
კვლევის ფარგლებში კატებს აუდიოჩანაწერები ჩაურთეს. ზოგზე მათი პატრონის ხმა იყო, ზოგზეც მათთვის სრულიად უცნობი ადამიანების. აკუსტიკური ექსპერმენტის დროს აღმოჩნდა, რომ პატრონის ხმაზე კატები ყურების ან თავის მოძრაობით რეაგირებენ, მაშინ, როდესაც უცნობი ადამიანის ხმაზე არანაირი რეაქცია არ აქვთ.
უფრო დეტალური კვლევის დროს დადგინდა, რომ როდესაც კატებს ესმით პატრონის ხმა, თუმცა ვერ ხედავენ მას, ძალიან ნერვიულობენ, რაც თვალის გუგების გაფართოებას იწვევს.
"ძაღლები თავიდანვე მოთვინიერებულნი არიან, რომ პატრონის ბრძანება შეასრულონ, მაგრამ კატები - არა. ამიტომ მათი ქცევა ბევრად უფრო დამოუკიდებელია. კატები უფრო გაუცხოებულები ჩანან, მაგრამ მათ პატრონთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ", - განაცხადა კვლევის თანაავტორმა აცუკო საიტომ Discovery News-თან საუბრისას.

სწორედ ამიტომ, კატების პატრონებს უჭირთ იმის გაგება, ავადაა თუ არა მათი შინაური ცხოველი, ვინაიდან კატა თავდაცვის მიზნით ყოველთვის "თავდაჭერილია". აღსანიშნავია ისიც, რომ 10 000 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ადამიანებმა ასე თუ ისე უკეთ ისწავლეს კატების სურვილების გაგება და ცხოველიც იშვიათად, მაგრამ მაინც თავს მოდუნების და ემოციების გამოხატვის უფლებას აძლევს.
მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.