ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მარტი » 15 » ეს აბრეშუმი ფოლადზე უფრო მტკიცეა    

03:35:06
ეს აბრეშუმი ფოლადზე უფრო მტკიცეა
ეს აბრეშუმი ფოლადზე უფრო მტკიცეა
ეს აბრეშუმი ფოლადზე უფრო მტკიცეაობობასაბრეშუმი გამოსადეგია კოსმოსშიც, ქირურგიული ოპერაციის დროსაც და ჯავშანჟილეტის დასამზადებლადაც რა შესძლებია ოქროს ობობას

ალბათ ყველას გვახსოვს '"გულივერის მოგზაურობა" და დიდი ჯონათან სვიფტის უკვდავი სატირა - როცა ავტორი "ლაგადოს სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის" მიღწევებს ეცნობა, სადაც ერთ-ერთი პროფესორი ობობას ქსელებისგან ფერადი აბრეშუმის მიღებაზე მუშაობს და ამისთვის ფერადი ბუზებით ობობებს კვებავს...

სვიფტის მწარე ირონია 1710 წელს ლონდონის ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებული ვინმე მუნის სტატიით იყო "შთაგონებული", რომელშიც ავტორი ობობას ძაფისგან აბრეშუმის” მიღებაზე ოცნებობდა... სულ ახლახან კი მორიგი "ზღაპარი" კვლავ" ახდა" და ნატურალური "ობობას აბრეშუმის" პრეზენტაციას სექტემბერ-ოქტომბერში ამერიკასა და ინგლისში უამრავი ცნობილი პირი დაესწრო.    
ბრიტანელი ისტორიკოსი და ხელოვნებათმცოდნე საიმონ პირსი და ამერიკელი ბიზნესმენი ნიკოლა გუდლი სწორედ იმისთვის შეამხანაგდნენ, რომ მადაგასკარის ობობების ოქროსფერი ქსელის ძაფისგან ქსოვილი შეექმნათ. მათ ათობით ადგილობრივი მუშა დაიქირავეს და მილიონობით ე.წ. "ოქროს მაქმანის მქსოველი" ობობასგან (გოლდენ ორბ სპიდერ) მიღებული ძაფით 3,4 მ სიგრძისა და 1,2 მ სიგანის ნატურალური, ოქროსფერი, უძვირფასესი აბრეშუმის სუფრა მოქსოვეს მადაგასკარული ორნამენტებით, რასაც 5-წლიანი შრომა და ნახევარი მილიონი დოლარი დასჭირდა.
გუდლი მადაგასკარში პირველად 1994 წელს ჩავიდა და პალმის ბოჭკოების ნაკეთობათა პატარა კომპანია დააარსა, რომელიც ქალის მოდურ ხელჩანთებსა თუ სხვა ნაქსოვ პროდუქციას უშვებდა. 2005 წელს კი ფაბრიკა დახურა და პირსთან ერთად მთლიანად "ობობას აბრეშუმის" შექმნაზე გადაერთო.
მადაგასკარის "ოქროს მაქმანის მქსოველი" ობობა მადაგასკარული ნეფილას (Nეპჰილა მადაგასცარიენსის) 36 სახეობიდან ერთ-ერთია, რომელიც დიდი ხანია ცნობილია თავისი ბაჯაღლო ოქროსფერი ქსელით. გუდლის კი იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მადაგასკარის ერთ-ერთი პროვინციის მე-19 საუკუნის ფრანგი მმართველის მოთხრობებს გაეცნო, სადაც იგი"ობობას აბრეშუმის შექმნაზე ლაპარაკობს. პირველი""საქსოვი დაზგა" 24 ობობასგან ძაფის მისაღებად ასევე ფრანგმა ჟაკობ კამბუემ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში შექმნა. თუმცა მადაგასკარზე ობობას ქსელისგან მოქსოვილი ""აბრეშუმი" იმდენად იშვიათი იყო,  მხოლოდ ევროპის სამეფო ოჯახების წევრებს უძღვნიდნენ. იგი დღემდე არ შემორჩენილა. მხოლოდ ლიონის მუზეუმში ინახება რამდენიმე სანტიმეტრი სიგრძის უცნობი წარმოშობის "ობობას აბრეშუმის" ქსოვილი.
პირსმა და გუდლიმ ობობების დასაჭერად 70 მუშა დაიქირავეს, რომლებიც "ოქროს მქსოველებს" დედაქალაქ ანტანანარივუს შემოგარენში აგროვებდნენ წვიმების სეზონზე, რადგან ეს ობობა მხოლოდ წვიმების დროს ქსოვს თავის ფოლადივით მტკიცე ოქროსფერ ქსელს. სხვათა შორის, ამას მხოლოდ მდედრი ობობა აკეთებს, ხოლო ქსელი იმდენად მტკიცეა, რომ ხანდახან გიგანტურ ზომებს აღწევს.
"საქსოვი ფაბრიკის" შესაქმნელად ობობები სპეციალურ კამერებში მოათავსეს. მართალია, შხამიანი არ არიან, მაგრამ მწარედ იკბინებიან და ერთმანეთის შეჭმაზეც არ ამბობენ უარს: "თავიდან 20-20 მდედრს ვსვამდით კამერებში, ბოლოს კი ხელში 3-3, ოღონდ ძალიან მსუქანი შეგვრჩებოდა ხოლმე", - დასძენს პირსი. აღმოჩნდა, რომ 14000 ობობა დაახლოებით 28 გრამ აბრეშუმის მასალას იძლევა. აბრეშუმის ნაწარმის საბოლოო წონა კი 1180 გრამი გამოვიდა, რასაც მილიონამდე ობობა დასჭირდა.
ნიშანდობლივია, რომ ობობას აბრეშუმი თავის წონასთან შედარებით ფოლადზე უფრო მტკიცეა. ამასთან, წყალგაუმტარიცაა და 40%-ით დაგრძელებასაც ადვილად იტანს.
სპეციალისტები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ობობას აბრეშუმი და ძაფი მეტად გამოსადეგია კოსმოსშიც, ქირურგიული ოპერაციის დროსაც და ჯავშანჟილეტის დასამზადებლადაც, მაგრამ იმის გამო, რომ ნატურალური ობობას აბრეშუმი ჯერჯერობით მეტისმეტად ძვირი სიამოვნებაა, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მისი ხელოვნური შემცვლელის მიღებაზე საკმაოდ წარმატებით მუშაობენ.


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/mozaika/1208-es-abreshumi-foladze-ufro-mtkicea.html
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 3217 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика