ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

მთავარი » მონადირის მასალა [Admin (930)]
« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 18 19 »

მაშველებმა ძაღლი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინეს. შემთხვევა, 15 აპრილს, დღის 2 საათზე მოხდა. ინფორმაცია Facebook-ზე გვერდმა, ideahub-მა გაავრცელა. იქვე გამოქვეყნდა სამაშველო ოპერაციის ამსახველი 6 ფოტოსურათი თანდართული ტექსტით: 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2910 | დაამატა: Admin | დრო: 20.04.2014 | კომენტარი (6)

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 

აღდგომა არის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სიმბოლურად წითელი კვერცხითა და პასქით ვხვდებით. სააღგომო კვერცხის სიმბოლურ მნიშვნელობასთან დაკავშირებით მართლმადიდებლური ლიტერატურა მოგვითხრობს: ”ისევე, როგორც კვერცხიდან იბადება ცოცხალი არსება და ნაჭუჭიდან გათავისუფლების შემდეგ იწყებს სრულყოფილ არსებობას, ასევე დედამიწაზე იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას განვთავისუფლდებით მიწიერი, ხრწნადი სხეულისაგან, სულ სხვა, უფრო ამაღლებული, მარადიული, უკვდავი ცხოვრებით აღვდგებით და ვღორძინდებით.” 

 

დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 4427 | დაამატა: Admin | დრო: 20.04.2014 | კომენტარი (6)

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრიარქო მოქალაქეებს მოუწოდობენ, თავი შეიკავონ ბზის ხეების უკანონო მოჭრისაგან. საქართველოს საპატრიარქოში დღეს გარემოსა და ბუნებრივი რუსურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. კერძოდ, მათ მოსახლეობას მოუწოდეს თავი შეიკავონ ბზის ხეების უკანონო მოჭრისაგან.

როგორც ბრიფინგზე ხათუნა გოგალაძემ აღნიშნა, კოლხური ბზა წარმოადგენს ენდემურ სახეობას და მნიშვნელოვან მერქნულ რესურსს. ამასთან, ამ მცენარეს ახასიათებს ბოლო

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1730 | დაამატა: Admin | დრო: 06.04.2014 | კომენტარი (2)

ნიანგი, რომელმაც 6 ადამიანი იმსხვერპლა, უგანდაში, ტბა ვიქტორიას ნაპირთან შეიპყრეს.

6 მეტრი სიგრძის გიგანტური ნიანგი მას შემდეგ დაიჭირეს, რაც შეშინებულმა ადგილობრივებმა ოფიციალურ პირებს მიმართეს. ნიანგის უკანასკნელი მსხვერპლი 2 შვილის მამა, ადგილობრივი მეთევზე ბოსკო ნიანსია. მსხვერპლის მოტივტივე, დაგლეჯილი ტანსაცმელი ადგილობრივებმა წყალში იპოვეს.

დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 3359 | დაამატა: Admin | დრო: 06.04.2014 | კომენტარი (6)

თბილისში ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. მასში მონაწილეობა 197 ძაღლმა მიიღო. საქართველოს გარდა, გამოფენაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი 100-ზე მეტი ძაღლი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდა. გამოფენის ორგანიზატორი საქართველოს კინოლოგიური ფედერაციაა.

"გამოფენაში მონაწილეობისთვის უნდა იყოს აუცილებლად ჯიშიანი ძაღლი და უნდა ჰქონდეს დამადასტურებელი მოწმობა, ეს კი არის საგვარეულო ნუსხა. მხოლოდ ამ მოწმობის წარდგენის შემდეგ აძლევენ მსგავს გამოფენებში 

 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 4225 | დაამატა: Admin | დრო: 06.04.2014 | კომენტარი (1)

ფარერის კუნძულებზე დანიელი ახალგაზრდები დღემდე დიდი მონდომებით იცავენ ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ტრადიციას, რომელიც ცივი იარაღით დელფინების ხოცვაში გამოიხატება. ამ მასობრივ სისხლიან რიტუალში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობენ. ე.წ. "მონადირეები" ცხოველებს უმეტესად ნელი და მტანჯველი სიკვდილისთვის სწირავენ, რადგან ვერც ოსტატურად მოკვლის ტექნიკას ფლობენ.

სამწუხაროდ, ამდენი ხნის მანძილზე, ვერც დანიის ხელისუფლებამ და ვერც ევროკომიციამ შესაბამისი ზომები ვერ მიიღო ამ სისასტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ათასობით სეირის მოყვარული ესწრება. გარემოს დამცველთა არერთი მოწოდებას ჰქონდა ადგილი, მათ შორის სოციალური ქსელის მეშვეობით, თუმცა 

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 3279 | დაამატა: Admin | დრო: 03.04.2014 | კომენტარი (12)

თევზი - გემრიელი და სასარგებლო საკვები
თევზი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, მეტად სასარგებლო საკვებია, ამიტომ ის რეგულარულად უნდა ჩავრთოთ კვების რაციონში. ცხიმიანი თევზი (სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული, კალმახი) მაღალკალორიულია და ამავე დროს მდიდარია D ვიტამინით, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და ნორმალური ზრდა-
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 2627 | დაამატა: Admin | დრო: 03.04.2014 | კომენტარი (2)

ვაზნების სატენზე: "Lee Precision II Shotshell Reloading Press  Load All (Multi)" www.amazon.com-ზე არის ფასდაკლება.

 

12 კალიბრის სატენი 71,98 $ ნაცვლად ღირს 49,99$ (ეკონომია 21,99$)  

16 კალიბრის სატენი 71,98$ ნაცვლად 52.99$ (ეკონომია $ 18.99)

20 კალიბრის სატენი 71,98$ ნაცვლად 54.99$ (ეკონომია 16,99$)

ცნობისათვის: ეს რეკლამა არ არის. ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მონადირებიასათვის. ჩვენ არანაირი სარგებელი ამ ყველაფერში არ გვაქვს.

 

დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 8631 | დაამატა: Admin | დრო: 28.03.2014 | კომენტარი (52)

 
სასიკვდილო ორთაბრძოლები
24-03-2014
ფილიპინების ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად, კუნძულ მინდანაოზე, ცხენთა უსასტიკესი ბრძოლები იმართება.
ამ დაუნდობელი შეტაკებების საყურებლად ათასობით ადამიანი იკრიბება. ულაყების გასახელებლად ორგანიზატორები არენაზე ფაშატს დაარონინებენ. ინსტინქტით გახელებული მამრები ერთმანეთს უკვე სასიკვდილოდაც იმეტებენ - მეტოქეს ყელში ნამდვილი მგლებივით ეძგერებიან... ცხენების პატრონებიც და მრავალრიცხოვანი მაყურებელიც შეჯიბრების დაწყებამდე დიდ თანხაზე სანაძლეოს დებენ.    
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 3211 | დაამატა: Admin | დრო: 28.03.2014 | კომენტარი (8)

 
"ადამიანი-ამფიბია"
24-03-2014
დანიელი მყვინთავი - სტიგ სევერინსენი წყალში ყველაზე დიდხანს იკავებს სუნთქვას - მისი რეკორდი 22 წუთია! ამ მართლაც "ადამიანი-ამფიბიას" შესაძლებლობები საოცარია! ვის არ უცდია სუნთქვის შეკავება წყალქვეშ: ჩვეულებრივი ადამიანის შედეგი საშუალოდ 3-5 წუთია... 
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 1939 | დაამატა: Admin | დრო: 28.03.2014 | კომენტარი (3)

20:32 2014-03-26
გორის რაიონში მგლების შინაურ ცხოველებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის.

მგლებმა სოფელ შავშვებში წკრიალაშვილების ცხვრის ფარა მთლიანად გაანადგურეს ამის შესახებ „ნიუპოსტს“ თავად დაზარალებულებმა აცნობეს, ხათუნა წკრიალაშვილი ამბობს რომ ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ „ 21 ბატკანი და 12 დედა ცხვარი შეგვიჭამეს მგლებმა დილით ექვს საათზე გავიგეთ. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ეს იყო იქნებ რამით დაგვეხმაროს მთავრობა. დღეს გამგებელიც იყო ამოსული დახმარებას დაგვპირდა მაგრამ რავიცი აბა რა იქნება“ ამბობს დაზარალებული ხათუნა წკრიალაშვილი. აღსანიშნავია ის რომ გორის რაიონში მგლების შინაურ ცხოველებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის.

გიორგი ახალკაცი „ნიუპოსტი“ გორი.

დაწვრილებით...
კატეგორია: მგლები და ტურები | დათვალიერებულია: 2902 | დაამატა: Admin | დრო: 27.03.2014 | კომენტარი (17)

თბილისში, ძველი ვეძისის დასახლებაში მონადირეებმა მგელი მოკლეს. მოსახლეობის განცხადებით, მათ ეს პრობლემა დიდი ხანია აწუხებდათ. ამის შესახებ „1 არხი“ იუწყება.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ნადირი მათ სახლში უვარდებოდა და შინაურ ცხოველებს ესხმოდა თავს.

მოსახლეობის მიმართვის შემდეგ, საგანგებო სამსახურისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მონადირეებს უფლება მიეცათ, ძველი ვეძისი მტაცებლისგან დაეცვათ.

დაწვრილებით...
კატეგორია: მგლები და ტურები | დათვალიერებულია: 5470 | დაამატა: Admin | დრო: 23.03.2014 | კომენტარი (16)

ჩინეთში ტიბეტური მასტიფის ჯიშის ლეკვი 2 მილიონ დოლარად გაიყიდა. მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ძაღლი.

ეს ფუმფულა ცხოველი ჩინეთის პროვინცია ჯეძიანში შეიძინეს. მისი სიმაღლე 80 სანტიმეტრია და 90 კილოგრამს იწონის. როგორც პატრონი, ჟანგი ჟურნალისტებთან აცხადებს, მისი გაყიდვა ძალიან გაუჭირდა, რადგანაც ძალიან უყვარდა.

დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 2725 | დაამატა: Admin | დრო: 21.03.2014 | კომენტარი (9)

გარემოს დაცვის სამინისტროს ფეისბუქზე უკვე ხშირად ვრცელდება მონადირეთა ფოტოები ნანადირევთან ერთად,   რომლებზე რეაგირებასაც გარემოს დაცვის სამინისტროს სთხოვენ,  ამას ყველაზე ხშირად გრანტიჭამია ფუტურისტი არასამთავროებოები აკეთებენ, მათ მხარს უბამებ კომპიუტერს არგაცილებული თავცარიელი ახალგაზრდები, ისინი რომლებისთვისაც მთავარია რამე უარყოფითი დასწერონ, იმ საკითხზე ატლიკინონ ენები რომლებზეც გაგებაში არ არიან. (სურათებზე უმრავლეს შემთხვევაში ყველაფერი კანონიერია, თუმცა ფოტოზე გაღიმებული მონადირე, უკვე ამ პატივცემულების გაცოფებას იწვევს). მათი ბოლო შეტევა განხორციელდა და ხორციელდება სამონადირეო კლუბ "ოჩოპინტრე"– ს სეზონის დახურვა ჭიაურის სამონადირეო მეურნეობაში მტაცებელ ცხოველებზე. 
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 5233 | დაამატა: Admin | დრო: 20.03.2014 | კომენტარი (30)

 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქ თბილისში მდინარე მტკვრის სანაპიროზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა. მოქალაქე ელექტროშუკური აპარატითა და თვითნაკეთი ელექტრო ხელსაწყოებით ახდენდა თევზის მასობრივ განადგურებას. სამართალდამრღვევს ჩამოერთვა უკანონოდ მოპოვებული 24 კგ ხრამულის სახეობის თევზი და თვითნაკეთი 
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 3230 | დაამატა: Admin | დრო: 15.03.2014 | კომენტარი (5)

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ ელექტროშოკური აპარატი, ჩოგანბადე, ნავი და უკანონოდ მოპოვებული 20 კგ. ხრამულის სახეობის თევზი. მათ მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი. აღნიშნული საქმე შემდგომი ...
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2320 | დაამატა: Admin | დრო: 15.03.2014 | კომენტარი (6)

ნარჩენების სრულად დაშლის დრო:

ქაღალდის ხელსახოცი 2-3 კვირა
ბანანის ქერქი 3-4 კვირა
ქაღალდის პარკი 1 თვე
გაზეთი 1,5 თვე
ვაშლის ნარჩენი 2 თვე
ფორთოხლის ქერქი 6 თვე
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 5280 | დაამატა: Admin | დრო: 11.03.2014 | კომენტარი (9)

2014 წლის 27იანვარს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურის სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე დაათვალიერეს ქ. გორში სანერგე მეურნეობის მიმდებარე ტერიტორია და მდინარე კოშკზე გადებულ რკინის მილზე, რომელიც საცალფეხო ბილიკად გამოიყენება, მილსა და მოაჯირს შორის უკანა ფეხით ჩაჭედილი მგელი აღმოაჩინეს. აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს 
დაწვრილებით...
კატეგორია: მგლები და ტურები | დათვალიერებულია: 5140 | დაამატა: Admin | დრო: 09.03.2014 | კომენტარი (25)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი იქნა ბრაკონიერობის ფაქტი,კერძოდ კაჭკაჭზე უკანონოდ ნადირობა,რომელიც არ მიეკუთვნება გადამფრენი ფრინველების ჩამონათვალს. სამართალდარღვევის შესახებ ცნობილი გახდა,სოციალურ ქსელში გავრცელებული კერძოდ, myvideo.ge - ზე ატვირთული სამი ვიდეო მასალისაგან. რისთვისაც მადლობას ვუხდით საზოგადოებას აქტიურად თანამშრომლობისათვის.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2892 | დაამატა: Admin | დრო: 08.03.2014 | კომენტარი (12)


ძაღლმა ფულის ყადრი იცის
03-03-2014
ჩინეთის ქალაქ ჩანჩუნის ბინადარი, 8 წლის კოკერ-სპანიელი ბობი ნამდვილი "გამომძალველია". ის ქალაქის ღირსშესანიშნაობად მას შემდეგ იქცა, რაც არა მარტო ფულის გარჩევა, არამედ ფულის ხარჯვაც ისწავლა! 5 წელია, ის ყოველდღე სეირნობს თავის პატრონ ვონგ ჩუნის ლატარიის დახლის გვერდით და გულუხვ მყიდველს ელის. როგორც კი მათ ბანკნოტებს დაუნახავს, მაშინვე "საწყალი სახით" იწყებს მათხოვრობას. მოპოვებული ბანკნოტით კი დაუყოვნებლივ უახლოეს მაღაზიაში გარბის თავისი საყვარელი ქათმის ფრთებისა თუ სოსისის საყიდლად.
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 1927 | დაამატა: Admin | დრო: 03.03.2014 | კომენტარი (2)

ინდონეზიაში, სულავესის ჩრდილოეთ ნაწილში, გიგანტური ბაზრობა ეწყობა, რომელშიც ყველაზე სახის ხორცის შეძენაა შესაძლებელი. მათ შორის: ძაღლების, კატების, ღამურების, მაიმუნების, ვირთხებისა და სხვა ცხოველების. აღსანიშნავია, რომ ყველა მოკლულ ცხოველს საშინლად განწირული გამომეტყველება აქვს, რომელიც, სავარაუდოდ, სასტიკ სიკვდილზე მიუთითებს. შემაძრწუნებელი პროდუქტებით დატვირთული თაროები ფოტოგრაფმა და ბლოგერმა, 44 წლის რაიმონდ ოულშმა დააფიქსირა. მისი თქმით, მკვდარი ცხოველების ხილვა უფრო მარტივი იყო, ვიდრე იმათი, რომლებიც გალიებში საკუთარ სიკვდილს
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 5979 | დაამატა: Admin | დრო: 28.02.2014 | კომენტარი (9)

ჭანიეთში ფოცხვერი გამოჩნდა!..
ჭანიეთში ფოცხვერი გამოჩნდა!..
24-02-2014


სიტყვისთვის ჯიბეში ხელს არ ვიყოფ, მაგრამ ხანდახან, როცა ჩვენს გლეხებს ვუსმენ, გაოცებისაგან ყველა სიტყვა შემომეფანტება ხოლმე - რამდენ რამეს უძლებენ და ვითომ არაფერიო, - დაიჩივლებენ გასაჭირზე, დაიხურავენ ქუდს და ისევ სამუშაოდ გასწევენ, მუყაითად იმავე საქმეს შეუდგებიან, რაზეც საჩივლელი აქვთ.

ამას წინათ ოზურგეთის სოფელ ჭანიეთიდან დამირეკეს - 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 4064 | დაამატა: Admin | დრო: 26.02.2014 | კომენტარი (2)

რატომ მიიჩნევენ ძაღლს ადამიანის ყველაზე ახლო მეგობრად? მეცნიერებმა ამ კითხვას ტვინების სკანირებისა და მათი შედარებითვი კვლევის შემდეგ მიაგნეს. 

ყველაფერი ე.წ. "მეტყველების ცენტრის" დამსახურება ყოფილა, რომელიც ადამიანსა და მის ოთხფეხა მეგობარს ტვინის ერთსა და იმავე უბანზე აქვთ განლაგებული.


დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 2489 | დაამატა: Admin | დრო: 24.02.2014 | კომენტარი (1)

ბიგლიმ, სახელად ლუსიმ, ღუმლიდან ქათმის ფილეს მოსაპარად ჭკვიანურ ხერხს მიმართა: მან სამზარეულოს სკამი მიადგა, ღუმელი გამოაღო და შემწვარი ქათმის ფილე გადმოყარა, შემდეგ კი გემრიელად დააგემოვნა. მომხდარი სამზარეულოში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა.
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 1932 | დაამატა: Admin | დრო: 18.01.2014 | კომენტარი (0)

ბოლივიაში, ქალაქ კოჩაბამბაში ძაღლის, ჰაჩის ამბავი ჰოლივუდის ფილმის სცენარს მოგაგონებთ. ის 5 წელია გარდაცვლილ პატრონს ერთსა და იმავე ადგილას ელის. ადგილობრივების თქმით, ძაღლი გაჩერებაზე ყოველ დღე მიდის და პატრონს ელოდება.

"მისი პატრონი 5 წლის წინ ავტოავარიაში დაიღუპა. ძაღლი მას შემდეგ ყოველ დღე მოდის და მას ელოდება. ჰაჩი ქვაფენილზე მშვიდად ზის და გზას უყურებს. ადგილობრივებსაც და
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 2016 | დაამატა: Admin | დრო: 18.01.2014 | კომენტარი (2)

ნადირობის სტანდარტული ლიცენზიით მოსაპოვებელი გადამფრენი ფრინველები. 
ლიცენზიის ფასი 10 ლარი (+1 ლარი ბანკის მომსახურების).
 ლიცენზია ძალაშია აგვისტოს მესამე შაბათიდან 1 მარტამდე. 
1. მწყერი ნადირობა დაშვებულია: აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე. დღიური მოპოვების ნორმა 20 ცალი.
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 4590 | დაამატა: Admin | დრო: 15.01.2014 | კომენტარი (9)

არაოფიციალური, სანდო წყაროებით გადამოწმებული ინფორმაციით, რამოდენიმე დღის უკან, შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა შიდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის თანამშრომელი, რომელიც მხილებული იქნება ბრაკონიერობაში, განთავისუფლებული იქნება სამსახურიდან. ამ ბრძანების გაცნობაზე, ყველა პოლიციელმა მოაწერა ხელი.
ეს ყველაფერი, ლოგიკურად, გარემოს დაცვის მინისტრის მიერ, შინაგან საქმეთა მინისტრთან მიღწეული  შეთანხმებაა, და ეს  გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია.
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 3974 | დაამატა: Admin | დრო: 12.01.2014 | კომენტარი (29)

ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატეში 56 წლის მამაკაცი მგელმა დაკბინა. დაზარალებული ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის კურსს სახლში გადის.

სოფლის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ეს მგლის თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის და გარეული ცხოველი დასახლებაში ხშირად უნახავთ. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

დაწვრილებით...
კატეგორია: მგლები და ტურები | დათვალიერებულია: 2772 | დაამატა: Admin | დრო: 12.01.2014 | კომენტარი (6)

ბრაზილიაში მეცნიერებმა ჭიანჭველების შთამბეჭდავი მიწისქვეშა ქალაქი გამოიკვლიეს. მწერებისგან მიტოვებული მიწისქვეშა მეგაპოლისის გამოსაკვლევად ბრაზილიაში მეცნიერთა რამდენიმეკაციანი ჯგუფი ჩავიდა. ჭიანჭველების ქალაქი, მეცნიერებისთვის გაურკვეველი მიზეზით, მიტოვებული იყო და მასში მწერები აღარ ბინადრობდნენ. ადგილზე ჩასულმა ექსპერტებმა 10 ტონა ბეტონით ამოავსეს დაახლოებით 50 კვ/მეტრის ფართობის მიწისქვეშა საცხოვრებელი, ერთი თვის შემდეგ კი გათხრების წარმოება დაიწყეს, რამაც საოცარი შედეგი გამოიღო: მიწის ამოღების შემდეგ ჭიანჭველების მიერ სიღრმეში გაკვლეულმა გზებმა და არხებმა დღის სინათლე იხილა.
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 3492 | დაამატა: Admin | დრო: 11.01.2014 | კომენტარი (0)


"კუჩხი ბედინერი", ანუ როგორ დაათხოვა იღბალამ ქალები
06-01-2014
ეს ამბავი ერთ თბილისურ ოჯახში მოხდა რამდენიმე წლის წინ. ამბის მთავარი გმირების თხოვნით გვარ-სახელები შევცვალე, ფაქტს კი უცვლელად გთავაზობთ. 

გაბადაძის ოჯახში 6 ქალიშვილი იზრდებოდა. მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, რეზომ და ნანამ ბიჭი მაინც ვერ გააჩინეს. ამათ ენაცვალოთ ჩემი თავიო, იტყოდა ხოლმე გოგოებზე რეზო, მაგრამ მერე უცებ მოქუფრული ჩაიბურდღუნებდა, ერთი ბიჭიც გეჩუქებინა, ღმერთოო. გავიდა წლები და ყველაზე უმცროსი ნათიაც სრულწლოვანი შეიქმნა, გასათხოვრად შეღერებულ ქალიშვილებს მთხოვნელი არ ჰყავდათ. ქვეყანაში მძიმე პერიოდი იდგა, ომი,
დაწვრილებით...
კატეგორია: სახუმარო ამბები | დათვალიერებულია: 4157 | დაამატა: Admin | დრო: 09.01.2014 | კომენტარი (5)

აინშტაინმა ეს გამოცანა XIX საუკუნეში შეადგინა. მისი აზრით, გამოცანის ამოხსნას მოსახლეობის მხოლოდ 2% თუ მოახერხებდა. 

ერთ ქუჩაზე დგას ხუთი სხვადასხვა ფერის სახლი. თითოეულ სახლში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ. ხუთივე განსხვავებულ სასმელს სვამს, ეწევა განსხვავებულ სიგარეტს და ჰყავს სხვადასხვა ცხოველი.

კითხვა: რა ეროვნების ადამიანს ჰყავს თევზი?
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 3120 | დაამატა: Admin | დრო: 08.01.2014 | კომენტარი (4)

     დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა: - მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს. მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ. ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.

დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 3169 | დაამატა: Admin | დრო: 07.01.2014 | კომენტარი (0)

ათეისტურ ხანაშიც კი, როდესაც ქრისტიანული დღესასწაულების უმეტესობა ხალხში მივიწყებას მიეცა, შობის დღესასწაულს ქართველი კაცი მაინც განსაკუთრებული განწყობილებით ეგებებოდა და აღნიშნავდა, თუმცა ბევრმა არც კი იცოდა მისი არსი და მნიშვნელობა. 

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე): 

" საიდან იღებს სათავეს მაცხოვრის შობის თარიღის სადღესასწაულოდ აღნიშვნა? 
" თითქმის ყველა საუფლო დღესასწაულის აღნიშვნა, რომლებიც უშუალოდ უფლის სახელთანაა დაკავშირებული, მოციქულებმა ქრისტიანული ეკლესიის დაარსების დროიდანვე დაიწყეს და 
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 3542 | დაამატა: Admin | დრო: 07.01.2014 | კომენტარი (0)

ინგლისში, სუფოლკში შავი ლაბრადორი, სახელად მილერი საკუთარ პატრონს, 68 წლის კრის მაიკლს გადაადგილებაში ეხმარება.

ვიდრე პატრონი გზას გადაკვეთს, მილერი ფრთხილად აჭერს ღილაკს თათს და მანქანების მოძრაობას აჩერებს - მისი წყალობით კრისი გარე სამყაროსგან იზოლირებული არაა და მშვიდად გადაადგილდება. კრის მაიკლს მხედველობა 20 წლის ასაკიდან გაუუარესდა და საბოლოოდ, დაბრმავდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2545 | დაამატა: Admin | დრო: 07.01.2014 | კომენტარი (1)


ჩინეთში, ნინსია-ხუეიში მომხდარი ინციდენტი გულგრილს ვერავის დატოვებს - აუტანელი ყინვის მიუხედავად, ძაღლი მკვდარ მეგობარს მთელი ღამე დარაჯობდა.

როგორც ჩანს, ძაღლები ქუჩაზე გადარბოდნენ, როდესაც მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი ავტომობილმა გაიტანა. ეს ფოტო თვითმხილველმა გადაიღო. ფოტოზე სკამიც ჩანს - უცნობი ქალი მთელი ღამე ძაღლებთან ერთად იჯდა და მათ იცავდა, რადგანაც ცოცხალი ძაღლი მკვდარ მეგობარს ვერაფრით მოაშორეს; ქალი ამ ხერხით ცდილობდა, ძაღლები კიდევ ერთი ავტოავარიისგან 
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 2470 | დაამატა: Admin | დრო: 30.12.2013 | კომენტარი (3)


მუხრუჭიანი ურემი და ურმის "პრავა" 16 წლიდან - ქართული კანონშემოქმედების მწვერვალი?
28-12-2013
ერთი ქართული გამოთქმა, ალბათ, ყველას გაგონილი გექნებათ - ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო. ცოტა ხანში აღნიშნული გამოთქმა აზრს დაკარგავს, რადგან... ცოტა ხანში ურემს მუხრუჭები ექნება. 
ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, ბუსუსებიანი პრეზერვატივისთვის, ჩოხა-ახალუხიანი სიარულისთვის და ურემზე მუხრუჭებისთვის კი, ჩვენი ძვირფასი პარლამენტი არსებობს. ხუმრობა იქით იყოს და თურმე, ევროკავშირის მოთხოვნა ყოფილა ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ამიტომ აღნიშნულ კანონპროექტს ღებულობენ. თანაც, წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულია, ღამით მოსიარულე მძღოლს უმუხრუჭოდ თავის ნებაზე მიშვებული "ფაფარაყრილი" ურემი რომ გადაეყრება.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 6134 | დაამატა: Admin | დრო: 30.12.2013 | კომენტარი (4)

ცო­ტა არ იყოს, სა­სა­ცი­ლოა, რომ XXI სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ანს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი­სა და "ხის ცხე­ნის" წყა­ლო­ბის იმე­დი ჰქონ­დეს, მაგ­რამ რად­გან სა­ა­ხალ­წ­ლოდ ცხე­ნე­ბის თე­მა ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია, გა­დავ­წყ­ვი­ტე, უბ­რა­ლოდ, ეს სა­ო­ცა­რი ცხო­ვე­ლე­ბი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის უკეთ გა­მეც­ნო და ამ სა­კითხ­ში კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ანს, თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორს - ბა­ტონ ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძეს ვეს­ტუმ­რე. - ცხე­ნე­ბი სა­ო­ცა­რი არ­სე­ბე­ბი არი­ან. მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბა აქვთ, რაც სხვა ცხო­ვე­ლე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევთ: ცხე­ნებ­ზე ჯი­რი­თი შე­საძ­ლე­ბე­ლია. ვი­საც ცხენ­თან კონ­ტაქ­ტი ჰქო­ნია, მის გა­რე­შე ვე­ღარ გაძ­ლებს. ჭკვი­ა­ნი, ლა­მა­ზი და ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­კე­თით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლია.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 3954 | დაამატა: Admin | დრო: 28.12.2013 | კომენტარი (2)


ნიუ-იორკის მეტროში 61 წლის სესილ უილიამსი მისმა ერთგულმა მეგობარმა, შავმა ლაბრადორმა, სახელად ორლანდომ სიკვდილისგან იხსნა.

უილიამსი უსინათლოა და ბაქანზე ძაღლთან ერთად იდგა. როგორც ჩანს, თავი ვერ შეიკავა და ლიანდაგში ჩავარდა; უსინათლობის გამო ბაქანზე ასვლას ვერ შეძლებდა - როგორც პატრონი იხსენებს, მთელი ამ  დროის განმავლობაში ძაღლი მის გვერდით იყო, ტანსაცმელში ჩაბღაუჭებული ცდილობდა, პატრონი საშიში ზონიდან გაეყვანა, უილიამს რომ არ შეშინებოდა ძაღლი მას სახეს ულოკავდა. საბედნიეროდ, თვითმხილველებმა ლიანდაგზე მწოლიარე კაცი და ძაღლი შენიშნეს და მათი ბაქანზე ამოყვანა მოახერხეს.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2528 | დაამატა: Admin | დრო: 19.12.2013 | კომენტარი (12)

როგორ გამოიყურება ძაღლი, რომელმაც აკრძალული საჭმელი შეჭამა.

დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 2374 | დაამატა: Admin | დრო: 14.12.2013 | კომენტარი (7)

     კომპანია Realtree-მ სპეციალური დიზაინის ტანსაცმელი შექმნა, რომელიც პიროვნებას თითქმის შეუმჩნეველს ხდის; ის იმ ფონს ირეკლავს, რომელშიც ხართ. სამოსი მონადირეებისთვისაა, სხვადასხვა შეფერილობის წყალობით გარემოში ჩამალვას ადვილად მოახერხებთ. ფოტოგრაფებმა სარეკლამო ფოტოსესია მოაწყვეს - შედეგი მართლაც შთამბეჭდავია. მისი დიზაინის სრულყოფას 25 წელი დასჭირდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 6860 | დაამატა: Admin | დრო: 13.12.2013 | კომენტარი (14)

 
მონადირეებისგან გავრცელებული ინფორმაციით, პალიასტომის მიმდებარე ტერიტორიაზე მონადირეებს გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები მასობრივად აჯარიმებენ დიდი ოდენობის თანხის ჯარიმებით. ეს შეეხებათ სანადირო იარაღზე ფარებ დამაგრებულ, ელექტროსატყუარით მონადირე და საერთოდ ამ ტერიტორიაზე აწყობილი იარაღით მყოფ მონადირეებს. კარგია რომ ამ ქვეყანაში კანონის აღსრულება იწყება, კარგია რომ ბრაკონიერულ საშუალებებს ვებრძვით, თუმცა ამ ყველაფერში საგანგაშო ის არის რომ რეჟიმის დარღვევაზე წერენ ოქმებს იმ ადგილებში, სადც არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი ან ფირნიში არ არსებობს, რომ იქ ნადირობა აკრძალულია, რომ ეს კოლხეთის ეროვნული პარკის დაცული ტერიტორიაა. კოლხეთის ეროვნული პარკი ერთიან საზღვარში არ არის მოქცეული, არამედ ის ერთმანეთისგან დაშორებული რამდენიმე ტერიტორიის ერთობლიობაა. მისი ზუსტი საზღვარი 
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 4208 | დაამატა: Admin | დრო: 12.12.2013 | კომენტარი (21)

კურიოზი-სატირა-ტრაგედია-რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ყველაფერს?
 ფინანსთა სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ბრაკონიერებისგან ამოღებულ ნივთებს ყიდის. ოფიციალურ გვერდზე გამოტანილია გასაყიდად შემდეგი ინვენტარი: რეზინის ნავი, 2 ნიჩაბი (თავში მოხვდა მის გამყიდველს), 2 ცალი აკუმულატორი, დენის აპარატი (ლოგინში უნდა ჩაურთო მის გამკეთებელს). საწყისი ფასი 43 ლარი. ფასის მომატება 1 ლარი. ამ დროისთვის 202 ლარზე ვართ ასული. მოკლედ ბრაკონიერები მაგარს ვაჭრობენ და კონკურენტული გარემო აქვთ შექმნილი. https://www.eauction.ge/Home/EntityView/126538
დაწვრილებით...
დათვალიერებულია: 6862 | დაამატა: Admin | დრო: 04.12.2013 | კომენტარი (17)

როგორ ატერორებდა "ტყის ღმერთი" ხობის რაიონს
ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მა­რი სა­ხო­კია ხო­ბის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭა­ლა­დიდ­ში რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მომ­ხდარ იმ უც­ნა­უ­რი ამ­ბებს აღ­წერს, სო­ფელს ტყის ღმერ­თმა ტყაშ­მა­ფამ რომ და­ა­ტე­ხა თავს.

- ტყაშ­მა­ფამ თა­ვი­დან ჯა­ლა­ღა­ნი­ე­ბის ოჯა­ხი ამო­ი­ჩე­მა, მე­რე გერ­სა­მი­ე­ბის ოჯახ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, ბო­ლოს კი მთელ ჭა­ლა­დიდს და­უ­კარ­გა მოს­ვე­ნე­ბა. ერ­თხე­ლაც ჩვენს სახლს მო­ად­გა. ჭიშ­კარ­მა რომ გა­იჭ­რი­ა­ლა, ვი­ფიქ­რეთ, რომ ეზო­ში ვი­ღაც შე­მო­ვი­და, მაგ­რამ გა­ვი­ხე­დეთ და იქ არა­ვინ იყო. სწო­რედ ამ დროს ჩვე­ნი სახ­ლის ფან­ჯა­რას უშ­ვე­ლე­ბე­ლი ლო­დი მოხ­ვდა და ერ­თი­ა­ნად ჩა­ამ­სხვრი­ა. ისე ვი­ყა­ვით შე­ში­ნე­ბუ­ლი, ეზოს გა­რეთ გას­ვლას ვე­ღარ ვბე­დავ­დით. საქ­მე­ში პო­ლი­ცი­აც ჩა­ერ­თო, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი და­ად­გი­ნეს. თბი­ლი­სი­და­ნაც ჩა­მო­ვიდ­ნენ მოჩ­ვე­ნე­ბის ვი­დე­ო­ზე გა­და­სა­ღე­ბად, მაგ­რამ ამო­უც­ნობ­მა ძა­ლამ კა­მე­რა და­უმ­ტვრი­ათ. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ მოჩ­ვე­ნე­ბას ძი­რი­თა­დად ადა­მი­ა­ნებ­ზე მიჰ­ქონ­და იე­რი­ში. ამ სა­ში­ნე­ლე­ბამ ლა­მის ერთ თვეს გას­ტა­ნა. არ ვი­ცო­დით რა გვე­ღო­ნა, ან სა­ი­დან გვე­მუქ­რე­ბო­და საფ­რთხე. სო­ფელ­ში მთე­ლი ღა­მე პო­ლი­ცია პატ­რუ­ლი­რებ­და. მოჩ­ვე­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის­თვის აქ­ტი­ურ­დე­ბო­და. ტყი­დან ქვე­ბის წვი­მა მო­დი­ო­და. ვე­ნა­ხე­ბი ერ­თი­ა­ნად გა­ნად­გურ­და. შე­ში­ნე­ბულ­მა ხალ­ხმა ბავ­შვე­ბი
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 4056 | დაამატა: Admin | დრო: 02.12.2013 | კომენტარი (11)


რას ერჩოდით ცივეტას?!
30-11-2013
მსოფლიოში ყველაზე ძვირი ყავა ცივეტას განავლისგან მზადდება

ზოოპარკში ვეფხვის და ლომის ვოლიერზე ასვლის და ცხოველების თავზე დაშარდვის მსურველებიც გამოჩნდნენ

მოზარდები ცდილობდნენ, ეკლები გამოეძროთ მაჩვზღარბასათვის
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1871 | დაამატა: Admin | დრო: 02.12.2013 | კომენტარი (1)


პითონმა ადამიანი გადაყლაპა. ამ შემზარავ ფოტოს დასავლური გამოცემები ავრცელებენ. უცნობია ზუსტად რომელ ქვეყანაში მოხდა ინციდენტი.

პითონი მახრჩობელა გველია და ანაკონდას შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეწარმავალია. ცნობილია მისი ადამიანებზე თავდასხმის ცალკეული შემთხვევები. 2002 წელს პითონმა 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2406 | დაამატა: Admin | დრო: 29.11.2013 | კომენტარი (3)


”ძაღლმა მამა დამიძახა”
26-11-2013
კინოლოგი კოტე ქვლივიძე ცხოველებს ისე ზრდის, როგორც მშობელი - შვილებს. ის იმდენად ზრუნავს მათზე, რომ ერთ-ერთმა ძაღლმა მამაც კი დაუძახა. ძაღლების გარდა მის ეზოში სხვადასხვა ცხოველსა და ფრინველსაც ნახავთ. 2 წლის წინ ყორნის ბახალა აჩუქეს და ისიც კი აალაპარაკა - ყოველ დილით ეკითხება, უნდა თუ არა კოტიკოს ყავა? 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1863 | დაამატა: Admin | დრო: 28.11.2013 | კომენტარი (7)


ნუ მოექცევით ძაღლს, როგორც მონას
23-11-2013
რამდენიმე დღის წინ თბილისში კიდევ ერთი კინოლოგიური, საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე ბევრ ოჯახში ჰყავთ ჯიშიანი ოთხფეხა მეგობრები, საგამოფენო დარბაზებში თვალშისაცემია მათი სიმცირე. ამას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. ძირითადად პატრონებს არ ესმით გამოფენების მნიშვნელობა. მიაჩნიათ, რომ თუ მათი ძაღლი საპრიზო ადგილს ვერ აიღებს, შესაძლოა წუნიანად
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2147 | დაამატა: Admin | დრო: 25.11.2013 | კომენტარი (1)


ზამთრის სიცივეს შოშიები იტალიის დედაქალაქ რომში ემალებიან. თუმცა, ადგილობრივები და ტურისტები მათგან დატოვებული "საჩუქრებით" შეწუხდნენ.

წელს რომში მილიონზე მეტმა შოშიამ გაიკეთა თბილი ბუდე, შესაბამისად ქალაქის ქუჩები, სკვერები, ქანდაკებები და გაჩერებული ავტომობილები სკლინტითაა სავსე. ფრინველების მსხვერპლნი რომ არ გახდნენ, ქუჩაში ხალხს ქოლგები აფარია, რადგან ხის ძირში გავლა უკვე სახიფათოა....
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1937 | დაამატა: Admin | დრო: 19.11.2013 | კომენტარი (14)


ბუების კაფე იაპონიაში
18-11-2013
ახლახან იაპონიაში გაიხსნა "ბუს კაფე" (The Owl Cafe), სადაც სტუმრებს შეუძლიათ რამდენიმე სახეობის ბუს საზოგადოებით დატკბნენ. კაფეს მეპატრონეები ბუნების დამცველი ორგანიზაციების ზედმეტი ყურადღების შიშით რეკლამას არ ეწევიან, თუმცა მათ კართან მუდამ უზარმაზარი რიგი დგას - ხალხი აქ მოსახვედრად დილით ადრე დგება. საქმე ისაა, რომ იაპონელთა უმეტესობა ვიწროდ ცხოვრობს და შინაური ცხოველის ყოლის საშუალება არ აქვს. ამიტომ ცხოველებთან 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1757 | დაამატა: Admin | დრო: 19.11.2013 | კომენტარი (0)

1001 ცხენის ძალის ზღაპარი - დუბაიში პოლიციელები მართლაც საოცნებო ავტომობილებით დადიან, მაგრამ ამ მანქანების სიმძლავრეს თითქმის არ იყენებენ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტო, რომელზეც Bugatti Veyron დუბაის პოლიციის ავტომობილის რანგშია გამოყვანილი, ყალბი აღმოჩნდა. ფოტო, რომელმაც მთელი მსოფლიოს მედია მოიარა, ფოტოშოპით ისე ოსტატურადაა გაკეთებული, რომ ყველას ნამდვილი ეგონა. დუბაის პოლიციის შეფის რეაქცია სენსაციურია: მან მართლაც შეუკვეთა ხსენებული მანქანა ”სულ რაღაც” 2 მილიონ ევროდ და იმისათვის, რომ ვიღაც ცელქი იუზერის ხუმრობა ტყუილი აღარ იყოს, უძვირფასეს, 1001 ცხენის ძალის მქონე ”ბუგატის” ახლო მომავალში საპატრულო საქმიანობაში ჩართავს. ეს ამბავი 1001 ღამის ზღაპარს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში 1001 ცხენის ძალის ზღაპარია.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 3276 | დაამატა: Admin | დრო: 15.11.2013 | კომენტარი (1)

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика