროვებს, მერე ამტვრევს, ერთად ახვავებს და ცეცხლის დასანთებად ამზადებს. ასანთს უკიდებს და ფრთხილად ანთებს კოცონს. როცა ცეცხლი გაღვივდება, თავდაჯერებით მოაქვს მაყალი, ზედ ტაფას დებს და კერძს გამოცდილი მზარეულივით იმზადებს ბრტყელი ჩამჩით, რომელსაც კოვზადაც ხმარობს...
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 1603 | დაამატა: Admin | დრო: 09.04.2012 | კომენტარი (2)


ერთგული აფთრებიკენიაში ხშირად ნახავთ მოშინაურებულ აფთრებს. საერთოდ, აფრიკაში ზოლიან აფთრებს უძველესი დროიდან იშინაურებენ, ეს ძველი ეგვიპტის ისტორიიდანაცაა ცნობილი. აფთარი იოლად შინაურდება, მისი გაწვრთნა ადვილია და, რაც მთავარია, ძაღლზე არანაკლებ, თუ მეტად არა, ერთგულია პატრონისა. ის სანადიროდაც დაჰყავთ და მრისხანე დარაჯიცაა.
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 1689 | დაამატა: Admin | დრო: 09.04.2012 | კომენტარი (0)


ცოცხი და "გოძილა"ამერიკაში, მიჩიგანის შტატში, ამჟამად 200 ათასამდე გარეული ინდაური ბინადრობს.მათ კანონი იცავს. დეტროიტის ერთ-ერთ გარეუბანში "გაშინაურებული" მოზრდილი მამალი ინდაური "გოძილა" კი პენსიონერ ედნა ჰეისლერის კარმიდამოს თავისად მიიჩნევს და რამდენიმე თვეა, ედნასა და მის სტუმრებს თავზარს სცემს - დასდევს და მტკივნეულად კორტნის. სპეციალისტთა თქმით, მამალი ინდაურებისთვის ეს ტიპური საქციელია. "გოძილა" პატრულირებას დილის 7 საათზე იწყებს,
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 1979 | დაამატა: Admin | დრო: 09.04.2012 | კომენტარი (0)

ირანის უკანასკნელ შაჰინშაჰთან - მოჰამად რეზა ფაჰლავისთან (1919-1980) ქართველებს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ (მისი სტალინთან შეხვედრის შესახებ უკვე წერდა "ისტორიანი").
ამჯერად გვინდა მკითხველის ყურადღება ამ ურთიერთობის ამსახველ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს მივაპყროთ. 
მოჰამად რეზა ფაჰლავის - არიამეჰრს ანუ "არიელთა სინათლეს" უწოდებდნენ. იგი გამოირჩეოდა ათლეტური აღნაგობით, გატაცებული იყო სპორტითა (ჯირითი, ავტორბოლა, თხილამურებით სრიალი) და მფრინავობით. მფარველობდა და ხელს უწყობდა პერსპექტიულ სპორტსმენებს, გამორჩეულად კი ფალავნებს. ჭიდაობა ხომ ირანში ტრადიციულად მიჩნეულია სპორტის უპირველეს სახეობად.


დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2471 | დაამატა: Admin | დრო: 05.04.2012 | კომენტარი (1)


ჩაძირული ქალაქის საიდუმლორას მალავს ჟინვალის წყალსაცავის ფსკერი

ჟინვალი -  უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის ქალაქი


ამბობენ, ადამიანი ყველაფერს ეგუებაო. ქართველებიც, ავად თუ კარგად, ჟინვალის ხეობაში დაგუბებულ 7-კილომეტრიან არაგვის ზღვას შევეგუეთ და მის 75-მეტრიან ფსკერზე რა ჩაიძირა, აღარც ვკითხულობთ. ან, უბრალოდ, გვირჩევნია, ყველაფერი საიდუმლოდ დარჩეს. არ მეეჭვება, რომ მოვა თაობა, რომელიც უსათუოდ მოიკითხავს, რა იმალება ჟინვალის ზღვის ფსკერზე. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2888 | დაამატა: Admin | დრო: 05.04.2012 | კომენტარი (1)

         "ვინ მოგცათ ერის საარსებო გარემოს განადგურების უფლება?!"
          დიმიტრი ლორთქიფანიძე "ხელისუფლებამ ქართველი ხალხი ამ კანონით ეკოტერორიზმის საფრთხის წინაშე დააყენა" 

         ორჰუსის ცენტრის" განმარტება:  "კანონპროექტის არსებული სახით მიღებამ შესაძლებელია  შეუქცევადი ზიანი მიაყენოს გარემოს"
 
         "სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ის აღშფოთება, შეშფოთება თუ შოკი, რაც ამ კანონპროექტის გაცნობის შემდეგ მივიღე"


დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1687 | დაამატა: Admin | დრო: 02.04.2012 | კომენტარი (7)


სიკეთის სასწაულიროგორც წესი, მტკიცებულების გარეშე არაფრის მჯერა. სასწაულის - მით უმეტეს. საინტერესო პროფესიაა ჟურნალისტიკა. 
სულ რომ არ ველოდი ისე, "*****-ს" სასადილოში კახი კავსაძესთან და თემურ ჭკუასელთან ერთად ვზივარ და შემთბარ ხაჭაპურს ვახრამუნებ. უშაქრო ყავასაც ვსვამ და ათას რამეზე ვლაპარაკობთ. 

სალაპარაკო თემა? რამდენიც გინდა - პოლიტიკა, ჟურნალისტიკის კრიზისი, ახალი დოკუმეტური ფილმის "ნეტავი იქ თეატრი არის?" განხილვა და სასწაულის ფენომენი.
მაინც არ მჯერა სასწაულების...
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 1849 | დაამატა: Admin | დრო: 30.03.2012 | კომენტარი (5)


ძაღლი, სახელად ჩაკი ინტერნეტში ყველაზე პოპულარული ცხოველია. ვიდეო-პორტალ YouTube-ზე ჩანაწერი გავრცელდა, რომელზეც ჩანს, ჩაკი ავღანეთიდან დაბრუნებულ პატრონს როგორ ეგებება. პატრონისა და საყვარელი შინაური ცხოველის შეხვედრა იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ YouTube-ზე ვიდეოჩანაწერი უკვე 2 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ნანატრი შეხვედრა გერმანიის ქალაქ ბებლინგენში მოხდა, რომლის სიახლოვესაც აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარის შტაბ-ბინა მდებარეობს
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 1803 | დაამატა: Admin | დრო: 30.03.2012 | კომენტარი (8)


ვებგვერდმა oddstuffmagazine-მ მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო და თვალწარმტაცი ჭაობების ნუსხა წარმოადგინა. 

ჭაობი პანტანალი, ბრაზილია, პარაგვაი და ბოლივია: პანტანალი მსოფლიოში ყველაზე დიდი ჭაობია. ის ბრაზილიაში, მატო გროსო დო სულის შტატში მდებარეობს და ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზეც ვრცელდება.

ნაკრძალის ფართობი 140 000- დან 195  000 კვადრატულ კილომეტრამდე მერყეობს. პანტანალი წყლის უდიდესი აუზია. პანტანალის ნაკრძალის დაახლოებით 80% წვიმის სეზონის დროს იძირება. აუზში წყლის დონე 2-დან 5 მეტრამდე იზრდება.
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 3466 | დაამატა: Admin | დრო: 30.03.2012 | კომენტარი (0)


2 წლის ბსაეტ-ჰაუნდის ჯიშის ძაღლი ტელეფონის ყურმილით თამაშობდა, როდესაც ყელზე შემთხვევით ტელეფონის კაბელი შემოეხვია. კაბელთან "ბრძოლის" დროს ძაღლმა ციფრები 999 აკრიფა და პოლიციას გამოუძახა.  

სამაშველო სამსახურის ოპერატორმა ვერაფერი გაიგო, ყურმილის მეორე ბოლოდან მხოლოდ უცნაური ხმები ისმოდა. დაფიქსირებული ნომრის მისამართზე პოლიციელთა ჯგუფი გაგზავნეს.
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 1573 | დაამატა: Admin | დრო: 30.03.2012 | კომენტარი (3)

Forum.ge და Top.ge ზე სახიფათო ვირუსი გავრცელდა

ვებგვერდებზე Forum.ge და Top.ge დღეს ვირუსი გავრცელდა, რომელიც მომხმარებლებს საფრთხეს უქმნის. ყველა საიტზე, სადაც top.ge-ს მთვლელია განთავსებული (counter.top.ge), გამაფრთხილებელი წითელი ეკრანი ჩნდება. როგორც საიტის ადმინისტრაციაში "ნეტგაზეთს” განუცხადეს, პრობლემა რამდენიმე საათში მოგვარდება: „ორივე საიტი იყენებს ერთიან საბანერო ქსელს, რომლის მეშვეობით მოხდა ე. წ. ვირუსული კოდის გავრცელება. ამჟამად შეტყობინება ხელახალ შემოწმებაზე Google-ში გაგზავნილია და, ალბათ, რამდენიმე საათში პრობლემა მოიხსნება."

დაწვრილებით...
კატეგორია: საიტის ამბები | დათვალიერებულია: 2668 | დაამატა: Admin | დრო: 29.03.2012 | კომენტარი (1)


ისტორიული გამარჯვება - 25 მარტი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესაქართველოს ეკლესია სამოციქულოდ იწოდება, რადგან თავად მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა ჩვენს მიწა-წყალზე. მიუხედავად ამისა, მისი ავტოკეფალია (დამოუკიდებლობა) არაერთხელ გამხდარა განსჯისა და კამათის საგანი. მრავალჯერ ცდილობდნენ იმის წართმევას, რაც პირველი საუკუნიდან კანონიერად გვეკუთვნოდა, მაგრამ ჩვენი წინაპრები მუდამ იცავდნენ საკუთარი ეკლესიის ღირსებასა და დამოუკიდებლობას ერთმორწმუნე თუ არაერთმორწმუნე "კეთილისმსურველებისგან".
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2212 | დაამატა: Admin | დრო: 25.03.2012 | კომენტარი (1)


მსოფლიოში უამრავი ქალაქია, რომელიც ოკეანის, ტბის, ზღვის, ან მდინარის პირას მდებარეობს. ეს ქალაქები თავისთავად ძალიან ლამაზია, მაგრამ წყლის ზედაპირზე არეკლილი შენობები მათ მეტ ბრწყინვალებას მატებს. ვებ-გვერდმა oddstuffmagazine.com-მა მსოფლიოში 10 საუკეთესო წყალზე არეკლილი ქალაქის ნუსხა წარმოადგინა.
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 3826 | დაამატა: Admin | დრო: 25.03.2012 | კომენტარი (0)


"ქართველი ერის ისტორიაში საყოველთაოდ ცნობილია ორი გიორგი მერჩულე - ერთი X საუკუნის ჰაგიოგრაფი, ხოლო მეორე - I მსოფლიო ომის დროინდელი პოლკოვნიკი, კავკასიური "ველური დივიზიის" მეთაური", - ეს სიტყვები ამას წინათ ჩემი ერთ-ერთი ინგუში მეგობრისგან გავიგონე. ის ვეინახთა (ჩეჩენ-ინგუშთა) 1944 წლის დეპორტაციის წლისთავის აღსანიშნავად გახლდათ თბილისში ჩამოსული და ვერც კი წარმოედგინა, თუ ჩვენ, მის ქართველ მეგობრებს, პოლკოვნიკ გიორგი ალექსის ძე მერჩულის სახელი გაგონილიც არ გვექნებოდა. ბუნებრივია, დამაინტერესა ამ თემამ და მეგობარიც არ დამზარდა: მოგვიანებით, ყველაფერი დაწვრილებით შეიტყო პოლკოვნიკი მერჩულის შესახებ და მისი მოწოდებული ცნობებით ეს სტატია დავწერე.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2446 | დაამატა: Admin | დრო: 25.03.2012 | კომენტარი (0)


ძმები დასლერების დაუსრულებელი ბიზნესომი

მრავალი წელია, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე უფლებებისთვის გერმანულ კომპანია "ადიდასს" ამერიკული "ნაიკი" ებრძვის. ეს ბუნებრივიცაა, ამერიკელებს ძლიერი პოზიციები აქვთ სპორტის სხვა სახეობებში. მაგრამ შეჯიბრებათა დიდი ნაწილი, სადაც "ნაიკი" ლიდერობს, აშშ-შია პოპულარული. გზა ევროპისკენ კი ფეხბურთზე გადის, მაგრამ ის "ადიდასის" საბრძანებელია.

"ადიდასის" დამაარსებელი ადოლფ დასლერი 1900 წლის 3 ნოემბერს დაიბადა გერმანიაში, ბავარიის მხარის ქალაქ ჰერცოგენაურახში, ღარიბ ოჯახში. მამა მცხობელი იყო, დედა კი სამრეცხაოში მუშაობდა. ოჯახს კიდევ უფრო გაუჭირდა, როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ინფლაცია და უმუშევრობა მძვინვარებდა. ომის დამთავრებამ კი მძიმე ვითარება პირიქით, კიდევ უფრო დაამძიმა - ფრონტიდან დაბრუნებული ათასობით ჯარისკაცი სამუშაოს ეძებდა. სწორედ მაშინ დაიწყო დასლერის ოჯახმა ფეხსაცმლის კერვა. 
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 3511 | დაამატა: Admin | დრო: 24.03.2012 | კომენტარი (1)


სადაზღვევო აფერარა სპეციალური გეგმა შეიმუშავეს სადაზღვევო კომპანიებმა

"ამ წერილს გწერთ შვილის სიკვდილით გამწარებული და სადაზღვევო კომპანიის უნამუსობით შეურაცხყოფილი 85 წლის ალექსი მიქელაძე. 2012 წლის 20 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა ჩემი შვილი მზია მიქელაძე. იმ დღეს ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში უცხოელი მეცნიერების სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდა. თავი ცუდად იგრძნო, სტუმრებს მოუბოდიშა, ტაქსიში ჩაჯდა და მძღოლს სთხოვა, - სასწრაფოდ შინ მიმიყვანე, ძალიან მტკივა გულიო. გზაში გარდაიცვალა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2230 | დაამატა: Admin | დრო: 24.03.2012 | კომენტარი (2)


რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ალბინოსები შავკანიანებსაც უჩნდებათ. მათი დისკრიმინაციის პრობლემა უკვე მრავალი წელია არსებობს აფრიკულ ქვეყნებში. ხშირად ალბინოსები ნადირობის ობიექტებიც ხდებიან: მათ კლავენ, სხეულს ანაწევრებენ, ორგანოებს აცლიან, თმებს აჭრიან და შემდეგ ჯადოქრულ რიტუალებს ატარებენ
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 2558 | დაამატა: Admin | დრო: 23.03.2012 | კომენტარი (5)


"როგორი უნდა იყოს დათვი..."აღზრდა რომ "ძნელი პროცესია", ეს ცხოველებშიც ისევე დასტურდება, როგორც ადამიანებში: უკრაინის ერთ-ერთ ზოოპარკში ძუ დათვმა აიამ თავისი ბელი კუთხეში დააყენა, 
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 2049 | დაამატა: Admin | დრო: 22.03.2012 | კომენტარი (2)


ძაღლი სახელად რალფი ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ბავშვთა საავადმყოფოში მუშაობს.

რალფი საავადმყოფოს ყოველ კვირას სპეციალური პროგრამის ფარგლებში სტუმრობს. ის პატარა პაციენტებს სიცოცხლის ხალისს უბრუნებს. რალფი ქიმიოთერაპიის დროს ზოგჯერ მათ გვერდით რჩება. 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1413 | დაამატა: Admin | დრო: 22.03.2012 | კომენტარი (0)


ქველმოქმედიმე-19 საუკუნის მეორე ნახევარში თითქმის არ ყოფილა არც ერთი ეროვნული  წამოწყება, რომელიც დიდ ქართველ ქველმოქმედს, დავით სარაჯიშვილს არ დაეფინანსებინა. მათ შორის არის ქაშუეთის ტაძარიც, რომლის მშენებლობა 1910 წელს - სარაჯიშვილის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე - დასრულდა. ფულის გარდა, იდეაც, რომ ახალი ეკლესიის არქიტექტურა რომელიმე უძველესი ქართული ტაძრის მსგავსი ყოფილიყო, მას ეკუთვნოდა. რასაკვირველია, ქართული ტაძრის მშენებლობას რუსი ეგზარქოსი არ დაუშვებდა. სარაჯიშვილმა ეს პრობლემაც მისთვის ჩვეული პრაგმატულობით მოაგვარა - პეტერბურგში ნებართვის მისაღებად გაგზავნილ დელეგაციას წმინდა სინოდის წევრთა გულის მოსაგებად საჭირო თანხა გაატანა და საქმეც წარმატებით დაგვირგვინდა. დღეს დავით სარაჯიშვილის ნეშტი მის მიერ აგებული ეკლესიის ეზოში განისვენებს, თუმცა ის აქ მოგვიანებით გადმოასვენეს. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2901 | დაამატა: Admin | დრო: 20.03.2012 | კომენტარი (1)


როგორ გადასცა სტალინმა ლორე სომხებსსომხეთი უძველესი დროიდან საქართველოს სამხრეთი მეზობელი იყო. სომხეთის სამეფოს თავისი სიძლიერის ხანაში (ძვ.წ. II-I სს.) რამდენჯერმე ჰქონდა დაპყრობილი ქვემო ქართლისა და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები, XI საუკუნის II ნახევრიდან მოყოლებული კი, სამხრეთ კავკასიაში სომხური სამეფო აღარ არსებობს. საუკუნეების განმავლობაში სომხური სამეფო-სამთავროების ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში ითვლებოდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 3533 | დაამატა: Admin | დრო: 20.03.2012 | კომენტარი (2)


24 მარტს ჰოლანდიაში ევროპის ყველაზე დიდი ყვავილების პარკი - კოიკენჰოფი სეზონს გახსნის. 20 მაისის ჩათვლით, რვა კვირის განმავლობაში დამთვალიერებლები ულამაზესი სანახაობით დატკბებიან.

"ეს ზამთართან გამომშვიდობების შესანიშნავი საშუალებაა", - აცხადებენ პარკის ადმინისტრაციაში.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 3674 | დაამატა: Admin | დრო: 20.03.2012 | კომენტარი (0)


"10 ოქროს ციტატა" აინშტაინისგანალბერტ აინშტაინი გენიოსად მხოლოდ ფიზიკაში უდიდესი აღმოჩენების გამო არ ითვლება. პროფესორი აინშტაინი იყო ფილოსოფოსი, რომელსაც ყველაფერთან ერთად შესანიშნავად ესმოდა წარმატების მიღწევის კანონებიც და ისევე ნათლად ხსნიდა მათ, როგორც თავის განტოლებებს.

ეს კი მისი 10 გამონათქვამია სიბრძნის იმ უსასრულო ზღვიდან, რაც ამ მართლაც საოცარმა ადამიანმა ცხოვრების გასაადვილებლად დაგვიტოვა.
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 2013 | დაამატა: Admin | დრო: 18.03.2012 | კომენტარი (7)


მსოფლიოში არსებობს 4 ადგილი, სადაც სიკვდილი აკრძალულია. ეს რელიგიური და გარემო ფაქტორით არის გამოწვეული. 

იცუკუშიმა, იაპონია: იაპონელებს სწამთ, რომ ეს კუნძული წმინდა მიწაა. მისი სიწმინდის შენარჩუნება კი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. წმინდა სალოცავთან ახლოს 1878 წლიდან არც გარდაცვალება და არც მშობიარობა არ იყო ნებადართული. ფეხმძიმე ქალები მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე კუნძულს ტოვებდნენ. 
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 1637 | დაამატა: Admin | დრო: 18.03.2012 | კომენტარი (1)


ბილ გეითსი კოღოებთან ომში ჩაება...ლაზერი - მხოლოდ დედალი კოღოსთვის!

მალარიასთან მებრძოლი "ქვემეხი" უბრალო ლაზერული პრინტერის დეტალებისგან შექმნეს!


ლაზერის ქვემეხის ტექნოლოგიებზე მუშაობა ამერიკაში ჯერ კიდევ რეიგანის "ვარსკვლავური ომის" პროგრამის ფარგლებში დაიწყო. ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ინჟინრებმა სპეციალურად აღჭურვილი "ბოინგ-747"-დან ლაზერული ქვემეხის სხივით ბალისტიკური რაკეტაც ჩამოაგდეს.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1496 | დაამატა: Admin | დრო: 18.03.2012 | კომენტარი (1)

ვასო ფხაკაძე ნადირობის მუღამზე
ნადირობა და თევზაობა მისი ჰობია. ბავშვობაში ბიძამ "მოწამლა" და დღემდე ამ გატაცებით ცხოვრობს. ლაპარაკია "კომედი-შოუს" მსახიობ ვასო ფხაკაძეზე. მისთვის არა მხოლოდ ნადირობა და თევზაობაა აზარტი, არამედ ამ თემაზე ლაპარაკიც. ცდილობს, აგვიხსნას, რა მუღამი აქვს ნადირობას. ტყეში თავს გადახდენილ ამბებთან ერთად იმასაც იხსენებს, რაში ვერ აიყოლია "კომედი-შოუს" ბიჭები და გუბეში თევზაობის გამოცდილებასაც გაგვიზიარებს.

- ვასო, ნადირობითა და თევზაობით რა ასაკიდან დაინტერესდი?
- მაგას მონადირეები და მეთევზეები "მოწამვლას" ეძახიან. ბიძაჩემი მეთევზე იყო და იმან "მომწამლა". ეს პროცესი დიდ სიმოვნებას მანიჭებს. ოდესმე ტყეში ზამთარში ყოფილხარ? თოვლი მუხლს ზემოთ რომ დევს და თენდება, გინახავს? ალიონს მდინარის ნაპირზე შეხვედრიხარ? ულამაზესი სანახავია. რაჭაში სოფელი მაქვს, ჭყვიში ჰქვია. იქ როცა ვიყავი, ბავშვობაში ხშირად ვთევზაობდი, შაშვებზე ვნადირობდი. ეს საქმე ასე ნელ-ნელა შემიყვარდა. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2773 | დაამატა: Admin | დრო: 17.03.2012 | კომენტარი (10)


ცნობილ ამერიკელ მილიარდერს, დონალდ ტრამპს მრავალმილიონიან კონტრაქტზე უარი მას შემდეგ უთხრეს, რაც პრესაში მისი ვაჟების აფრიკაში ნადირობის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. 

შოუმ Celebrity Apprentice, რომლის აღმასრულებელი პროდუსერი დონალდ ტრამპია, კომპანია World Inc-თან უმსხვილესი სარეკლამო კონტრაქტი დაკარგა. მიზეზი, მილიარდერის უფროსი ვაჟების, 34 წლის დონალდ ტრამპ-უმცროსის და 28 წლის ერიკ ტრამპის ნადირობით გატაცებაა. 

მაგნატის მემკვიდრეებმა შარშან ზიმბაბვეში ინადირეს, შემდეგ კი დახოცილი ცხოველების ფონზე ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ტრამპის ვაჟების საქციელმა ბუნების დამცველი ორგანიზაციის "გრინფისის" აღშფოთება გამოიწვია, 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1430 | დაამატა: Admin | დრო: 17.03.2012 | კომენტარი (2)


პლანეტის ყველაზე საშიშ ბინადართა ათეულიმოსკიტები პირველობას არ თმობენ - ყველაზე მომაკვდინებელნი არიან. კოღოების ნაკბენთა უმეტესობა მხოლოდ ქავილს იწვევს. 

მოსკიტები კი საშიში დაავადებების: მალარიის, ყვითელი ციების, დენგეს და ენცეფალიტის გადამტანნი არიან.

მათი ნაკბენით წელიწადში სამ მილიონ კაცზე მეტი კვდება. ასეთი შემთხვევების 85-90% ხდება აფრიკაში, საჰარის სამხრეთით. 

დაინფიცირებულთა უმრავლესობა კი 5 წლამდე ბავშვია.
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 3496 | დაამატა: Admin | დრო: 15.03.2012 | კომენტარი (4)


ეს აბრეშუმი ფოლადზე უფრო მტკიცეაობობასაბრეშუმი გამოსადეგია კოსმოსშიც, ქირურგიული ოპერაციის დროსაც და ჯავშანჟილეტის დასამზადებლადაც რა შესძლებია ოქროს ობობას

ალბათ ყველას გვახსოვს '"გულივერის მოგზაურობა" და დიდი ჯონათან სვიფტის უკვდავი სატირა - როცა ავტორი "ლაგადოს სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის" მიღწევებს ეცნობა, სადაც ერთ-ერთი პროფესორი ობობას ქსელებისგან ფერადი აბრეშუმის მიღებაზე მუშაობს და ამისთვის ფერადი ბუზებით ობობებს კვებავს...
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 3330 | დაამატა: Admin | დრო: 15.03.2012 | კომენტარი (0)

როგორ მოხვდნენ მეგრელები ნაპოლეონის არმიაში?
როგორ მოხვდნენ მეგრელები ნაპოლეონის არმიაში?სისხლი თავისას შვრება - ამ ნახატის ფოტორეპროდუქციას 100 წელს მიღწეული ქალბატონი ისე ინახავდა, არც კი იცოდა, რა ამბავს მოუყვებოდა მასზე დარჩენილი წარსული. სისხლი ეძახდა და ინახავდა.
წლებს მიჰქონდა ტკივილიცა და სიხარულიც, ფერმკრთალდებოდა და იცვითებოდა ამ ქალბატონის ახლობლების ფოტოები, მაგრამ ეს სურათი ალბომიდან ალბომში ჯიუტად გადაჰქონდა. ქმარმა დაუტოვა - ჩემ შემდეგ შენ გაუფრთხილდიო... არც ის იცოდა, ქმარს საიდან ჰქონდა.M მერე იფიქრა, როცა თავად აღარ იქნებოდა, სურათს ვერავინ მოუფრთხილდებოდა და ჩვენ გადმოგვცა, - თქვენზე უკეთესს ვის მივცემ, ამის ფასი  გეცოდინებათო. ჩვენ მას მეცნიერებს გადავცემთ და ისინი შეუნახავენ შთამომავლობას. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 4128 | დაამატა: Admin | დრო: 15.03.2012 | კომენტარი (5)


"ცალ-ცალი კალოშიდან" მსოფლიო ბიზნესიმპერიამდეროგორ იქცნენ მექაღალდეები და მერეზინეები ელექტროტექნიკის ლიდერებად

"ნოკიას" ისტორიას გასული საუკუნის ყველაზე საოცარ ზღაპარს უწოდებენ. 80-იან წლებამდე ამ ფინურ კონგლომერატს ფიჭურ კავშირგაბმულობასთან საერთო არაფერი ჰქონია. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მაშინ "ნოკია" ტუალეტის ქაღალდის წარმოებითა და საბჭოთა კავშირში მისი ექსპორტით იყო დაკავებული. 
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 1863 | დაამატა: Admin | დრო: 13.03.2012 | კომენტარი (4)


ორი ერის გმირიპოლონეთის არმიის ქართველი ოფიცერი, პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს არმიაში მსახურობდა და საქართველოს დამოუკიდებლობას იცავდა ბოლშევიკთა წინააღმდეგ წარმოებულ ხანმოკლე ომში.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ვალერიან თევზაძე სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, იმ იმედით, რომ ბოლშევიკები მალე დამარცხდებოდნენ და ისევ სამშობლოში დაბრუნდებოდა. სამწუხაროდ, ვალერიან თევზაძეს სამშობლოში დაბრუნება აღარ ეწერა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2673 | დაამატა: Admin | დრო: 13.03.2012 | კომენტარი (1)


თბილისის უნივერსიტეტი 94 წლის გახდა (ამბავი ორი "შეთქმულებისა")1871 წელს თბილისი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ს მასპინძლობდა. ამ დროისათვის სამოღვაწეო ასპარეზზე უკვე გამოსულნი იყვნენ ქართველი 60-იანელები ილია ჭავჭავაძის მეთაურობით. სწორედ მათი გავლენით, საგანგებოდ ამ შემთხვევის გამო მოწვეულმა თავადაზნაურობის ყრილობამ დაადგინა იმპერატორისათვის უნივერსიტეტის გახსნა ეთხოვათ. თუმცა, ბოლო წუთს ძველი თაობის წარმომადგენლებმა თავისი გაიტანეს და თავადაზნაურთა მარშლის - რევაზ ანდრონიკაშვილის ხელით, ალექსანდრე მეორეს სულ სხვა "ადრესი" გადასცეს, რომელშიც თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნას თხოვდნენ. იმპერატორმა ქვეშევმრდომთა თხოვნა დიდი სიამოვნებით დააკმაყოფილა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2516 | დაამატა: Admin | დრო: 13.03.2012 | კომენტარი (0)


ასტროს "თავგადასავალიავსტრალიელი ნიკოლ გრეჰემი და მისი გოგონა ავტომობილით მელბურნის სამხრეთით, ყურეს სანაპიროზე გაემართნენ საკუთარი ცხენის - ასტროს გასასეირნებლად.18 წლის ცხენი ავტომობილს უბელოდ მიჰყვებოდა. სანაპიროზე სეირნობისას ასტროს უცაბედად ფეხი "მცოცავი ტალახის" საფლობთან დაუცდა და შიგ კისრამდე ჩავარდა. ნიკოლისა და მისი გოგონას კარგა ხნის მცდელობის მიუხედავად, ნახევარტონიან ცხენს ჭაობი სულ უფრო ღრმად ითრევდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1723 | დაამატა: Admin | დრო: 13.03.2012 | კომენტარი (11)


ბრაზილიაში, არაიალ დო კობოს სანაპიროზე ტურისტები უჩვეულო სანახაობის მოწმენი გახდნენ: ოკეანის სიღრმიდან 30-მდე დელფინი გამოირიყა. წყლის ბინადრები უკან გაცურვას ვეღარ ახერხებდნენ. მათ დამსვენებლებმა და მაშველებმა აღმოუჩინეს დახმარება - ყველა მათგანი საკუთარი ძალებით შეიყვანეს წყალში.
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 2103 | დაამატა: Admin | დრო: 12.03.2012 | კომენტარი (1)


ქალაქს ჯერ კიდევ ახსოვს მეფეთ უბანში, „ზუსტი მეცნიერების უბადლოდ მცოდნის" ცნობილი მინაწერი: „1+1=3". ეს სხვა ფაქტებთან შედარებით არაფერია, ყოვლისმომსწრე ქუთაისში არც სხვა ობიექტები დარჩენილა ყურადღების გარეშე. განსაკუთრებით პოპულარულია კედლის მინაწერები.

ამ „წყაროებზე" დაყრდნობით, თავისუფლად შეიძლება შეიტყო მეგობრობის, სიყვარულის, სიძულვილის სიგრძე-სიგანის შესახებ. ასევე ადვილი დასადგენია ახალგაზრდების მუსიკალური გემოვნება, სპორტის საყვარელი სახეობა თუ საკუთარი წარმომავლობა. ამ ინფორმაციის მოძიება მოსაცდელებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშია შესაძლებელი.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1595 | დაამატა: Admin | დრო: 12.03.2012 | კომენტარი (1)


ჯანდაცვა
შაბათი, 10 მარ 2012 20:01

მეცნიერებმა შექმნეს ხორცის სრულფასოვანი შემცვლელი, რომელიც არაფრით არ განსხვავდება ხორცისგან, როგორც გემოვნებით, ასევე გარეგნული თვისებებით. ფსევდოხორცი 100 პროცენტით შეიცავს ბოსტნეულს.

ევროპული პროექტის მონაწილეების თქმით, პროდუქტი ეკოლოგიურად უსაფრთხოა და ხორცის მოყვარულების დაკმაყოფლიებასაც შეძლებს.

დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 1468 | დაამატა: Admin | დრო: 10.03.2012 | კომენტარი (1)


სპორტი
შაბათი, 10 მარ 2012 17:39

მანუელ ფრანცისკო დოს სანტოსი,  ალბათ,  ეს სახელი არაფერს გეუბნებათ,  მაგრამ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იციან ლეგენდარული ფეხბურთელის გარინჩას შესახებ. მანუელ ფრანცისკო დოს სანტოსი, სწორედ ეს არის გარინჩას სრული სახელი და გვარი.

ლეგენდარული ფეხბურთელი ცნობილია ბურთის განუმეორებელი კონტროლით,  აბსოლუტურად ყველა ფინტის ორიგინალურად, ელეგანტურად და როგორც ბევრი იმდროინდელი მცველი ამბობდა, "მომაკვდინებლი" შესრულებით. ბრაზილიელებისთვის დამახასიათებელია  ბურთზე კონტროლი და მისი შეუდარებელი ფლობა, მაგრამ გარინჩა მაინც განსაკუთრებული ფენომენი იყო. ის ბავშვობიდან აკვირვებდა ყველას თუ როგორ ახერხებდა ასე მოხდენილად ბურთის თამაშს ბიჭი, რომელსაც დაბადებიდან ერთი ფეხი მეორეზე 6 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა.

დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 2863 | დაამატა: Admin | დრო: 10.03.2012 | კომენტარი (4)


კონფლიქტები
პარასკევი, 09 მარ 2012 10:33

ოკუპირებულ აფხაზეთში ბრაკონიერობის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალებს საქართველოს შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნიან.

საქართველოსა და საერთაშორისო წითელ წიგნში შეტანილ სახეობებზე ნადირობა კატეგორიულად აკრძალულია.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2177 | დაამატა: Admin | დრო: 10.03.2012 | კომენტარი (4)


გაზიანი სასმელების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები - Pepsi და Coca-Cola თავიანთი პროდუქციის რეცეპტებს ცვლიან. კომპანიებს არ სურთ, პროდუქციის ბოთლებზე წარწერის განთავსება, რომელიც მომხმარებელს სიმსივნური დაავადებების განვითარების შესაძლებლობის შესახებ აფრთხილებს. 
დაწვრილებით...
კატეგორია: მიმოხილვა | დათვალიერებულია: 2126 | დაამატა: Admin | დრო: 10.03.2012 | კომენტარი (1)

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика