
იცუკუშიმა, იაპონია: იაპონელებს სწამთ, რომ ეს კუნძული წმინდა მიწაა. მისი სიწმინდის შენარჩუნება კი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. წმინდა სალოცავთან ახლოს 1878 წლიდან არც გარდაცვალება და არც მშობიარობა არ იყო ნებადართული. ფეხმძიმე ქალები მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე კუნძულს ტოვებდნენ. ერთადერთი ბრძოლა, რომელიც იცუკუშიმაზე მოხდა, 1555 წელს მიაჯიმას ომი იყო. გამარჯვებულმა მეთაურმა ბრძანა, სასწრაფოდ ამოეთხარათ გვამები მიწიდან. კუნძული მთლიანად გაწმინდეს სისხლისგან. შენობებიც განაახლეს. მას შემდეგ ამ ტერიტორიაზე სიკვდილი აკრძალულია.

ადამიანები, რომლებსაც მძიმე სენი აქვთ, ვერტმფრენითა და გემით ნორვეგიის სხვა მხარეში გადაჰყავთ და იქ ატარებენ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს.

სარფოურენქსი, საფრანგეთი: საფრანგეთის ამ სოფელშიც მერიამ სიკვდილი აკრძალა. საფრანგეთის სასამართლომ ქალაქის სასაფლაოს გაფართოებაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.
მომზადებულია odditycentral.com- ის მიხედვით.