ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 25 » ნუ მოექცევით ძაღლს, როგორც მონას    

17:30:12
ნუ მოექცევით ძაღლს, როგორც მონას
ნუ მოექცევით ძაღლს, როგორც მონას
ნუ მოექცევით ძაღლს, როგორც მონას
23-11-2013
რამდენიმე დღის წინ თბილისში კიდევ ერთი კინოლოგიური, საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე ბევრ ოჯახში ჰყავთ ჯიშიანი ოთხფეხა მეგობრები, საგამოფენო დარბაზებში თვალშისაცემია მათი სიმცირე. ამას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. ძირითადად პატრონებს არ ესმით გამოფენების მნიშვნელობა. მიაჩნიათ, რომ თუ მათი ძაღლი საპრიზო ადგილს ვერ აიღებს, შესაძლოა წუნიანად ჩაითვალოს. არც კი იციან, რომ პირველი ადგილისთვის უმეტეს შემთხვევაში რამდენიმე კარგი ეგზემპლიარიდან საუკეთესო შეირჩევა და თუ საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩენილ ძაღლებს ნაკლი აღმოაჩნდათ, პატრონის, მწვრთნელის და კინოლოგის მუშაობის შედეგად ხშირად პრობლემაც გამოსწორებადია. გამოფენა ასეთ ძაღლებს სწორედ იმაში ეხმარება, რომ უკეთესები გახდნენ. სხვა თუ არაფერი, ხომ გეამაყებათ თქვენი შვილის, მეგობრების, ახლობლების წარმატებები? თუ ძაღლი ნამდვილად თქვენი ოთხფეხა მეგობარია, ასევე უნდა გახარებდეთ ისიც, რომ მას შანსი მისცეთ მოიგოს გრან-პრი, აიღოს მედლები, სიგელები და შესაბამისად თქვენც იამაყოთ მისი წარმატებით.
ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტული ბაზის დარბაზში ამჯერად საერთაშორისო გამოფენა გამართა "საქართველოს პროფესიონალთა და მოყვარულთა სპორტულ სამომსახურეო კინოლოგიურმა კავშირმა." წარმოდგენილი 170-ზე მეტი ძაღლიდან საუკეთესოდ დასახელდა ნეოპოლიტანური მასტინო. მეორე ადგილი მიეკუთვნა იაგდტერიერს, მესამეზე კი კავკასიური ნაგაზი წარადგინეს. ასევე დასახელდნენ თავის ჯგუფებში საუკეთესო ძაღლები და ჯიშების საუკეთესო წარმომადგენლები. 

"კვირის პალიტრა" კავშირის წევრი კლუბის "ნესის" ექსპერტსა და მსაჯს ელენე ოგანიანს ესაუბრა. 

- ასეთი საერთაშორისო გამოფენა წელიწადში ორჯერ ეწყობა. ასევე იმართება, შიდა, საკლუბო გამოფენები, ცაცის, საჯიშე დათვალიერება და სხვა.

- სხვა ქვეყნებიდან მრავლად ჩამოჰყავთ ძაღლები?


- წელს რატომღაც სიმცირე იყო, მხოლოდ სომხეთიდან და ბალტიისპირეთიდან გვესტუმრნენ. სხვა დროს 7 ქვეყანა მაინც მონაწილეობს ხოლმე. საერთოდაც ბევრი ძაღლი არ გამოუყვანიათ. თითქოს ბოლო დღემდე ელოდებოდნენ რეგისტრაციას, ეს იყო საექსტერიერო ანუ სილამაზის გამოფენა, სადაც ასაკის მიხედვით არის სხვადასხვა რანგები, პატარა ლეკვების, მოზარდების, ღია კლასის, ანუ დიდი ძაღლებისთვის.

- რა კრიტერიუმებით ფასდება ძაღლი სილამაზის გამოფენაზე?

- გარდა იმისა, რომ ის უნდა იყოს კარგი მოვლილი, დავარცხნილი და გალამაზებული, აუცილებელია აკმაყოფილებდეს საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს, მისი ჯიშისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს. მნიშვნელობა აქვს სიმაღლეს, სიგრძეს და ა.შ. 

- რომელი ჯიშის ძაღლები მონაწილებოდნენ გამოფენაზე?

- კავშირში არის ხუთი ჯგუფი: მეცხვარეები, მუშა ძაღლები, ტერიერები, მონადირეები და დეკორატიული ძაღლები. პირველ ჯგუფში, მეცხვარეებში გაიმარჯვა კავკასიურმა ნაგაზმა და გადავიდა ფინალში, მუშა ძაღლებიდან მასტინომ აიღო პირველი ადგილი და ფინალში კავკასიურ ნაგაზს აჯობა. 

- ძალიან პოპულარულია გერმანული და აღმოსავლური ნაგაზები, თუმცა, ისინი ძირითადად მთავარ საპრიზო პოზიციებს ვერ იკავებენ, რატომ?

- გამოფენაში მონაწილე ჩვიდმეტი ნაგაზიდან გერმანულებში იყო გამარჯვებული ხუთი წლის რიჩმონდი, აღმოსავლურებში კი საუკეთესო გახლდათ ეტო, რომელიც ისე უყვარს პატრონს, რომ მას თავისი გვარიც კი მისცა და გამოფენაზე ძაღლი სრულად ასე სახელდება: ეტო თევდორაშვილი. Eრიჩმონდი და ეტო ფინალში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ეს მათ ღირსებებს ვერ ლახავს. "ბესტზე" ხომ გავიდნენ, ანუ საუკეთესოდ დასახელების კანდიდატები ხომ იყვნენ? წარმოიდგინეთ, ჰოლივუდში ერთი ფილმი სახელდება საუკეთესოდ, მაგრამ ნომინაციაზე წარდგენილია რამდენიმე. ჯილდოების გადაცემის შემდეგ, გრან-პრის გარეშე დარჩენილ ფილმზე ვინმე ამბობს, რომ ის ცუდია და იმიტომ დარჩა უპრიზოდ? საგამოფენო, საკონკურსო არჩევანი კეთდება კარგებს შორის საუკეთესოზე და არა ცუდებს შორის ყველაზე კარგზე. პატრონისთვის ამის ცოდნა ძალიან მნიშვენლოვანია ძაღლების შეფასების დროს. ამ ძაღლებს დაეწერათ ფრიადები, მაგრამ ასევე ფრიადებიან ძაღლებთან შეჯიბრში ზოგი პირველი ფრიადოსანი აღმოჩნდა, ზოგიც მეორე და ა.შ.

- საქართველოში გამოფენაზე ძაღლების გამოყვანის კულტურა რა დონეზეა? 

- ჯერ კიდევ ძალიან დაბალია ეს დონე. დაუვარცხნელი, მოუვლელი ძაღლები ჰყავს უმრავლესობას. Aარც ის ესმით, რომ გამოფენები არის შესანიშნავი საშუალება, რეკლამა გაუკეთო შენს ძაღლს, გამოაჩინო შენი საუკეთესო ოთხფეხა მეგობარი. ამასთან, ისიც მინდა ვთქვა, რომ ხშირად ძაღლები მოსწონთ ჯიშების გამო და ძნელია დაადგინო, რა უფრო მნიშვნელოვანია პატრონისთვის, ის, რომ რაღაც ღირებული გააჩნია ჯიშიანი ძაღლის, როგორც ქონების სახით, თუ ის, რომ ჰყავს მეგობარი. ვფიქრობ, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ მთავარია, მეგობარი გყავდეს, მისი ჯიში მეორეხარისხოვანია და თუ მაინც ჯიშს მიიჩნევს ვინმე პრიორიტეტულად, მაშინ სათანადოდაც უნდა უვლიდეს ძაღლს. ზოგადად ჯიშიანიც და უჯიშოც უნდა გყავდეს ჯანმრთელი და გაწვრთნილი, რადგან ქალაქში ვცხოვრობთ და განსაკუთრებით უნდა ვზრუნავდეთ იმაზე, რომ ჩვენმა ძაღლებმა პრობლემები არ შეუქმნან ადამიანებს. სამწუხაროდ ბევრმა არ იცის, რომ ძაღლთან ურთიერთობა არ უნდა ჰგავდეს მონის მიმართ დამოკიდებულებას. ის ისედაც მონაა, თვალებში გვიყურებს სულ, ფიქრობს რა გვტკივა, რა გვაწუხებს, მაგრამ ის არის ჩვენი სიყვარულის მონა. ამიტომაც განსაკუთრებით ისე უნდა ვექცეოდეთ მას, როგორც ოჯახის წევრს. ამასთან, თუ ჯიშიანი ძაღლი გვყავს, უნდა ვიცოდეთ, რომ გამოფენები საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ გამოყვანილი კულტურული ჯიშები არ დავკარგოთ და უკეთესი წარმომადგენლები მივიღოთ. 

- რა როლს თამაშობს გამოფენები სელექციების წარმატებულად განხორციელებაში?


- გამოფენებზე ფასდება რომელ ძაღლს რა ნაკლი აქვს და გამრავლების დროს ვითვალისწინებთ, რომ ორი ერთნაირი წუნის მქონე ძაღლი არ დავაწყვილოთ, რათა ლეკვები უკვე ძალიან გამყარებული ნაკლოვანებით არ დაიბადონ. სამწუხაროდ, ჩვენთან დაწყვილების კულტურაც დაბალია. ხშირად მეზობლები გაარკვევენ, რომ დედალ-მამალი ძაღლები ჰყავთ, არც კი კითხულობენ რომელს რა ანაკლი აქვს, რა წარმოშობა, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ მათგან და კინოლოგის და ვეტერინარის გარეშე აწყვილებენ. ლეკვებს ხშირად ბაზრობებზე ყიდიან, ზოგიერთს უსაბუთოდ, ზოგსაც გააჩუქებენ ასევე პასპორტის გარეშე და მერე არავინ იცის იმ ძაღლის ასავალ-დასავალი. ასე ფუჭდება ჯიში და ფსიქიკაც. წინათ ძაღლი გამოფენაზე გამოჰყავდათ თუნდაც იმიტომ, რომ ასე მოხვედროდა თვალში სელექციონერებს. შიდა კლუბურ ჩვენებებზე 200-250 ძაღლი იყრიდა თავს, საერთაშორისოზე კი 500-600 ძაღლი მოჰყავდათ. ახლა კლუბის გამოფენებზე საშუალოდ 50 ძაღლი ძლივს გროვდება. არადა რეალურად კლუბში ბევრი გვყავს გაწევრებული, მაგრამ ზოგს ეზარება დროის დახარჯვა, ძაღლის მოვლა და ა.შ. ვისაც უყვარს თავისი ოთხფეხა მეგობარი, ის ცდილობს არცერთ გამოფენას არ ჩამორჩეს. ამიტომაც თბილისში საერთაშორისო გამოფენა დასრულდა თუ არა, ორი მანქანით ერევანში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაზე წაიყვანეს ჩვენი ძაღლები და იქიდანაც ჯილდოებით დაბრუნდნენ. თასები, ჯილდოები, მედლები, უბრალოდ სამშვენისები არ არის. როდესაც სხვადასხვა ექსპერტები უწერენ თქვენს ძაღლს მაღალ შეფასებას, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი მეგობარი საუკეთესო წარმომადგენელია თავის ჯიშში და ნუ გაუშვებთ შანს ხელიდან, რომ ამით იამაყოთ. 

ეკა ლომიძე


წყაროhttp://kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2044 | დაამატა: Admin | ტეგები: მონას, ნუ, ძაღლს, როგორც, მოექცევით | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 ieger   (25.11.2013 21:32:46) [მასალა]
ხო მაგრამ საქართველოში ის პრობლემაა რო ის კინოლოგიური კლუბები უნდა მოისპოს ვინც 20 ლარად და 30 ლარად ძაღლზე ჯიშიანი და სუფთა სისხლის საბუთს იძლევა, ბევრი ლეკვი შემხვედრია რომელიც ფინიას გავდა და მაგალითად კუცხალის გინდა პოინტერის სუფთა ჯიშის საბუთი ქონია ესე არ შეიძლება

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика