ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 2 » რას ერჩოდით ცივეტას?!    

12:07:26
რას ერჩოდით ცივეტას?!
რას ერჩოდით ცივეტას?!
რას ერჩოდით ცივეტას?!
30-11-2013
მსოფლიოში ყველაზე ძვირი ყავა ცივეტას განავლისგან მზადდება

ზოოპარკში ვეფხვის და ლომის ვოლიერზე ასვლის და ცხოველების თავზე დაშარდვის მსურველებიც გამოჩნდნენ

მოზარდები ცდილობდნენ, ეკლები გამოეძროთ მაჩვზღარბასათვის



მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყავა "კოპი ლუვაკ"-ი ინდონეზიაში მზადდება და თანაც, არც მეტი, არც ნაკლები ცხოველის განავალისგან. კილოგრამის ფასი 400 დოლარია. მას ვივერისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, პატარა ცხოველი ცივეტა "შობს". ამ ეგზოტიკურ არსებას ძალიან უყვარს ყავის მარცვლების ჭამა. თანაც ღორმუცელაც ყოფილა და იმაზე მეტს მიირთმევს, ვიდრე მის კუჭს შეუძლია გადაამუშავოს. შესაბამისადმ ცივეტა განავალს ყავის მთელ-მთელ მარცვლებს აყოლებს, რომელზეც ცხოველის საჭმლის მომნელებელი ფერმენტები თურმე ჯადოსნურად მოქმედებს და ყავას საოცარ გემოსა და არომატს სძენს. არ ვიცი, ვინ და როგორ მიაგნო ამ საიდუმლოს და პირველად ვის გაუჩნდა იდეა, ცივეტას განავალიდან მოპოვებული ყავის მარცვლებით მოედუღებინა ეს სასმელი, მაგრამ ფაქტია, მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი იაპონიაში "კოპი ლუვაკ"-ი ძალიან პოპულარულია. გარდა ამისა, ცივეტას პერინეალური ჯირკვლის სეკრეტი მრავალი სუნამოს ძირითადი ინგრიდიენტია.

ცივეტა მშვიდი და უწყინარი არსებაა, არავის არაფერს უშავებს, მით უფრო თუ ზოოპარკის ვოლიერშია ჩაკეტილი. მიუხედავად ამისა, თბილისელ მოზარდებს მასზე ძალადობის სურვილი გაუჩნდათ და რამდენიმე დღის წინ საბრალო, უმწეო ცხოველი კინაღამ ვოლიერში გამოწვეს. რომ არა ზოოპარკის დაცვის თანამშრომლები, ბავშვური ოინები (რომელსაც კანონი სამართალდარღვევის კლასიფიკაციას ანიჭებს და შესაბამისი მუხლით განსჯის) სავალალო შედეგით დასრულდებოდა. საბედნიეროდ, ცივეტას მხოლოდ ბეწვი დაუზიანდა. არავის უცდია დამნაშავეთა შესაბამისი ორგანოებისთვის გადაცემა, რადგან ისინი მოზარდები არიან... 

სამწუხაროდ, ასეთ მავნე მოზარდებსა თუ მოწიფულ ადამიანებს ხშირად წააწყდებით ზოოპარკში. ერთ დღეს ნიანგის ვოლიერთან მდგომი ახალგაზრდა ქალი, ორი მამაკაცი და ბავშვი გამეტებით ურახუნებდნენ სქელ მინას. შეიძლება გატყდეს და ცუდი შედეგი მიიღოთ-მეთქი, გავაფრთხილე... მათ კი აგრესია ჩემზე გადმოიტანეს: "გატყდეს, მერე რა? ნიანგი მოწყენილია და უნდა გავამხიარულოთ" - მიყვირა ახალგაზრდა ქალმა. 

არანაკლებ აგრესიულებს მაჩვზღარბას ვოლიერთან წავაწყდი. თინეიჯერები ცდილობდნენ, ეკლები გამოეძროთ ცხოველისთვის. 
ისეთებსაც შევხვედრივარ, იაგუარის ვოლიერს წიხლს რომ ურტყამდნენ, ან მგლების სამყოფელს ურახუნებდნენ ფეხებს, რათა მგლები შეეშინებინათ. 

ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ხშირია ცხოველის დაზიანების შემთხვევები. ესვრიან საგნებს, ანთებულ სიგარეტს, აჭმევენ აკრძალულ საკვებს... - დაგვეხმარეთ, იქნებ ერთად შევაჩეროთ ეს ბოროტება - ითხოვს ადმინისტრაცია. 

არაერთხელ ითქვა, რომ ცხოველის მიმართ სადისტური მოპყრობის მიზეზი აღზრდაში იმალება. თავის დროზე სკოლაში რომ ესწავლებინათ რა სარგებლობა მოაქვს ცივეტას, ხომ მიადგებოდნენ ზოოპარკში გამოკეტილ ცხოველს მოზარდები ყავის მარცვლებით, რომ მერე ფული გაეკეთებინათ.... ხომ აშენდებოდა ქვეყანა? გვეყოლებოდა ღორი, თხა და შინაური ცივეტაც. ხუმრობა იქით იყოს და იქნებ სწორედ იმაშია გამოსავალი, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ, რომელ ცხოველს რა სარგებლობის მოტანა შეუძლია, იქნებ ცხოველის შეურაცხყოფისა და წამების სურვილი აღარ გასჩენოდა ზოგიერთს. 

სამწუხაროდ, თბილისის ზოოპარკში ვეფხვის და ლომის ვოლიერზე ასვლის და ცხოველების თავზე დაშარდვის მსურველებიც გამოჩნდნენ, რომელთა ჩანაფიქრიც კინაღამ მათთვის სავალალოდ დასრულდა... 

ვფიქრობ, დროა, ცხოველთა წამებაზე მკაცრი რეაგირება მოახდინონ სამართალდამცველებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ცხოველის დაცვის კულტურა კიდევ დიდხანს არ იარსებებს და ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც დღეს ცივეტას, ხვალ სირაქლემას, ზეგ კი ადამიანს წაუკიდებენ ცეცხლს...



წყაროhttp://kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1760 | დაამატა: Admin | ტეგები: ცივეტას?!, ერჩოდით, რას | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 mere   (03.12.2013 00:30:37) [მასალა]
23

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика