ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [155]
საიტის ამბები [81]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
demurkპასუხების რაოდენობა: 198
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 263
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » აპრილი » 2 » "ეს კანონი კი არა, საშვილიშვილო წყევლაა!!!"    

21:57:42
"ეს კანონი კი არა, საშვილიშვილო წყევლაა!!!"
"ეს კანონი კი არა, საშვილიშვილო წყევლაა!!!"
"ეს კანონი კი არა, საშვილიშვილო წყევლაა!!!""ვინ მოგცათ ერის საარსებო გარემოს განადგურების უფლება?!"

დიმიტრი ლორთქიფანიძე "ხელისუფლებამ ქართველი ხალხი ამ კანონით ეკოტერორიზმის საფრთხის წინაშე დააყენა" 


ორჰუსის ცენტრის" განმარტება:  "კანონპროექტის არსებული სახით მიღებამ შესაძლებელია  შეუქცევადი ზიანი მიაყენოს გარემოს"
 

"სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ის აღშფოთება, შეშფოთება თუ შოკი, რაც ამ კანონპროექტის გაცნობის შემდეგ მივიღე"


აბსურდული კანონები არცთუ ცოტა მიუღია ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს, მაგრამ საქართველოს კანონში "გარემოს დაცვის შესახებ" ცვლილებებს რომ გადავხედე, ჩვენს პარლამენტზე სულ დამეკარგა წარმოდგენა. თავდაპირველად, კანონპროექტის შინაარსი რომ გამაცნეს, ვირწმუნებოდი, რა სისულელეა, ამისთანა უგუნურებას როგორ ჩაიდენს ჩვენი ხელისუფლება, ვიღაც დეზინფორმაციას ავრცელებს, ამ კანონპროექტს ხმას ვინ მისცემს-მეთქი. არადა, უკვე სამი მოსმენით მიღებულ კანონს ვკითხულობდი და მიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ პირს ან პირთა ჯგუფს, რომელსაც სახელმწიფო მოხელე და მთავრობის წევრი ჰქვია, მსგავსი კანონპროექტის დაწერა, პარლამენტს კი მისი გაუპროტესტებლად მიღება შეეძლო. რაღა დაგიმალოთ და, კანონპროექტის კითხვის დროსაც კი არ ვუჯერებდი თვალებს და ხშირ-ხშირად ვიფშვნეტდი, ფარსაგი სიზმარი არ იყოს-მეთქი!

ექსპერტების  აზრით, კანონში შესული ცვლილებები საღ აზრს სცილდება და ვერაფერს უწოდებ, თუU არა ქვეყნის ღალატს!

ამიერიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში) დაიდოს შეთანხმება. შეთანხმების მიხედვით, თუ პირი გადაიხდის კომპენსაციას, შეთანხმების მოქმედების პერიოდში მისი ყველა ქმედება კანონიერად(!)  ჩაითვლება. შეთანხმების დადების დღიდან პირს არ დაეკისრება არანაირი სახის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე, რაც დაკავშირებულია მის არამართლზომიერ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობასთან(?). 

ახლა წარმოგიდგენთ იმ მუხლების ნუსხას, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც პირი სრულად თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან:

*მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და დაზიანება, რაც დაკავშირებული არ არის ნებადართულ ღონისძიებებთან;
*მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისას ნიადაგისა და წყლის გაუვარგისება(?);
*მაღალმთიან რეგიონებში სუბალპური და ალპური მცენარეების მოპოვება, რომელთა საწვავად და სხვა მიზნით მოხმარება აკრძალულია;
*მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, მისი ჩამდინარე წყლით დაბინძურება;
*მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობა;
*თვითმმართველი ერთეულების, მათ შორის ქ. თბილისის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავება და შესაბამისი უფლების გარეშე მათით სარგებლობა;
*სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობა, წიაღით სარგებლობის ობიექტების თვითნებურად განაშენიანება, შესაბამისი დაცვითი და უსაფრთხოებითი ღონისძიებების, წესებისა და ნორმების შეუსრულებლობა და წიაღით სარგებლობის გადასახადისგან თავის არიდება;
*წყლის ობიექტების, მათ შორის ზღვის, დაბინძურება-დანაგვიანება, მათში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, ხმელეთიდან და ასევე გემიდან ან პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებითა და შხამქიმიკატებით დაბინძურება-დანაგვიანება (ჩაყრა, ჩაშვება, ჩაღვრა და დამარხვა);
*ხეტყის დამზადებისას, მათ შორის ეროვნული პარკის, აღკვეთილის, დაცული და ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ტერიტორიებზე, ტყით სარგებლობის წესების დარღვევა;
*სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება;
*დაცული ტერიტორიების ზონების საზღვრებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხა და დაზიანება;
*სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების (მდელოების, მინდვრებისა და ველების, ასევე სათიბი და საძოვარი სავარგულების) დაზიანება;
*სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ტყის დანაგვიანება-დაზიანება, მათ შორის ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა-დაზიანება, ასევე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა;
*ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნორმების გადამეტებით, ასევე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობა ან მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის აღრიცხვის მონაცემების წარმოუდგენლობა;
*გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე საქმიანობა, ასევე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
*გარემოსდაცვით სფეროში შესაბამისი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება;
*ქიმიურ საშუალებათა გარემოში გამოყენების, მათი ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა სამყაროს და მათ საბინადრო გარემოს;
*საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა უკანონო ყიდვა-გაყიდვა, დატყვევება ან მოსპობა, ასევე ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა;
*სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა თუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონებში, საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა თუ ნებისმიერი მოწყობილობების შეტანა-გამოყენება;
*დედაქალაქისა თუ სხვა ტერიტორიებზე დასუფთავების წესების დარღვევა;
*დედაქალაქისა თუ სხვა ტერიტორიების დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას;

ცვლილებების მიხედვით, ასევე, დაუშვებელია "გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში პირის საქმიანობის შემოწმება მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან და რაიმე სახის ჯარიმისა თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ"(!!!).

უმრავლესობა და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური აცხადებენ, რომ ეს კანონი მხოლოდ წარსულში ჩადენილ დანაშაულებს ეხება. მართალია, ენერგეტიკის მინისტრმა არასამთავრობო სექტორსა და ჟურნალისტებს მიგვითითა, ჯერ კანონი წაიკითხეთ და მერე ილაპარაკეთო, მაგრამ, მომკალით და, ამ კანონში წარსული დროის ფორმას ვერ მივაგენი. არადა, განათლებით ფილოლოგი ვარ, არც გონებაჩლუნგობას ვუჩივი, მაგრამ მინისტრის მითითებული "წარსული" კანონის ხუთჯერ წაკითხვის შემდეგაც ვერ აღმოვაჩინე.

ნიკოლოზ მჟავანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" იურისტი: სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ის აღშფოთება, შეშფოთება თუ შოკი, რაც ამ კანონპროექტის გაცნობის შემდეგ მივიღე. ეს  კანონპროექტი სამი მოსმენით უკვე მიიღო Oპარლამენტმა. პრეზიდენტს ხელი ჯერ არ მოუწერია, მაგრამ დიდი იმედი არა მაქვს, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. საქართველოს პარლამენტმა კი, შემიძლია ყოველგვარი მორიდების გარეშე ვთქვა, ერის ღალატის ტოლფასი გადაწყვეტილება მიიღო! ამაზე მეტი ღალატი რაღა გინდა, ეს კანონპროექტი და კანონი კი არა, საშვილიშვილო წყევლაა. ადამიანს, რომელიც შეთანხმებას გააფორმებს ეკონომიკის სამინისტროსთან და ფულს გადაიხდის, ამიერიდან ეძლევა უფლება, გააკეთოს ის, რაც მოესურვება: დაწვას და დაბუგოს ტყე, მოწამლოს წყალი, გაჟლიტოს "წითელ წიგნში" შეტანილი ცხოველები და პასუხს არავინ მოსთხოვს! მაკონტროლებელ ორგანოს ხომ საერთოდ არა აქვს უფლება გააკონტროლოს ის ტერიტორია, რომელზეც შეთანხმებაა დადებული ეკონომიკის სამინისტროსა და პირს შორის. შეთანხმების გასაჩივრებაც კი არ შეიძლება. პირობებიც უთუოდ გასაიდუმლოებული იქნება".

30 მარტს პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე არასამთავრობო სექტორს შეხვდა. ენუქიძის მტკიცებით, ეს კანონი წარსულში ჩადენილ დანაშაულებს ეხება. თუმცა, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა სთხოვეს ენუქიძეს, მიეთითებინა კანონის ის პუნქტი, სადაც მსგავსი რამ ეწერა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მთავრობა ამ საკითხზე დამატებით დებულებას გამოსცემს.

ნიკოლოზ მჟავანაძე:
 "ასეთ რამეს ენუქიძე ვერ გვაჩვენებდა, რაც არ წერია, რა უნდა ეჩვენებინა? ენუქიძემ ჩვენი დაშოშმინება სცადა იმით, რომ თუUრმე მომავალში მთავრობა გამოსცემს დებულებას, რომელშიც ჩაიწერება, რომ ეს შეეხება მხოლოდ წარსულში ჩადენილ დანაშაულებს. სინამდვილეში ეს საზოგადოების თვალის ასახვევი ფანდია, რათა ეს კანონი როგორმე ბოლომდე მიიყვანონ. დებულება კანონი არ არის, მას პრემიერ-მინისტრი იღებს და როცა უნდა, მაშინ შეცვლის ან გააუქმებს. თურმე კანონში ყველაფერს ხომ ვერ გაითვალისწინებენ! იურისტი ვარ და სულ იმას გვასწავლიდნენ, რომ კანონში მძიმე და წერტილიც კი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა კანონის სიზუსტე არ დაირღვეს და ესენი გვეუბნებიან, კანონში ყველაფერს ხომ არ ჩავწერთო. მთავარი ის არის, რა წერია კანონში და არა რომელიღაც დებულებაში. მთავრობასა და პარლამენტართა უმეტესობას არ გააჩნია პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე.

გარემოს "დამცველი" გოგა ხაჩიძის პოზიციამ ხომ სულ გამაოგნა. გოგა ხაჩიძემ არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები მიგვიწვია და თავის მართლებას მოჰყვა, კანონთან დაკავშირებული შენიშვნები თუ გაქვთ, მომაწოდეთო. კანონპროექტი 12 მარტს შეიტანეს პარლამენტში და 20 მარტს დაჩქარებული წესით მიიღეს. გარემოს დაცვის სამინისტროს არც ერთი უარყოფითი მოსაზრება არ გამოუთქვამს. რაღა დროს შენიშვნები და შესწორებაა, როცა კანონი სამი მოსმენით მიიღო პარლამენტმა! ან იმ აკაკი ბობოხიძეს რა ვუთხარი, რომელიც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლობას იჩემებს! სწორედ აკაკი ბობოხიძეა პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და სრულიად უდრტვინველად მისცა ხმა ამ მოღალატურ კანონს. ახლა კი დაუჩემებიათ, ეს წარსულში ჩადენილ დანაშაულებს ეხებაო. როცა წარსულში ჩადენილი დანაშაულების პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებ პირს ან პირებს, ასეთ შემთხვევაში იურისპრუდენციაში მისაღები ფორმა ამნისტიაა. ეს განმარტებები კი, რასაც ახლა ვისმენთ, მტკნარი სიცრუეა და მეტი არაფერი. სინამდვილეში, სკანადალი რომ ატყდა, ახალი სქემა მოიფიქრეს, რომელიც არაფერს ცვლის. ვთქვათ, პირმა 2012 წელს მოწამლა წყალი, ჰაერი, მიწა. რომ შეამჩნევენ, გააფორმებს ხელშეკრულებას ეკონომიკის სამინისტროსთან და ე.წ. წარსულში ჩადენილი დანაშაული ეპატიება. მაინტერესებს, იცვლება რამე? 

გინდ ასე შემოაბრუნე ეს კანონი, გინდ ისე, გინდ დებულება დაურთე, გინდ არა, ამით ჩვენი ხელისუფლება ნებას აძლევს ნებისმიერ გადამთიელს, რომელიც სახელად ინვესტორს დაირქმევს, გადაწვას ტყე, მოწამლოს წყალი და ამისთვის პასუხიც არ აგოს!

ბუნებრივია, ისმის კითხვა, ამ საშინელი კანონის მიღების მოტივი რა არის. თურმე სახელმწიფო ვერ აკონტროლებს საწარმოებს. არ იცის, საწარმოს მფლობელები იცავენ თუ არა ეკოლოგიურ ნორმებს. ენუქიძე გვიმტკიცებდა, საწარმოები რომ შევამოწმოთ, მათი მფლობელები დასაჭერი იქნებიან, რა ვქნათ, დავიჭიროთ, გავაქციოთ ინვესტორებიო? ამას ის ხელისუფლება გვეუბნება, რომელიც მსოფლიოში მე-4 ადგილზეა პატიმართა რაოდენობით, ბიზნესმენი აქ არ გაახარეს და მეწარმე. როდის იყო ვინმეს დაჭერას და გაქცევას ერიდებოდნენ?

ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, არასამთავრობო ორგანიზაციები რაღაცას აბუქებენო, მაგრამ აგერ კანონი და წაიკითხეთ! ვიღაცამ თუ ორი აკაციის ხე მოჭრა ჭალაში და ტყიდან ფიჩხი გამოიტანა, ციხეში ალპობენ, მას არავითარი შეღავათი არ ეხება და მას, ვინც სახელმწიფოს კომპენსაციას გადაუხდის, შეუფასებელი ზარალი უნდა აპატიონ?! ვინ მოგცათ ერის საარსებო გარემოს განადგურების უფლება?! რომელი კომპენსაცია აანაზღაურებს ასეთი კანონმდებლობით მიყენებულ ზარალს?! რას ვჭამთ და ვსვამთ არ ვიცით, ტყე უმოწყალოდ იჩეხება, გარემო ნაგვიანდება და ამისთვის პასუხს არავის სთხოვენ და შენ, სახელმწიფო, ადამიანს ეუბნები, რაც გინდა, ის ქენი, ოღონდ ფული გადამიხადეო, არა ხარ მოღალატე?! საქართველოს პარლამენტს უვარგისი და საშინელი კანონების მეტი რა აქვს მიღებული, მაგრამ ეს კანონპროექტი ყველას აღემატება!" 

ბევრი ვეცადეთ ამ საკითხზე კომენტარი მიგვეღო გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძისგან, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. სხვათა შორის, აკაკი ბობოხიძეს პარლამენტის საიტზე თავისი გარემოსდაცვითი შეხედულებები აქვს დეკლარირებული:
"მსოფლიოში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფლორისა და ფაუნის, აგრეთვე, ბუნებრივი რესურსების დაცვასა და შენარჩუნებას. ეს პრობლემა მით უფრო აქტუალურია ისეთი პატარა სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა. განსაკუთრებული ძალისხმევა გვმართებს ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრის შენარჩუნებისთვის. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია მომავალი თაობების წინაშე. კომიტეტი იმუშავებს არა მარტო საკანონმდებლო აქტებზე, არამედ მონიტორინგსაც გაუწევს უკვე შემუშავებული კანონების სრულფასოვნად განხორციელებას".

ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს!

პარლამენტარი კობა ხაბაზი უმრავლესობაში ერთ-ერთი ბედნიერი გამონაკლისია, რომელმაც ამ კანონს მხარი არ დაუჭირა. მას შემდეგ, რაც ბატონ კობას მესიჯი გავუგზავნეთ და ვაცნობეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვურეკავდით, ტელეფონი გამორთო.

ნიკა ლალიაშვილი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი, დეპუტატი: "ამ კანონს ჩვენმა პარტიამ შეგნებულად არ მისცა ხმა. როგორ შეიძლება ამ კანონს ნორმალურმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს?"
ამ კანონპროექტზე განმარტება გააკეთა საერთაშორისო ორგანიზაცია "ორჰუსის ცენტრმაც". 

"ორჰუსის ცენტრი" დაარსდა საქართველოში ეუთოს მისიისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით. 

"ორჰუსის ცენტრის" განმარტება: "ცვლილებები კანონში წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლის მიხედვითაც ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში. კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის - ორჰუსის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს. ირღვევა კონვენციის გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებაც, რადგან გარემოზე ზემოქმედების ნებართვისა და ჰაერში გაფრქვეული თუ წყალში ჩაშვებული ნივთიერებების შესახებ სტატისტიკური ანგარიშგებისაგან პირის გათავისუფლების შემთხვევაში, შეიზღუდება ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ამ კანონპროექტის მიხედვით იზღუდება კონვენციით განსაზღვრული საზოგადოების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლებაც, რადგან აღნიშნული შეთანხმებების გასაჩივრება, კანონპროექტის მიხედვით, არ არის დასაშვები.

კანონპროექტის შემუშავების პროცესში არ იყო უზრუნველყოფილი საზოგადოების მონაწილეობა, როგორც ამას მოითხოვს ორჰუსის კონვენცია - საზოგადოების ჩართვა უნდა ხდებოდეს აღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავების ადრეულ ეტაპზე, სანამ არჩევანის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია. და ბოლოს, კანონპროექტის არსებული სახით მიღებამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი და შეუქცევადი ზიანი მიაყენოს გარემოს, და ასევე გაზარდოს პოტენციური კონფლიქტების რისკები კერძო სექტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის". 

დიმიტრი ლორთქიფანიძე, დეპუტატი: "არა მგონია, ამაზე სამარცხვინო კანონი მიეღოს ქართულ პარლამენტს. პირდაპირ ვაკისრებ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძეს. მას პირდაპირ მოვთხოვე პროტესტი გამოეთქვა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ხელისუფლებამ ქართველი ხალხი ამ კანონით ეკოტერორიზმის საფრთხის წინაშე დააყენა. ეს არის ხელისუფლების მმართველ ელიტაში შემუშავებული და პირადად პრეზიდენტის მოწონებული დამღუპველი ინიციატივა, რომელიც მხოლოდ ნებისმიერი გზით ფულის ამოღებას ემსახურება".
ამ საკითხზე მინისტრ გოგა ხაჩიძესთან გასაუბრება ვცადეთ. დავუკავშირდით პრესსამსახურს, მაგრამ კომენტარი ვერ მივიღეთ.

P.S. 31 მარტს, ანუ იმ დღეს, როცა ამ სტატიას ვწერ, საქართველოში საერთაშორისო გარემოსდაცვითი აქცია "დედამიწის საათის" ჩატარებაა დაგეგმილი. საერთაშორისო კამპანიას, რომელშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 140 ქვეყანაა ჩართული, საქართველოც უერთდება. 20:30-დან 21:30 საათამდე ჩაბნელდება საკვანძო შენობები და საჯარო ადგილები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. თბილისში ელექტროენერგია გაითიშება სატელევიზიო ანძაზეც. ელექტროენერგიის 60 წუთით გამორთვით აქციის მონაწილეები მსოფლიოს დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ მასშტაბურ აქციას უერთდებიან.

საკვირველია ასეთი დამთხვევა(!) ხომ არ არის ეს მიზანმიმართული ცინიზმი?!


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/justice/11858-qes-kanoni-ki-ara-sashvilishvilo-tsyevlaaq.html
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1455 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 7
0   Spam
7 gigilo   (04.04.2012 18:03:20) [მასალა]
არვიცი შეიძლება ვინმემ მართლა საპირველაპრილოდ იხუმრა რაც ძალიან სასიხარულოა და თუ სიმართლეა არვიცი რა ვუწოდო ამას, ეს მართლაც ხალხის დაცინვა იქნება.

0   Spam
6 bendeksi   (03.04.2012 17:21:46) [მასალა]
კარგით რააა... თქვენ გჯერავთ ამ სისულელის? მე პირადად ვერ დავიჯერებ სანამ ოფიციალურ წყაროს არ ვნახავ... როგორ ფიქრობთ ამ სტატიის დამწერს გაუჭირდა იმ კანონპროექტის ლინკის დადება? რომელზეც საუბრობს? ? თანაც ყველა კანონპროექტი იდება ოფიციალურად... პარლამენტის გვერძე. ან ვინ გადაიხდის ფულს იმაში, რომ მომავალში ქუჩაში სიგარეტის ბიჭჩოკის გადაგდება მოიპოვოს... პროსტა სასაცილოა...

0   Spam
5 lengo88   (03.04.2012 15:56:38) [მასალა]
ესენი ვერ არიან რა 25 25 25 25 25 25

0   Spam
4 ავაზი   (03.04.2012 15:16:17) [მასალა]
ეხლაღა ვხვდები ფსიქიატრიული ანუ(სულით-,,ავად,,-მყოფთა) სა-,,ავად,,-მყოფოები, რატომ გააუქმეს. რუსეთის სიტუაციაზე უარესის საფრთხეა,რაც დაუშვებელია.

+3   Spam
3 პედიატრი   (03.04.2012 13:28:58) [მასალა]
რაიმე საპირველაპრილო მაიმუნობა ხომ არაა? 23

0   Spam
2 butatino   (03.04.2012 00:39:23) [მასალა]
ეს არის სამარცხვინო ფაქტი, სამშობლოს გვიყიდიან 25 25 25

0   Spam
1 soso73   (02.04.2012 23:55:26) [მასალა]
ეს კანონი ალბათ "ლაზიკის" აშენებას რომ იწყებენ იქ მოსაზიდი ინვესტორებისათვის მიიღეს,მობრძანდით ბატონო და აკეთეთ რაც გაგეხარდებათო,ისე ჩინელებმა რუსეთში ტყეები იყიდეს და ხის მასალასთან ერთად ნიადაგის ნაყოფიერი ფენაც რულონებად დაახვიეს და გაიტანეს,აქაც ასე იზავენ ალბათ ხმა თუ არ ამოვიღეთ.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика