ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მარტი » 15 » როგორ მოხვდნენ მეგრელები ნაპოლეონის არმიაში?    

03:25:39
როგორ მოხვდნენ მეგრელები ნაპოლეონის არმიაში?
როგორ მოხვდნენ მეგრელები ნაპოლეონის არმიაში?
როგორ მოხვდნენ მეგრელები ნაპოლეონის არმიაში?სისხლი თავისას შვრება - ამ ნახატის ფოტორეპროდუქციას 100 წელს მიღწეული ქალბატონი ისე ინახავდა, არც კი იცოდა, რა ამბავს მოუყვებოდა მასზე დარჩენილი წარსული. სისხლი ეძახდა და ინახავდა.
წლებს მიჰქონდა ტკივილიცა და სიხარულიც, ფერმკრთალდებოდა და იცვითებოდა ამ ქალბატონის ახლობლების ფოტოები, მაგრამ ეს სურათი ალბომიდან ალბომში ჯიუტად გადაჰქონდა. ქმარმა დაუტოვა - ჩემ შემდეგ შენ გაუფრთხილდიო... არც ის იცოდა, ქმარს საიდან ჰქონდა.M მერე იფიქრა, როცა თავად აღარ იქნებოდა, სურათს ვერავინ მოუფრთხილდებოდა და ჩვენ გადმოგვცა, - თქვენზე უკეთესს ვის მივცემ, ამის ფასი  გეცოდინებათო. ჩვენ მას მეცნიერებს გადავცემთ და ისინი შეუნახავენ შთამომავლობას. მანამდე იმას მოგიყვებით, რაც ამ ფოტორეპროდუქციაზეა გადმოცემული. მასზე ის ქართველები არიან, რომელთა სისხლი, როგორც ჩვენს ბედისწერას სჩვევია, გადაკარგულში, ბოროდინოს ველზე, ორი დიდი იმპერიის ომში იღვრებოდა - საფრანგეთისა და რუსეთის. ეს 1812 წელს მოხდა. ვინ იცის, სხვის ომში მიღებული რამდენი ჭრილობა ჰქონდათ ნატანჯ სხეულზე. მერე ეს ნახატი რუსეთის იმპერიამ გამოსცა ღია ბარათად წარწერით - "მეგრელები ბოროდინოს ომში". რუსეთისთვის ისინი მეგრელები იყვნენ - ასე გვყოფდა (და გვყოფს - მეგრელებად, გურულებად, სვანებად...), ჩვენთვის კი ჩვენი სისხლი და ხორცია და ბედისწერის უკუღმართობის ძახილი. თუმცა საამაყოც არის. აბა, დახედეთ, რა სიმამაცე აღბეჭდვიათ კუშტ სახეებზე, ასხლეტილ ტანზე იარაღი როგორ უხდებათ. ეს ჩვენ ვართ, ასეთნი ვიყავით და ასეთნი ვიქნებით... ის კი გაუგებარია, რუსეთის იმპერიამ ეს ღია ბარათი რატომ გამოსცა, ვის რა ხელს აძლევდა. მასზე ხომ საფრანგეთისთვის მებრძოლი ქართველები არიან გამოსახულნი, ფრანგული დროშისფერებიანი ორდენებით - იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტეს ჯარისკაცები! მაგრამ მის გამომცემელს რუსეთის ინტერესებზე მეტად ალბათ, შემოსავალი აინტერესებდა. მისი რა საქმე იყო, ეს ქართველები ვის მხარეზე იბრძოდნენ, მთავარია, ფოტო კარგად გაიყიდებოდა. - ვინ არ იყიდდა. ღმერთმა აცხონოს, მან ამ ღია ბარათით ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა. 
როგორ უნდა მოხვედრილიყვნენ სამეგრელოდან გადახვეწილი ვაჟკაცები ფრანგი იმპერატორის არმიაში? იქიდან, საიდანაც ქართველს ბედისწერა მიაქანებდა - ეგვიპტიდან. ისევ ჩვენიანები ყიდდნენ რჩეულ ქართველ ჭაბუკებს მამლუქებად. ნაპოლეონმა კი 1798 წელს აიღო ეგვიპტე და პირველად ნახა მამლუქების თავგანწირული ბრძოლა. შემდეგ კი, როცა ბრძოლის ველზე მამლუქებისგან აჩეხილი ფრანგი ჯარისკაცები დაკრძალა, სარდლებს უბრძანა, - რადაც უნდა დაგიჯდეთ, მამლუქები გადმოიბირეთო. მაშინ ეგვიპტის სულთნები გასაჟლეტად იყვნენ შესეული ქართველებს - მათი ეშინოდათ. ამიტომაც გამჭრიახმა იმპერატორმა 500 მამლუქის გულის მოგება მოახერხა. ფრანგები დღესაც დიდი მოწიწებით წერენ ვინმე ქართველ რუსტამზე, რომელიც ეგვიპტიდან გაჰყვა ნაპოლეონს და იმპერატორი სამუდამოდ დაივალა - შეთქმულთაგან სიკვდილს გადაარჩინა. დაივალა კაცი, რომლისგანაც თავად საფრანგეთი დარჩა დავალებული. დიდი იმპერატორის დაკრძალვის დღეს კი ფრანგებს შორის მისი მამლუქი მცველი, რუსტამი იდგა. ჭარმაგობაში შესული ქართველის გარეგნობა თვალს იტაცებდა - ყველა უყურებდა. არავინ იცის, იყვნენ თუ არა ამ ფოტორეპროდუქციაზე ასახული ჯარისკაცები იმ დღეს პროცესიაზე, მათი სახელებიც წლებმა წაიღო, მაგრამ თუ მანამდე ცოცხლად მიაღწიეს, მუხლს უეჭველად მოუყრიდნენ მამაც იმპერატორს - ქართველები ქედს მხოლოდ სიმამაცის წინაშე ვიხრით.
P.S.  ფოტოს გადმოცემისთვის მადლობას ვუხდით ქალბატონ ნათელა ხორავას, კონსულტაციისთვის კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ მერაბ კალანდაძეს.


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/mozaika/348-rogor-mokhvdnen-megrelebi-napoleonis-armiashi.html
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 3986 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 levani983   (22.02.2016 13:09:55) [მასალა]
10 10 10

0   Spam
4 chibati   (17.03.2012 01:22:15) [მასალა]
166 166 10 10

0   Spam
3 ramazi_777_   (15.03.2012 16:16:21) [მასალა]
10 10 10 10 10 10 10

0   Spam
2 wvera   (15.03.2012 13:56:07) [მასალა]
166 10

0   Spam
1 david   (15.03.2012 09:08:01) [მასალა]
10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика