
მთავარი კრიტერიუმი ყეფის ხანგრძლივობაა - უკანონოდ ითვლება 10 წუთი გაუჩერებლად ყეფა. ასე რომ, ამიერიდან პოლიციელებს მოუწევთ, ხელბორკილის და იარაღის გარდა, თან წამზომიც იქონიონ.
ძაღლებისთვის ერთი გამონაკლისი დაუშვეს, მათ არ დააჯარიმებენ, როდესაც ისინი კეთილი საქმისთვის ყეფენ. მაგალითად, როდესაც მათ პატრონს თავს ვინმე დაესხმება.
იმისთვის, რომ მეპატრონეებმა ოთხფეხა შინაური ცხოველი შეინარჩუნონ, მათ ძაღლების ფსიქოლოგებთან მიყვანა მოუწევთ.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.