ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 28 » თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ფა­ვო­რი­ტი ცხე­ნე­ბი    

18:16:31
თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ფა­ვო­რი­ტი ცხე­ნე­ბი
თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ფა­ვო­რი­ტი ცხე­ნე­ბი
ცო­ტა არ იყოს, სა­სა­ცი­ლოა, რომ XXI სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ანს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი­სა და "ხის ცხე­ნის" წყა­ლო­ბის იმე­დი ჰქონ­დეს, მაგ­რამ რად­გან სა­ა­ხალ­წ­ლოდ ცხე­ნე­ბის თე­მა ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია, გა­დავ­წყ­ვი­ტე, უბ­რა­ლოდ, ეს სა­ო­ცა­რი ცხო­ვე­ლე­ბი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის უკეთ გა­მეც­ნო და ამ სა­კითხ­ში კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ანს, თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორს - ბა­ტონ ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძეს ვეს­ტუმ­რე.

- ცხე­ნე­ბი სა­ო­ცა­რი არ­სე­ბე­ბი არი­ან. მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბა აქვთ, რაც სხვა ცხო­ვე­ლე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევთ: ცხე­ნებ­ზე ჯი­რი­თი შე­საძ­ლე­ბე­ლია. ვი­საც ცხენ­თან კონ­ტაქ­ტი ჰქო­ნია, მის გა­რე­შე ვე­ღარ გაძ­ლებს. ჭკვი­ა­ნი, ლა­მა­ზი და ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­კე­თით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლია.

- ზო­ო­პარ­კ­ში რამ­დე­ნი ცხე­ნი გყავთ?
- საკ­მა­ოდ ბევ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით - შოტ­ლან­დი­უ­რი პო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კარ­გად მრავ­ლ­დე­ბი­ან. ისი­ნი მცი­რე ზო­მის ცხე­ნე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ზე დიდ სი­ა­მა­ყეს პრჟე­ვალ­ს­კის ცხე­ნი წარ­მო­ად­გენს. ის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბაა. გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია მონ­ღო­ლეთ­ში. 

- ამ­ჟა­მად, ცხე­ნე­ბი­დან ზო­ო­პარ­კის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და ბი­ნა­და­რი რო­მე­ლია?
- წელს რამ­დე­ნი­მე პო­ნი და უც­ნა­უ­რი შე­ფე­რი­ლო­ბის (ამ შე­ფე­რი­ლო­ბას პინ­ტო ჰქვი­ა) ცხე­ნი - ჰა­რი და­ი­ბა­და. ჰა­რი ჯერ მხო­ლოდ 5 თვის არის. 2 ზებ­რა კვიცს ელო­დე­ბა...

- ჰა­რი რა ჯი­შის ცხე­ნია?
- გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ჯი­შის არის. ეს ცხე­ნი მი­სი უნი­კა­ლუ­რი შე­ფე­რი­ლო­ბის გა­მო ფა­სობს. შე­იძ­ლე­ბა, არა­ბუ­ლიც იყოს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხში­რად გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ჯი­შის ცხე­ნე­ბი არი­ან...

- მო­ლურ­ჯო შე­ფე­რი­ლო­ბის ცხე­ნე­ბი არ­სე­ბობს?
- არა. "ლურ­ჯა ცხე­ნე­ბი" - ასე­თი ტერ­მი­ნი არ­სე­ბობს. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ეს ცხე­ნე­ბი და­ბა­დე­ბი­სას თეთ­რე­ბი არი­ან, ნაც­რის­ფე­რი ხა­ლე­ბით, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ კი - სულ თეთ­რ­დე­ბი­ან.

- ყვე­ლა­ზე მცი­რე ზო­მის ცხე­ნი რო­მე­ლია?
- ფა­ლა­ბე­ლი. ეს ჯი­ში XX სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში, არ­გენ­ტი­ნელ­მა მი­ლი­ო­ნერ­მა, გვა­რად - ფა­ლა­ბე­ლამ გა­მო­იყ­ვა­ნა და ამ ჯი­შის ცხენს ფა­ლა­ბე­ლაც ამი­ტომ და­ერ­ქ­ვა.

- ასე­თი მცი­რე ზო­მის ცხე­ნი რა­ტომ დას­ჭირ­დათ?
- რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს ჰყავ­დეთ: ფა­ლა­ბე­ლა შინ ჰყავთ ხოლ­მე. ოთახ­ში დი­დი ცხე­ნის მოვ­ლა რთუ­ლია, ფა­ლა­ბე­ლა­სი კი - შე­საძ­ლე­ბე­ლი. მთელ ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ჩვენ ფა­ლა­ბე­ლე­ბის წყვი­ლი - ფე­მო­უ­სი და ფრი­და გვყავს. ფე­მო­უ­სი სა­ინ­ტე­რე­სო შე­ფე­რი­ლო­ბის გახ­ლავთ: თეთ­რია, შა­ვი წინ­წ­კ­ლე­ბით. დალ­მა­ტი­ნელს ჰგავს. ფრი­და კი­დევ უფ­რო მცი­რე ზო­მის ფა­შა­ტია... ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან.

- თუ იცით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფა­ლა­ბე­ლა ვინ­მეს ჰყავს?
- მგო­ნი, ჩვენს მეტს ფა­ლა­ბე­ლე­ბი არა­ვის ჰყავს. რა თქმა უნ­და, მსურ­ვე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვინც კი ამ ცხენს ნა­ხუ­ლობს, აღ­ტა­ცე­ბუ­ლია. ფა­ლა­ბე­ლა მო­სა­ფე­რე­ბე­ლი ცხო­ვე­ლია, სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ აქვს. მას­ზე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვის ბავშვს თუ დას­ვამ, მაგ­რამ ამ ზო­მის ცხე­ნი რო­გორ გა­ი­ხედ­ნე­ბა, არ ვი­ცი - რამ­დე­ნი­მე თვის მხედ­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გა­მი­გო­ნია. რო­გორც წე­სი, მხედ­რე­ბი უფ­რო გა­მოც­დი­ლე­ბი არი­ან ხოლ­მე (ი­ცი­ნის). ის და­ახ­ლო­ე­ბით 5.000 დო­ლა­რი ღირს. საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლია.

- თუ იმას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ შინ ჰყავთ, ალ­ბათ, მშვი­დი ხა­სი­ა­თი­საა, ხომ?
- კი, ძა­ლი­ან წყნა­რია. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ფა­ლა­ბე­ლა ნამ­დ­ვი­ლად არ მი­ნა­ხავს. ძა­ლი­ან კონ­ტაქ­ტუ­რე­ბი არი­ან. მო­ფე­რე­ბის უფ­ლე­ბას ყვე­ლას აძ­ლე­ვენ. ეს ცხე­ნი დი­დი ზო­მის ძაღ­ლის­ხე­ლაა. შე­სა­ბა­მი­სად, ავი რომ იყოს, ძაღ­ლი­ვით სა­ში­ში იქ­ნე­ბა.

- ცხე­ნე­ბის მოვ­ლა რთუ­ლია?
- მი­უ­ხე­და­ვად ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა, საკ­მა­ოდ ნა­ზი ცხო­ვე­ლე­ბი არი­ან. მათ დრო­უ­ლი კვე­ბა, სე­ირ­ნო­ბა, წყლის მი­წო­დე­ბა, და­ბა­ნა, და­ვარ­ცხ­ნა, გაწ­მენ­და, პარა­ზი­ტე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ფე­რი ეს რთუ­ლია. არ­სე­ბობს თით­ქოს პრი­მი­ტი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, მო­უვ­ლე­ლო­ბის გა­მო ცხენს გა­ნუ­ვი­თარ­დეს და და­ი­ღუ­პოს. ამი­ტომ ცხე­ნის მო­სავ­ლე­ლად დი­დი ყუ­რადღე­ბაა სა­ჭი­რო. გარ­და ამი­სა, მათ უამ­რა­ვი რამ სჭირ­დე­ბათ: ნა­ლე­ბის და­ჭედ­ვა, ჩლი­ქე­ბის მოვ­ლა...

- ნა­ლე­ბის და­ჭედ­ვა ცხე­ნის­თ­ვის მტკივ­ნე­უ­ლია?

- არა, მაგ­რამ ზოგ ცხენს არ უყ­ვარს. მა­გა­ლი­თად, დი­დი პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მ­ნა, რომ ერთ-ერ­თი ცხე­ნი - ალ­მა "დაგ­ვე­ჭე­და": არ უნ­დო­და და არაფ­რით ჩერ­დე­ბო­და. უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ საქ­მეს 1 კა­ცი აუდის. ჩლი­ქი სა­ხეც­ვ­ლი­ლი ფრჩხი­ლია. უნ­და და­მუ­შავ­დეს, მკვდა­რი უჯ­რე­დე­ბის­გან გა­სუფ­თავ­დეს, შემ­დეგ კი ნა­ლე­ბის და­ჭედ­ვა ხდე­ბა. თუ ცხენს სა­ჯი­რი­თოდ არ ვი­ყე­ნებთ, ნა­ლე­ბის და­ჭედ­ვა აუცი­ლე­ბე­ლი არ არის, მაგ­რამ ჩლი­ქე­ბის მოვ­ლა ყო­ველ­თ­ვის სა­ჭი­როა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, დას­კ­დეს...

- ცხე­ნებ­მა კბე­ნაც იცი­ან...
- კი. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა მქონ­და: და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ მყავ­და ცხე­ნი, რო­მელ­საც თურ­მე ვი­ღა­ცე­ბი აწ­ვა­ლებ­დ­ნენ. რო­ცა მას­თან წყლის და­სად­გ­მე­ლად შე­ვე­დი, ვერ გა­ი­გო, ვინ იყო შე­სუ­ლი და სა­ხე­ზე მიკ­ბი­ნა. ცხე­ნის ნაკ­ბენ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო არა­ფე­რია... წიხ­ლის სრო­ლაც იცის. შე­უძ­ლია, ადა­მი­ანს სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს. არ­სე­ბობს წე­სე­ბი, თუ რო­გორ უნ­და მო­ვეპყ­როთ ცხენს. თუ­კი წე­სებს და­ვი­ცავთ, პრობ­ლე­მა არ შეგ­ვექ­მ­ნე­ბა. ზო­ო­პარ­კ­ში "პო­ნი-კლუ­ბი" გვაქვს, სა­დაც ბავ­შ­ვებს ყვე­ლა ცხენ­ზე ჯი­რი­თის სწავ­ლა, ცხენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­უძ­ლი­ათ. გარ­და იმი­სა, რომ ჯი­რი­თი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბაა, ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ძა­ლი­ან კარ­გად მოქ­მე­დებს - ბევრ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რ­ძ­ვის. ჩვენ­თან და­ნერ­გი­ლი არ არის, მაგ­რამ ჰი­პო­თე­რა­პია - ცხე­ნე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა არ­სე­ბობს. ცხე­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი ასე­ვე, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ურ გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე.

- შე­გიძ­ლი­ათ, მარ­ტი­ვი წე­სე­ბი ჩვენს მკითხ­ვე­ლებ­საც გა­უ­ზი­ა­როთ?
- ცხენს უკან არა­სო­დეს და­უდ­გეთ, რად­გან მის­თ­ვის ძი­რი­თა­დი იარა­ღი - უკა­ნა ფე­ხე­ბია. მკვეთ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი არ უნ­და გა­ა­კე­თოთ. ცხო­ველს ყო­ველ­თ­ვის ალერ­სი­ა­ნად უნ­და მო­ეპყ­როთ. გა­ხედ­ნას რაც შე­ე­ხე­ბა, ზო­გი ადა­მი­ა­ნი პირ­და­პირ ამ­ხედ­რ­დე­ბა ხოლ­მე, ზო­გი - ამ­ხედ­რე­ბამ­დე ცხენს დიდ­ხანს ესა­უბ­რე­ბა, ზო­გი - ჯერ სიმ­ძი­მის ტა­რე­ბას აჩ­ვევს... ჩე­მი აზ­რით, რაც უფ­რო ნაკ­ლე­ბად ვიჩ­ქა­რებთ და ცხო­ველს ფრთხი­ლად მო­ვეპყ­რო­ბით, ნაკ­ლებ სტრესს მი­ვა­ყე­ნებთ, რაც ალ­ბათ, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია.

- რო­მე­ლი­მე ცხენს თა­ვი­სი ქცე­ვით, ხა­სი­ა­თით თუ გა­უ­ო­ცე­ბი­ხართ?
- 2 ცხე­ნი მყავ­და. ჩვენ­თ­ვის, პატ­რო­ნე­ბის­თ­ვის, ორი­ვე ძა­ლი­ან მშვი­დი, წყნა­რი ცხო­ვე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლებ­ზეც ჩვე­უ­ლებ­რივ, ვმხედ­რ­დე­ბო­დით და მთა­შიც კი დავ­დი­ო­დით. მათ­გან ერთ-ერ­თი - უცხო ადა­მი­ა­ნებს და­საკ­ბე­ნად დას­დევ­და. მე­ო­რე არ იკ­ბი­ნე­ბო­და. სა­მა­გი­ე­როდ, ტლინ­კებს ისე ყრი­და, რომ ახ­ლოს არა­ვის იკა­რებ­და. 

- მა­თი ასე­თი ხა­სი­ა­თი რამ გა­ნა­პი­რო­ბა?

- რა ვი­ცი, ასე­თი ხა­სი­ა­თი აღ­მო­აჩ­ნ­დათ... სა­ერ­თოდ, ცხე­ნის ხა­სი­ა­თი ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბას უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. გა­აჩ­ნია, ცხე­ნის­გან რა გინ­და - წყნა­რად სე­ირ­ნო­ბა თუ სწრა­ფად სი­ა­რუ­ლი? ფიცხი ცხე­ნე­ბიც არ­სე­ბო­ბენ.

- ყვე­ლა­ზე მშვი­დი და ფიცხი ცხე­ნე­ბი რო­მე­ლია?
- ყვე­ლა­ზე ფიცხად ახალ­თე­ქუ­რი ცხე­ნე­ბი მი­იჩ­ნე­ვი­ან. დი­დი ზო­მის მტვირ­თა­ვი ცხე­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით მშვი­დი ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

- ცხე­ნე­ბის საყ­ვა­რე­ლი სა­სუს­ნა­ვი რა არის?
- შა­ქა­რი ძა­ლი­ან უყ­ვართ, რაც მათ­თ­ვის მა­ინ­ც­და­მა­ინც სა­სარ­გებ­ლო არ არის. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, ვაშ­ლი ან სტა­ფი­ლო ვა­ჭა­მოთ, რომ­ლე­ბიც ასე­ვე, ძა­ლი­ან უყ­ვართ. პუ­რის ნა­ტე­ხე­ბიც მოს­წონთ. ცხე­ნე­ბის ძი­რი­თა­დი საჭ­მე­ლი - ქე­რი, შვრია ან თი­ვაა. ჭა­მამ­დე აუცი­ლებ­ლად წყა­ლი უნ­და და­ლი­ონ, თო­რემ მე­რე პრობ­ლე­მე­ბი ეწყე­ბათ.

- სხვა­დას­ხ­ვა ჯი­შის ცხენს აქა­ურ ჰა­ვას­თან შე­გუ­ე­ბა არ უჭირს?
- რე­ლი­ეფ­თან შე­გუ­ე­ბა უფ­რო უჭირთ. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, ქარ­თულ თუ­შურ ცხენს და­გი­სა­ხე­ლებთ, რო­მე­ლიც მთა­ში ცხოვ­რე­ბა­საა შეჩ­ვე­უ­ლი და იქ სა­სი­ა­რუ­ლოდ იდე­ა­ლუ­რი ტრან­ს­პორ­ტია. მას ვერც ერ­თი მან­ქა­ნა ვერ შე­ედ­რე­ბა. გამ­ძ­ლე, ჭკვი­ა­ნი ცხე­ნია. ისეთ ად­გი­ლებ­ში გავ­ლაც კი შე­უძ­ლია, სა­დაც ერ­თი შე­ხედ­ვით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ჯიხ­ვის გარ­და, რო­მე­ლი­მე არ­სე­ბამ გა­ი­ა­როს. თუ­შუ­რი ცხე­ნი ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი სი­ა­მა­ყეა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მა­თი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პრობ­ლე­მა გვაქვს. ზო­მით დი­დი ცხე­ნი არ არის და ინ­გ­ლი­სუ­რი ან არა­ბუ­ლი ცხე­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სის­წ­რა­ფით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. სუფ­თა ჯი­შის თუ­შუ­რი ცხე­ნის პოვ­ნა რთუ­ლია. ინ­გ­ლი­სუ­რი და არა­ბუ­ლი ცხე­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად სპორ­ტ­მა გა­ნა­პი­რო­ბა.

- ზო­ო­პარ­კ­ში თუ­შუ­რი ცხე­ნი გყავთ?
- არა, მაგ­რამ სად­მე თუ ვნა­ხეთ, ძა­ლი­ან გვინ­და, რომ გვყავ­დეს.

- დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დო­ღი თუ იმარ­თე­ბა?
- ხში­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით - მთა­ში: დო­ღის გა­რე­შე არც ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი დღე­სას­წა­უ­ლი არ ჩა­ივ­ლის. ტრა­დი­ცი­უ­ლი ინ­გ­ლი­სუ­რი "გლუ­ვი" დო­ღე­ბის­გან იმით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, რომ მთა­ში იმარ­თე­ბა და ხში­რად "უ­ბე­ლო" (უ­უ­ნა­გი­რო) ცხე­ნებს იყე­ნე­ბენ. მთა­ში რთუ­ლი რე­ლი­ე­ფია და ცხე­ნის ჭე­ნე­ბაც ბევრ სირ­თუ­ლეს უკავ­შირ­დე­ბა. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ქარ­თუ­ლი საცხე­ნოს­ნო სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბია: ცხენ­ბურ­თი, ისინ­დი, ყა­ბა­ხი... ასე თუ ისე, ჯერ­ჯე­რო­ბით ცხენ­ბურ­თი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია (და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში), და­ნარ­ჩე­ნი - ნაკ­ლე­ბად. ცხენ­ბურ­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ო­ბაა: მხედ­რე­ბის 2 ჯგუ­ფი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩოგ­ნე­ბით ბურთს თა­მა­შობს. ეს ცხე­ნის ფლო­ბის ფან­ტას­ტი­კუ­რი ტექ­ნი­კაა. ისინ­დის დროს, მხედ­რე­ბი შუ­ბე­ბით იბ­რ­ძ­ვი­ან, ყა­ბა­ხის არ­სი კი შემ­დე­გია: ზე­მოთ სა­მიზ­ნეა და­დე­ბუ­ლი. ცხე­ნი­დან მშვილდ-ისა­რი უნ­და ის­რო­ლო და სა­მიზ­ნე ჩა­მო­აგ­დო... საცხე­ნოს­ნო სპორ­ტი ყველ­გან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ჩვე­ნი ცხენ­ბურ­თი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია, ვიდ­რე ინ­გ­ლი­სუ­რი პო­ლო.

- ცხე­ნე­ბი რამ­დენ ხანს ცოცხ­ლო­ბენ?
- და­ახ­ლო­ე­ბით 25 წელს, მაგ­რამ ცხა­დია, ბო­ლომ­დე ისეთ ფორ­მა­ში ვერ არი­ან, რომ მათ­ზე ჯი­რი­თი შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს. გარ­კ­ვე­უ­ლი ასა­კის შემ­დეგ ცხე­ნი უნ­და და­ას­ვე­ნო. რო­ცა დას­ვე­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, შე­იძ­ლე­ბა, კი­დევ უფ­რო დიდ­ხანს იცოცხ­ლონ. მეც მი­მაჩ­ნია, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი ასა­კის შემ­დეგ უფ­ლე­ბა აქვთ, მშვი­დად იცხოვ­რონ.

- ზო­ო­პარ­კის ბი­ნა­და­რი ცხე­ნე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი რო­მე­ლია?

- აქ ყვე­ლას ძა­ლი­ან კარ­გად უვ­ლი­ან, მაგ­რამ არი­ან ფა­ვო­რი­ტი ცხე­ნე­ბი: ლა­მა­ზი და ეფექ­ტუ­რი ახალ­გაზ­რ­და ულა­ყი - ტორ­ნა­დო, რო­მე­ლიც ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შ­რომ­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ, ასე­ვე - შოტ­ლან­დი­უ­რი პო­ნი, სა­ხე­ლად - წვი­მა. ფა­ლა­ბე­ლე­ბი დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის დიდ სიმ­პა­თი­ას იმ­სა­ხუ­რე­ბენ...

- ამ­ჟა­მად სა­კუ­თა­რი ცხე­ნე­ბი თუ გყავთ? 
- 2 ცხე­ნი მყავს: ან­გ­ლო­ა­რა­ბუ­ლი ჯი­შის ბემ­ბი, რო­მე­ლიც უკ­ვე 20 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლია და სა­ჯი­რი­თოდ აღარ ვი­ყე­ნებ - "პენ­სი­ა" და­იმ­სა­ხუ­რა და იღებს კი­დეც, სხვა ცხე­ნებ­თან ერ­თად ბა­ლა­ხობს, სე­ირ­ნობს... მე­ო­რე - ახალ­გაზ­რ­და ცხე­ნია, რო­მელ­საც სპი­რი­ტი ჰქვია. ჩემ­თან უც­ნა­უ­რი შემ­თხ­ვე­ვის შე­დე­გად მოხ­ვ­და: ერ­თი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და და მითხ­რა, - ცხე­ნი და­მეხ­რ­ჩო, რო­მელ­საც კვი­ცი დარ­ჩა და მი­სი გაზ­რ­და მი­ჭირ­სო. ეს კვი­ცი ავიყ­ვა­ნე... ახ­ლა უკ­ვე დი­დი და ძა­ლი­ან კარ­გი ცხე­ნია.

- პატ­რონ­სა და ცხენს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ?
- გა­მო­ნაკ­ლი­სი არა­ბუ­ლი და ახალ­თე­ქუ­რი ცხე­ნე­ბია, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ანს ძა­ლი­ან ეჩ­ვე­ვი­ან. სა­ერ­თოდ, ეს თვი­სე­ბა ცხენს ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს. უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვს ანუ - ცხე­ნის­თ­ვის ადა­მი­ა­ნი ის არ არის, რაც - ძაღ­ლის­თ­ვის. ერთ ცხენ­თან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს თა­ნა­ბა­რი კონ­ტაქ­ტი შე­უძ­ლია. ეს მა­თი გო­ნებ­რი­ვი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის. ალ­ბათ, მი­ზე­ზი ის არის, თუ რო­გორ ცხოვ­რობ­დ­ნენ ბუ­ნე­ბა­ში და რა ქცე­ვე­ბი აქვთ შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ახალ წე­ლი­წადს ზო­ო­პარ­კ­ში რას გეგ­მავთ?
- ახა­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას: ლე­ო­პარ­დე­ბის, სხვა­დას­ხ­ვა მა­ი­მუ­ნის... ეს პრო­ცე­სი თე­ბერ­ვ­ლი­დან უკ­ვე და­იწყე­ბა.

- ვი­ცი, რომ ჟი­რა­ფის ჩა­მოყ­ვა­ნას ბევ­რი ელო­დე­ბა...
- ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ის გახ­ლავთ, რომ ჟი­რაფს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სად­გო­მი სჭირ­დე­ბა. რო­გორც კი ავა­შე­ნებთ, ჩა­მო­ვიყ­ვანთ. თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი ჟი­რაფ­საც ძა­ლი­ან მა­ლე ნა­ხა­ვენ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი
ჟურნალი ”გზა”




წყაროhttp://ambebi.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3854 | დაამატა: Admin | ტეგები: ცხე­ნე­ბი, ფა­ვო­რი­ტი, cxeni, zooparki, cxenebi, tbilisi, ცხენი, ზო­ო­პარ­კის, თბი­ლი­სის, არაბული | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 shontiamo   (29.12.2013 13:46:26) [მასალა]
10 კარგი, ლამაზი და სასიამოვნო წასაკითხი იყო მადლობა ამ ინფორმაციისთვის 10

0   Spam
1 xvicha1   (28.12.2013 22:35:49) [მასალა]
166 10 39

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 36
    სტუმარი: 36
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика