ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ივნისი » 9 » ელექტროტექნიკის გერმანელი მამა    

00:51:10
ელექტროტექნიკის გერმანელი მამა
ელექტროტექნიკის გერმანელი მამა
ელექტროტექნიკის გერმანელი მამა
03-06-2013
ვერნერ სიმენსი - გენიოსი გამომგონებელი

ვერნერ სიმენსზე, მომავალში კორპორაცია "სიმენსის" დამაარსებელზე, ბავშვობაში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მისი მასწავლებლის მონათხრობმა გერმანელი ვაჭრებისა და ბანკირების - ფუგერების უმსხვილესი სავაჭრო სახლის გაფურჩქვნის შესახებ XVI-XVII საუკუნეებში. ფუგერები მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთაც საქმიანობდნენ. ოცნების ასაკიდან გამოსული სიმენსი "ფუგერის სავაჭრო სახლის მსგავსი გაერთიანების" შექმნაზე წერდა, მაგრამ ამ ოცნებას ახდენა მისი გარდაცვალების შემდეგ ეწერა.

ინჟინერი, გამომგონებელი, სწავლული, მეწარმე და საზოგადო მოღვაწე ვერნერ სიმენსი 1816 წლის 13 დეკემბერს დაიბადა ჰანოვერთან ახლოს, ქალაქ ლენთეში. ის მეოთხე ბავშვი იყო ქრისტიანი ფერმერის 14-შვილიან ოჯახში. 1834 წელს წარმატებით დაამთავრა ლიუბეკის გიმნაზია. ბიჭს ტექნიკური მეცნიერებების შესწავლა სურდა, მამამ ურჩია, პრუსიაში გადასულიყო და სამხედრო სკოლაში ესწავლა, რომელიც პრუსიის არმიისთვის ოფიცრებს ამზადებდა. მაშინდელი პრუსიული სამხედრო მანქანა, ევროპაში ყველაზე ეფექტიანი იყო და მის ოფიცრებსაც ცხოვრებაში ყველა გზა ხსნილი ჰქონდათ. 

ვერნერი ბერლინში ფეხით ჩავიდა. თავდაპირველად სამეფო საარტილერიო სასწავლებელში სცადა ჩაბარება, მაგრამ ამაოდ. ურთულესი გამოცდების გავლის შემდეგ მაგდებურგის საარტილერიო-საინჟინრო ბრიგადაში მიიღეს, სადაც ზუსტი მეცნიერებების შესწავლას შეუდგა და პირველი გამოგონებების იდეებიც გაუჩნდა. შემდეგ უმცროსი ლეიტენანტის წოდებით მსახურობდა ბერლინის საარტილერიო სახელოსნოებში. აქ იგი სამეცნიერო ცდებს აწყობდა და გამოგონებებზე მუშაობდა.

გამოგონება ჰაუპტვახში


პირველი გამოგონების იდეა, რომელმაც სიმენსს ფული მოუტანა, მაგდებურგის გარნიზონის ჰაუპტვახტში მოუვიდა. იქ კი იმიტომ მოხვდა, რომ დუელში მონაწილეობდა სეკუნდანტად. იდეა იყო ლითონის საგნებზე ოქროსა და ვერცხლის გალვანური დატანა. მეთოდის დახვეწისა და მისი პატენტის მიღების შემდეგ ვერნერმა უმცროს ძმას დაავალა ამ გამოგონების გაყიდვა მაშინდელ უმსხვილეს სამრეწველო იმპერიაში, დიდ ბრიტანეთში. ჩანაფიქრმა გაამართლა. ახალი მეთოდი ბირმინჰემელმა მრეწველმა დიდ თანხად, 1500 გირვანქად იყიდა.

1845 წელს ვერნერ სიმენსი ახალშექმნილ ფიზიკის საზოგადოებაში ერთ-ერთ თვალსაჩინო ახალგაზრდა მეცნიერად მიიჩნეოდა. მან რამდენიმე სიახლე დანერგა სატელეგრაფო საქმეში. ძმისთვის გაგზავნილ ბარათში სიმენსი წერდა, რომ ტელეგრაფის განვითარების ძალიან დიდ პერსპექტივას ხედავდა და აქ აპირებდა კარიერის გაგრძელებას, თუნდაც მასთან სამხედრო სამსახურის შეთავსება შეუძლებელი გამხდარიყო. ორი წლის შემდეგ სიმენსმა და მისმა მეგობარმა იოჰან გეორგ ჰალსკემ დააფუძნეს სატელეგრაფო-სამშენებლო ფირმა Siemens & Halske. 
ელექტროტელეგრაფის გარდა, ის მუშაობდა ზუსტი მექანიკისა და ოპტიკის სფეროში, ასევე ელექტრონული სამედიცინო აპარატების შექმნაზე. კომპანია ჰალსკეს პატარა სახელოსნოში იყო განთავსებული და მხოლოდ სამ თანამშრომელს ითვლიდა. აქ საქონელსაც უშვებდნენ და სხვადასხვა პროექტზეც მუშაობდნენ. ფირმა დღემდე ასე მოქმედებს: პროდუქციის ერთი სახეობა მანამ იწარმოება, ვიდრე მას სხვა, უფრო სრულყოფილი არ შეცვლის.
პირველი მსხვილი დაკვეთა იყო გერმანიის პირველი სატელეგრაფო ხაზი ბერლინი-მაინის ფრანკფურტი, რომელიც 1849 წელს აიგო. ამას მოჰყვა სატელეგრაფო ხაზები კიოლნში, ჰამბურგში, შტეტინსა და სხვა ქალაქებში. იმავე წელს სიმენსმა თავი დაანება სამხედრო სამსახურს და მთლიანად ბიზნესში ჩაერთო. "სიმენს ჰალსკემ" მალე ტელეგრაფების პირველი პარტია გაყიდა რუსეთში, რომელიც უმსხვილესი დამკვეთი გახდა რამდენიმე წლის განმავლობაში. სიმენსმა იქ საწარმო გახსნა და თავის ძმას, კარლს ჩააბარა.

სხვებზე ერთი ნაბიჯით წინ

ინგლისიდან და რუსეთიდან კომპანია შეკვეთებს ვეღარ აუდიოდა, ამიტომ 1857 წელს ვერნერი სერიულ წარმოებაზე გადავიდა, გახსნა ახალი საამქრო, რომელიც უახლესი ამერიკული დაზგებით აღჭურვა. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 60-70-იანი წლები. "სიმენსი და ჰალსკე" მონაწილეობდა ცნობილი ინდოევროპული სატელეგრაფო ხაზის - 11 ათას კმ-იანი ლონდონი-კალკუტის აღჭურვაში. მონაკვეთი, რომელიც კავკასიაზე გადიოდა, ლითონის საყრდენებით იყო აგებული და 1931 წლამდე მუშაობდა. 70-იანების დასაწყისში "სიმენსმა" ააგო საკაბელო ხომალდი "ფარადეი", რომელიც აღჭურვილი იყო გაუმჯობესებული კაბელის ჩამწყობი მანქანით. 1874 წელს სწორედ "ფარადეიმ" ჩადო ირლანდია-აშშ-ის დამაკავშირებელი 5700 კმ-იანი ტრანსატლანტიკური სატელეგრაფო კაბელი. კომპანიამ კიდევ მრავალი სატელეგრაფო ხაზი ააგო ევროპაში, და მის ფარგლებს გარეთაც.

ბელის მიერ ტელეფონის გამოგონების შემდეგ "სიმენსი" ყოველდღიურად 200-ზე მეტ აპარატს ამზადებდა. კომპანია მუდმივად აბანდებდა ფულს კავშირგაბმულობის სფეროში. "სიმენსის" შექმნილმა ციცხვის ფორმის ყურმილმა მრავალი წლით განსაზღვრა ტელეფონის ფორმა. 80-იან წლებში კი კომპანიამ პირველი უსადენო ტელეფონი შექმნა.
ვერნერ სიმენსი დიდ ყურადღებას უთმობდა მენეჯმენტს. მან შექმნა საპენსიო სალარო თანამშრომლებისთვის, სამუშაო დღე 9-დან 8,5 სთ-მდე შეამცირა. ასეთი ნაბიჯები მეწარმეს არა იმდენად ჰუმანიზმად, რამდენადაც "ჯანსაღ ეგოიზმად" მიაჩნდა: მუშაკი დაინტერესებული უნდა ყოფილიყო, ხანგრძლივად ემუშავა ერთსა და იმავე ქარხანაში და ამაში მისთვის ხელი დამსაქმებელს უნდა შეეწყო. სიმენსის დამოკიდებულება ჩანს ძმისთვის გაგზავნილ წერილში: "მოგების კუთვნილ ნაწილს თუ ჩემს ერთგულ თანაშემწეებს არ ვარგუნებ, ეს ფული გავარვარებული რკინასავით დამწვავს ხელს". მოგვიანებით სიმენსმა "საავადმყოფო სალაროც" შექმნა - ამ ფონდიდან უხდიდნენ თანამშრომელს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაოსთვის, ასევე მძიმე ცხოვრებისეული გარემოებების, გარდაცვალების შემთხვევაში. ამგვარი ნაბიჯების გამო სიმენსის საწარმოებში მის სიცოცხლეში არასოდეს მომხდარა მღელვარება, იყო სიმშვიდე, რაც მოგების ზრდას უწყობდა ხელს.

1867 წელს სიმენსმა შექმნა მუდმივი დენის გენერატორის სრულყოფილი კონსტრუქცია, რომელსაც დიდხანს დინამო-მანქანას უწოდებდნენ. დინამომ რევოლუცია მოახდინა სამთო საქმეში, მისი წყალობით გაჩნდა ელექტროსანგრევი ჩაქუჩი, შახტის ელექტროვენტილატორი, ელექტროტრონსპორტიორი და რაც მთავარია, მაღაროს ელექტრული გზა. 1874 წელს სიმენსი პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა. სამი წლის შემდეგ იურული პერიოდის ფიქლებში აღმოაჩინეს გაქვავებული არსება - გარდამავალი ფორმა ქვეწარმავლებსა და ფრინველებს შორის. დღეს მისი სახელი, არქეოპტერიქსი, მოსწავლეებმაც იციან. მოყვარულ გეოლოგს, ვინც არქეოპტერიქსს მიაგნო, მისი უცხოეთში ძვირად გაყიდვა სურდა. სიმენსმა ეს რომ შეიტყო, თვითონ შეიძინა ექსპონატი, რომელიც შემდეგ ბერლინის მუზეუმს გადასცა.

ფირმამ 1879 წელს ბერლინის გამოფენაზე მსოფლიოში პირველი ელექტრული რკინიგზა წარმოადგინა, მომდევნო წელს მანჰაიმის გამოფენაზე - პირველი ელექტროლიფტი, კიდევ ერთ წელიწადში კი ბერლინის გარეუბანში ელექტროტრამვაის პირველი ხაზი დააგო. 1892-ში დაიწყო და ცხრა წელიწადში დასრულდა პარიზის ტრამვაის მშენებლობა.

უკანასკნელი გამოგონება


ვერნერი საოცრად გულისხმიერი ადამიანი იყო - მუდამ მზად იყო, რჩევით ან ფულით შესწეოდა კარგ იდეას, ღირსების საქმედ მიაჩნდა, სახსრები გაეღო მეცნიერებისა და კულტურის განვითარებისთვის. სიმენსი მთავარ მიზნად გერმანიის ტექნიკურ განვითარებას მიიჩნევდა. წუხდა, რომ გერმანია გამოგონებებს სხვებისგან ყიდულობდა, მუშებს კი ცოტას უხდიდა, დაბალი იყო გერმანული საქონლის ხარისხი. ასეთი ეკონომიკა სისუსტისთვის იყო განწირული. ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - სიმენსისა და სხვების მწვავე კრიტიკით შეშფოთებულმა სახელმწიფომ ეკონომიკური და საგადასახადო ბერკეტები აამოქმედა. ეროვნულმა მრეწველობამ მძლავრი მხარდაჭერა მიიღო, საგრძნობლად გაუმჯობესდა გერმანული საქონლის ხარისხიც. სიმენსმა დააარსა გერმანიის პატენტების საზოგადოება. სწორედ ვერნერ სიმენსს ეკუთვნის ტერმინი "ელექტროტექნიკა". 
1888 წელს ვერნერ სიმენსს კეთილშობილი ტიტული უბოძეს და იგი ვერნერ ფონ სიმენსი გახდა. იმ დროისთვის მის ფირმაში, შვილობილი კომპანიების ჩათვლით, 5 ათასი თანამშრომელი მუშაობდა. 1889 წლის 31 დეკემბერს სიმენსმა ფირმის ხელმძღვანელობა დატოვა. სიცოცხლის ბოლო წლები ბად-ჰარცბურგის ვილაში, მშვიდ, ოჯახურ ატმოსფეროში გაატარა, თან "მოგონებებს ცხოვრებაზე" წერდა. თუმცა 1892 წელს მაინც გამოიგონა ფოლადის ლენტისებრი ჯავშანი მიწისქვეშა კაბელების დასაცავად. იმავე წლის 6 დეკემბერს ვერნერ ფონ სიმენსი გარდაიცვალა.
1897 წელს კომპანია სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. 1914 წლისთვის აქ 82 ათასი ადამიანი მუშაობდა. პირველმა მსოფლიო ომმა ჯგუფს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. 1918 წელს მას სათავეში ვერნერის მესამე ვაჟი კარლ ფრიდრიხი ჩაუდგა და ვითარების გამოსწორება მოახერხა. მან ჰოლდინგში მრავალი ფირმა გააერთიანა. მეორე მსოფლიო ომის შედეგად "სიმენსმა" აქტივების 4/5, საწარმოო სიმძლავრეების დიდი ნაწილი და მრავალი თანამშრომელი დაკარგა. თუმცა კომპანიას ეწერა, ომის შემდგომი გერმანული ეკონომიკური სასწაულის ერთ-ერთი ლოკომოტივი გამხდარიყო...

"სიმენსი" დღეს მრავალ დარგში მომუშავე ფირმებს აერთიანებს. "ფორბსის" ბოლო, 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის 2013 წლის მაისის რეიტინგში ის 51-ე ადგილზეა $91,92-მილიარდიანი კაპიტალიზაციით. "სიმენსისთვის" 365 ათასი ადამიანი მუშაობს და მისი წლიური გაყიდვა $100,64 მილიარდია. ის 190 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

მოამზადა ნატა ენუქიძემ


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 1748 | დაამატა: Admin | ტეგები: მამა, სიმენსი, ელექტროტექნიკის, simens, გერმანელი, ვერნერ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 giohunt1982   (10.06.2013 10:11:22) [მასალა]
166 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика