ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მარტი » 25 » საოცარი ისტორია პოლკოვნიკ გიორგი მერჩულეზე    

15:41:38
საოცარი ისტორია პოლკოვნიკ გიორგი მერჩულეზე
საოცარი ისტორია პოლკოვნიკ გიორგი მერჩულეზე
"ქართველი ერის ისტორიაში საყოველთაოდ ცნობილია ორი გიორგი მერჩულე - ერთი X საუკუნის ჰაგიოგრაფი, ხოლო მეორე - I მსოფლიო ომის დროინდელი პოლკოვნიკი, კავკასიური "ველური დივიზიის" მეთაური", - ეს სიტყვები ამას წინათ ჩემი ერთ-ერთი ინგუში მეგობრისგან გავიგონე. ის ვეინახთა (ჩეჩენ-ინგუშთა) 1944 წლის დეპორტაციის წლისთავის აღსანიშნავად გახლდათ თბილისში ჩამოსული და ვერც კი წარმოედგინა, თუ ჩვენ, მის ქართველ მეგობრებს, პოლკოვნიკ გიორგი ალექსის ძე მერჩულის სახელი გაგონილიც არ გვექნებოდა. ბუნებრივია, დამაინტერესა ამ თემამ და მეგობარიც არ დამზარდა: მოგვიანებით, ყველაფერი დაწვრილებით შეიტყო პოლკოვნიკი მერჩულის შესახებ და მისი მოწოდებული ცნობებით ეს სტატია დავწერე.

პოლკოვნიკი გიორგი ალექსის ძე მერჩულე აფხაზეთში, სოფელ ილორში 1878 წელს, ადგილობრივი აზნაურის ოჯახში დაბადებულა. ამ სოფელში მერჩულეების (სხვაგვარი გამოთქმით - მერჭულეების) გვარი უხსოვარი დროიდანვე სახლობდა და მათ შორის ძალიან ბევრნი იყვნენ სასულიერო პირები. მიუხედავად ამისა, აზნაურ ალექსი მერჩულის ვაჟს, რომელსაც ბაბუა მღვდელი ჰყავდა, სამხედრო საქმე უფრო იტაცებდა. ამიტომაც, გიორგი მამამ სანქტ-პეტერბურგის კავალერიის ოფიცერთა სკოლაში შეიყვანა. ეს იმდროინდელ რუსეთში საუკეთესო სამხედრო სასწავლებელი გახლდათ და იმით იყო ცნობილი, რომ სწავლის მსურველთ უმკაცრესად ცდიდნენ. გიორგი მერჩულემ ოთხივე გამოცდა ფრიადზე ჩააბარა და შესაბამისად, მისი დაფინანსება თავად სასწავლებლის ხელმძღვანელობამ ითავა.

1898 წელს, 20 წლის ქართველი კავალერისტი წმ. სტანისლავის სახელობის III ხარისხის ორდენით დააჯილდოეს, 1910 წელს - წმ. ანას III ხარისხის ორდენით, ხოლო I მსოფლიო ომის წინ - წმ. ანას II ხარისხის ორდენით. ასე რომ, როდესაც I მსოფლიო ომი დაიწყო, გიორგი ალექსის ძე მერჩულე უკვე რუსეთის იმპერიის სამხედრო ელიტაში კარგად ცნობილი პერსონა იყო. 1914 წელს იგი ბესარაბიის ფრონტზე გაამწესეს და "ველური დივიზიის" ერთ-ერთი პოლკი ჩააბარეს, რომელიც ძირითადად ინგუში მხედრებისგან შედგებოდა. აქედან მოყოლებული, პოლკოვნიკის ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა ამ ხალხს.

"ველური დივიზია" სულ 6 პოლკისგან შედგებოდა. ექვსივეში უკლებლივ, ჩრდილოკავკასიელი მხედრები იყვნენ გაერთიანებულნი - ეროვნების მიხედვით. გიორგი ალექსის ძე მერჩულე ეროვნებით ქართველი იყო, მაგრამ რამდენადაც წარმოშობით საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხიდან - აფხაზეთიდან გახლდათ, რუსებმა ჩრდილოკავკასიურ ქვედანაყოფშიც სწორედ ამ საბაბით გაამწესეს. თანაც, "ველური დივიზია" ისეთი თავაშვებული მეომრებისაგან შედგებოდა, რომ რუსი ოფიცრები მათთან ვერაფერს აწყობდნენ და ნაცემ-ნაბეგვი გარბოდნენ ხოლმე. ინგუშებმა ქართველი პოლკოვნიკი კარგად მიიღეს, რადგან მას რუსებივით მედიდურობა არ დაუწყია და თავისუფლებისმოყვარე მთიელების ჭირიცა და ლხინიც უშუალოდ გაიზიარა.

პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც "ველური დივიზიის" ინგუშურმა პოლკმა პოლკოვნიკ მერჩულის მეთაურობით გადაიხადა, 1914 წლის 23 ივლისს, ქ. უნგენისთან (თანამედროვე მოლდოვა) მოხდა. "ველურ დივიზიას" მაშინ ავსტრიულ არმიასთან მოუწია შეტაკებამ და დიდი ზიანიც მიაყენა მტერს. პოლკოვნიკი გიორგი მერჩულე იმდენად უშიშრად იბრძოდა, რომ ავსტრიელებს ეჭვიც კი შეეპარათ - ეს კაცია თუ ზებუნებრივი არსებაო: "პოლკოვნიკმა მერჩულემ შეტევაზე გადასვლის ბრძანება ცხენზე შემჯდარმა გასცა და შემტევ პოლკს თავადვე მოექცა სათავეში... ის მტერს პირველი ეკვეთა და საუკეთესო მაგალითი უჩვენა თავის ჯარისკაცებს. აქ ისიც უნდა ვთქვა, რომ როგორც წესი, იმ დროს ოფიცრობა ბრძოლას შორიდან ადევნებდა ხოლმე თვალყურს და პოლკოვნიკის საქციელი ყველას კი გაგვიკვირდა, მაგრამ ამასთან, გვესიამოვნა კიდეც", - იხსენებდა შემდგომში "ველური დივიზიის" ერთ-ერთი მებრძოლი, ინგუში მოჰმად დოლგიევი.

როგორც ცნობილია, რუსული შეიარაღებული ძალები ევროპულ ფრონტზე ისე წარმატებით ვერ იბრძოდნენ, როგორც კავკასიის ფრონტზე. ერთადერთი რუსული ქვედანაყოფი, რომელიც როგორც სარდლობის, ისე მტრის აღტაცებას იმსახურებდა, "ველური დივიზია" იყო. პოლკოვნიკი გიორგი მერჩულე 1915-1917 წლებში კიდევ ორი ორდენით დააჯილდოეს, ხოლო თავისი პოლკის ჯარისკაცებმა მას თეთრი ნაბადი მიართვეს. ამასობაში, სანქტ-პეტერბურგში (მაშინ მას უკვე "პეტროგრადი" ერქვა - უწინდელი სახელი გერმანულად ჟღერდა და შეუცვალეს, რადგან გერმანელები უკვე მტრები იყვნენ) რევოლუცია მოხდა და ყველაფერი აირია - დროებითმა მთავრობამ და მერე წითლებმა ყველა ფრონტი ცალმხრივად მოშალეს, ჯარის დემობილიზაცია გამოაცხადეს და წარჩინებულ ოფიცრებს, როგორც ე.წ. "ძველი რეჟიმის" მომხრეებს, დევნა დაუწყეს.

პარალელურად, ვითარება ჩრდილო კავკასიაშიც დაიძაბა. "ველური დივიზიის" პოლკთა მებრძოლებს სამშობლოში უხმეს - იქ მცხოვრები ხალხები ცდილობდნენ, ეროვნული სახელმწიფოები შეექმნათ და სამხედრო გამოცდილება სჭირდებოდათ. ამგვარად, ინგუში კავალერისტები უკლებლივ ინგუშეთში, ქ. ვლადიკავკაზში (ეს ქალაქი უძველეს ინგუშურ მიწაზე მდებარეობს და მაშინ იქ მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს სწორედ ინგუშები შეადგენდნენ) გაეშურნენ. იქ ჩრდილო კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ყალიბდებოდა და მის მომავალ პრემიერ-მინისტრს - ინგუშ ვასანგირი ჯაბაგიევს "ველური დივიზიის" მეომართა დიდი იმედი ჰქონდა.

სწორედ ამ დროს, პოლკოვნიკმა გიორგი მერჩულემ, რომელიც დანარჩენებივით დემობილიზებული იყო, შეიტყო, რომ წითლებიც მოსაკლავად დასდევდნენ და თეთრებიც: პირველნი იმიტომ, რომ მეფის არმიის ოფიცერი იყო, მეორენი კი იმიტომ, რომ მათ მხარეს ბრძოლა არ სურდა. პოლკოვნიკს ისიც შეატყობინეს, რომ საქართველოში დედამისი გარდაცვლილიყო და რადგანაც სხვა ახლობელი არავინ დარჩენოდა, დამწუხრებულმა პეტროგრადში დარჩენა გადაწყვიტა. ცოლ-შვილი პოლკოვნიკ მერჩულეს არ ჰყავდა და სამშობლოში ჩასვლა-არჩასვლა იმხანად მისთვის მნიშვნელოვანი არც იყო.

ერთ დღეს, როდესაც პოლკოვნიკი მერჩულე პეტროგრადში, საკუთარ სახლში მარტო იმყოფებოდა, თავს ბოლშევიკების პატრული დაესხა და ხანმოკლე შეხლა-შემოხლის შემდეგ დააპატიმრა. პოლკოვნიკი პირდაპირ სმოლნიში, ლენინის შტაბში მიიყვანეს, სადაც პირადად იოსებ ჯუღაშვილი შეხვდა. სტალინმა მას წითლების მხარეს ბრძოლა შესთავაზა და ბევრიც ელაპარაკა, რომ დაეყოლიებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა - გიორგი ალექსის ძე მერჩულეს პოლიტიკაში ჩარევა არ სურდა და სტალინსაც ამის შესახებ პირდაპირ განუცხადა, რის შემდეგაც "რკინის კაცს" ბევრი არც კი უფიქრია და დილეგში ჩააგდო. მაშინ ბოლშევიკებს პატიმრების გამოსაკვებად არ ეცალათ და პოლკოვნიკს დახვრეტა ემუქრებოდა, დილეგის მცველს რომ არ ემარჯვა. ის მერჩულეს ყოფილი ჯარისკაცი აღმოჩნდა და ღამით ჩუმად გააპარა პოლკოვნიკი: "წაბრძანდით და კარგი იქნება, თუ პეტროგრადს საერთოდ დატოვებთ, აქ მაინც არ მოგასვენებენ!" - უთხრა მან მერჩულეს.

გიორგი მერჩულემ ყოფილი ჯარისკაცის რჩევა გაითვალისწინა და გეზი საქართველოსკენ აიღო, მაგრამ იმ მატარებელს, რომლითაც მოემგზავრებოდა, ჩრდილოეთ კავკასიაში - ესენტუკის მახლობლად, წითლები დაესხნენ თავს. გიორგი მერჩულეს სამხედრო ფორმა არ ეცვა, მაგრამ ინტელიგენტურად იყო ჩაცმული და სწორედ ამან მიიქცია თავდამსხმელთა ყურადღება: პოლკოვნიკი თეთრგვარდიელთა ჯაშუშად მიიჩნიეს და დააპატიმრეს. მას კვლავ დახვრეტა ელოდა, მაგრამ გადარჩა - წითლებმა რატომღაც, მოზდოკში ჩაიყვანეს და სწორედ იმ დროს, როდესაც ადგილობრივ ციხეში უნდა მიეყვანათ, მოზდოკი ვასანგირი ჯაბაგიევის მთავრობას დაქვემდებარებულმა ჯარმა დაიკავა. ასე აღმოჩნდა პოლკოვნიკი მერჩულე ყოფილი ჯარისკაცების ხელში.

რასაკვირველია, გიორგი მერჩულე საქართველოში აღარ დაბრუნებულა - იგი მთიელთა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სარდალი გახდა და ინგუშეთში დარჩა საცხოვრებლად. მისნაირი გამოცდილი სამხედრო პირის დახმარება კი ინგუშ ერს მართლაც სჭირდებოდა, რადგანაც 1918 წლის თებერვალში ოსებმა, თეთრი მოძრაობის ცნობილი მესვეურის - ანტონ დენიკინის დახმარებით, ომი დაიწყეს და მოზდოკსა და ვლადიკავკაზში მშვიდობიანი მოსახლეობა შეავიწროეს.

ინგუშები, რომლებიც ოსებთან შედარებით, ნაკლებად ორგანიზებულნი იყვნენ და დენიკინის დონის დამხმარეც არ ჰყავდათ, მძიმე დღეში ჩაცვივდნენ - ოსებმა და დენიკინის კაზაკებმა, რომლებიც კარგად იყვნენ შეიარაღებულნი, ვლადიკავკაზსა და მის მიმდებარე სოფლებში მშვიდობიან ინგუშებს გენოციდი მოუწყვეს. ვასანგირი ჯაბაგიევმა საპასუხო ზომების მიღება პოლკოვნიკ მერჩულესა და მის მებრძოლებს მიანდო. მთიელთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პირადადაც კი შეხვდა ქართველ პოლკოვნიკს და უთხრა: "მთიელთა რესპუბლიკის ბედ-იღბალი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული - თუ მტერს საკადრის პასუხს გასცემთ, ჩვენი სახელმწიფოც შედგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩვენ დიდი დღე არ გვიწერია". პოლკოვნიკმა მერჩულემ პრემიერ-მინისტრს აღუთქვა, რომ მშვიდობიანი ინგუშების დარბევისა და გენოციდისთვის ოსებსა და კაზაკებს პასუხს აგებინებდა.

ინგუშ მებრძოლებსა და მათ მეთაურს კაზაკური ფორმები ეცვათ და ამიტომაც ვლადიკავკაზის შესასვლელში მდგარმა დენიკინელთა პატრულმა ისინი ისე გაატარა, რომ საბუთებიც კი არ მოუთხოვია. მერჩულემ ამით ისარგებლა და ქალაქის ცენტრში პირდაპირ იმ შენობას შეუტია, სადაც ანტონ დენიკინის შტაბი გახლდათ განთავსებული. ეს თავდასხმა კი კაზაკებისათვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ აირივნენ და ინგუშებმა თავად დენიკინიც კი დაჭრეს. ამასობაში, მეორე მხრიდან ქალაქში მთიელთა რესპუბლიკის არმიის მეორე პოლკი შემოიჭრა და ოს მოხალისეებს გაუმართა ბრძოლა. 1918 წლის 5 თებერვალი დენიკინისა და მისი მოკავშირე ოსებისათვის ჯოჯოხეთური დღე აღმოჩნდა. ვლადიკავკაზში გაჩაღებულ ბრძოლებში დაკარგეს 100-მდე კაცი, ორი ამდენი კი დაიჭრა. პოლკოვნიკ მერჩულის ქვედანაყოფიდან არათუ საერთოდ არავინ მოუკლავთ, არამედ არც დაუჭრიათ.

დენიკინის შტაბზე იერიშის შემდეგ, ინგუშებმა ვლადიკავკაზი დატოვეს და მის გარეუბანში დაბანაკდნენ. ვერც ოსებმა და ვერც დენიკინელმა კაზაკებმა მათზე გალაშქრება ვეღარ გაბედეს და ვლადიკავკაზის გარეუბნის ინგუში მოსახლეობაც აწიოკებას გადაურჩა. სამაგიეროდ, დენიკინმა, რომელსაც იმხანად მთელ ჩრდილო კავკასიაში დიდი გავლენა ჰქონდა, ბრძანება გასცა, პოლკოვნიკი გიორგი ალექსის ძე მერჩულე შეეპყროთ და ჩამოეხრჩოთ, როგორც იმპერატორის მოღალატე და რუსი ოფიცრის მუნდირის ღირსების შემარცხვენელი. 

დენიკინის რაზმელებმა მალე გიორგი მერჩულეზე ნამდვილი ნადირობაც კი გააჩაღეს, მაგრამ ვერაფრით მოიხელთეს. მთიელთა რესპუბლიკის არმია, რომელსაც ქართველი პოლკოვნიკი სარდლობდა, მდინარე თერგის გადაღმა იყო დაბანაკებული და თუ რომელიმე დენიკინელი მდინარეს გადალახავდა, ცოცხალს არ უშვებდნენ. მთიელები ხშირად იჭრებოდნენ ვლადიკავკაზსა და სხვა დიდ ქალაქებში, რომელთაც ნომინალურად დენიკინი აკონტროლებდა, არბევდნენ კაზაკებს და ისევ უკან ბრუნდებოდნენ. ამგვარმა პარტიზანულმა ტაქტიკამ მართლა გვარიანად გააწამა ანტონ დენიკინი.

ისტორიაში ძალზე ხშირია მაგალითი, როდესაც მოუხელთებელი მეამბოხე ან დამნაშავე სრულიად უბრალო რაიმეს გადაჰყოლია და ეს ყველას გაჰკვირვებია. სამწუხაროდ, ასე მოხდა პოლკოვნიკი მერჩულის შემთხვევაშიც - ერთხელ, როცა ის რაზმელებთან ერთად, ვლადიკავკაზიდან, მორიგი ლაშქრობიდან ბრუნდებოდა, გზაში დენიკინის მოწინააღმდეგენი - ბოლშევიკი პარტიზანები გადაეყარნენ და მთელ რაზმს (სულ ოცამდე იქნებოდნენ) იარაღის დაყრა უბრძანეს. პოლკოვნიკი ამ ბრძანებას, ცხადია, არ დაემორჩილა - მარჯვე გასროლით, ბოლშევიკთა მეთაური (გვარად ჩერტკოვი) ცხენიდან გადმოაგდო, მაგრამ სწორედ ამ დროს უმტყუნა ბედმა - დაჭრილმა ჩექმის ყელიდან პატარა დამბაჩა ამოაძრო და ალალბედზე ესროლა. პოლკოვნიკს ალალბედზე ნასროლმა ტყვიამ გულში გაუარა და ასე დამთავრდა მისი სიცოცხლეც.

დღეს, ინგუშური ნასოფლარის - ოლგიტეს სასაფლაოზე, აუარებელ მუსლიმანურ საფლავს შორის აშკარად გამოირჩევა ერთი, რომელზეც ჯვარია აღმართული და სხვათაგან განსხვავებით, უფრო კარგადაა მოვლილი. სწორედ იქ არის დაკრძალული პოლკოვნიკი გიორგი ალექსის ძე მერჩულე, რომლის სისხლიც ინგუშებმა აიღეს.

მიხეილ ლაბაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/50152-saocari-istoria-polkovnik-giorgi-merchuleze.html#ixzz1q7zUAJKI


წყარო
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 2334 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика