ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ივნისი » 16 » ქუთაისში "მაწანწალა ძაღლების" დახოცვა აიკრძალა    

00:39:52
ქუთაისში "მაწანწალა ძაღლების" დახოცვა აიკრძალა
ქუთაისში "მაწანწალა ძაღლების" დახოცვა აიკრძალა [Video]
2013-04-13 / 19:14:05
ანა ჯანაშია

ქუთაისში, "უპატრონო" ძაღლების სიცოცხლის უფლებას 16 000 ლარიანი ჯარიმით დაიცავენ.

ქუთაისის მერიამ მრავალგზის ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველებზე პასუხისმგებლობა ინდ. მეწარმე "სერგო ვერულაშვილს" გადასცა.

სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიას ქუჩაში დაჭერილი ძაღლების მოკვლა და განადგურება ეკრძალება. ის ვალდებულია, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, მათი კვება და მოვლა–პატრონობა უზრუნველყოს.







კომპანია "სერგო ვერულაშვილი" ქუთაისიდან 300 მეტრის მოშორებით, ე.წ. მე-11 "ატეკის" ამორტიზებულ შენობაშია განთავსებული.

კომპანიაში სულ 6 თანამშრომელი მუშაობს. რომლებსაც მართალია სპეციალური ძაღლსაჭერი მანქანა ჰყავთ, მაგრამ ძაღლების დაჭერა ისევ მაშებით უწევთ. ასევე მწყობრიდან გამოსულია შენობა, სადაც თანამშრომლები იმყოფებიან.

ძაღლებით სავსე გალიები კი, გადაუხურავ ნანგრევებშია განთავსებული.

"მაწანწალა ძაღლების" პრობლემის სამართავად, ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში, მიმდინარე წელს 50 000 ლარი გამოიყო.  რაც 30 000 ლარით ნაკლებია, გასული  წლების ბიუჯეტთან შედარებით.

2011- 2012 წლებში, ქუთაისში, ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ, ყოველწლიურად 2500-დან 3000–მდე ძაღლის აყვანა ხდებოდა. თუმცა, როგორც ირკვევა, ქუთაისში ცხოველთა უფლებები მთლიანად ირღვეოდა. რადგან ქალაქის ტერიტორიაზე მყოფ ძაღლებს, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, აგროვებდნენ და ერთად, მაღალი ელექტრული ძაბვით კლავდნენ.

"მაწანწალა ძაღლების" პრობლემის გადაწყვეტად, 2013 წელს, ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ასევე, შეიმუშავა ახალი პროექტი. რომლის მიხედვითაც, ე.წ. "იპოდრომის" ტერიტორიაზე ძაღლსაფარი უნდა მოეწყოთ.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ლევან ჭანჭალეიშვილის ინფორმაციით, ძაღლსაფარში უპატრონო ცხოველების  სამედიცინო გამოკვლევა,  სტერილიზაცია და აცრების  ჩატარება უნდა განხორციელებულიყო. თუმცა მიმდინარე წელს, 35 000 ლარის ღირებულების პროექტი, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მერიას არ დაუფინანსა. თუმცა კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციითვე, ძაღლსაფარის მოწყობას ისინი "იპოდრომის" ტერიტორიაზე ამჯერად საკუთარი ფინანსებით აპირებენ.



წყაროhttp://www.newpress.ge/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2504 | დაამატა: Admin | ტეგები: აიკრძალა, დახოცვა, ძაღლების, მაწანწალა, ქუთაისში | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 zaza123   (10.08.2013 13:06:45) [მასალა]
რა ოხრობათ უნდად ამ ძაღლების შენახვა?გაანადგურონ არ ჯობია?

0   Spam
2 marsi   (17.06.2013 22:12:12) [მასალა]
ამ ვიდეოში რაც ჩანს ძაღლები სადისტურ პირობებში იმყოფებიან, ძალიან მცირე ზომის გალიებია სადაც კურდღელსაც კი გაუჭირდება ცხოვრება. შენობა ხო ვაბშე გაფარჩაგებულია. ეს ჩემი აზრით ძაღლების მიმართ სადისტური მოპყრობაა, და საერთოდ ქუთაისში ქუთაისის მთავრობას სინამდვილეში სულ ფეხებზე კიდიათ ამ საცოდავი ძაღლების ბედი. ძაღლები კიარა საქართველოში მთავრობას ყოველთვის ხალხიც ფეხებზე კიდია და ძაღლების უფლებებს დაიცავენ? ჩემი აზრით ძაღლების ასეთ პირობებში ყოფნას ისევ ქუჩაში იყვნენ ის ჯობია. მაგარი არეული და მოუწესრიგებელი ქვეყანა ვართ რა და არც იქნება ჩვენი საშველ 54d43a8c

0   Spam
1 giorgi1998   (17.06.2013 01:22:47) [მასალა]
ჩემი აზრით მისალოცია 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика