ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [148]
საიტის ამბები [78]
ბაზიერი [28]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [265]
ძაღლები [136]
საქართველოს ამბები [474]
უცხოეთის ამბები [319]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [54]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [110]
იცით თუ არა რომ [283]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [358]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
იარაღის ხელოსნები და ს...   
Tazo61პასუხების რაოდენობა: 261
იარაღები   
vanoarchiპასუხების რაოდენობა: 5568
12 &16 & 20 კალიბრი   
stoeger1პასუხების რაოდენობა: 105
ვაზნები   
panatiპასუხების რაოდენობა: 2269
ნაკლებად ცნობილი თურქუ...   
gio90პასუხების რაოდენობა: 64

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2014 » აპრილი » 3 » თევზი - გემრიელი და სასარგებლო საკვები    

21:17:35
თევზი - გემრიელი და სასარგებლო საკვები
თევზი - გემრიელი და სასარგებლო საკვები
თევზი - გემრიელი და სასარგებლო საკვები
თევზი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, მეტად სასარგებლო საკვებია, ამიტომ ის რეგულარულად უნდა ჩავრთოთ კვების რაციონში. ცხიმიანი თევზი (სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული, კალმახი) მაღალკალორიულია და ამავე დროს მდიდარია D ვიტამინით, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.

აღნიშნული სახეობები დიდი ოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა, ამიტომ, დიეტოლოგთა რჩევით, ცხიმიანი თევზი კვირაში ორჯერ მაინც უნდა მივირთვათ. უმჯობესია, ის ორთქლზე მოვამზადოთ ან ოდნავ დავბრაწოთ, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ყველა სასარგებლო ნივთიერება. 
თევზი არა მხოლოდ სრულფასოვანი საკვებია, არამედ სხვადასხვა დაავადების დროს სამკურნალო რაციონის აუცილებელი კომპონენტიც არის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მკურნალობისას. 
მოგეხსენებათ, ნებისმიერი პროდუქტის კვებითი ღირებულება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად კარგად ითვისებს მას ორგანიზმი.

ისიც ცნობილია, რომ ყოველგვარი საკვები ადვილად და სწრაფად, მით უფრო - სრულად, არ შეიწოვება. ზოგიერთის მოსანელებლად საჭმლის მომნელებელ სისტემას განსაკუთრებული ძალისხმევის დახარჯვა უხდება. ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა, ჩვეულებრივ, უმკლავდება ამ დატვირთვას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, ხანდაზმულ ადამიანებს ან ავადმყოფებს, რომლებსაც საჭმლის მონელება აქვთ დარღვეული და ამის გამო დიეტური კვება ესაჭიროებათ, აუცილებელია საკვების მონელებისა და შეწოვა-ათვისების თავისებურებათა გათვალისწინება, უპირატესობა ადვილად ასათვისებელ პროდუქტებს ენიჭება. სწორედ ასეთია თევზი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ თევზი მოხარშვისას გაცილებით ნაკლებ წყალს კარგავს, რის გამოც მისი ხორცი უფრო ნაზი და ფაფუკი რჩება. თევზი ცილების უნივერსალური წყაროც არის. ის შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ ყველა შეუცვლელ ამინომჟავებს. ზღვის თევზის ცილებს ცხოველურთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ, ვინაიდან მათში დიდი ოდენობით შედის ამინომჟავა ტაურინი. ის არეგულირებს სისხლის წნევას, ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას. ტაურინით მდიდარია ქორჭილა, ვირთევზა, თინუსი და ოკეანის სხვა თევზები.

არანაკლებ სასარგებლოა დაკონსერვებული თევზიც. მისი დარბილებული ძვლოვანი მასა კალციუმის უნივერსალური წყაროა.
თევზი, განსაკუთრებით - ზღვისა, მდიდარია იოდით, თუთიით, მანგანუმითა და სპილენძით, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესთა ნორმალურად წარმართვისათვის. იოდს უხვად შეიცავს ქორჭილა, კამბალა და კარჩხანა. ზღვის თევზში კონცენტრირებულია ისეთი მიკროელემენტები, როგორიც არის ბორი, რკინა, ლითიუმი, ფტორი, ბრომი და სხვა, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. თევზი ექსტრაქტული (ხსნადი) ნივთიერებებითაც მდიდარია. ამ ნივთიერებათა წყალობით თევზის ნახარში მადის აღმძვრელ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. 
თევზის ნახარშში უხვად გამოყოფილი ექსტრაქტული ნივთიერებები ასტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას, ამიტომ თევზის ნახარში რეკომენდებულია მათთვის, ვისაც კუჭის წვენის გამოყოფის დაქვეითებით მიმდინარე გასტრიტი აქვს. ხანდაზმული ადამიანის საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს იოდის მარილებითა და ამინომჟავა მეთიონინით მდიდარი თევზი. ეს ნივთიერებები აფერხებს ათეროსკლეროზულ პროცესებს, აქედან გამომდინარე, სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების დროს.


წყაროhttp://www.gemrielia.ge/
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 1986 | დაამატა: Admin | ტეგები: გემრიელი, სასარგებლო, თევზი, საკვები, და | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 gabelashvili852   (04.04.2014 12:56:20) [მასალა]
საღოლ, კარგი რეცენზია იყო 10 166

0   Spam
1 paitona17   (03.04.2014 22:51:34) [მასალა]
10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 13
    სტუმარი: 13
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    Maverick, dimi, sabuka, firali81, zao1994, stoeger1, sabjek, 4x4, ნუგომონადირე, Gochahaha, temokiko, Tazo61

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика