ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ივლისი » 19 » ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში    

01:51:23
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

მუხლი 86. თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა

1. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხებისგამოყენებით 

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

3. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა – 

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარიდან 800 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და  წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

8. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 4000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

9. 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარიდან 5000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

10. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4  ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარიდან 50000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

11. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

12. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტის კონფისკაციით ან უამისოდ.

13. ნადირობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას  500 ლარიდან 700 ლარამდე, მოპოვებული  ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

14. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

15. ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია (გარდა ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32

საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1625 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.112

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3054 - სსმ I, №26, 20.05.2010წ., მუხ.174

საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის კანონი № 7 23 – ვებგვერდი, 03.07.2013წ.  

 P.S. შემიძლია განგიმარტოთ: 86-ე მუხლის მე-15 ნაწილი გულისხმობს, "მანოკებს", "ფარებს" და სხვა აკრძალულ საშუალებებს.



წყაროhttps://matsne.gov.ge
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 4569 | დაამატა: Admin | ტეგები: სამართალდარღვევათა, კოდექსში, ადმინისტრაციულ, ცვლილებები | რეიტინგი: 1.5/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 321 2 »
0   Spam
32 mirzagg   (09.11.2013 17:06:27) [მასალა]
1p3

0   Spam
31 mirzagg   (09.11.2013 17:06:14) [მასალა]
10

0   Spam
30 bagdati1962   (21.08.2013 13:50:37) [მასალა]
48

0   Spam
29 zviozzz   (11.08.2013 15:34:09) [მასალა]
ეგ ცვლილებები კარგია მაგრამ შემსრულებელი არავინაა

ერთი კვირაა უკვე ყოველ დილით ნადირობენ და მანოკებიც ჩართულია

0   Spam
28 taro-1899   (08.08.2013 11:17:52) [მასალა]
35854 1cc

0   Spam
27 david   (05.08.2013 21:23:39) [მასალა]
23

0   Spam
26 david   (05.08.2013 21:17:23) [მასალა]
ყველაფერი
კარგია მაგრამ ვინ ასრულებს კანონს';/ არავინ

+1   Spam
25 shxuila   (27.07.2013 16:24:53) [მასალა]
ყველაფერუ კარგი დზმებოო მივესალმებიი ამ გადაცყვეტილებას და კანონს მიხარი იქნებ ეხლა მაინც მომრავლდეს ტევზი ცყალსჰიი მარააა....თვითონ ეს ხალხი დადიან აპარატებით...თვითონ ნადირობენ აპარატებიტ და ანადგურებენ დამიჯერეტ დზმაო ასეე ხალხსს კანონზე ესაუბრებიან და აჯარიმებენ და მერე ტვიტონ დარბიან.......ბევრჯერ ცავაცყდიი მეე....იმ რაიონის პოლიცია ნადირობს უეცჰველი ვიციი 25 88e73 88e73 f74 f74 f74 f74

+1   Spam
23 don_33   (25.07.2013 17:26:53) [მასალა]
ნამდვილად მივესალმები კანონის გამკაცრებას,ერთხელ და სამუდამოდ ხომ შეიძლება ადამიანმა ისიამოვნო?! წყალში თევზი დაგხვდეს და მინდორში მწყერი ნორმალურად..

+2   Spam
21 torgwa   (23.07.2013 20:50:41) [მასალა]
სანამ სამაგალითოდ არ დაისჯება რამოდენიმე და ამის აფიშირება არ მოხდება ტელევიზიით დიდი ეფექტი არ ექნება ამ კანონს. გარდა ამისა მონადირეებმაც უნდა მივუთითოთ დამრღვევებს და ვაიძულოთ კანონის დაცვა. აი მაშინ შეიძლება გვეშველოს რაღაც!

+1   Spam
22 giohunt1982   (23.07.2013 21:29:30) [მასალა]
მართალი ხარ!! 166

0   Spam
19 merabnozadze   (23.07.2013 10:30:40) [მასალა]
დაანებებენ ვითომ ბრაკონიერობას თაავს ???? 23 23

0   Spam
18 krakadila   (23.07.2013 01:22:21) [მასალა]
თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხებისგამოყენებით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. ეს რას ნიშნავს ანკესით და ბადითაც გვეკძალება თევზაობა? 167 167 167

0   Spam
20 Admin   (23.07.2013 11:36:04) [მასალა]
მუხლი 16. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა
1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ეკრანით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება. (24.10.2011 N 216)
3. აკრძალულია:
ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება);
ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე N8-ზე (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) მსხვილი ნემსკავების გამოყენება, ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება; (24.10.2011 N 216)
გ) ჩოგანბადის, სასროლი ბადის, ეკრანის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომელთა დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში, ხოლო სიგრძე/სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში – 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები.
დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება;
ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება;
ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.

0   Spam
17 maxo777   (22.07.2013 17:28:54) [მასალა]
10

0   Spam
16 irakli-1973   (22.07.2013 15:15:33) [მასალა]
თუ მანოკით ნადირობა არ აიკრძალა... (ელექტრომანოკით) დასავლეთში მწყერი საერთოდ არ იქნება....

0   Spam
24 Admin   (26.07.2013 16:39:25) [მასალა]
კანონით, მანოკით ნადირობა აკრძალულია 2 წელია უკვე.

0   Spam
15 zaza123   (21.07.2013 21:06:55) [მასალა]
ე ბიჯო გვეშველა გონია

1-15 16-27
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    qorbude

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика