მთავარი » 2015»ნოემბერი»25 » საფრანგეთში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს პოლიციელი ძაღლი დაიღუპა
11:58:11
საფრანგეთში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს პოლიციელი ძაღლი დაიღუპა
საფრანგეთში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს პოლიციელი ძაღლი დაიღუპა
19.11.2015
საფრანგეთის ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას პოლიციელი ძაღლის დაღუპვის შესახებ, რომელიც მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. ინციდენტი მოხდა პარიზის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბანში.
სამართალდამცველები აწარმოებდნენ აბდულჰამიდ აბაუდის ძებნას, რომელიც ეჭვმიტანილია პარიზის ტერაქტებში და ითვლება ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ სულიერ ლიდერად.
სამართალდამცველებმა ტერიტორიას ალყა შემოარტყეს, თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად დაიღუპა პოლიციელი ძაღლი, სახელად დიზელი, ხოლო ხუთი სამართალდამცველი დაიჭრა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!