ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 28 » ”ძაღლმა მამა დამიძახა”    

12:36:41
”ძაღლმა მამა დამიძახა”
”ძაღლმა მამა დამიძახა”
”ძაღლმა მამა დამიძახა”
26-11-2013
კინოლოგი კოტე ქვლივიძე ცხოველებს ისე ზრდის, როგორც მშობელი - შვილებს. ის იმდენად ზრუნავს მათზე, რომ ერთ-ერთმა ძაღლმა მამაც კი დაუძახა. ძაღლების გარდა მის ეზოში სხვადასხვა ცხოველსა და ფრინველსაც ნახავთ. 2 წლის წინ ყორნის ბახალა აჩუქეს და ისიც კი აალაპარაკა - ყოველ დილით ეკითხება, უნდა თუ არა კოტიკოს ყავა? 

-კოტე, რა პროფესიის ხარ?

-პროფესიით მხატვარი ვარ, მაგრამ ცხოველების სიყვარულით კინოლოგიც გავხდი, ერთი მეორეს ხელს არ უშლის და ორივე საქმეს სიამოვნებით ვაკეთებ. ბავშვობაში თუ სადმე უპატრონო კატას ან ძაღლს ვიპოვიდი, სახლში მივარბენინებდი და ვპატრონობდი. ერთმა კაცმა მითხრა, შენ რომ ჯიშიანი ძაღლი მოგცა, ალბათ აალაპარაკებდიო (იცინის).

- როგორც ვიცი, აალაპარაკეთ კიდეც.


- დიახ, წლების წინ მყავდა ბოქსიორი "ბუბა”, რომელიც მამას მეძახდა. საერთოდ, ბოქსიორებს ყბის ისეთი აგებულება აქვთ, რომ ბგერების გამოცემა შეუძლიათ, თუ რა თქმა უნდა, ხშირი კონტაქტი გექნება მასთან.ცხოველმა უნდა იგრძნოს, რომ გიყვარს, თავის მეგობრად უნდა გიგულოს, უნდა ესაუბრო, როგორც ბავშვს და შეიძლება საკუთარმა ძაღლმა ერთ მშვენიერ დღეს მამაც კი დაგიძახოს. მყავდა მეორე ბოქსიორი - "პერიკო”, რომელიც გინებას ვერ იტანდა და სახლში ან ქუჩაში თუ ვინმე შეიგინებოდა, მაშინვე მისკენ მიიწევდა საჩხუბრად.

- გინება როგორღა შეაძულეთ?

როცა ვინმე შეიგინებოდა, ვეუბნებოდი, პერიკო, ეცი, შეგაგინა-მეთქი და ასე დაიმახსოვრა. სახლში თუ სტუმრები მყავდა და რომელიმეს გინება წამოსცდებოდა, მაშინვე აიღრინებოდა, ვეტყოდი, პერიკო, დაჯექი, შენთვის არ შეუგინებია-მეთქი და დაშოშმინდებოდა(იცინის). 

ბოქსიორები კარგი მცველებიც არიან. ერთხელ "პერი” შინ მარტო დავტოვე, დილის ხუთ საათზე სახლში მძარცველები შესულან, ნივთების ძიებაში კი პერი თავზე წაადგათ და დანარჩენი თქვენ წარმოიდგინეთ, რაც იქ დატრიალდებოდა. მეზობლებს თურმე ხმაურზე გაეღვიძათ და პოლიცია გამოიძახეს. ბინაზე მისულ სამართალდამცველებს იმდენი სისხლი დახვდათ, რომ დაჭრილებს ეძებდნენ, მაგრამ უიღბლო მძარცველები მეორე სართულიდან გადამხტარან.

პერიმ ერთხელ ჩემზეც იძია შური. სასეირნოდ არ წავიყვანე და რომ დავბრუნდი, წიგნი, რომელსაც ვკითხულობდი, დაფლეთილი დამხვდა. სუნით გამოიცნო, ბოლოს რომელიც მეჭირა ხელში და ის დამიხია.

- ყორანს როგორ ასწავლეთ ლაპარაკი?


ყორანს "ნუკრი”ქვია, სხვათა შორის უკვე მსახიობია. სერიალ "შუა ქალაქშიც”გადაიღეს. თვითონ ალაპარაკდა, ეს ჩემთვისაც შოკი იყო. როცა ეზოში ვარ, მეუღლე გამოდის და მეკითხება - კოტიკო, ყავა გინდაო? ამ ფრაზას ჩემი მეუღლე თითქმის ყოველდღე მეუბნება. როგორც ჩანს, ”ნუკრიმ”ეს დაიმახსოვრა და ერთ მშვენიერ დი-ლასაც გამოვედი ჩემი ყორანი ”მეკითხება”- კოტიკო, ყავა გინდა? (იცინის) იმ სიტყვებს იმახსოვრებს რაც ხშირად ესმის. იცის ასევე ძაღლების სახელები, მე რომ დავუძახებ "შონის”, ისიც ეძახის, ძაღლი იბნევა, არ იცის, საით წავიდეს, მერე მე ვუბრაზდები, ვეუბნები, ხმა ჩაიგდე - მეთქი და გაბრაზებული ჩხავილს მორთავს. 


წყაროhttp://kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1769 | დაამატა: Admin | ტეგები: ”ძაღლმა, დამიძახა”, მამა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 7
0   Spam
7 shontiamo   (29.11.2013 16:09:21) [მასალა]
10 10 10 10 10 10 10

0   Spam
6 dato75   (28.11.2013 23:09:24) [მასალა]
ყვავის დაჩხავლება დილით მართლა არ მინდა 069

0   Spam
5 cheisi   (28.11.2013 22:55:24) [მასალა]
ყორანი რო დაგიძახებს :ყავა გინდაოს? 01155 069

0   Spam
4 gia-tbilisi   (28.11.2013 20:33:59) [მასალა]
10 10 10 10 166 166 166

0   Spam
3 tatoxoni   (28.11.2013 18:38:51) [მასალა]
მასე მე კატასაც ვათქმევინაბ მამას ოგონდ ნაღდად ბაბუაჩემმა მასწავლა თუ სურვილი გაქვთ გასწავლით 166 069 069

0   Spam
2 24   (28.11.2013 17:42:20) [მასალა]
რა მაგარია. 10 10 10 10 166 166 166 166 166

0   Spam
1 l)omidze   (28.11.2013 17:05:46) [მასალა]
10 10 ძაან მაგარია ბრავო.... მაგრამ სიმართლე ვითომ 23 23 gimili

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика