
ჭაობი პანტანალი, ბრაზილია, პარაგვაი და ბოლივია: პანტანალი მსოფლიოში ყველაზე დიდი ჭაობია. ის ბრაზილიაში, მატო გროსო დო სულის შტატში მდებარეობს და ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზეც ვრცელდება.
ნაკრძალის ფართობი 140 000- დან 195 000 კვადრატულ კილომეტრამდე მერყეობს. პანტანალი წყლის უდიდესი აუზია. პანტანალის ნაკრძალის დაახლოებით 80% წვიმის სეზონის დროს იძირება. აუზში წყლის დონე 2-დან 5 მეტრამდე იზრდება.
პანტანალი ნესტიან ტერიტორიაზე მდებარეობს და უდიდესია მსოფლიოში ამ სახის ლანდშაფტებს შორის. ამ ტერიტორიაზე განსაცვიფრებელი სილამაზის უამრავი წყალმცენარე იზრდება.

კანდაბას ჭაობი წვიმის სეზონზე ბუნებრივი წყლის აუზად იქცევა. ჭაობი 32 000 ჰექტარზეა გადაჭიმული და მინდვრითაა გარშემორტყმული.

რეგიონში სუბტროპიკული კლიმატი ვრცელდება. ჭაობიანი მიწა სხვადასხვა სახეობის ფრინველის, მცენარისა და ცხოველის სახლია. ტერიტორიაზე ბინადრობს კამეჩი, ანტილოპები, ქურციკები, პატარა ცხოველები და ძუძუმწოვრები.

ტერიტორია 10 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. კუნძულზე მდებარე სხვადასხვა მცენარით გარშემორტყმული ჭაობი თვალისმომჭრელად გამოიყურება.

ატჩაფალაია უნიკალურია ლუიზიანას აუზებს შორის, რადგან მას აქვს მზარდი დელტა სისტემა. ატჩაფალაიას აუზი გარშემორტყმულია მდინარის დაბლობით, შევსებულია მდინარის შენაკადითა და ჭაობით. 2 410 კვადრატული კილომეტრის ფართობის ჭაობი შტატებში ყველაზე მასშტაბურია. ტერიტორიაზე მდებარე ტყეში კი დათვები ბინადრობენ.

მომზადებულია oddstuffmagazine.com- ის მიხედვით.