ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ივლისი » 15 » უსახლკარო ცხოველების გადასარჩენად, დღეს აქცია გაიმართება    

01:45:45
უსახლკარო ცხოველების გადასარჩენად, დღეს აქცია გაიმართება
 
უკვე მეორე დღეა, ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები და მოქალაქეთა ნაწილი საზოგადოებას ძაღლების დასახმარებლად გაერთიანებას სთხოვს. ერთერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის (Georgian Homeless Pet's Save Organization) ინფორმაციით, დღეიდან ქალაქ რუსთავში  ძაღლების მასობრივი დახოცვა იგეგმება. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი FB-გვერდზე წერს, ამის აღსაკვეთად, არ გაჭრა ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების გაგზავნილმა წერილებმა და ხელმოწერებმა.

"ელოდეთ ქუჩებში მომაკვდავი ძაღლების კივილს, ტირილს, რომლებსაც 10 ლარი და 30 თეთრის გამო, თქვენი შვილების თვალწინ დახოცავენ. ჯერ მაშებით დაიჭერენ, შემდეგ კი, სამუდამოდ დააძინებენ შიმშილისგან დასუსტებულ არსებებს, რომლებიც ხშირად 3 წელსაც ვერ ატანენ" - წერს ორგანიზაციის წარმომადგენელი და პოტენციურ თვითმხილველებს მოუწოდებს, თავიანთ ეზოში მყოფ ძაღლებს გაუკეთონ ყელსაბამები და არ გაატანონ მანქანებს. ასევე, გამოუძახონ პატრულს, რადგან ცხოველებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი იცავს.

"თუ ვერ შეძლებთ წინააღმდეგობის გაწევას, გადაუღეთ ვიდეო და ჩაიწერეთ მანქანის ნომერი" - აღნიშნავს საქართველოს უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენელი.

ამასთან დაკავშირებით, დღეს რუსთავის მერიის წინ ( კოსტავას გამზირი # 20), 16:00-ზე, საპროტესტო აქცია გაიმართება."ფეისბუქში" გახსნილი "ივენთის"  მიხედვით, ამ ეტაპზე, აქციაზე დასწრების სურვილს 300-მდე ადამიანი გამოთქვამს.

"ყველამ უკვე გაიგეთ, რომ რუსთავში აპირებენ ქუჩის ძაღლების მასობრივად განადგურებას. გაიღვიძეთ!!!! როდემდე უნდა აწამონ და მოკლან ეს საცოდავი ცხოველები!!! ერთად უნდა დავდგეთ!!!!!  უნდა შევებრძოლოთ, ნახონ რომ ბევრნი ვართ. შემოგვიერთდით და ერთად გადავარჩენთ საწყალ ძაღლებს. მოდი, ნუ იქნები გულგრილ , იმოქმედე მათ გადასარჩენად, ძაღლი ხომ ადამიანის უანგარო მეგობარია" - წერია მოწვევის აღწერაში. ორგანიზატორები დასწრების მსურველებს მოუწოდებენ, ჩამოყალიბდნენ, გეგმა იქონიონ, რათა "პოლიტიკურად და დიპლომატიურად  დაქოქილ ხალხს არ ჩაუვარდნენ კლანჭებში". მათივე ინფორმაციით, 2008 წლიდან დღემდე  შ.პ.ს ''დებიუტმა'' 150-200 ათასი ჯანმრთელი და არაჯანმრთელი ძაღლი დახოცა.  ოფიციალური მონაცემებით კი, კომპანიამ 2007 წლის 26 ივნისიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე თბილისსა და რუსთავში გაანადგურა 85 000-ზე მეტი ძაღლი და კატა, რისთვისაც, ბიუჯეტიდან მიიღეს დაახლოებით 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარი. ახლა კი, ძაღლების ევთანაზიის ტენდერში შპს Tbilisi group იმარჯვებს, რომლის 50%-ის მეწილე შპს "დებიუტის" დირექტორია.

"ბეიკერის ორმოში ყრიდნენ და იქ ზოგი ცოცხალიც კი რჩებოდა და შიმშილისგან იხოცებოდა. რასაც ვერ ხოცავდნენ დენით, ტოვებდნენ, თავს ახურავდნენ და იხოცებოდნენ.  ლამაზი და რა სათუთი, თბილი მეთოდი აქვთ შემუშავებული" - წერს "ფეისბუქში" ცხოველთა დამცველი ალექსანდრე კოპალიანი და აღნიშნულის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. 

ამასთან, უსახლკარო ცხოველთა განადგურებაზე გამოცხადებული ტენდერის შემდეგ, რუსთავის მერიას პეტიციით უკვე მიმართეს უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ, ცხოველთა უფლებების კომიტეტმა, ცხოველთა მეგობრებმა, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდმა და მოქალაქეთა ჯგუფმა.  მათ შეშფოთება გამოთქვეს  გამოცხადებულ ტენდერზე, რომელიც უსახლკარო ცხოველთა დაჭერა-ევთანაზიას ითვალისწინებს და რომელშიც ერთადერთი კომპანია - შპს Tbilisi group მონაწილეობს. 

"სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ უნდა მოხდეს მხოლოდ ,,დაავადებული" და ,,აგრესიული" ცხოველების ევთანაზია (რადგანაც კავშირი ,,და" გამოიყენება ორივე პირობის შესრულების დასაკმაყოფილებლად, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამოდის რომ ცხოველის ევთანაზია უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში თუ ცხოველი არის როგორც ,,დაავადებული", აგრეთვე ,,აგრესიული" - და არა იმ შემთხვევაში, როცა სრულდება მხოლოდ ერთი პირობა). აღნიშნული ტერმინები იწვევენ გაურკვევლობას, ვინაიდან არ არის განმარტებული -  რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს ცხოველი ,,დაავადებულად" ან/და ,,აგრესიულად". რუსთავის 2013 წლის საბიუჯეტო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული პროგრამით უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსახლკარო ცხოველთა რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება, რასთანაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ,,ხელშეკრულების მომზადების პროცესში" იმყოფება. ქუჩის ცხოველთა მასობრივი განადგურება რეალურად მათ რიცხვს კი არ ამცირებს, არამედ უფრო ზრდის და იწვევს გარეუბნებიდან შედარებით სახიფათო ცხოველების შემოსვლებს. უსახლკარო ცხოველთა პოპულაციის სწორად მართვა მხოლოდ ჰუმანური და საერთაშორისოდ აღიარებული ჰუმანური და მისაღები მეთოდებით არის შესაძლებელი, რომლებიც ერთდროულად უზრუნველყოფენ, როგორც ცხოველთა აგრეთვე ადამიანთა უფლებების დაცულობას" - ნათქვამია პეტიციაში. ავტორები მოითხოვენ, არ გაფორმდეს ხელშეკრულება ორგანიზაცია შპს Tbilisi group-თან.

" როგორც ირკვევა, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ხარჯების გაანგარიშებიდან, კომპანია გეგმავს ყოველი მათ მიერ დაჭერილი ძაღლის ევთანაზიას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იზოლირებული ცხოველი ,,დაავადებული" ან/და ,,აგრესიული". აღნიშნული კომპანიის 50% წილის მფლობელი არის ბექა გელაძე (პირადი #01001026516), რომელიც აგრეთვე არის შპს ,,დებიუტი"-ს (საიდ. #205152662) 33% წილის მფლობელი და შპს დებიუტის დირექტორი. შპს დებიუტმა ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გასულ წლებში უსასტიკესი და არაადამიანური მეთოდებით გაანადგურა 100 000-მდე ცხოველი(ძაღლი, კატა) რამაც აგრეთვე კიდევ უფრო გაზარდა საფრთხე, რომელიც ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას. შპს დებიუტის ბარბაროსული და არაადამიანური ქმედებები დაგმეს როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ცივილურმა საზოგადოებამ. მოვითხოვთ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის თვითმმართველობისაგან, მიიღონ ამ და სხვა იმ რიგ საკითხებზე რეაგირება, რაც აღნიშნულია ცხოველთა დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვებში ქალაქის თვითმმართველობის მიმართ" - აცხადებენ პეტიციის ავტორები.



წყაროhttp://news.ge/ge/news/story/59542-usakhlkaro-tskhovelebis-gadasarchenad-khval-aqtsia-gaimarteba
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3384 | დაამატა: Admin | ტეგები: ცხოველების, უსახლკარო, აქცია, გადასარჩენად, გაიმართება, დღეს | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 WIWKAN@   (18.07.2013 23:10:00) [მასალა]
ვინც მაგ შიაურ მგლებს მხარს უჭერს ესეთ დღეში არ არის ნამყოფი http://www.youtube.com/watch?v=pLi4619vwAU

0   Spam
1 cxadaze   (15.07.2013 09:48:17) [მასალა]
47d9 2daf4

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика