ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მარტი » 25 » ისტორიული გამარჯვება - 25 მარტი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე    

15:49:04
ისტორიული გამარჯვება - 25 მარტი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე
ისტორიული გამარჯვება - 25 მარტი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე
ისტორიული გამარჯვება - 25 მარტი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესაქართველოს ეკლესია სამოციქულოდ იწოდება, რადგან თავად მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა ჩვენს მიწა-წყალზე. მიუხედავად ამისა, მისი ავტოკეფალია (დამოუკიდებლობა) არაერთხელ გამხდარა განსჯისა და კამათის საგანი. მრავალჯერ ცდილობდნენ იმის წართმევას, რაც პირველი საუკუნიდან კანონიერად გვეკუთვნოდა, მაგრამ ჩვენი წინაპრები მუდამ იცავდნენ საკუთარი ეკლესიის ღირსებასა და დამოუკიდებლობას ერთმორწმუნე თუ არაერთმორწმუნე "კეთილისმსურველებისგან".

1801 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაუქმდა. მე-19 საუკუნემ ფიზიკურთან ერთად, სულიერი მონობაც მოგვიტანა - 1811 წელს რუსეთის სინოდმა  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და დამოუკიდებლობასთან ერთად, ჩვენი ადგილიც წაგვართვა მსოფლიო ეკლესიათა ჩამონათვალში.

და დაიწყო... კათოლიკოს-პატრიარქი გადაასახლეს და ქართული ეკლესია ეგზარქოსს დაუმორჩილეს. მათგან მხოლოდ პირველი იყო ქართველი, დანარჩენებს კი არც ქართული ენა ესმოდათ და არც ქართული ბუნება და ხასიათი. ერთადერთი, რაც იცოდნენ, ეს იყო ქართულ ეკლესია-მონასტრებში დაცული განძის ფასი და ღირებულება.  ეგზარქოსი თეოფილაქტე იქამდე მივიდა, რომ შეეხო წმინდა ნინოს საფლავსაც - ქართველები სიმდიდრეს ჩააყოლებდნენო,  მაგრამ სწორედ იმ საფლავთან დალია სული. ეგზარქოსმა ევსევმა 200 000 მანეთი დაუტოვა თავის მემკვიდრეებს - გაყიდა ქართველ კათალიკოსთა უძვირფასესი სამოსელი, ხატებსა და სამოსლებს ძვირფასი თვლები ჩამოხსნა და მონაწილეობა მიიღო გელათის მონასტრის სამოსლების დატაცებაში. ამ სამოსლებიდან გადაადნეს 8 გირვანქა ოქრო, ხოლო მარგალიტებიდან და ფირუზებიდან სამკაულები დაამზადეს. მისივე მმართველობის დროს, ხახულის ხატს, რომელიც ლუკა მახარებლის დახატულია, ჩამოხსნეს ოთხი დიდი და შვიდი პატარა ლალი, რომლებიც ერთ დროს თამარ მეფეს ეკუთვნოდა და სწორედ მან შესწირა ამ ხატს. საქართველოში იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ჩამოსვლის წინ ეგზარქოსმა ევგენიმ, ,,სანიტარული წესრიგის” საბაბით, თეთრად შეალესინა სვეტიცხოვლის, ალავერდის, ერთაწმინდის უნიკალური ფრესკები. 

დევნიდნენ ყველას, ვინც გაბედავდა, ხმა ამოეღო ქართული ენისა და ეკლესიის დასაცავად: გადაასახლეს და გზაში მხეცურად მოკლეს მოხუცებული დიმიტრი ყიფიანი. დევნიდნენ გაბრიელ ეპისკოპოსს, რომელიც აკრიტიკებდა მათს პოლიტიკასა და სწავლა-განათლების მათეულ მეთოდებს, მოსვენებას არ აძლევდნენ ამბროსი ხელაიასა და კირიონ საძაგლიშვილს, კაზაკების ძალით დაარბიეს კრება, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, სემინარიასა და სხვა სასწავლებლებში საღვთისმეტყველო საგნები ქართულ ენაზე ესწავლებინათ, ხოლო კრების მონაწილეები მათრახებით გვემეს...

არადა, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ, თუ რომელიმე ეკლესიას ეკუთვნოდა დამოუკიდებლობა, მათ შორის ერთ-ერთ პირველს - სწორედ ქართულ ეკლესიას - მოციქულთაგან დაარსებულსა და განათლებულს. საქართველოში ქრისტეს სჯული იქადაგეს მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა,  სვიმონ კანანელმა, მატათამ და ბართლომემ. ნიკეის პირველი მსოფლიო კრების ოქმში, 325 წელს, მოხსენებულია ბიჭვინთის ეპისკოპოსი, რაც ადასტურებს საქართველოში ქრისტიანული თემის არსებობას თავისი საეკლესიო იერარქიითა და სტრუქტურით. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში აღმართა ვაზის ჯვარი წმინდა ნინომ. წმინდა ვახტანგ გორგასლის დროიდან ქართლის ეკლესიას გააჩნდა საკუთარი საეკლესიო კრება, რომელიც უფლებამოსილი იყო, თავად განეგო საკუთარი საშინაო საქმეები; წმიდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, წმინდა ეფრემ მაწყვერელის ღვაწლით, საქართველოს ეკლესიამ მირონის კურთხევის უფლებაც მიიღო, რაც მხოლოდ ავტოკეფალურ სამოციქულო ეკლესიათა პრივილეგიაა.   

და კიდევ: ამა თუ იმ ეკლესიისათვის  ავტოკეფალიის ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი ამას გადაწყვეტს იმ ეკლესიის ეპისკოპოსთა კრება. მსგავსი რამ არ მომხდარა, ამიტომაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ისტორიული უსამართლობა და საერო და სასულიერო კანონების დარღვევა იყო. 

და ქართველებიც ებრძოდნენ ამ უსამართლობას: ილია ჭავჭავაძის მეთაურობით ეახლნენ ვორონცოვ-დაშკოვს; შექმნეს მუშა ჯგუფი, რომელსაც რუსებმა ,,ავტოკეფალისტები" შეარქვეს. იკვლევდნენ, წერდნენ, ბეჭდავდნენ რეცენზიებს, მონოგრაფიებს, სტატიებს... კომისიის სხდომის დანიშვნასაც კი მიაღწიეს, მაგრამ იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ სხდომა, რადგან ქართველთმოძულე დეკანოზებითა და პროფესორებით დაკომპლექტებულმა კომისიამ არაფრად ჩააგდო ლეონიდე და კირიონ ეპისკოპოსებისა და პროფესორების  - ალ. ცაგარელისა და ნიკო მარის არგუმენტები.

მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. 1917 წლის 25 მარტს ქართველმა სამღვდელოებამ შეძლო განეცხადებინა, რომ ამ დღიდან "გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია" (რომელიც, სინამდვილეში, იურიდიულად, არც არასოდეს შეწყვეტილა, მხოლოდ ძალმომრეობით იქნა მიტაცებული); იმავე წლის სექტემბერში კი ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელმაც საკათალიკოსო ტახტზე, 106-წლიანი პაუზის, შემდეგ აღასაყდრა კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი (საძაგლიშვილი). საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლურმა ქვეყანამ აღიარა. მაგრამ, მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი დამოუკიდებლობისა, არ არსებობდა ამ დამოუკიდებლობის წერილობითი საბუთი, რის გამოც ჩვენს წინაპრებს ხშირად უხდებოდათ ბრძოლა და მტკიცება საკუთარი დედა-ეკლესიის უფლებების დასაცავად. 

1990 წელს მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა, ხოლო ამავე წლის ოთხ მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, მსოფლიო პატქრიარქმა, დიმიტრიოსმა, საზეიმო ვითარებაში გადასცა ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, საქართველოს უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების და საქართველოს უწმინდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები – ამით მსოფლიო ქრისტიანულმა სამყარომ საბოლოოდ აღიარა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა.

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/martlmadidebluri/11752-istoriuli-gamarjveba-25-marti-saqarthvelos-eklesiis-avtokefaliis-aghdgenis-dghe.html
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 2083 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 nugomonadire   (25.03.2012 19:51:03) [მასალა]
მადლობა ადმინ. დაგლოცოს უფალმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა საქართველოში იცოდეს რას ნიშნავს ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა ქართველი ერისთვის და ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика