
წელს რომში მილიონზე მეტმა შოშიამ გაიკეთა თბილი ბუდე, შესაბამისად ქალაქის ქუჩები, სკვერები, ქანდაკებები და გაჩერებული ავტომობილები სკლინტითაა სავსე. ფრინველების მსხვერპლნი რომ არ გახდნენ, ქუჩაში ხალხს ქოლგები აფარია, რადგან ხის ძირში გავლა უკვე სახიფათოა. უსაფრთხოების მიზნით, Lungotevere-ს ბულვარი დროებით დაიხურა.