მთავარი » 2013 » აგვისტო » 2 » საგზაო მოძრაობის წესები იცვლება
11:42:39
საგზაო მოძრაობის წესები იცვლება
საგზაო მოძრაობის წესები იცვლება
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2010-2020 წლები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ათწლეულად გამოაცხადა. სტატისტიკით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, გასული წლის მხოლოდ 9 თვეში 288 ადამიანი დაიღუპა. ავტოავარიების რიცხვი ზაფხულში, საკურორტო სეზონზე იმატებს. უახლოეს მომავალში, "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევა. ამ საკითხზე მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე გვესაუბრება: - ახალი რეგულაციებით მოხდება საგზაო მოძრაობაში მონაწილე პირების - როგორც მძღოლების, ისე ფეხით მოსიარულეების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, მაქსიმალურად ვუახლოვდებით ევროპულ სტანდარტებს; ზოგიერთ ნორმას ჩვენი კანონმდებლობა აქამდე არ იცნობდა, კერძოდ, შემოდის გარემოსთან ურთიერთობის ახალი წესები, - იკრძალება ავტომანქანების რეცხვა ტბებში, ზღვებში, წყალსაცავებში, მდინარეებსა და მათი ნაპირებიდან არანაკლებ 10 მეტრის დაშორებით, საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ეკრძალებათ გზის საფარისა და მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება; უსაფრთხოებისთვის, გზებზე სარემონტო სამუშაოებისას დღე-ღამის ნებისმიერ დროს მუშებს დიდ მანძილზე ადვილად შესამჩნევი, ფოსფორირებული და შუქამრეკლი ტანსაცმელი უნდა ეცვათ. კანონპროექტში კიდევ უფრო კონკრეტდება წესები სატრანსპორტო საშუალებებით ბავშვთა გადაყვანის თაობაზე, რაც ზაფხულში აქტუალურია: ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ჯდომით, ფეხზე დგომით - აკრძალულია. აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა მსუბუქი ავტომობილის წინა სავა ვარძლით, მოტოციკლით და მოპედით, ასევე მოტორიზებული კვადროციკლით, თუ მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე, შეუძლებელია საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება. 3 წლამდე ბავშვის გადაყვანისას, სავალდებულოა საბავშვო ეტლის ან სავარძლის გამოყენება, ამ ასაკის ბავშვი შეიძლება მოთავსდეს უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაშიც, იმ პირობით, თუ მას მხოლოდ ერთი ბავშვი უჭირავს. ნინო კვიტაშვილი
წყარო : http://www.ambebi.ge/
კატეგორია: საქართველოს ამბები |
ნანახია: 2850 |
დაამატა: Admin
| ტეგები: წესები , modzraobis , იცვლება , პროექტი , მოძრაობის , cesebi , საგზაო , proeqti , wesebi
| რეიტინგი: 0.0 /0
მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
Comments display order:
By default
New comments first
Old comments first
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ონლაინში
საიტზე სულ: 25
სტუმარი: 25
მონადირე: 0
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
<a target="_top" href="//counter.top.ge/cgi-bin/showtop?32685">
<img src="//counter.top.ge/cgi-bin/count?ID:32685+JS:false" border="0" alt="TOP.GE" /></a>
<a href="//top100.rambler.ru/navi/2694409/">
<img src="//counter.rambler.ru/top100.cnt?2694409" alt="Rambler's Top100" border="0" />
</a>
<a href="http://top.boom.ge/index.php?id=1005" target="_blank"><img src="http://links.boom.ge/nojs.php?id=1005" border="0" alt="BOOM.GE"></a>