ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » აპრილი » 6 » თბილისში ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა    

02:22:42
თბილისში ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა
თბილისში ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა (+12 ფოტო)
თბილისში ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. მასში მონაწილეობა 197 ძაღლმა მიიღო. საქართველოს გარდა, გამოფენაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი 100-ზე მეტი ძაღლი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდა. გამოფენის ორგანიზატორი საქართველოს კინოლოგიური ფედერაციაა.

"გამოფენაში მონაწილეობისთვის უნდა იყოს აუცილებლად ჯიშიანი ძაღლი და უნდა ჰქონდეს დამადასტურებელი მოწმობა, ეს კი არის საგვარეულო ნუსხა. მხოლოდ ამ მოწმობის წარდგენის შემდეგ აძლევენ მსგავს გამოფენებში მონაწილეობის მიღების უფლებას. ყველა აქ მოსული სტუმარი იბრძვის ტიტულის მოსაპოვებლად და ჩვენდა სამწუხაროდ, უმეტესად სწორედ სტუმრები იგებენ",- განაცხადა საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

დღევანდელ გამოფენაზე სულ 62 ჯიშის ძაღლი იყო წარმოდგენილი. თითოეულ ჯიშს კი ერთი გამარჯვებული ეყოლება. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ძაღლები ჩამოიყვანეს როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და კორეიდან. იყვნენ ისეთი ჯიშის ძაღლებიც, რომელიც საქართველოში არ ყოფილა. 

დღეს ტიტულის მოსაპოვებლად მოვიდა საკუთარ ძაღლთან ერთად თათული ქათამაძეც. სამოედურ ლაიკას, რომელიც თეთრი ფერისაა და შესანიშნავად გამოიყურება, გამარჯვების იმედი აქვს. თათულის თქმით, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას ყოველ წელს იღებენ.

"ძალიან მიხარია ესეთი ღონისძიებები, მინდა, რომ მონაწილეობა სულ მივიღოთ და ბევრი თასი მოვაგროვოთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ვიტყვი, რომ გამარჯვების შანსი გვაქვს და იმედია, ხელცარიელები არ წავალთ. ჩემს ლაიკას სხვადასხვა სიგელი აქვს აღებული, ასევე სამი თასი და რაც მთავარია, საქართველოს ჩემპიონიცაა",- განაცხადა თათული ქათამაძემ.

ცხოველებს და პატრონს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, ისინი მათ ისე ექცეოდნენ, როგორც ყველაზე ერთგულ და საუკეთესო მეგობარს. ამხნევებდნენ და ერთად იბრძოდნენ წარმატებისთვის.

ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას ბევრი ჯიშიანი ძაღლი იღებს.



 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 


წყაროhttp://www.ambebi.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 4105 | დაამატა: Admin | ტეგები: გაიმართა, ძაღლების, ჯიშიანი, გამოფენა, საერთაშორისო, თბილისში | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 landia   (06.04.2014 16:49:24) [მასალა]
ეგ სიახლე სანამ ჩატარდებოდა მანამ დაგედოთ წავიდოდა კაცი რა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика