ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » აპრილი » 6 » ბზის უკანონო მოჭრისთვის მოქალაქეები 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდებიან    

11:41:13
ბზის უკანონო მოჭრისთვის მოქალაქეები 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდებიან
 
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრიარქო მოქალაქეებს მოუწოდობენ, თავი შეიკავონ ბზის ხეების უკანონო მოჭრისაგან. საქართველოს საპატრიარქოში დღეს გარემოსა და ბუნებრივი რუსურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. კერძოდ, მათ მოსახლეობას მოუწოდეს თავი შეიკავონ ბზის ხეების უკანონო მოჭრისაგან.

როგორც ბრიფინგზე ხათუნა გოგალაძემ აღნიშნა, კოლხური ბზა წარმოადგენს ენდემურ სახეობას და მნიშვნელოვან მერქნულ რესურსს. ამასთან, ამ მცენარეს ახასიათებს ბოლო წლებში შემცირების ტენდენცია. ხათუნა გოგალაძემ საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ბზის მოჭრისაგან, რადგან კოლხური ბზა შეტანილია წითელ ნუსხაში და მათი უკანონოდ მოპოვება კანონით ისჯება.

მინისტრის განცხადებით, კანონმდებლობის მიხედვით, უკანონოდ მოჭრილი ბზის გამოვლენის შემთხვევაში პირი 200-დან 500 ლარამდე თანხით დაჯარიმდება, თუ ზიანი 1 000 ლარს გადააჭარბებს, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება. გოგალაძის განმარტებით, მათ ბზობის დღესასწაულის გამო არ სურთ პირთა დასჯა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამდენად, მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ბზის ხეების მოჭრისაგან.

თავის მხრივ, მეუფე თეოდორემ მოსახლეობას ბზობის დღესასწაული წინასწარ მიულოცა და აღნიშნა, რომ ბზის ტოტებით მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულს აღვნიშნავთ. ამდენად, ხშირად ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით უმოწყალოდ იჭრება და ნადგურდება უნიკალური კოლხური ბზა. მისივე თქმით, უფლისადმი სიყვარულის გამოვლენა დიდი რაოდენობით ბზების შეძენაში არ გამოიხატება, დღესასწაულზე საკმარისია თუნდაც ერთი ტოტის ყიდვა.

ბრიფინგზე ითქვა, რომ უმჯობესი არის სპეციალურად ამ დღისათვის სანერგეებში გამოყვანილი ბზების შეძენა, რომელსაც აკურთხებენ ეკლესიაში და მთელი წელი მორწმუნეს შესაძლებობა ექნება მოუაროს და მცენარე გაახაროს. ხათუნა გოგალაძემ და მეუფე თეოდორემ იმედი გამოთქვეს, რომ მოსახლეობა მათ რჩევებს გაითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"


 



წყაროhttp://www.ambebi.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1625 | დაამატა: Admin | ტეგები: 200-დან, უკანონო, ბზის, მოჭრისთვის, დაჯარიმდებიან, 500, მოქალაქეები, ლარამდე | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 IKAHUNTER   (07.04.2014 11:41:54) [მასალა]
აქტიური კონტროლია საჭირო, თორემ 10 000 რომ იყოს ჯარიმა, შემთხვევები თუ არ გამოავლინეს კანონის მხოლოდ ქაღალდზე არსებობა გამოვა და მეტი არაფერი

0   Spam
1 mere   (06.04.2014 22:42:58) [მასალა]
რას ბალამუტობენ მოვიდნენ და ნახონ რა ხდება ბზობაზე ქუჩებში,კაბინეტიდან არ ჩანს არა? 25 25 25

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика