ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მარტი » 10 » როგორ გახდა კოჭლი გარინჩა ფეხბურთის ვარსკვლავი    

23:09:34
როგორ გახდა კოჭლი გარინჩა ფეხბურთის ვარსკვლავი

როგორ გახდა კოჭლი გარინჩა ფეხბურთის ვარსკვლავი

შაბათი, 10 მარ 2012 17:39

მანუელ ფრანცისკო დოს სანტოსი,  ალბათ,  ეს სახელი არაფერს გეუბნებათ,  მაგრამ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იციან ლეგენდარული ფეხბურთელის გარინჩას შესახებ. მანუელ ფრანცისკო დოს სანტოსი, სწორედ ეს არის გარინჩას სრული სახელი და გვარი.

ლეგენდარული ფეხბურთელი ცნობილია ბურთის განუმეორებელი კონტროლით,  აბსოლუტურად ყველა ფინტის ორიგინალურად, ელეგანტურად და როგორც ბევრი იმდროინდელი მცველი ამბობდა, "მომაკვდინებლი" შესრულებით. ბრაზილიელებისთვის დამახასიათებელია  ბურთზე კონტროლი და მისი შეუდარებელი ფლობა, მაგრამ გარინჩა მაინც განსაკუთრებული ფენომენი იყო. ის ბავშვობიდან აკვირვებდა ყველას თუ როგორ ახერხებდა ასე მოხდენილად ბურთის თამაშს ბიჭი, რომელსაც დაბადებიდან ერთი ფეხი მეორეზე 6 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა.

ექიმებმა მიუხედავად იმისა,  რომ ოპერაცია გაუკეთეს, ვერ შეძლეს ნაკლის გამოსწორება.  ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა და მედიკოსებმა ბიჭს ფეხბურთის თამაში კატეგორიულად აუკრძალეს, თუმცა, მომავალმა ვარსკვლავმა მათი რჩევა თუ მოთხოვნა არაფრად ჩააგდო და კვლავინდებურად გააგრძელა ბურთის თამაში. გავიდა წლები, პატარა ბიჭუნა გაიზარდა და მუშაობა ერთ-ერთ ფაბრიკაში დაიწყო. როდესც ერთ ერთ სტადიონზე უბრალოდ თამაშობდა,  მისი თამაში კლუბ "ბოტაფოგოს" სათადარიგოთა შემადგენლობის მოთამაშეს არატის უნახავს.   ისე მოხიბლულა  გარინჩათი,  რომ ფულიც კი უსესხებია, მისთვის საფეხბურთო ტანისამოსი უყიდია და თავისი  გუნდის ვარჯიშზეც წაუყვანია. ბოტაფოგოს მაშინ ყველასათვის ცნობილი ფეხბურთის სპეციალისტი ჟენტილ კარდოზო წვრთნიდა. როდესაც მწვრთნელმა, მოთამაშეებმა და ვარჯიშზე მყოფმა მაყურებლებმა გარინჩა დაინახეს,  მასზე სიცილი დაუწყიათ. მიზეზი ამისა კი მისი კოჭლობა იყო, თან ფეხბურთელის ფორმაში ისეთი ადამიანი იყო გამოწყობილი,  რომელიც წონასწორობასაც კი ვერ იცავდა. ხარხარისა და დაცინვის შემდეგ,  გარინჩასთვის უკითხავთ,  თუ რომელ პოზიციაზე შეეძლო თამაში, გარინჩას თამამად უთქვამს, რომ  ყველგან ითამაშებდა,  მხოლოდ კარს ვერ დაიცავდა. მისი შემოწმება კი იმდროინდელი ბრაზილიის ნაკრების წევრისთვის, იმდროისთვის საკმაოდ კარგ მცველად აღიარებული ნილტონ სანტოსისთვის დაუვალებიათ. ამის შემდეგ დაიწყო  დიდი სანახაობა მოედანზე, მას თავში მეტად თავხედური იდეა მოუვიდა: განთქმული მცველისთვის ბურთი ფეხებს შუა გაეტარებინა. შესაფერისი მომენტი მალე დადგა და თვითმხილველთა გასაოცრად, მან წამში თავბრუ დაახვია დიდ ნილტონს.  გარინჩამ არამარტო ლეგენდარული მცველი, არამედ მთელი გუნდი მოატყუა და მაყურებლის თვალში დაამცირა კიდეც ისინი. გასახდელში გასულ გარინჩასთვის გუნდის ექიმს უთქვამს, რომ სანტოსისთვის ასეთი რამის გაკეთება არ უნდა გაებედა, რომ მასზე იყო დამოკიდებული მიიღებდნენ თუ არა გარინჩას გუნდში.  მაგრამ სანტოსმა გარინჩაზე წყნა არ ჩაიდო გულში და ის გუნდში აყვანეს. ამის შემდეგ დაიწყო მისი ბრწყინვალე კარიერა ბრაზილიის ნაკრებში. მის თამაშს აღტაცებაში მოჰყავდა მაყურებელი. კარგი ფეხბურთელის გარდა,  ის ძალიან ჰუმანური,  კეთილი და გულუბრყვილო ყოფილა.  ალბათ,  ბევრმა არც კი იცის, რომ Fair Play-ის პრინციპებს ფეხბურთში სწორედ გარინჩამ დაუდო საფუძველი.

1960 წლის 27 მარტი იდგა, "ბოტაფოგოს" მეტოქე  მცველს ბურთის მოგერიებისას ფეხი დაუცდა და იღრძო. ბურთით მეკარესთან პირისპირ გარინჩა დარჩა. მაგრამ გოლის გატანის ნაცვლად მან პაუზა გააკეთა, მოედანზე გაშხლართულ უკანახაზელს შეხედა და ბურთი აუტში გადააგდო.

ბრაზილიის ნაკრებში გარინჩა 1955-66 წლებში გამოდიოდა, სულ 50 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ორჯერ, 1958 და 1962 წლებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ბოტაფოგოსთან ერთად მაშინდელი საკონტინეტთაშორისო თასი მოიგო, ორჯერ ქვეყნის, სამჯერ კი შტატის ჩემპიონი გახდა.

ის ფულს არასდროს აყენებდა ადამიანობაზე მაღლა. ამით კი ბოროტად სარგებლობდნენ და მას ძალიან დაბალ ხელფასს უხდიდნენ, რის გამოც მას  ცუდ პირობებში უწევდა ცხოვრება. მასთან მისული სტუმრები გაოცებული იყვნენ თუ რატომ ცხოვრობდა ასეთ ქოხში და რატომ არ გადადიოდა მისთვის შესაფერის სახლში. გარინჩა ასეთ კითხვაზე პასუხობდა, რომ საამისოდ ახლა დრო არ გააჩნდა. 

ერთ-ერთი თამაშის დროს,  როდესაც ბრაზილია კოსტა რიკას ეთამაშებოდა და ანგარიში 1-1 გახლდათ,  ვერადა ვერ ახერხებდნენ ბურთის გატანას ბრაზილიელი ბურთის ოსტატები მეტოქისთვის.  არადა,  ბრაზილიას  გამარჯვება ესაჭიროებოდა. სწორედ მაშინ,  თურმე  გარინჩამ საკუთარი საჯარიმოდან წაიღო ბურთი,  მოატყუა მოწინააღმდეგე გუნდის ყველა ფეხბურთელი და ისევ უკან თავის ნახევარზე დაბრუნდა. ეს ოთხჯერ გაიმეორა ზედიზე ისე,  რომ ბურთი არ დაუკარგავს. მეხუთედაც მოატყუა გუნდის ყველა ფეხბურთელი და მეკარეს ფეხებშუა გაუძვრინა ბურთი. როდესაც მატჩი დამთავრდა,  გარინჩას გაკვირვებულმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს,  თუ რატომ არ გაჰქონდა აქამდე ბურთი. მან ჟურნალისტებს უპასუხა, რომ უბრალოდ,  მეკარისთვის ფეხებშუა უნდოდა ბურთი გაეძვრინა და სანამ სათანადოდ ფეხი არ გაშალა მეკარემ,  მე ბურთი  არ გავიტანეო,- აღნიშნა გარინჩამ. ტრიუმფალური იყო მისი გამოსვლა ასევე 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.  მიუხედავად იმისა,  რომ პელე მაშინ ტრამვირებული იყო და გუნდს ვერ ეხმარებოდა,  ეს დანაკლისი გუნდს არ უგრძვნია, რადგან გუნდის ლიდერობა გარინჩამ იტვირთა და ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 

1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მას მუხლის ტრავმა გაურთულდა, რის გამოც  იძულებული გახდა, რომ დიდი ფეხბურთიდან წასულიყო.

ყველასგან მივიწყებული ლეგენდა, უსახლკაროდ დარჩენილი და ღვიძლის უკურნებელი სენით შეპყრობილი, სიღარიბეში 1983 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა. მარაკანას სტადიონიდან პაუ გრანდემდე სამგლოვიარო პროცესია 100000-მა ადამიანმა გააცილა, საფლავზე კი მადლიერების ნიშნად ხალხმა მას ასეთი წარწერა გაუკეთა: "მადლობა იმისთვის, რომ არსებობდი!" მის ლეგენდარულ სტატუსზე ისიც მიუთითებს, რომ ბრაზილიის უდიდეს და ყველაზე ცნობილ სტადიონ მარაკანაზე მასპინძელი გუნდის გასახდელს "გარინჩა" ჰქვია, რადგან მას ძალიან უყვარდა ამ სტადიონზე თამაში.

"პელე"-ს სახელით კი სტუმართათვის განკუთვნილ ოთახს მოიხსენიებენ.

 

                                                                                                             გიორგი ცხვიტარია



წყაროhttp://geonews.ge/category/21/sport.html
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 2757 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 5.0/3

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 mere   (19.02.2014 22:43:15) [მასალა]
166 შენ გაიხარე

0   Spam
3 medvujonok   (24.04.2012 15:10:49) [მასალა]
არა მარტო კარგი ფეხბურთელი იყო...საოცარი ადამიანიც ყოფილა 10

0   Spam
კარგი ფეხბურთელი იყო 166

0   Spam
1 neo   (11.03.2012 18:52:21) [მასალა]
მართლა მაგარი ფეხბურთელი იყო. 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика