ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » ჭიაკოკონობას მეორადი საბურავების დაწვის შემთხვევაში ჯარიმა 400-დან 600 ლარამდეა    

16:11:20
ჭიაკოკონობას მეორადი საბურავების დაწვის შემთხვევაში ჯარიმა 400-დან 600 ლარამდეა
ჭიაკოკონობას მეორადი საბურავების დაწვის შემთხვევაში ჯარიმა 400-დან 600 ლარამდეა
ჭიაკოკონობას მეორადი საბურავების დაწვის შემთხვევაში ჯარიმა 400-დან 600 ლარამდეა
26-04-2013
გარემოს დაცვის სამინისტრო ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდებს აფრთხილებს, რომ მეორადი საბურავების დაწვის შემთხვევაში ისინი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება გარემოს დაბუნძურებას იწვევს.
"საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს აღინიშნება ე.წ. ჭიაკოკონობა. ქალაქის სხვადასხვა უბნებში ინთება კოცონები და საწვავ მასალად უმეტესად გამოიყენება მეორადი საბურავები, ფოთლები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას. მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. დამაბინძურებლები, რომლებიც წარმოიქმნება წვის ნებისმიერი პროცესის დროს, უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე.
განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავი, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და მისი წვის შედეგად გამოთავისუფლდება მთელი რიგი მაღალტოქსიკური დამაბინძურებლები. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.
მცენარეული ნარჩენების, მათ შორის ფოთლების, წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს. 1 ტონა მცენარეული ნარჩენის ბოლი გამოყოფს 9 კგ მიკრონაწილაკს. ისინი ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ეგრეთ წოდებულ "სმოგს"; ნიადაგის ზედა ფენაში კი მძიმე მეტალების შემცველობა 1,5-2 ჯერ იზრდება.
ხშირად კოცონში ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც. პოლიეთილენის პაკეტის, პლასტიკური ბოთლის და მსგავსი ნარჩენების წვის დროს წარმოიქმნება მთელი რიგი ტოქსინები, ხოლო ქლორთან ურთიერთქმედების შემთხვევაში ატმოსფეროში გამოიყოფა დიოქსინები. ყოველივე ეს იწვევს იმუნური სისტემის დათრგუნვას, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევას, ღვიძლის დაზიანებას. აგრეთვე, კავშირშია ონკოლოგიურ დაავადებებთან.
ჭიაკოკონობა უმეტესად მოზარდების გასართობია. ისინი აგროვებენ საწვავ მასალას და შემდეგ დიდ დროს ატარებენ ცეცხლთან, რაც მათი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიშია. ბავშვები, ფილტვის განსაკუთრებული აგებულებისა და უფრო ხშირი სუნთქვის გამო, ღებულობენ მავნე ნივთიერებების 6-ჯერ მეტ დოზას, ვიდრე ზრდასრული ადამიანები.
გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ მეორადი საბურავების ღია წესით დაწვა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ჯარიმდება 400-დან 600 ლარამდე ოდენობით.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ყოველივე ზემოაღნიშნული, ნუ მიაყენებენ ზიანს გარემოს და შეუქმნიან საფრთხეს საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"


წყაროhttp://ambebi.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2264 | დაამატა: Admin | ტეგები: ლარამდეა, დაწვის, 600, მეორადი, ჭიაკოკონობას, 400-დან, საბურავების, ჯარიმა, შემთხვევაში | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 9
0   Spam
9 Terrax   (28.04.2013 17:55:49) [მასალა]
რაა აუცილებელიაა რეზინის საბურავი დაწვა ! დაანთე ფიჩხი :D

0   Spam
8 77777   (28.04.2013 02:17:24) [მასალა]
აუუუუუ აჩიკოოოო გენაცვალოს 77777 რატო გვიკეთებ ამას? 166

0   Spam
7 პედიატრი   (28.04.2013 00:51:34) [მასალა]
საბურავების დაწვა არ შეიძლება! მართალია. ხოლო რაც krimanjuli-მ დაწერა, მაგი 2 თებერვალსაც კარგია, ივნისსაც ივლისსაც და რაც ხშირად, მით უკეთესი. (ნერწყვები მომადგა)

0   Spam
6 giainterstar1   (27.04.2013 23:48:55) [მასალა]
მეტის გვეკუტნის ჯერ სადხარტ, 600 ლარიდან 6000ლარამდე ავა ბიუგეტის შესავსებად

0   Spam
5 vajikaxadeli   (27.04.2013 22:36:55) [მასალა]
ეგრეა ძმებო ეგრეე. რასაც ესენი კანონს მიიღებენ ჩვენც თავს უქნევთ და იმიტომ. ბრაკონიერობას ვეძახით იმას რაც მარტტო ჩვენთანაა აკრძალული. დეკემბერში რო სეზონი დაგვიხურონ მერეეე? რა უნდა ვქნათ? ბევრი მაგაზეც ცამსვლელიააა. ჩვენ არავის არ ვადარდებთ

0   Spam
4 merabnozadze   (27.04.2013 18:00:11) [მასალა]
მაგ განცხადებების კეთებას ბრაკონიერობის წინააღმდეგ კანონო მიიღონ ის ჯობია. ამდენი ხანია პროექტი აქვთ,რას ელოდებიან გაიგეებ ??? 23

0   Spam
3 AKIA   (27.04.2013 17:14:20) [მასალა]
ეგრე თუ არის მაშინ მანქნებიდაც არ უნდა ვიაროთ რადგან გარემოს აბინძურებს,ისე საბურავების წვა უნდა აიკრძალოს

0   Spam
2 555555   (27.04.2013 16:51:21) [მასალა]
იმაზე რომ არაფერი ვთქვათ რაზინის ნამწვი რამდენ ზიანს აყენებს ჩვენს გარემოს კოცონის დანტება არაა ქრისტიანული ტრადიცია და ამიტომ მარტმადიდებლებმა ეს არ უნდა გავაკეტოოთ

+1   Spam
1 krimanjuli   (27.04.2013 16:32:11) [მასალა]
გურიაში ლამპრობა-ჭიაკოკონობა 2 თებერვალსა და ძველით 15 თებერვალს არის, თუ თოვლი დაემთხვა საუკეთესო ლამპრობად ითვლება, მეც ვეთანხმები რომ რეზინის დაწვა არ შეიძლება, მაგრამ ცეცხლი არ დაანთოთო ეგ ამოვიდნენ ჩემთან გურიაში და იქ შეკრებილ გურულებს უთხრან რომლებსაც ცხემლის შეშაზე აგიზგიზებულ კოცონთან პატარა ტაბლა მაგიდა დაუდგამთ და ზედ კეცზე დამსხვარი ჭადი , მოკენჭილი ყველი, კარალიოკის არაყი და კარალიოკის ჩირი ფელამუშში ამოვლებული, მანდარინი და საწნახელში გადანახული ხეჭეჭური მსხალი დაუდვიათ და დაუმშვენებიათ, პატარა რომკებს ერთმანეთს უკაკუნებენ, ქართველობის და ტრადიციების სადღეგრძელოს სვამენ ხოდა მაშინ უთხრას გარემოს დამცველმა ჩააქრეთ ცეცხლი- აბინძურებთო, მერე ნახე შენ გურულების ჯანყი, გადელებული ტინტილა მიმიქარავს იქნება ისეთი გარბოდნენ,,

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика