ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » მონადირის მასალა [Admin (930)]
« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 18 19 »
2050 წლისთვის ოკეანეებში უფრო მეტი პოლიეთილენის ნარჩენი იქნება, ვიდრე თევზი. ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. კვლევის მიხედვით, პოლიეთილენის ნარჩენების 32% სანაგვეებიდან 
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 1960 | დაამატა: Admin | დრო: 09.02.2016 | კომენტარი (3)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. 
ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე და ახმეტის მუნიციპალიტეტში სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ელექტროშოკური აპარატით. მათ მოპოვებული ჰქონდათ 5 კგ ხრამულის, 0,7 კგ მურწის და 9,5 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.
ჩამორთმეული და დალუქული იქნა უკანონოდ მოპოვებული თევზი და სამართალდარღვევის იარაღები. 
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2006 | დაამატა: Admin | დრო: 09.02.2016 | კომენტარი (4)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. 
ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდნეძში, მდინარე ჯუმზე სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ელექტროშოკური აპარატის (პილიკანის) გამოყენებით. 
სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები დაილუქა. 
შედგა შესაბამისი ოქმები.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 1997 | დაამატა: Admin | დრო: 08.02.2016 | კომენტარი (5)

 
ქობულეთში, ჩოლოქის წყალსაცავში 37 წლის მონადირის ცხედარი იპოვეს. როგორც AMBEBI.GE-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, მამაკაცი ხუთი დღის წინ დაიკარგა და მას შემდეგ ეძებდნენ. მაშველები და ადგილობრივები დღეს სამძებრო ღონისძიებებს მდინარე ჩოლოქზე ატარებდნენ. ცხედარი ადგილობრივებმა ჩოლოქის წყალსაცავში შენიშნეს.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2419 | დაამატა: Admin | დრო: 07.02.2016 | კომენტარი (12)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს. 
წალკის რაიონის სოფელ აიაზმას მიმდებარედ, სამართალდამრღვევები ნადირობდნენ აკრძალული საშუალებით. კერძოდ, ავტომანქანის კვების წყაროზე შეერთებული ე.წ. პროჟექტორით და დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით. ამოღებულია 3 ცალი დაურეგისტრირებელი სანადირო თოფი.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 1985 | დაამატა: Admin | დრო: 06.02.2016 | კომენტარი (3)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 16 ფაქტი გამოავლინეს.
კერძოდ, სამართალდამრღვევები ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე. ამოღებულია 6 ერთეული დაურეგისტრირებელი სანადირო თოფი.
სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში მოქალაქე ნადირობდა გასანათებელი მოწყობილობით ე.წ. „ფანრით“.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2235 | დაამატა: Admin | დრო: 06.02.2016 | კომენტარი (9)

2016 წლის 27 იანვარს ქუთაისში მე-17 საშუალო სკოლასთან დაიკარგა ან მოიპარეს  10 თვის შავ-თეთრი ძუ პოინტერი.   ვეძებ ყველგან და არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება და ვის ეყოლება მაინც ვიპოვი დავიბრუნებ.  თუ ვინმემ იპოვეთ ან სადმე წააწყდით  ფოტოებზე გამოსახულ ძაღლს დამირეკეთ ამ ნომერზე  577 38 09 43 
დაწვრილებით...
კატეგორია: მოიპარეს-დაიკარგა | დათვალიერებულია: 2313 | დაამატა: Admin | დრო: 06.02.2016 | კომენტარი (0)

ძლიერი და მოუდრეკელი ცივილიზაცია, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, მუდმივად ებრძვის ბუნების ძალას. საკმარისია უზარმაზარ ბეტონის შენობას პატარა ბზარები გაუჩნდეს, ბუნება დროს არ კარგავს და ამ ბზარებს თავისით ავსებს. დღეს წარმოგიდგენთ 21 ფოტოს, რომელზეც ნათლად ჩანს რომ ბუნება არასდროს არ იცდის, ვერ იტანს სიცარიელეს და თავისას ყოველთვის წაიღებს.
ოდესმე თუ გიფიქრიათ როგორი იქნებოდა დედამიწა ჩვენს 
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 3286 | დაამატა: Admin | დრო: 28.01.2016 | კომენტარი (2)

საწყენი ფაქტი მოხდა ხვანგეს ნაციონალურ პარკში, ზიმბამბვე. ადგილობრივების საყვარელი, შავ-ფაფრიანი ლომი სესილი, მოკლეს არალეგალური ნადირობის დროს. როგორც გაირკვა, საფარის დამკვეთი აღმოჩნდა ამერიკელი სტომატოლოგი უილტერ პალმერი მინეოპოლისიდან, მინესოტას შტატი. მორიგი ტროფეის გამო მან გადაიხადა 55 ათასი დოლარი.
პალმერმა გადაუხადა ნაციონალური პარკის ორ თანამშრომელს, რომ გამოეტყუათ ლომი ნაკრძალის 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2728 | დაამატა: Admin | დრო: 28.01.2016 | კომენტარი (8)

"პირველი გასროლით ცხოველის ტყავი დავაზიანე, მაგრამ მან შეძლო ტყეში გაქცევა. მეც მის საძებნად გავეშურე. დიდი ხანი მის კვალს ვერ ვპოულობდით, მაგრამ შემდეგ სისხლის წვეთი შევამჩნიეთ. როდესაც ის ვიპოვეთ, ჯერ კიდევ ცოცხალი თოვლზე იწვა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვესროლეთ, მაგრამ ამის შემდეგ ცხოველი თავს დაგვესხა. ჩვენ მოვახერხეთ ხის უკან დამალვა და გადამწყვეტი სროლა განვახორციელეთ, რის შემდეგაც ის მიწაზე დაეცა"- ყვება მონადირე.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 3172 | დაამატა: Admin | დრო: 28.01.2016 | კომენტარი (15)

შსს-ს მაშველებმა ქედაში შვლის ნუკრი გადაარჩინეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს ქედის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა სოფელ ცხემნაში, კლდიდან გადმოვარდნილი შვლის ნუკრი გადაარჩინეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების სააგენტოს პრესსამსახურიდან 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2154 | დაამატა: Admin | დრო: 25.01.2016 | კომენტარი (13)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, ფოთში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონდამრღვევები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ნადირობდნენ.
შედგა შესაბამისი ოქმი.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2203 | დაამატა: Admin | დრო: 24.01.2016 | კომენტარი (6)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ფოთში დაჭრილ მდგომარეობაში მყოფი ხუჭუჭა ვარხვი იპოვეს. აღნიშნული ფრინველი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მასზე ნადირობა აკრძალულია. ამ ეტაპზე უცნობია სამართალდამრღვევის ვინაობა. 
დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაჭრილი ფრინველი მკურნალობის მიზნით თბილისის ზოოპარკს გადასცეს.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2006 | დაამატა: Admin | დრო: 24.01.2016 | კომენტარი (3)

ცვლილებებია შესული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მართალია ეს ცვლილებები რამდენიმე დღის წინ არ შესულა, მაგრამ ამის შესახებ მონადირეთა უმრავლესობამ არ იცის. ეს შეეხება როგორც იარაღის შენახვა ტარებას, ასევე სანადირო იარაღის სხვაზე განათხოვრებას  ანუ გადაცემას (თუნდაც ოჯახის წევრმა წაიღოს უკითხავად) და კიდევ ბევრ სხვა საკითხს და უნდა იცოდეთ ეს ყველაფერი სოლიდური ჯარიმებით ისჯება
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 2746 | დაამატა: Admin | დრო: 22.01.2016 | კომენტარი (6)

7 ფაქტი ლაბრადორ რეტრივერზე , რომლებიც შესაძლოა არ იცოდით
 
ცხოველთა ყველა მოყვარულმა იცის, რომ ლაბრადორ რეტრივერი მხიარული, კომუნიკაბელური, ენერიული და ლოიალური ძაღლის ჯიშია, მაგრამ რა ვიცით კიდევ ამ ჯიშის შესახებ? ჩვენ შევკრიბეთ 7 ფაქტი, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით.
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 3972 | დაამატა: Admin | დრო: 19.01.2016 | კომენტარი (6)

თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს:

„ერთი სათხოვარი გვაქვს თქვენთან. არ დაგვზარდეთ და ბოლომდე წაიკითხეთ ეს პოსტი.

თუ საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე (მთლიანი, არა ფიცრებისა და ტოტებისგან დამზადებული), ან ჩიჩილაკი გქონდათ, რომ დაშლით, პირდაპირ ნაგავში არ გადაუძახოთ. მათი გამოყენება შეიძლება ჩვენი ცხოველების გარემოს გასამდიდრებლად, კერძოდ სამალავების მოსაწყობად, ბარიერების შესაქმნელად, ყნოსვითი, კვებითი და სენსორული „ენრიჩმენტისთვის“, ანუ ზოოპარკის ბინადრების ყოველდღიური ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად. ყოველივე ეს იმისთვისაა 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1701 | დაამატა: Admin | დრო: 16.01.2016 | კომენტარი (2)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. 
სამართალდამრღვევს, ბორჯომში, ქვაბისხევის კაშხლიდან მდინარე მტკვარში ჩაშვებული ჰქონდა სახლართი ბადე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებული და დალუქული იქნა სახლართი ბადე და მოპოვებული თევზი.
შედგა შესაბამისი ოქმი.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2098 | დაამატა: Admin | დრო: 13.01.2016 | კომენტარი (5)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს. 
სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში სამართალდამრღვევები ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე (2 ფაქტი). ზესტაფონის რაიონის სოფელ აჯამეთში მოქალაქეები ნადირობდნენ გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“ (2 ფაქტი). 
შედგა შესაბამისი ოქმები.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2230 | დაამატა: Admin | დრო: 06.01.2016 | კომენტარი (5)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდინარე იორზე სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით. მათ მოპოვებული ჰყავდათ 11,600 კგ თევზი.
სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ სამართადარღვევის ჩადენის იარაღები. მასალები შემდეგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2034 | დაამატა: Admin | დრო: 05.01.2016 | კომენტარი (8)

ლაგოდეხში მაშველები სამ მონადირეს ეძებენ. ძებნის ღონისძიებაში ვერტმფრენი და თბილისიდან გაგზავნილი სამაშველო დამატებითი ჯგუფია ჩართული. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 4 მონადირე სანადიროდ 28 დეკემბერს გავიდა. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში, დანარჩენები კი - ამ დრომდე არ გამოჩენილან. სააგენტოს ცნობით, მათ მონადირეების ოჯახებმა გუშინ მიმართეს და შესაბამისად სამაშველო ღონისძიება გუშინვე დაიწყო. დღეს კი, ძებნის ოპერაცია განახლდა და მასში თბილისიდან მაშველების დამატებითი ჯგუფი ჩაერთო. ძებნის ღონისძიება ერთი ვერტმფრენით მდინარე კაბალის ხეობაში ტარდება. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2116 | დაამატა: Admin | დრო: 03.01.2016 | კომენტარი (11)

     გილოცავთ 2016 წლის დადგომას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დოვლათს, მშვიდობას, წარმატებებს. სიკეთე და სიხარული მოეტანოს თითოეული თქვენთაგანის ოჯახში და მთლიანად საქართველოსთვის კი - კიდევ უფრო მეტი წინსვლა, განვითარება და დაწინაურება.
     ღიმილი, ხალისი, სითბო, ტკბილი მოგონებები დაგბედებოდეთ.
     საინტერესო, დასამახსოვრებელი და შედეგიანი ნადირობების წელი ყოფილიყოს..
 
დაწვრილებით...
კატეგორია: საიტის ამბები | დათვალიერებულია: 2956 | დაამატა: Admin | დრო: 31.12.2015 | კომენტარი (1)

ხვალიდან საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი სინოპტიკოსების ინფორმაციით, თბილისში თოვა ახალი წლის ღამეს, დაახლოებით 02:00 საათის შემდეგ დაიწყება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. მისივე თქმით, თბილისში ახალი წლის ღამეს ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ამ მომენტისთვის თოვს ბათუმში, ქობულეთში და მაღალმთიან რაიონებში. წვიმს ფოთში, თუმცა შავი ზღვის სანაპიროზეც და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს ღამე მოთოვს.
კრასნოდარში კი დიდი ყინვებია მოსალოდნელი. იხვიც ამ დღეებში პალიასტომის და მისი შემოგარენი
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2347 | დაამატა: Admin | დრო: 31.12.2015 | კომენტარი (4)

,ილია’’ სხვებზე დიდი მონადირეც იყო , როცა  იმ ბუნების მშვენიერ არსებას  არ ესროლა და უცქირა  მანამ სანამ თვალს არ მოეფარა ‘’

 ნიკა გობრონიძე
სოციალური ქსელი – და მისი  სახე , დღეს არის ადამინებს შორის კომუნიკაციის ის საშუალება , რომელმაც ჩაანცვლა უშუალო და პირდაპირი კომუნიკაცია ორ ინდივიდს შორის , შეიძლება დამეთანხმოთ შეიძლება არა , მაგრამ მე ასე მეფიქრება და  როგორც ჩემი მეგობარი იტყვის ხოლემე: სხვაგვარად არ მძალმიძს.   კონკრეტულად ავიღოთ ჩვენს ქვეყანაში ზეაქტუალური  სოცილური ქსელი ,,ფაცებუქი’’ – რა არის და რა ხდება აქ ან რა შესაძლებლობები აქვს   

დაწვრილებით...
კატეგორია: სახუმარო ამბები | დათვალიერებულია: 3348 | დაამატა: Admin | დრო: 31.12.2015 | კომენტარი (6)

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 2015 წლის მაისიდან ოქტომბრის პერიოდში თბილისის უსახლკარო ძაღლები დაითვალა. როგორც ZooClub.ge-ს ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლერი ქვარაიამ, განუცხადა, აღნიშნული პროცესი სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობითა და შიდა რესურსებით განხორციელდა. მისი თქმით, პროექტის მთავარი ამოცანა უპატრონო ძაღლების პოპულაციის რიცხოვნობის დადგენა და იმ ინფორმაციის მიღება იყო, რომელიც სააგენტოს მომდევნო ქმედებათა სწორად დაგეგმვის საშუალებას მისცემდა. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2011 | დაამატა: Admin | დრო: 28.12.2015 | კომენტარი (1)

როგორ განვასხვავოთ ჰასკისა და მალამუტის ლეკვი ერთი შეხედვით? 28.12.2015 იცოდით, როგორ უნდა განასხვავოთ ჰასკი და მალამუტის ლეკვი ერთმანეთისგან? არაერთ ადამიანს ერევა ეს ორი ჯიში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ლეკვები არიან.  ჰასკის აქვს შუბლზე გვირგვინის მაგვარი თეთრი ნიშანი, რომელიც მდებარეობს თვალებს შორის, რაც მეტად ჯიშიანია ძაღლი, ეს ნიშანი მეტად არის გამოკვეთილი. მალამუტს იმავე ადგილზე გულის ფორმის თეთრი ლაქა აქვს.
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 5483 | დაამატა: Admin | დრო: 28.12.2015 | კომენტარი (1)

საიტზე დაემატა: ტესტი "სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები"
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები
იარაღის მოხმარების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგებადა გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება.თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად იარაღის შეძენის მსურველს 30 წუთი ეძლევა. იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იარაღი 1 ნოემბრამდე დაირეგისტრირეს. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს. ამავდროულად, გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოქალაქეს იმავე ტიპის სხვა იარაღის შეძენის შემთხვევაში გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ უწევს. სულ არის 150 ტესტი, თუმცა საიტზე აჩვენებს რომ არის 151 ტესტი.ეს ტექნიკური ხარვეზია და შედეგებზე არ აისახება, ერთი ტესტი უშეკითხვოდაა და მისი ქულა არც მოგაკლდებათ და არც მოგემატებათ. თითო სწორი პასუხი თითო ქულაა, შეცდომა 0.
ტესტს ნახავთ მენიუ: მონადირემ უნდა იცოდეს-ტესტები ან დააჭირეთ აქ:

გამოცადეთ საკუთარი თავი. გისურვებთ წარმატებას!
დაწვრილებით...
კატეგორია: საიტის ამბები | დათვალიერებულია: 21595 | დაამატა: Admin | დრო: 24.12.2015 | კომენტარი (13)

ძაღლის 14 ჯიში, რომლებიც გენეტიკურად ყველაზე ახლოს არიან მგელთან (უმეტესობა მათგანს ვერ წარმოიდგენდით)
 
ყველა ძაღლის წინაპარი მგელია ან სხვა მგლისებრი ძუძუმწოვარი. არაერთი სპეციალისტი სწორედ, რომ მგელთან აიგივებს ძაღლის ვიზუალსა და ხასიათს, თუმცა, მათი კლასიფიკაცია საუკუნეების წინ მოხდა, როდესაც ძაღლი შინაური ცხოველი გახდა. ბოლო კვლევებმა გამოყო ძაღლის ის ჯიშები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან მგლებთან ახლო ნათესაურ კავშირში. კვლევაში 414 ძაღლი და 85 სხვადასხვა ჯიში მონაწილეობდა. შედეგი ნამდვილად 
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 4621 | დაამატა: Admin | დრო: 22.12.2015 | კომენტარი (5)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, ქალაქ რუსთავში მდინარე მტკვარზე სამართალდამრღვევები გასაბერი ნავითა და ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ.

ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ დაილუქა სამართალდარღვევის ნივთები. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2142 | დაამატა: Admin | დრო: 18.12.2015 | კომენტარი (8)

ცნობილია სისტემა, რომლის მიხედვითაც, დამრღვევ მძღოლებს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მართვის მოწმებას 100 ქულა ენიჭება, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება და 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2435 | დაამატა: Admin | დრო: 15.12.2015 | კომენტარი (9)

თბილისის ზოოპარკში ცეცხლი ლიკვიდირებულია. თუმცა, ამ წუთებში ადგილზე კვლავ იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მათი ინფორმაციით სრულად დაიწვა თავლა და განადგურდა ცხოველთა საკვებიც. 
გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა თავლასთან მდგომი სამი 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1872 | დაამატა: Admin | დრო: 13.12.2015 | კომენტარი (1)

ადამიანს მოულოდნელად ფერი შეეცვალა, - გაყვითლდა, თვალებზეც სიყვითლე გადაჰკრავდა. ეგონა, ბოტკინი სჭირდა, ექიმს მიაკითხა და კვლევის შედეგად, ღვიძლის ექინოკოკოზი დაუდგინდა. 

ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ღვიძლზე ორი კისტისებური წარმონაქმნია გაჩენილი, რომელიც ექინოკოკის კვერცხებითაა სავსე. ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, რათა ეს წარმონაქმნები არ გასკდეს და ამ პარაზიტის 
დაწვრილებით...
კატეგორია: სხვადასხვა | დათვალიერებულია: 3489 | დაამატა: Admin | დრო: 13.12.2015 | კომენტარი (4)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მცხოვრებმა მონადირე ვლადიმერ გოგიძემ უცხოეთის ოთხი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინა. როგორც გოგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მეგობართან ერთად მწყერზე სანადიროდ ტყეში იმყოფებოდა, რა დროსაც თოვლზე ნაკვალევი შენიშნა. მისივე თქმით, ცხედრები ნაწილობრივ თოვლით იყო დაფარული. შემთხვევა სავარაუდოდ რამდენიმე დღის წინ მოხდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 3032 | დაამატა: Admin | დრო: 12.12.2015 | კომენტარი (15)

ფოთის "კოლხეთის" ცენტრალურ სტადიონზე 2015 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს ბაზიერთა პირველი ფესტივალი „ფოთი-2015“ ჩატარდა, რომელშიც სამოცამდე ფოთელი, ოზურგეთელი, ჩოხატაურელი, ბათუმელი, ხელვაჩაურელი, მახინჯაურელი, თბილისელი და ბანძელი ბაზიერი მონაწილეობდა.
     ღონისძიება შთამბეჭდავი გახადა მიმინოებით, შავარდნებითა და ქორებით ნადირობის იმიტირებულმა სანახაობამ.
    ფესტივალის ორგანიზატორი იყო საქართველოს ბაზიერთა კლუბი და მონადირეების საიტი www.bazieri.ge. 
    ფესტივალის ორგანიზატორები და სულისჩამდგმელები იყვნენ: სოსო ჯღამაძე, დავით ჯღამაძე, ლევან დობორჯგინიძე, ლევან დუდუჩავა, ლუკა სართანია, გიორგი გაბუნია.
     ფესტივალის წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანეს:  ბექა ელიაშვილმა, ბესო მიქაიამ, გია გიგილაშვილმა, თემურ დობორჯგინიძემ,  ბექა დობორჯგინიძემ, ბაქარი ხარებავამ, ბექა ბოჭორიშვილმა, გიორგი 
დაწვრილებით...
კატეგორია: ბაზიერი | დათვალიერებულია: 2443 | დაამატა: Admin | დრო: 10.12.2015 | კომენტარი (4)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 11 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევები ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე (6 ფაქტი). წყალტუბოს, ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონებში მოქალაქეები ნადირობდნენ გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“ (5 ფაქტი). 
შედგა შესაბამისი ოქმები. 
სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები დაილუქა.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2036 | დაამატა: Admin | დრო: 09.12.2015 | კომენტარი (5)

სოფელ სადახლოში ნადირობისას საქართველოს სამ მოქალაქეს გზა აერია და შეცდომით გადაკვეთეს საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი.
მას შემდეგ, რაც მათ გააცნობიერეს, რომ გზა აერიათ, დახმარების მიზნით მიმართეს სომხეთის ტერიტორიაზე, სოფელ თაზაქენდში არსებულ სომხეთის სასაზღვრო უწყების ბლოკ-საგუშაგოს.
მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეების მხრიდან მიღებული 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2672 | დაამატა: Admin | დრო: 07.12.2015 | კომენტარი (14)

როცა კლიმატის ცვლილებაზე მსოფლიოში მასშტაბური დისკუსიები მიმდინარეობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ადამიანებს არ უქმნის საფრთხეს გლობალური დათბობა. წარმოგიდგენთ იმ ცხოველებს, რომლებიც ამჟამად გადარჩენისთვის იბრძვიან და რომელთა გადაშენების საფრთხეც საკმაოდ მაღალია.
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 4179 | დაამატა: Admin | დრო: 03.12.2015 | კომენტარი (2)

შინაგან საქმეთა სამინსიტროს გადაწყვეტილებით, 2016 წლის პირველი იანვრიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა შემოდის.

როგორც შსს-ს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა სამინისტროში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, მძღოლები რამდენჯერაც დაარღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს ქულებიც შესაბამისად დააკლდებათ. როდესაც ქულა ნულზე ჩამოვა მათ მართვის მოწმობა გააუქმდებათ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ასეთ მძღოლებს ორი თვის შემდეგ გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევთ.

როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, ქულები მძღოლებს 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2241 | დაამატა: Admin | დრო: 03.12.2015 | კომენტარი (9)

უახლოეს მომავალში ლომების, სპილოების, ბეჰემოტებისა და ცხოველთა სამყაროს კიდევ რამდენიმე წარმომადგენლის ნახვა მხოლოდ დისნეის მულტფილმებსა და ზოოპარკებში იქნება შესაძლებელი. ველური ბუნების ფონდის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 1970 წლიდან, გარეული ცხოველების პოპულაცია 52%-ით შემცირდა. ანგარიში Global Footprint Network-ისა და 
დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 2835 | დაამატა: Admin | დრო: 30.11.2015 | კომენტარი (0)

საუდის არაბეთში, 12 მილიონ დოლარად შეფასებულ ცხენს, ჰომოსექსუალობის ბრალდებით, სიკვდილით დასჯიან?
22-11-2015
საუდის არაბეთში, 4 წლის, 12 მილიონად შეფასებულ დოღის ცხენს, სახელად "საჩუქარს", რომელიც პრინც ალველიდ ბინ თალალის საკუთრებაა, სასიკვდილო განაჩენი მას შემდეგ გამოუტანეს, რაც მომვლელებმა აღმოაჩინეს, რომ თავისივე სქესის ცხენთან ჰქონდა სექსუალური კავშირი. ცხენს, რომელმაც პატრონს მარტო ბოლო სეზონში 6 მილიონ დოლარზე მეტი მოაგებინა, სიკვდილით 28 ნოემბერს დასჯიან.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2494 | დაამატა: Admin | დრო: 25.11.2015 | კომენტარი (6)

საფრანგეთში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს პოლიციელი ძაღლი დაიღუპასაფრანგეთის ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას პოლიციელი ძაღლის დაღუპვის შესახებ, რომელიც მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. ინციდენტი მოხდა პარიზის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბანში. 
სამართალდამცველები აწარმოებდნენ აბდულჰამიდ აბაუდის ძებნას, რომელიც ეჭვმიტანილია პარიზის ტერაქტებში და ითვლება ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ სულიერ ლიდერად. 
სამართალდამცველებმა ტერიტორიას ალყა შემოარტყეს, თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად დაიღუპა პოლიციელი ძაღლი, სახელად დიზელი, ხოლო ხუთი სამართალდამცველი დაიჭრა. 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1745 | დაამატა: Admin | დრო: 25.11.2015 | კომენტარი (0)

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, დაესწარით მრავალს თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად . წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი მთელი ცხოვრების მანძილზე . უფალი გფარავდეთ ყველას
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2048 | დაამატა: Admin | დრო: 23.11.2015 | კომენტარი (1)

ეთიოპიაში ბევრ გოგონას აიძულებენ ქორწინებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში ოჯახების 70% სწორედ ძალის გამოყენებით არის შექმნილი. მამაკაცები არც კი ეკითხებიან გოგონებს ქორწინების შესახებ, არც მათ მშობლებს სთხოვენ ხელს, არამედ აუპატიურებენ მათ და შემდეგ იძულებულს ხდიან, მათზე იქორწინონ. 
სწორედ ასე 
მოუვიდოდა 12 წლის გოგონას, როდესაც იგი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. 7-მა მამაკაცმა გოგონა გაუპატიურების მიზნით მოიტაცა, რათა შემდეგ ერთ-ერთ 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2817 | დაამატა: Admin | დრო: 19.11.2015 | კომენტარი (11)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის და აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტზე 7 პირი გამოავლინეს. თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე იორის ხეობაში სამართალდამრღვევებმა მურა დათვი და შველი მოინადირეს.

მოხდა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და უკანონოდ მოპოვებული ნანადირევის ამოღება.

შეგახსენებთ, რომ მურა დათვი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა.

მურა დათვის და შველის უკანონო მოპოვებაზე, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა საერთო ჯამში 55 ათასი ლარი შეადგინა.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2390 | დაამატა: Admin | დრო: 19.11.2015 | კომენტარი (4)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლემა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. 
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამართალდამრღვევები ნადირობდნენ ე.წ. ,,პროჟექტორით“.
ჩამორთმეული და დალუქული იქნა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2028 | დაამატა: Admin | დრო: 18.11.2015 | კომენტარი (3)

დღეს, 19.00 საათზე ცნობილი შვედი მკვლევარი, ფოტოგრაფი, მოგზაური და გინესის რეკორდსმენი იოჰან ერნსტ ნილსონი გარემოსდაცვით საკითხებზე საჯარო ლექციას გამართავს. 
იოჰანი ისაუბრებს კლიმატის ცვლილებებსა და კვლევა-ძიების მნიშვნელობაზე გარემოს დაცვის კუთხით.

25 წლის განმავლობაში იგი 40 ექსპედიციაშია ნამყოფი 140-ზე მეტ ქვეყანაში. თავგადასავლების სიყვარულმა იოჰანი ჩრდილოეთსა თუ სამხრეთ პოლუსზე, ჯუნგლებში, უდაბნოებსა და ყველა კონტინენტის უმაღლეს მწვერვალზე მოახვედრა. 2015 წელს, პირველი იყო, ვინც ფეხით გადაიარა სერენგეტის ეროვნული პარკი და გახდა გინესის რეკორდსმენი. პროექტი მიმართული იყო ბრაკონიერობისა და ველური ბუნების 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2015 | დაამატა: Admin | დრო: 18.11.2015 | კომენტარი (0)

პიტბულმა სიცოცხლის ფასად ორი ქალი კობრისგან იხსნა
ამერიკულ პიტბულმა სახელად ჩივმა 87 წლის ვიქტორია და მისი შვილიშვილი მარია შხამიანი კობრისგან იხსნა. გველი მათ სახლში სამზარეულოში არსებული ხვრელიდან შეძვრა. 
ვიქტორია დივანზე ტელევიზორს უყურებდა, როდესაც ჩივი წამოხტა, რითაც პატრონი კობრის შემოსვლის შესახებ გააფრთხილა. მარია და ბებია სხვა ოთახში გაქცნენ იმედით, რომ კობრა წავიდოდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც 
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 3254 | დაამატა: Admin | დრო: 18.11.2015 | კომენტარი (6)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში სამართალდამრღვევი ნადირობდა გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“. მას მოპოვებული ჰყავდა კურდღელი და ვალდშნეპი (გარეული ტყის ქათამი). 
მეორე ფაქტი ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში დაფიქსირდა. მოქალაქე ნადირობდა გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“ .
შედგა შესაბამისი ოქმები.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2626 | დაამატა: Admin | დრო: 13.11.2015 | კომენტარი (12)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინოულში სამართალდამრღვევი ნადირობდა გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე. მეორე ფაქტი გამოვლინდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხენთაროში. მოქალაქე ნადირობდა გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“ .
შედგა შესაბამისი ოქმები.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2110 | დაამატა: Admin | დრო: 13.11.2015 | კომენტარი (4)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე 168 ცალი ფრინველის ხმის იმიტატორი ე.წ. მანოკი ამოიღო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით ფრინველის მოზიდვა დასჯადია და აღნიშნული ქმედება დეპარტამენტის მიერ მკაცრად კონტროლდება.

„ე.წ. მანოკის გამოყენების გარდა, ამ დროისთვის 

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2338 | დაამატა: Admin | დრო: 13.11.2015 | კომენტარი (6)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტზე ორი პირი გამოავლინეს. 
სამართადამრღვევებს მოკლული ჰყავდათ 2 ცალი კაკაბი. 
მათ ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ კაკაბი წარმოადგენს ნადირობას მიუკუთნებელ სახეობას და მასზე ნადირობა კანონით დაუშვებელია.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2980 | დაამატა: Admin | დრო: 10.11.2015 | კომენტარი (17)

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика