ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 27 » რა იცვლება გარემოსდაცვით კანონმდებლობაში    

16:39:39
რა იცვლება გარემოსდაცვით კანონმდებლობაში

რა იცვლება გარემოსდაცვით კანონმდებლობაში

სტატიები (photo: )

გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესის კვალდავალ 40-ზე მეტი კანონპროექტი მომზადდა. ცვლილებების პაკეტის ასეთი მოცულობას ერთი მხრივ ტექნიკური ჩასწორებების საჭიროება განაპირობებს, მეორე მხრივ კი, რამდენიმე მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ცვლილებაც ხდება. 



გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ამ კანონპროექტებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აღდგენა ხდება იმავე სახითა და ფუნქციებით, რომლებიც მას წინა წლებში ჰქონდა. "იწყება სამინისტროს სრული რეორგანიზაცია, მას უბრუნდება რიგი ფუნქციები და სტრუქტურები, ეს ცვლილებები ძირეულად გააუმჯობესებს მდგომარეობას ამ სფეროში,” - ამბობს ცაგარეიშვილი.

 საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ცვლილებები შედის გარემოს დაცვის შესახებ კანონში, ტყის კოდექსში, წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ კანონში, დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში და სხვა კანონებში.

 ამ კანონების უმეტესობაში გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდების ჩასწორება ხდება, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ცვლილებაც განისაზღვრება. 

2011 წლის გაზაფხულზე სამინისტროთა რეორგანიზაციის შედეგად გარემოს დაცვის სამინისტროს რიგი ფუნქციები ჩამოერთვა და ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა, მათ შორის ბუნებრივი რესურსების მართვის უფლებამოსილება.

"2011 წელს სამინისტროში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის შემდეგ სამინისტროს ფუნქციები სხვა უწყებებში გადანაწილდა.  ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია გარემოსდაცვით მმართველობაზე. მაშინ გადაწყდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო მხოლოდ პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებად დარჩენილიყო. არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით მოხერხდა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო მაინც დარჩა სამინისტროს შემადგენლობაში,” - თქვა "ლიბერალთან”  საუბრისას "მწვანე ალტერნატივის” ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე. როგორც ის ამბობს, გარემოს დაცვის სამინისტროს დასუსტება გამიზნული პოლიტიკის მიხედვით მოხდა. "სახელმწიფოსთვის გარემოს დაცვა პრიორიტეტული არ არის, მთავარი მისთვის ინვესტიციების მოზიდვაა. რაც შეეხება გარემოს დაცვას, ის განიხილება როგორც დამაბრკოლებელი ფაქტორი,” - ამბობდა გუჯარაიძე.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მართვის საკითხები გარემოს დაცვის სამინსიტროს დაუბრუნდება. შესაბამისად, შეიცვლება სამინისტროების სახელწოდებებიც - გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ გადაკეთდება. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო კი - ენერგეტიკის სამინისტროდ. თუმცა, ნავთობისა და გაზის მართვის საკითხები კვლავ ამ უკანასკნელის ფუნქცია იქნება.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ფუქნქციას უკვე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო შეასრულებს. გარემოს დაცვაში გადმოდის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების რეგულირებაც.

გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია ბითაძე ამბობს, რომ რეორგანიზაციასთან ერთად საკანონმდებლო დონეზე იცვლება ის არასწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც გასულ წლებში სამინისტროს წინა ხელმძღვანელობამ და პარლამენტმა მიიღო.

გასულ წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რეზონანსული საკითხი იყო "გარემოს დაცვის შესახებ” და "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, მეწარმესა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული შეთანხმების შემდეგ მეწარმე აღარ დაისჯებოდა იმ დანაშაულისთვის, რომელსაც იგი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩაიდენდა. ფულადი კომპენსაციის გადახდის შემდეგ იგი ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებოდა. შეთანხმების დადებაში არანაირ მონაწილეობას არ იღებდა გარემოს დაცვის სამინისტრო მიუხედავად იმისა, რომ საქმე უშუალოდ გარემოს შეეხებოდა. კანონი არ ადგენდა, კონკრეტულად ვის და როგორ უნდა დაეთვალა მიყენებული ზიანი.

ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით 2012 წლის 16 მარტს 89 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო.  ამ ტიპის შეთანხმება მას შემდეგ სულ სამმა კომპანიამ გააფორმა.

კანონის მიღებიდან 2 თვეში შეთანხმება შედგა ენერგეტიკის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება "მადნეულს” შორის, რომლის თანახმადაც, 18 წლის განმავლობაში "მადნეულის” მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 13 მილიონ ლარად შეფასდა, თუმცა დოკუმენტებიდან არ ჩანდა, კონკრეტულად როგორ და ვინ დაიანგარიშა ეს ზარალი. შპს "საქნახშირი” ენერგეტიკის სამინსიტროს 40 ათასი ლარის გადახდაზე შეუთანხმდა. მესამე კომპანია კი თურქული Polat Yol Yapi Sanayi Ve Ticaret A.S. იყო, რომელმაც იმავე წლის აგვისტოში ერთი წლის განმავლობაში ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში ჩადენილი დანაშაულისთვის 20 000 ლარი გადაიხადა. კომპანია საქართველოში  ახალქალაქთან „ბაქო–თბილისი–ყარსის" რკინიგზის მშენებლობის 14 კილომეტრიან მონაკვეთს აშენებდა. 

კანონს უკუქმედებითი ძალა არ აქვს და დადებული შეთანხმებები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია ბითაძე განმარტავს, რომ კანონპროექტებში მათ კოკნკრეტული პირობები ჩაწერეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს კომპანიები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებენ, მათ მიმართ ის უფლება-მოვალეობები ამოქმედდება, რომლებიც კანონის პირვანდელი მდგომარეობით იყო გათვალისწინებული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილების თანახმად, დაცული ტერიტორიების ფარგლებში ნადირობა იზღუდება.

 "ბოლო პერიოდში პრაქტიკულად ყველა დაცულ ტერიტორიაზე საკმაოდ არაგონივრულად დაიშვა ნადირობა და თევზჭერა, მათ შორის ბუნების ძეგლსა და ეროვნულ პარკში, რაც ყველანაირი სტანდარტის დაცვას გამორიცხავს,” - ამბობს ბითაძე. "დაცულ ტერიტორიებში ნადირობა-თევზჭერის ლიმიტირება ხდება -  ბუნების ძეგლში საერთოდ იკრძალება, ხოლო სამონადირეო მეურნეობები იქნება გარკვეული კატეგორიის დაცულ ტერიტორიებზე, მათ შორის ზოგიერთ აღკვეთილსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე.”

"ცხოველთა სამყაროს შესახებ” კანონპროექტით, ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ სამონადირეო მეურნეობებში. უკანონო ნადირობა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველებზე ნადირობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

წინა მთავრობის პირობებში დაიშვა ნადირობა წითელი ნუსხის სახეობებზეც.

"წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებებით აიკრძალება ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა განადგურება და რაოდენობის შემცირება. მათი ბუნებრივი გარემოდან ამოღება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში - გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენის თუ სამეცნიერო მიზნებისთვის, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობით უნდა ხდებოდეს.

ასოციაცია "მწვანე ალტერნატივამ” კანონპროექტებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომიტეტსა და სამინისტროს შენიშვნები უკვე წარუდგინა. მათი განცხადებით, განმარტებით ბარათებში კონკრეტული ცვლილებების მიზანი და მიზეზი უფრო ნათლად უნდა იყოს ახსნილი. რაც შეეხება გარემოს დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს (ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ დანაშაულის პატიებას), ასოციაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ პარლამენტმა ამ საკითხს პოლიტიკური შეფასება მისცეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სსიპ სატყეო სააგენტო შეიქმნება. კანონპროექტით ცვლილებები შედის საქართველოს ტყის კოდექსშიც და ტყის ფონდის მართვის უფლებამოსილება სატყეო სააგენტოს ექნება. სამინისტროში უკვე დაიწყეს ახალ სატყეო პოლიტიკაზე მუშაობა.

ასოციაციის ბიომრავალფეროვნების კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ მათ განსხვავებული ფორმულირება შესთავაზეს სატყეო სექტორთან დაკავშირებითაც.  

"2010 წლამდე ნადირობა დაშვებული იყო მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებსა და აღკვეთილის გარკვეულ ზონებში. 2010 წლის 6 აგვისტოს კანონმდებლობაში ბევრი ცვლილება შევიდა. ამ დროს შეიქმნა სატყეო სააგენტოც, რომელსაც უნდა შესძლებოდა ნადირობის ბილეთების გაცემა. მაშინ ეს ვერ მოახერხეს, თუმცა მდგომარეობა კიდევ უფრო სახიფათო გახდა, როდესაც ეს სფერო ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა. ამ კანონპროექტებით, ჩვენ ვუბრუნდებით  მდგომარეობას, რომელიც 2010 წლის ცვლილებების შემდეგ დადგა. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ სასურველია 2010 წლამდე მდგომარეობას დავუბრუნდეთ. ჩვენი შენიშვნების დიდი ნაწილი უკვე გაიზიარეს და იმედი გვაქვს, რომ ეს კანონპროექტებშიც აისახება,” - ამბობს მაჭარაშვილი.  მისივე განმარტებით, საჭიროა მომავალ სანადირო სეზონამდე სანადირო პროცესი კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს, შემუშავდეს უკეთესი კონტროლის მექანიზმები და ა.შ. 

"ჩვენ ვიზიარებთ სამინისტროს თვალსაზრისს, რომ ნადირობის სფერო საჭიროებს სამართლებრივ მოწესრიგებას. ასევე მიგვაჩნია, რომ ნადირობაზე დაუსაბუთებელი და ზედმეტი შეზღუდვების დაწესება (როგორიცაა ნადირობის დაშვება მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებში) არ არის მიზანშეწონილი და მომავალში დახვეწას საჭიროებს. თუმცა, ამ ეტაპზე ნადირობის კანონით დაშვება მთელი ტყის ფონდში და სატყეო სააგენტოსათვის ნადირობის ბილეთების გაცემის უფლების მინიჭება, მაშინ როდესაც პროექტების დონეზეც კი არ შემუშავებული კანონქვემდებარე რეგულირება, ნადირობის პროცესის მონიტორინგის წესი, არ არსებობენ სათანადო სტრუქტურები და კადრები, წარმოშობს კიდევ უფრო მეტ სამართლებრივ ქაოსს და საფრთხეს შეიცავს გარემოსათვის," - ვკითხულობთ ორგანიზაციის მომზადებული შენიშვნების ტექსტში. 

სამინისტროში თემატური ჯგუფების შექმნაც იგეგმება, რომლებიც ცალ-ცალკე იმუშავებენ ტყის სექტორის, წიაღის რესურსების მართვისა და თუ სხვა საკითხებზე. სამინისტროში იქმნება სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიც, რომელიც გარემოსდაცვითი განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და სპეციალისტების მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით იქმნება.

ცოტა ხანში ამოქმედდება სამინისტროს ახალი ვებგვერდიც. სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ახალ საიტზე განთავსებული ინფორმაცია უფრო მრავალმხრივი და ადვილად მოსაძიებელი იქნება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში სულ ხუთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი შევა: დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, სატყეო-საბაზისო სანერგე მეურნეობა, სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 



წყაროhttp://www.liberali.ge/ge/liberali/articles/113957/
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 3702 | დაამატა: Admin | ტეგები: რა, გარემოსდაცვით, კანონმდებლობაში, იცვლება | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 vajikaxadeli   (28.03.2013 19:21:09) [მასალა]
რას ნიშნავს ეს? მწყერზე სად უნდა იარო აბა?

0   Spam
3 _Tornike_   (28.03.2013 03:32:45) [მასალა]
166 10 10

0   Spam
2 ვულფ   (27.03.2013 23:59:30) [მასალა]
მაქეთკენ მივდივართ და ჩვენც გვერდით დავუდგეთ
10

0   Spam
1 giohunt1982   (27.03.2013 17:51:37) [მასალა]
იმედია, ერთხელ და სამუდამოდ დალაგდება ეს სისტემა.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика