ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » თებერვალი » 26 » "მარჩენალ პირუტყვს ფოცხვერი რომ დაგიგლეჯს, რავარია"    

23:37:57
"მარჩენალ პირუტყვს ფოცხვერი რომ დაგიგლეჯს, რავარია"
ჭანიეთში ფოცხვერი გამოჩნდა!..
ჭანიეთში ფოცხვერი გამოჩნდა!..
24-02-2014
"მარჩენალ პირუტყვს ფოცხვერი რომ დაგიგლეჯს, რავარია"

სიტყვისთვის ჯიბეში ხელს არ ვიყოფ, მაგრამ ხანდახან, როცა ჩვენს გლეხებს ვუსმენ, გაოცებისაგან ყველა სიტყვა შემომეფანტება ხოლმე - რამდენ რამეს უძლებენ და ვითომ არაფერიო, - დაიჩივლებენ გასაჭირზე, დაიხურავენ ქუდს და ისევ სამუშაოდ გასწევენ, მუყაითად იმავე საქმეს შეუდგებიან, რაზეც საჩივლელი აქვთ.

ამას წინათ ოზურგეთის სოფელ ჭანიეთიდან დამირეკეს - ჩვენს ბედნიერებას ფოცხვერის გამოჩენაღა აკლდაო. მგელი რომ გეთქვათ, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ყველაზე ფრთხილ ფოცხვერს სოფელში რა უნდა-მეთქი... რავა, თხაზე ნაკლები თხა მგელმა თუ შეჭამა, ფოცხვერი ვისზე ნაკლებიაო, - გაიკვირვეს და შემზარავი ამბები მიამბეს, მერე მაინც ნახევრად ხუმრობით დაამთავრეს, - ტყეების განადგურება თუ ასე გაგრძელდა და ფოცხვერი ჩამოგვისახლდა, იმას სხვა ნადირიც მოჰყვება და ჩვენ სადღა წავიდეთო? 

კახა ლომჯარია, სოფელ ჭანიეთის მცხოვრები: - რაც ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკი დაიწვა და გარშემო ტყეები შემოგვეცალა, სად წავიდეს ის ფოცხვერი, რომ მოშივდა, შემოიპარა ღამე სოფელში. მავანს ძროხა დარჩა  გარეთ, ეტაკა და დაგლიჯა. არადა, აქ ადრე თამამად ვტოვებდით გარეთ ძროხას - გარშემო ტყეებში, ადამიანის ახლოს, მგელს, დათვსა და ფოცხვერს რა უნდოდა! 

- დათვიც შემოდის სოფელში?

- მთლად სახლის კარებს არ გვიმტვრევს, მაგრამ ზოგს ახალდარგული ატმის ხეები დაულეწა, ზოგს, თხილი. დათვი ადრეც შემოპარულა სოფელში და ძროხები დაუჭამია, მარა ფოცხვერის შემოსევა არ თქმულა. მეწველი მარჩენალი ძროხა დამიგლიჯა. რაფერია, - გაზრდი, იწვალებ იჯახირებ, ოჯახი მაგის იმედზეა და ერთ დილას ბარკლებგამოჭმული დაგხვდება -  იმ ცურებგამოჭმულ ძროხებს ხომ არ შევინახავდით, თორემ თქვენც განახებდით. ფოცხვერი თავისზე დიდ ცხოველს ცურში ეცემა ხოლმე - ეგ ძალიან მტკივნეული ადგილია და იმიტომაც ერევა. მერე დაადგება და ჭამს...

- რა მნიშვნელობა აქვს, რამდენს შეჭამს, თქვენ კი გტაცებთ ხელიდან სარჩოს... ფოცხვერზე ნადირობა არ შეიძლება?
- აკრძალულია. ესეც რომ არ იყოს, იმისთანა ფრთხილია, მაგის მომნადირებელი ვინ არის! მარა თუ გაგიმართლა და ისე მიეპარე, რომ ვერ დაგინახა, იმფერი ლამაზია, ხელი აგიკანკალდება მოსაკლავად. ერთადერთი მონადირე გამიგია, ვინც ფოცხვერს კლავდა, ბაღდათელი ნოდარ გუმბერიძე, სურათი მაქვს ნანახი, მოკლული ფოცხვერი უჭირავს - იმფერი ლამაზია, თვალს ვერ მოაშორებ! ფოცხვერის ლეკვის მოპოვება თითქმის შეუძლებელია, მისი ძებნა თივაში ნემსის ძებნაზე უარესია, შემთხვევით თუ წაეყრება ვინმე...

- აბა, იხაროს და იყოს ეგ თქვენი დამაქცევარი ფოცხვერი!

- მაგას არ ვამბობ, ტყეების მიხედვა და მოვლაა საჭირო, შველ-ირმის გამრავლება (ფოცხვერი ხომ მასზე  ნადირობს) და ნადირიც სოფელში აღარ ჩამოვა. ახლა საკბილო რომ აღარ აქვს, იმიტომ ჩამოეხეტა ჭანიეთში, - მითხრა გლეხმა და სამუშაოდ გასწია. ის, ყველაფრის მიუხედავად, ხბოებსაც ისევ გამოზრდის და მარჩენალ ძროხად აქცევს. 


ფოცხვერი

ფოცხვერი ძუძუმწოვარი ცხოველია, კატის გვარისა. სხეულის სიგრძე 82-109 სმ, წონა 12-22 კგ-მდე (იშვიათად 32 კგ-მდე) აღწევს. აქვს ძლიერი, გრძელი ფეხები, მოკლე კუდი, ყურების ბოლოებზე - გრძელი ფუნჯები, ფართო ქილვაშები. შეფერილობა სხვადასხვანაირია: ერთფერი (ჩალისფერი, წითური), ან ხალებიანი. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ, შუა და ნაწილობრივ წინა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. ბინადრობს როგორც მთის, ისე ვაკის უღრან ტყეებში. იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ზოგჯერ თავს ესხმის ირემს, შველს, ძროხას და ცხვარს; კარგად დაცოცავს ხეებზე.  შობს 2-3 ბოკვერს. ფოცხვერის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური ფოცხვერი...


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3947 | დაამატა: Admin | ტეგები: ფოცხვერი, რავარია, მარჩენალ, პირუტყვს, რომ, დაგიგლეჯს | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 gioxmala   (27.02.2014 20:23:56) [მასალა]
ჩემი სოფელი წინარეხია,ქვათახევის ხეობასთან არის.რამოდენიმე წლის უკან იქაც იყო შემთხვევა,მაგრამ შემდგომში მიწყნარდა და მიჩუმდა ყველაფერი,მეტი შემთხვევა არ დაფიქსირებულა,სახედარი შეჭამა.დათვიც არის ტურაც და მგელიც,მაგრამ მგელს მეტი ზიანი მოჰქონდა.

0   Spam
1 bichi2009   (27.02.2014 00:53:27) [მასალა]
ჭანიეთი ახლოსაა ჩემთან და ჩემ სოფელშიც ნახეს ფოცხვერი ნუ მე ვერ ვიტყვი დაზუსტებით მარა მონაყოლიდან ვიცი. 1 თვის უკან კიდე მეზობელმა მითხრა საშინელი ხმა ისმოდა ტყიდანო და ძაღლები გადარეულა მის ხმაზე. ისიც ფოცხვერი იყოო მაგას დაბრალდა და ვინიცის იქნებ მართლა რეალობაა და ჯოჯოხეთს 1 მაშხალა აკლდაო ისე გვჭირს მგონი gimili

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика