ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ივნისი » 27 » მი­წის­ქვე­შა სა­ქარ­თვე­ლო    

16:23:12
მი­წის­ქვე­შა სა­ქარ­თვე­ლო
მი­წის­ქვე­შა სა­ქარ­თვე­ლო
სა­ქარ­თვე­ლოს მი­წის­ქვე­შა სამ­ყა­რო სავ­სეა მღვი­მე­ე­ბით და მა­ღა­რო­ე­ბით, მაგ­რამ მეც­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც მი­წის­ქვე­შა მღვი­მე­ებს სწავ­ლობს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ნაკ­ლე­ბად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს, მიწისქვეშეთით რომ იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. სპე­ლე­ო­ლო­გი­ას არც სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან აქვს ხელ­შეწყ­ო­ბა, ექ­სპე­დი­ცი­ე­ბს, რო­მელ­საც უცხ­ო­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად ატა­რე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რი აფი­ნან­სებს. სა­მეგ­რე­ლოს მკვიდ­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი რო­მან თო­ლორ­და­ვა პირ­ვე­ლად მღვი­მე­ში 14 წლის ასაკ­ში ჩა­ვი­და და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მას შემ­დეგ ახა­ლი უფ­სკრუ­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა აღარ შე­უძ­ლი­ა. 

- პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, 6 წე­ლი ვწერ­დი ჩხო­როწყ­უს გა­ზეთ­ში, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც სპე­ლე­ო­ლო­გი­ას გავ­ყე­ვი და უფ­სკრუ­ლე­ბის შეს­წავ­ლით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ერ­თა­დერ­თი სპორ­ტუ­ლი ექ­სპე­დი­ცია მე მყავს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლად სწავ­ლობს ახალ მღვი­მე­ებს და უფ­სკრუ­ლებს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სპე­ლე­ო­ლო­გია ისე არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­ში. ცო­ტა გვყავს ამ სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტი. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით სა­ქარ­თვე­ლო მდი­და­რია მღვი­მე­ე­ბი­სა და უფ­სკრუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით - ჩვე­ნი ქვეყ­ნის 17% მი­წის­ქვეშა მღვი­მე­ე­ბი და უფ­სკრუ­ლე­ბია, მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით ახერხებენ ქარ­თვე­ლი სპე­ლე­ო­ლო­გე­ბი ექ­სპე­დი­ცი­ე­ბის მოწყ­ო­ბას. 

- რო­დის ჩახ­ვე­დით პირ­ვე­ლად უფ­სკრულ­ში?

- სპე­ლე­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუტ­მა 1997 წელს ჩა­ა­ტა­რა სა­მეგ­რე­ლო­ში ექ­სპე­დი­ცია და პირ­ვე­ლად მა­შინ ჩა­ვე­დი მღვი­მე­ში, სპე­ლე­ო­ლოგ­მა და გე­ო­ლოგ­მა იგორ ფი­ჩხა­ი­ამ ჩა­მიყ­ვა­ნა მი­წის ქვეშ. ეს იყო შუ­რუ­ბუ­მუს მღვი­მე. მა­შინ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი და დღემ­დე მომ­ყვე­ბა ის ემო­ცი­ა. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სოა მი­წის­ქვე­შა სა­ქარ­თვე­ლო. თუ უფ­სკრულ­ში ჩას­ვლი­სას ინ­ტე­რესს ში­ში ჯობ­ნის, მა­შინ ვე­რა­სო­დეს გაყ­ვე­ბი ამ საქ­მეს. 

- რამ­დე­ნად უსაფ­რთხოა უფ­სკრულ­ში ჩას­ვლა? 
- თუ უსაფ­რთხო­ე­ბის ზო­მე­ბი ზუს­ტად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, რის­კის საფ­რთხე სა­ერ­თოდ არ იარ­სე­ბებს. არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ატ­რი­ბუ­ტე­ბი და ნორ­მე­ბი, სტან­დარ­ტუ­ლი ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა ადა­მი­ან­მა უნ­და და­იც­ვას მღვი­მე­ში ჩას­ვლი­სას. რო­გორც წე­სი, ამ ყვე­ლა­ფერს გან­საზღ­ვრავს და აკონ­ტრო­ლებს სა­ექ­სპე­დი­ციო ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი და მი­სი დაც­ვა ექ­სპე­დი­ცი­ის ყვე­ლა წევ­რის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ა. ჩემს და­მო­უ­კი­დე­ბელ ჯგუფს მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სპე­ლე­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუტ­თან და ხში­რად ერ­თად დავ­დი­ვართ ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში. მე ახა­ლი უფ­სკრუ­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა მიყ­ვარს, რად­გან მი­წის­ქვე­შა მა­ღა­რო­ე­ბი და მღვი­მე­ე­ბი იდუ­მა­ლე­ბით არის მო­ცუ­ლი. 

თან მიგ­ვაქვს საკ­ვე­ბი და წყა­ლი. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მღვი­მე­ში შე­იძ­ლე­ბა წყლის მო­ძი­ე­ბა. მი­წის ქვეშ ხა­რო­ბს ყვა­ვი­ლე­ბიც, გა­დის პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ე­ბი, მხო­ლოდ ამ მდი­ნა­რე­ებ­ში ცხოვ­რობს თევ­ზი ტროპ­ლო­კა­რი­სი. ესაა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თევ­ზი, უბ­რა­ლოდ, მთლი­ა­ნად გამ­ჭვირ­ვა­ლე­ა. რო­ცა პირ­ვე­ლად ტროპ­ლო­კა­რი­სი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. ადა­მი­ან­საც სხვა კუთხ­ით გაიც­ნობ, რო­ცა უფ­სკრულ­ში მას­თან ერ­თად ჩა­დი­ხარ, იქ შემ­თხვე­ვით არ ხვდე­ბი­ან ერ­თად.

- არა­სო­დეს და­კარ­გულ­ხართ ახა­ლაღ­მო­ჩე­ნილ მღვი­მე­ში?
- არა, ჩვე­ნი ჯგუ­ფი არა­სო­დეს და­კარ­გუ­ლა! ეს სა­ში­ნე­ლე­ბა­ა. ერ­თხელ გზა ამებ­ნა, დაბ­ლა მარ­ტო ვი­ყა­ვი, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ ძლივს გამოვაღწიე. არ იყო სა­სი­ა­მოვ­ნო და კარ­გი გან­ცდა. ასე­ვე მქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­ცა შუ­რუ­ბუ­მუს ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­სას­ვლე­ლი ჩაიკეტა, ამ დრო­საც მარ­ტო ვი­ყა­ვი, მაღ­ლა მთე­ლი ჯგუ­ფი მე­ლო­დე­ბო­და. ქა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 8 მეტ­რზე ჩა­მო­ინ­გრა, ჩა­სას­ვლე­ლი მთლი­ა­ნად და­ფა­რა. 6 სა­ა­თის წვა­ლე­ბის შემ­დეგ ამო­ვე­დი, ცოტა ხანში წვი­მის წყალ­მა მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა ჩა­სას­ვლე­ლი. სა­ში­ნელ შე­ტა­კე­ბა­ში გა­დარ­ჩე­ნი­ლი მე­ო­მა­რი­ვით დამ­ხვდნენ მე­გობ­რე­ბი, ისე მეხ­ვე­ოდ­ნენ,ლამის გამ­გუ­დეს, ში­შით და პა­ნი­კით იხ­სე­ნებს ამ ამ­ბავს ბა­ტო­ნი იგორ ფიჩხ­აია. 

- სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ მხა­რე­შია ყვე­ლა­ზე მე­ტი უფ­სკრუ­ლი?
- ამ მხრივ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სა­მეგ­რე­ლო­ა. აქ არის უამ­რა­ვი მღვი­მე და უფ­სკრუ­ლი. 2004 წლი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 32 ახა­ლი მღვი­მე აღ­მო­ა­ჩი­ნეს­.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი





წყაროhttp://www.ambebi.ge/mozaika/80537-mistsissqvessha-sasqarsthveslo.html#ixzz2XPkL4eTX
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2016 | დაამატა: Admin | ტეგები: micisqvesha, speleologia, სა­ქარ­თვე­ლო, geologi, saqartvelo, მღვიმე, მი­წის­ქვე­შა, სპელეოლოგია, mgvime, გეოლოგი | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 sexolog   (28.08.2013 16:09:59) [მასალა]
ვარ ნამყოფი და ცასული 48 48 AllSmail133 AllSmail133 AllSmail133

0   Spam
2 imeri007   (29.06.2013 17:52:38) [მასალა]
სამწუხაროდ მართლაც არ ექცევა ყურადღება დღეს მაგ კუთხეს, მე თერჯოლის რაიონიდან ვარ და ჩემს რაონში საკმაოდ ბევრი კასტრი და მღვიმეა გამოსაკვლევი, მხოლოდ ერთია ათვისებული. თუ ვინმე დაინტერესდებააააა..... 10

0   Spam
1 paitona17   (29.06.2013 06:14:53) [მასალა]
167

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика